საქართველოს ნაკრების მცველს მოსკოვის "ლოკომოტივთან" სამუდამო კონტრაქტის გაფორმება სურს

რუსულმა Советский спорт-მა ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების მცველ საბა კვირკველიასთან, რომელიც ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში იჯარით მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა.

- თქვენ "ლოკომოტივთან" ერთად რუსეთის თასი მოიგეთ. როგორ აღნიშნეთ ის ფეხბურთელებმა?

- ისე, როგორც ზეიმობენ სეზონის მიმდინარეობისას. დავსხედით რესტორანში მწვრთნელების გარეშე, თითო ფეხბურთელმა თითო სადღეგრძელო ვთქვით და დავიშალეთ მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად.

- საუკეთესო მომენტი ფინალში...

- როცა ფინალური სასტვენი გაისმა - მივხვდი, ჩემპიონი ვარ. ეს ტიტული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რადგან სადღაც 9 თვით ადრე ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი. "რუბინში" ხავი გრასია ჩემს ადგილს განაცხადშიც კი ვერ ხედავდა. სხვა კლუბებში "რუნიდან" არ მიშვებდნენ. იყო მომენტები, როცა სასოწარკვეთილი ვიყავი. ახლა იმ დროს სიცილით ვიხსენებ, მაშინ კი სამხიარულო არაფერი იყო.

- რომელ გუნდებში არ გაგიშვათ "რუბინმა"?

- "კრასნოდარში", "როსტოვში"... ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ყოველთვის ვეტოს ადებდა "რუბინი". ყაზანელებს სურდათ, რომ მე ისეთ კლუბში გადავსულიყავი, რომელიც ცხრილის ქვედა ნაწილში იყო.

იყო შემოთავაზებები ბუნდესლიგის და სერია A-ს გუნდებიდან, თუმცა ეს გუნდები გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ამიტომაც ევროპაში წასვლა თავად არ მინდოდა, რუსეთში დარჩენა და ზოგისთვის იმის დამტკიცება მსურდა, რომ არც ისე ცუდი ფეხბურთელი ვარ.

- თქვენ უკვე განაცხადეთ, რომ "რუბინში" არ დაბრუნდებით, არადა, კონტრაქტით ამ კლუბს 2019 წლამდე ეკუთვნით...

- "ლოკომოტივში" სიამოვნებით დავრჩებოდი... არ მინდა კიდევ ერთხელ ხავი გრასიასთან მუშაობა. თან, არც იმას სურს. თუ ვინმე მე არ მაფასებს, ის არც ჩემთვის ღირს რამედ. ჯერ პიროვნება ვარ და მერე ფეხბურთელი.

- ალბათ, როცა "ზენიტიდან" "რუბინში" გადადიოდით, მაშინაც ასე ლაპარაკობდით...

- დიდი სხვაობაა, "რუბინში" სასტარტოს ფეხბურთელი ვიყავი, მოვიდა გრასია და 23 კაცში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გამომიყვანა. მის მიერ მოყვანილ ფეხბურთელებს ჩემზე უკეთესი სტატისტიკა არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც ისინი თამაშობდნენ.

კლუბის ხელმძღვანელობასთან პრეტენზიები არ მაქვს, ფეხბურთელები ძმებად მიმაჩნია, აი, გრასია კი არა, მასთან კონფლიქტი მაქვს, მხოლოდ მასთან.

- თქვენი ნება რომ იყოს, რა ხანგრძლივობის კონტრაქტს გააფორმებდით "ლოკომოტივთან"?

- სამუდამოს! აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამი წელია აქ ვთამაშობ. დიდი მადლობელი ვარ იური სიომინის. პალიჩი ძალიან რისკავდა, როცა გუნდში 6 თვის უთამაშებელი ფეხბურთელი მოჰყავდა. ის მენდო და მეც არ დავაღალატე.

- ვინ არის თქვენთვის სიომინი?

- მას შეუძლია ისე გაგაკრიტიკოს, რომ სასიამოვნო მოსასმენიც კი იყოს. ამბობს ისეთ რამეებს, რაც მართლა სათქმელია. მას სურს, რომ უკეთ ითამაშო. ცსკა-სთან წაგების მერე გვითხრა, რომ სჯობს, ერთხელ 0:4 წავაგოთ, ვიდრე ოთხჯერ 0:1. ამის მერე ჩვენ შევძელით თასის მოგება.

- "რუბინთან" მატჩი თქვენთვის პრინციპული იყო?

- რა თქმა უნდა, "ლოკომოტივს" ვგულშემატკივრობდი, მაგრამ "რუბინშიც" მეგობრები მყავს. კამბოლოვი, კანუნნიკოვი... მაგრამ ჩემი მიზნები ახლა "ლოკომოტივისას" ემთხვევა, მინდა გუნდთან ერთად ევროთასებზე კარგად ვიასპარეზო.

- სუპერთასისთვის "სპარტაკთან" მოგიწევთ თამაში...

- ამ გუნდში ორი მეგობარი მყავს: ჯანო ანანიძე და გიორგი ჯიქია. დარწმუნებული ვარ, კარგი მატჩი გამოვა.

- ზუსტად იცით, რომელ ნაკრებში სურს თამაში ჯიქიას?

- ის ამბობს, რომ რუსეთის ნაკრებში ითამაშებს. მე მის ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ. ჯიქია რუსეთში დაიბადა, აქ ცხოვრობს, ბოლოს და ბოლოს, რუსეთის მოქალაქეა...

- და რას იტყვით ჯანოს შესახებ?

- ის ტოპ-ფეხბურთელია გიჟური პოტენციალით.

- თქვენც გქონდათ არჩევანი გასაკეთებელი რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის?

- რა თქმა უნდა, მაგრამ მე სულ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი. ადრე ახალგაზრდულ გუნდებში გამოვდიოდი. არჩევანი მე გავაკეთე და მშობლებმა ის მომიწონეს.

- როცა რუსეთში ჩამოხვედით, რუსული სულ არ იცოდით...

- დიახ და სპეციალურად უარი ვთქვი თარჯიმანზე, რათა უფრო მალე მივჩვეოდი. თავიდან ძალიან მიჭირდა და ხშირად იყო კომიკური სიტუაციები. ცდილობდნენ, ჟესტებით აეხსნათ ჩემთვის. ენა შევისწავლე თანაგუნდელებთან ურთიერთობებით. ახლა რუსულს სადღაც 70%-ით ვფლობ. გრამატიკაში მიჭირს, მაგრამ რესტორანში მშიერი ნამდვილად არ დავრჩები.

ქომაგი
ადამიანი რუსეთში უკვე რაღაცას წარმოადგენს, ფიგურაა და რა სიკვდილას სჭირდება ევროპა? დაფასებული კაცია, კარგ ჯამაგირს ღებულობს, ენა იცის, ქვეყანას შეეჩვია და რაში აწყობს თუნდაც წამყვანი საფეხბურთო ლიგის საშუალო დონის გუნდში გადასვლა? გადავა თუ მიიწვევს ლიგაზე გასული კარგი კლუბი. ფეხბურთელის კარიერა ისედაც ხანგძლივი არაა და სჯობს დარჩეს რასიაში და იშოვოს ორი კაპიკი. წარმატებები საბას!
zura
რუსეთის ჩემპიონატში კარგი ხელფასებია, მითუმეტეს ცხრილში საშუალოზე მაღლა მდგომებს. სერია ა-ს, თუნდაც ბუნდელისგის გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდების ხელფასები და ინფრასტრუქტურა, და თამაშის დონეც რუსეთის ჩემპიონატის ხუთეულში მყოფი გუნდებისას ნამდვილად არ აღემატება, თუ ბევრად არ ჩამორჩება კიდეც. აგერ კანკავა გადავიდა რეიმსში და რაა?

და საიდან დაასკვენით რომ თუნდაც ის წყალწაღებული "დარმშტადი" იხდიდა 6 მილიონს და არ წავიდა. ქართული კითხვა თუ იცით აზროვნებაც ხომ უნდა შეგეძლოთ. კვირკველია "რუბინის" საკუთრებაა და უნდა გაყიდის უნდა გასახდელში შეინახავს. ამიტომ არის როცა კონტრაქტს აწერ ხელს მონურ პირობებს არ უნდა დაყაბულდე, რადგანაც მუდმივი არაფერია და რაღაც რისკები მაინც უნდა გაითვალისწინო. სხვა მხრივ იძახეთ ახლა რუსეთი და ბუნდესლიგა. "ბაიერნის" გამოკლებით ერთიდაიგივე ნაგავია ორივე თუნდაც ის ყომარს გადაყოლილი "ბორუსია".
დათო
ბევრი კვერკველია გვყავს, ადრეც გვყოლია და იმიტომაც არის ჩვენი საფეხბურთო ნაკრები სულ ჩასვრილი. ქართველი რაგბისტები თამაშობენ ევროპის N1 საკლუბო ჩემპიონატში საფრანგეთში და ინგლისში. ჩვენი კალათბურთელები თამაშობენ მსოფლიოს N1 ჩემპიონატში NBA-ში და ევროპის N1 ესპანეთის ჩემპიონატში. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში და იშვიათი გამონაკლისი ჰოლანდია, იტალია. შეადარეთ რაგბის და კალათბურთის ნაკრებების შედეგები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შედეგებს. ალბათ ლოგიკური აზროვნება შეგიძლიათ.
miriani
გარისკვაში რას გულისხმობთ, ბუნდესლიგაში გადასვლა გარისკვაა და რუბინში გაურკვევლობა სტაბილურობა?

ცნობისთვის, "ზენიტი," ბუნდესლიგის 4-5 გუნდის გარდა სამივე ლიგას იყიდის თავის "პატრახებიანად" ფინანსურად. ასევე არიან "ცსკა" და "სპარტაკიც". უფრო მგონია რომ ეზარება ახალი გარემო, ისევ უცხო ენა, უცხო მენტალიტეტი და ნაკლები ხელფასი. არ უღირს ალბათ ამდენ პრობლემად ევროპა. თუ იქნება ინტერესი სერიოზული გუნდებიდან დარწმუნებული ვარ გარისკავს და წავა.
გოგა
ბოღმებო რა დღეში ხართ წადით თქვენ ითამაშეთ იტალიაში და გერმანიაში აცალეთ მაგ კაცს
gg
რუსეთში უფრო დიდ ფულს შოულობს. ეგაა და ეგ. ბუნდესლიგაში მეტი წვალებაა საჭირო მაგხელა ფულისთვის. ზენიტი, რუბინი, სპარტაკი და თუნდაც დინამო, ბუნდესლიგის საშუალო დონის კლუბების ფინანსებს არ ჩამოუვარდება. რუსეთში იბლატავებ, გერმანიაში ვერა, რიგითი მოქალაქე იქნები. ასე რომ... ცუდად არ გამიგოთ, საბა ალბათ საუკეთესო ფეხბურთელია ვინც ახლა გვყავს და იყო ბოლო 5-7 წლის მანძილზე. მაგრამ მაინც, მისი არჩევანი იყო სუფთა პრაქტიკული და არა ამბიციური, რისკიანი. ეს მისი არჩევანია. წარმატებას ვუსურვებ და ხშირად გაგვახაროს!
ნიკა
მიდი საბა!! სადაც გერჩივნოს იქ დარჩი. იტალიის მაჩანჩალობას რასიის ჩემპიონობა სჯობია. მაგრამ შენ მანჩესტერის ფეხბურთელობა მაგრად მოგიხდებოდა. იმათი სტილის ხარ
opla-s
მეც მაგას ვამბობ თავად არ უნდათ წასვლა და იგონებენ რაღაცეებს.
opla!
"იყო შემოთავაზებები ბუნდესლიგის და სერია A-ს გუნდებიდან, თუმცა ეს გუნდები გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ამიტომაც ევროპაში წასვლა თავად არ მინდოდა, რუსეთში დარჩენა და ზოგისთვის იმის დამტკიცება მსურდა, რომ არც ისე ცუდი ფეხბურთელი ვარ."...აგერ შედეგიც..ეხლა ხეხე რუბინის სკამი... ბუნდესლიგა და სერია A არ უნდოდა :) როგორ იძახდა მყვირალა ჰოლანდიელი?!! აგერ აზროვნების მაგალითიც :)
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
სიომინი: ხვიჩა პსჟ-ში უზარმაზარ როლს თამაშობს, მაგრამ გუნდს პრობლემები აქვს
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის "გასახარებლად"?
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"იმსახურებდა თუ არა "ოქროს ბურთის" სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?" - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია