ლიოვის გადაწყვეტილებებმა გერმანიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
გერმანიაში იოახიმ ლიოვის ბოლო გადაწყვეტილებების განხილვა გრძელდება. ერთნი ბუნდესგუნდში სიახლეებს დადებითად აფასებენ, მეორენი კი სკეპტიკურად უყურებენ და ლიოვს არჩევანს უწუნებენ.

გერმანიაში თუ ვეტერანი მარიო გომესის ნაციონალმანშაფტს მიღმა დარჩენას მეტ-ნაკლებად შეეგუენ, ასევე გამოცდილი და ფანების ერთ-ერთი ფავორიტის, მარკო როისის უყურადღებოდ დატოვება უმეტესობას არ მოსწონს. ლიოვი კი ამბობს, რომ ბუნდესნაკრებს დიდი მომავალი, რესურსი და პოტენციალი აქვს. ახლა ვინც ოპტიმალურ ფორმაშია და ვინც შანსს იმსახურებს, ის გამოვიძახეო.

მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა რუსეთში კონფედერაციათა თასზე უნდა ითამაშოს, რომელიც 17 ივნისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება. გერმანელებთან ერთად ჯგუფში კამერუნი, ჩილე და ავსტრალია მოხვდნენ. მეორე ჯგუფში კი მასპინძელი რუსეთი, პორტუგალია, მექსიკა და ახალი ზელანდია მოკალათებულან.

გერმანია 19 ივნისს ავსტრალიას დაუპირისპირდება, 22-ში ჩილეს, ხოლო 25 ივნისს ჯგუფურ ეტაპს კამერუნთან დუელით დაასრულებს. ნახევარფინალები 28 და 29 ივნისს გაიმართება, ხოლო 2 ივლისს სანკტ-პეტერბურგში მესამე ადგილი გათამაშდება, მოსკოვში კი ფინალი გაიმართება.

ნაკრებში ერთბაშად 6 ახალწვეულია. ლიოვმა განაცხადში, რომელსაც "პერსპექტიული" უწოდა, "გლადბახის" კაპიტანი ლარს შტინდლი, ბერლინის "ჰერტას" მცველი მარვინ პლატენჰარდტი, ამსტერდამის "აიაქსის" შემტევი ამინ იუნესი, "ლაიპციგის" ნახევარმცველი დიეგო დემე და ჰოფენჰაიმელები - კერემ დემირბაი და სანდრო ვაგნერი შეიყვანა. ამ უკანასკნელმა ნაციონალმანშაფტის პირველი მიწვევა 29 წლის ასაკში მიიღო.

"სანდრო ვაგნერს თავისებური თამაშის სტილი აქვს და ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია" - ამბობს ლიოვი.

"ჰოფენჰაიმს" მშვენიერი სეზონი ჰქონდა და ლიოვმა "სოფლელების" არაერთ ფეხბურთელს უხმო. კიდევ უფრო კარგი სეზონი ჰქონდა "ლაიპციგს" და არც ეს კლუბი დაჩაგრულა. მაგალითად, 21 წლის თავდამსხმელი ტიმო ვერნერი ასევე განაცხადშია.

კვლავაც გამოძახებულია კევინ ტრაპი. მართალია, "პარი სენ-ჟერმენის" მეკარეს ბუნდესნაკრებში ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, მაგრამ თავის ადგილს ინარჩუნებს და მესამე გოლკიპერად ითვლება.

ლიოვმა კიდევ ბევრი ისეთი ფეხბურთელი გამოიძახა, რომელსაც არც ისე დიდი სანაკრებო გამოცდილება აქვს, მაგრამ ჰერ იოახიმი მომავალზე ზრუნავს და თანაც, გამორჩეულ ლიდერებს გადატვირთული სეზონის მერე ასვენებს, მიწვეულებს კი თავის გამოჩენის შანსს აძლევს. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები ფეხბურთელებიდან კონფედერაციათა თასზე 3 მოთამაშე იქნება - მატიას გინტერი, იულიან დრაქსლერი და შკოდრან მუსტაფი.

ტონი კროოსი, სამი ხედირა, მატს ჰუმელსი, თომას მიულერი, ჯერომ ბოატენგი და მესუთ იოზილი დაისვენებენ. ბუნდესნაკრების თავკაცი გადატვირთულ კალენდარზე და თავისი ვარსკვლავების გადაღლილობაზე ფიქრობს და ღელავს. ლიოვმა გადაწყვიტა, რომ ჯობია, როისმაც დაისვენოს, მაგრამ მას ტრავმებით გატანჯული სეზონი ჰქონდა და ზუსტად ამიტომ ელოდნენ, რომ მარკო ნაკრებში იქნებოდა, რომ ნაციონალმანშაფტის გემოც კარგად გაეხსენებინა. მანუელ ნოიერი, ილქაი გიუნდოგანი, იულიან ვაიგლი, ბენედიქტ ჰიოვედესი და მარიო გიოტცე კი ტრავმირებულნი არიან.

ერთი სიტყვით, ნაკრები ერთობ ექსპერიმენტული იქნება, მაგრამ ლიოვი ფანებს დაჰპირდა, რომ მიდგომა სერიოზული და "ბოლომდე გერმანულია".

"კონფედერაციათა თასს ისევე მივუდგებით, როგორც ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატს. ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული ტურნირია, რომელშიც საჭირო გამოცდილება უნდა მივიღოთ. 2018 წლის მუნდიალს მაქსიმალურად მომზადებულნი უნდა შევხვდეთ" - თქვა ლიოვმა.

საბოლოო განაცხადის შედგენამდე ლიოვმა 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელთან, შტეფან კუნცთან გაიარა კონსულტაცია, რადგან არაერთი ფეხბურთელი კუნცის გუნდს "წაართვა". მათ გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღეს.

დაბოლოს, გუნდს ლეროი სანე დააკლდა, "სიტის" ფორვარდმა გადაწყვიტა, ცხვირის ოპერაცია გაიკეთოს. ლიოვს მისი შემცვლელი ჯერ არ დაუსახელებია.

მეკარეები: ბერნ ლენო (ლევერკუზენი), კევინ ტრაპი (პსჟ), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)

მცველები: მატიას გინტერი (დორტმუნდი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენჯამინ ჰენრიკსი (ლევერკუზენი), შკოდრან მუსტაფი (არსენალი), მარვინ პლატენჰარდტი (ჰერტა), ანტონიო რიუდიგერი (რომა), სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), ნიკლას ზიულე (ჰოფენჰაიმი)

ნახევარმცველები: ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), ემრე ჯანი (ლივერპული), კერემ დემირბაი (ჰოფენჰაიმი), დიეგო დემე (ლაიპციგი), იულიან დრაქსლერი (პსჟ), ლეონ გორეტცკა (შალკე), ლარს შტინდლი (გლადბახი), ამინ იუნესი (აიაქსი)

თავდამსხველები: ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), სანდრო ვაგნერი (ჰოფენჰაიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს