ეს დროც დადგა - 2003 წლის მერე რუნი პირველად არ გამოიძახეს
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ნაკრების განაცხადი გამოაქვეყნა და მთავარ სიახლედ ის შემოგვთავაზა, რომ უეინ რუნი არ გამოიძახა.

არადა, 2003 წლის მერე, ანუ იქიდან მოყოლებული, როდესაც რუნის სანაკრებო დებიუტი ჰქონდა, პირველად ხდება ისე, რომ იგი გამოძახებული არ არის. რუნი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, მან სერ ბობი ჩარლტონს გადაასწრო და 53 გოლზე ავიდა. ეს ყველაფერი უეინმა 119 მატჩში მოახერხა, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილიც კაპიტნის რანგში ჩაატარა. ამაზე მეტი სანაკრებო შეხვედრა მხოლოდ მეკარე პიტერ შილტონს აქვს (125) ნათამაშები.

არის სხვა ამბებიც, განაცხადს მიღმა დარჩენილები ან კიდევ ცოტა მოულოდნელად მოწვეულები.

ნაკრების კაპიტანი, სავარაუდოდ, გარი კეჰილი იქნება, რომელიც კლუბშიც გაკაპიტნდა, "ჩელსიდან" ჯონ ტერის წასვლის შემდეგ. "ლომები" 10 ივნისს, "ჰემპდენ პარკზე" ერთ-ერთ ისტორიულ მეტოქეს, შოტლანდიას შეებმებიან. ბრიტანული დერბი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაა, ხოლო 13 ივნისს "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთთან გასამართი დაპირისპირება ამხანაგური მატჩია.

ინგლისელები თავიანთ ჯგუფში 5 ტურის მერე 13 ქულით ლიდერობენ. მეორეადგილოსან სლოვაკეთს - 9 ქულა აქვს, სლოვენიას - 8, შოტლანდიას - 7, ლიტვას - 5, ხოლო მალტას - 0.

ჯერ გამოძახებულთა სიას გაეცანით:

მეკარეები: ჯეკ ბატლენდი (სტოკი), ფრეიზერ ფორსტერი (საუთჰემპტონი), ჯო ჰარტი (სიტი), ტომ ჰიტონი (ბარნლი);

მცველები: რაიან ბერტრანი (საუთჰემოტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ნათანიელ კლაინი (ლივერპული), აარონ კრისუელი (ვესტ ჰემი), ბენ გიბსონი (მიდლსბრო), ფილ ჯონსი (მანჩესტერი), კრის სმოლინგი (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (სიტი), კირან ტრიპიერი (ტოტენჰემი), კაილ უოკერი (ტოტენჰემი);

ნახევარმცველები: დელე ალი (ტოტენჰემი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ადამ ლალანა (ლივერპული), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერი), ჯეკ ლივერმორი (ვესტ ბრომვიჩი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არსენალი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი);

თავდამსხმელები: ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).

მეკარეები

ჯეკ ბატლენდი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ნაკრებში ადგილიც დაიბრუნა. "სტოკის" გოლკიპერმა მომჯობინების მერე რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარა და ერთი-ორი წვრილი შეცდომა დაუშვა, მაგრამ გაცილებით მეტი მშვენიერი "სეივი" შემოგვთავაზა. ის ალბათ, ნელ-ნელა ფორმას ბოლომდე აღიდგენს და სტატუსი შენარჩუნებული აქვს - პირველ ნომრობას უწინასწარმეტყველებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატი ბევრია, საუთგეიტმა გამოსავალი რაოდენობის ერთით გაზრდაში იპოვა და ადგილი შეუნარჩუნა როგორც ჯო ჰარტს, ასევე "ბარნლის" ტომ ჰიტონს და თვალი ვერც "საუთჰემპტონის" ფრეიზერ ფორსტერზე დახუჭა. დიდებული სეზონი ჰქონდა "სანდერლენდის" ჯორდან პიკფორდს, მაგრამ მისი გამოძახება ჯერ ადრეა. "ვესტ ბრომვიჩის" ბენ ფოსტერის ადგილიც აღარ არის.

მცველები

დაცვაში ახალი ის არის, რომ ადგილი დაიბრუნა "ვესტ ჰემ იუნაიტედის" არონ კრისუელმა, ის კვლავაც მიიღებს შანსს. გახსოვთ, ალბათ, რა კარგ ფორმაში იყო, სანამ დაშავდებოდა. დაბრუნებულიც უმატებს და ნაკრების თავკაციც არ ტოვებს უყურადღებოდ. როგორც "მიდლსბროს" "ლობისტი", საუთგეიტი გავარდნილი რივერსაიდელების მცველს, ბენ გიბსონს ასპარეზს აძლევს, მას მართლაც შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა.

ზოგადად, მისტერ გარეთი გავარდნილი გუნდებიდან ფეხბურთელების გამოძახებას არ ერიდება, თუ ისინი იმსახურებენ, ჯერმეინ დეფომდეც მივალთ. სამაგიეროდ, ვეღარ ვხედავთ "ბარნლის" მაიკლ კინს, რადგანაც ის დაშავებულია. ძალიან საინტერესოა ის, რომ გამოძახებულია კირან ტრიპიერი. მაურისიო პოჩეტინოს კაილ უოკერთან კონფლიქტი აქვს და ტრიპიერმა ის მშვენივრად ჩაანაცვლა კლუბში, ახლა კი ნაკრებშიც გაუწევს წინააღმდეგობას. მწყობრში კვლავაც არ არის მათი თანაკლუბელი დენი როუზი.

ნახევარმცველები

შუა ხაზში კონკურენცია ძალიან დიდია. არიან ტრავმირებულებიც, მაგალითად, "ჩაქუჩების" მაიკლ ანტონიო. ლაზარეთში რჩება "ლივერპულის" კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი, მაგრამ მისი თანაკლუბელი ადამ ლალანა მინდორზე დაბრუნებასთან ერთად, ნაკრებშიც დაბრუნდა.

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი სანაკრებო პერსპექტივაზე ნერვიულობს ხოლმე და მართალია, "არსენალში" იმდენი სათამაშო დრო ისევ არ აქვს, რამდენიც უნდა, მაგრამ მიწვეულთა სიაში ისიც რჩება. ადგილს ინარჩუნებენ საუთგეიტის სიმპათია "ვესტ ბრომის" ჯეკ ლივერმორიც და "მანჩესტერ იუნაიტედის" ჯესი ლინგარდიც.

თავდასხმა

თაობათა ცვლა სწორედ ამას ჰქვია - ..."მანჩესტერიდან" გამოძახებულია 19 წლის მარკუს რაშფორდი და არ არის 31 წლის უეინ რუნი. ჟოზე მოურინიოს მერე "შრეკს" ნაკრების დამრიგებელმაც აგრძნობინა, რომ ცვლილებების დროა. გამოცდილი, სამაგალითო პროფესიონალისა და ბიჭების "დამმოძღვრავის" როლს რუნისგან ჯერმეინ დეფო გადაიბარებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნება 34 წლის ფორვარდმა უკვე აღნიშნა გოლით და შეეცდება, ასევე გააგრძელოს.

თავის ნიშასა და "კონკიას კვოტას" ინარჩუნებს "ლესტერის" ჯეიმი ვარდი, ვისაც გადასარევი სეზონი არ გამოუვიდა, მაგრამ ბოლოსკენ ისევ შევიდა ფორმაში. ბუნებრივია, არის "ტოტენჰემისა" და მთლიანად პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინიც. დანიელ სტარიჯი, თეო უოლკოტი, დენი უელბეკი და სხვანი კი - არა.

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების თავკაცი): "შოტლანდია-ინგლისი ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო დაპირისპირებაა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯგუფში ჩვენ ახლა კარგ მდგომარეობაში ვართ და მოგება საერთოდ კომფორტულ სიტუაციაში ჩაგვაყენებდა, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. საფრანგეთშიც კარგი სპარინგი იქნება, ჩვენი ამბიცია და სურვილია, ამხანაგური შეხვედრები რაც შეიძლება ძლიერ მეტოქეებთან ჩავატაროთ.

უკვე ვეთამაშეთ ესპანეთსა და გერმანიას, ახლა კი საფრანგეთის ჯერია. სწორედ ასეთ ძლიერ გუნდებთან გვინდა გამოვცადოთ საკუთარი თავი, ვისწავლოთ და მოვუმატოთ. "სტად დე ფრანსზე" თამაში ბიჭებისთვის მშვენიერი შანსია, ისევე, როგორც შოტლანდიასთან საგარეო შეხვედრა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
"დიდი იმედი მაქვს, ორშაბათს საუთგეიტს სერის წოდება ექნება" - პოლ მერსონი
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
საუთგეიტმა შესაძლოა, დროებით სამწვრთნელო საქმიანობა შეწყვიტოს
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
ოფიციალურად: საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა