ოთარ ფედიჩკინი: "დარწმუნებული ვარ, ტრიბუნებზე მხოლოდ ბათუმელები არ იქნებიან - ქუთაისში ფეხბურთი ძალიან უყვართ"
ბათუმის "დინამოს" ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კონსტანტინ ფროლოვია.

44 წლის უკრაინელი სპეციალისტი 2014 წელს ქობულეთის "შუქურაში" მუშაობდა, იყო ოდესის "ჩერნომორეცის" დუბლებისა და ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელი, ბოლოს კი იმავე "ჩერნომორეცის" საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორი გახლდათ.

ბათუმელთა პრესსამსახურის ცნობით, დინამოელთა ახალმა თავკაცმა "რაგბი არენაზე" გუნდი უკვე ავარჯიშა.

ცნობილია, რომ ბათუმის "დინამოს" საკუთარ ქალაქში თამაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ ეღირსა. გუნდი მორაგბეთა არენაზე შეიფარეს, მალე კი ანგისას საფეხბურთო ბაზის მშენებლობაც დასრულდება. ბათუმელები წლეულს ევროპალიგაზე ითამაშებენ და დავინტერესდით, სად და რომელ სტადიონზე უმასპინძლებს მეტოქეებს აჭარის უპირველესი გუნდი.

"გადაწყვეტილია, რომ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ვითამაშებთ. ეს იყო ერთადერთი ვარიანტი, სხვა სტადიონზე თამაშის შესაძლებლობა არც განხილულა, რადგან გულშემატკივრებზე ვფიქრობთ - ბათუმში დაბრუნების შემდეგ კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენს გუნდს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მათ ევროპალიგის თამაშზე დასწრება ენდომებათ. ქუთაისი კი ბათუმიდან ყველაზე ახლოსაა იმ ქალაქებს შორის, სადაც ლიცენზირებული სტადიონია და უეფას ეგიდით თამაშების ჩატარება შესაძლებელია", - ამბობს ბათუმელთა დირექტორი ოთარ ფედიჩკინი.

მისივე თქმით, ქუთაისში წასვლის მსურველებს კლუბი ყველანაირად დაეხმარება:

"ჯერ ერთი, ქუთაისის სტადიონზე ევროპალიგის მატჩზე დასწრება უფასო იქნება და დარწმუნებული ვარ, ტრიბუნებზე მხოლოდ ბათუმელები არ იქნებიან - ქუთაისში ფეხბურთი ძალიან უყვართ და მათი თანადგომის იმედიც გვაქვს. ამას გარდა, ჩვენს გულშემატკივარს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება. ასე იყო 2015 წელსაც, როცა ზესტაფონში კვიპროსული "ომონია" მივიღეთ და მაშინ ბათუმიდან საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჩამოვიდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა ქირია
სირცხვილი არაა ბათუმი სტადიონის უქონლობის გამო ევროპაზე სხვაგან თამაშობდეს.თუმცა რომელ სირცხვილზეა ლაპარაკი,სულ არ კიდიათ.
samtredielebisgan
ამ შემთხვევაში თქვენს გვერდით ვართ მომხვდურს ერთად შეუტევთ რაც შეეხებს ფანების ბოლის გაშვებას ეს ჩვენ ჩემპში დარჩება.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს
ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია
ეროვნული ლიგა. XXIII ტურის წინ: სიმშვიდის მოლოდინში
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" სტადიონი აკურთხა - მსგავსი ფაქტები ქართულ ფეხბურთში
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]
ეროვნული ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
20 000-იანი გადახურული სტადიონი - ბათუმის "დინამო" ექსპერტიზის პასუხს ელის
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს