ეროვნულ გუნდში გამოძახებულმა შემტევმა საკლუბო და სანაკრებო საკითხებზე ისაუბრა
ვლადიმირ ვაისი საინტერესო მოთამაშეებს დროდადრო თავის გამოჩენის შანსს აძლევს. ამჯერად, მან ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც გამოიძახა, რომელიც ამ შანსს მოთმინებით ელოდა...

ასე მაგალითად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პლოცკის "ვისლას" ერთ-ერთი ლიდერი (30 მატჩი, 6 გოლი) გიორგი მერებაშვილი ბრუნდება.

- ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

- რომ არ დაგიმალოთ, ვაისის სიაში ჩემი გვარის ამოკითხვა ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა და უზომოდ გამახარა. პოლონეთის ექსტრაკლასას დამღლელი სეზონის დამთავრებამდე 2 ტური დარჩა და ოჯახთან ერთად დასვენებას ვგეგმავდი. თუმცა დასვენებაზე სასიამოვნო ეს ინფორმაცია აღმოჩნდა. გახარებული ვარ და ვეცდები, ჩემი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო, ხოლო ნაკრებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

- ბოლოს ნაკრებში როდის გამოგიძახეს?

- წესიერად აღარც კი მახსოვს... წინა შესარჩევი იყო, გერმანიასა და შოტლანდიასთან შეხვედრებისთვის...

- მოლდოვასთან თამაშზე რას გვეტყვით? რა შანსები და მოტივაცია გვაქვს?

- შანსები ნებისმიერ მეტოქესთან გვაქვს. რაც შეეხება მოლდოვას, იოლი თამაში რომ არ იქნება, ეს საკამათო არაა და თბილისურ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა. მაგრამ უნდა ჩავიდეთ და სამი ქულა წამოვიღოთ. ჩვენს სატურნირო მდგომარეობაში სხვა გზას და გამოსავალს ვერ ვხედავ.

მოტივაციაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია, როდესაც საქმე შენს ქვეყანას ეხება - მისი სახელისთვის თამაში ყველაზე დიდი სიხარული და სიამოვნებაა.

- ანუ გადაიდო ოჯახის დასვენება?

- (იცინის) საბედნიეროდ, გადაიდო. მე და ჩემი ოჯახი დასვენებას მოვახერხებთ, ნაკრებში გამოძახება კი ისეთი ბედნიერებაა, ამას ოჯახის წევრები მშვენივრად ხვდებიან და ეს მიწვევა ჩემზე არანაკლებად გაუხარდათ.

- პოლონეთში ბოლო სეზონში საკმაოდ ბევრი ქართველი შეიკრიბეთ. კარგი ისაა, რომ საშუალოევროპული დონის ლიგაა.

- წლეულს 6 ფეხბურთელი ვიყავით და ახლა ხუთნი ვართ. სასიამოვნოა, რომ ქართველების მიმართ პოლონელთა ინტერესი გაზრდილია. ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონე ძალიან გაიზარდა, სტადიონები, მოედნები, სავარჯიშო პირობები ისეთია, ბევრ ქვეყანას შეშურდება და თამაში და წინსვლა თუ გინდა, აქ ამას აუცილებლად მოახერხებ.

- მომავალ სეზონშიც პლოცკის "ვისლაში" ითამაშებთ თუ უკეთეს ლიგაში ან გუნდში გიწვევენ?

- დასამალი რა არის, უკეთესი ვარიანტები გამომიჩნდა.

- ინტერესს პოლონელები ავლენენ თუ სხვა ქვეყნის კლუბები?

- ძირითადად პოლონური კლუბები.

- და სხვები?

- სხვა ევროპული ქვეყნების გუნდები.

- ეს უკვე საინტერესოა. არ გინდა, უფრო მეტი სიახლე გვითხრა და გულშემატკივარი გაახარო?!

- ჯერჯერობით, ეს ყველაფერი ინტერესის და ლაპარაკის დონეზეა, კონკრეტულს კი ახლა ვერ გეტყვით.

- პოლონეთში მოხვედრით კმაყოფილი ხარ?

- დიახ, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მართლა მშვენიერი ლიგაა და რაც მთავარია, პროფესიონალები არიან. ფეხბურთელი ასეთ გარემოში იზრდება და შესაძლებლობის მაქსიმუმს ავლენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

status quo
შენ თუ გაიტან 3 გოლს,მოვიგებთ...(ეს რისი მაქნისია)
haha
არიქა დაიწყეს ბლატავი, მერე კი კუუდამოძუებულები ხან ვის აბრალებენ ხან ვის.
tamazino
გიორგი შენი ყოველთვის გვჯერა "სამგორი"
ირაკლი
ყოჩაღ მერებ ასეთი შემართებით უნდა იყოს ყველა. რაღა აზრიაქ ამმოგებას მარა მაინც..

უკვე დასაგეგმათ გვაქ საქმე?))))) ან ეს სად მიდის(((((
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
გიორგი მერებაშვილის დუბლით "ვისლამ" "პიასტი" დაამარცხა [VIDEO]
გიორგი მერებაშვილმა "ვისლასთან" კონტრაქტი გააგრძელა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
გიორგი მერებაშვილმა აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
გიორგი მერებაშვილი პლოცკელთა ყველა დროის საუკეთესო თერმეტეულში მოხვდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა