ალმათის "ქაირათის" მთავარმა მწვრთნელმა "ასტანასთან" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ყაზახეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა". 31 მაისს გამართულ სუპერლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ალმათის გუნდმა უშუალო კონკურენტი, მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი "ასტანა" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

- [ლეგიონი] ცხადაძის ბრწყინვალე მოგება და არაბიძის საგოლე პასი [VIDEO]

ამ გამარჯვების შედეგად "ქაირათმა" 31 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე აღზევდა. რაც მთავარია, ქართველმა სპეციალისტმა დაადუმა კრიტიკოსები, რომლებიც მის შესაძლო გათავისუფლებაზე ბოლო დროს აქტიურად საუბრობდნენ.

"ასტანასთან" მატჩის შემდეგ ცხადაძემ კომენტარი გააკეთა:

"ვულოცავ ბიჭებს, ჩვენ ამოცანებს თავი ბრწყინვალედ გავართვით. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, ბევრი ვიშრომეთ და ყველაფერი დიდებულად შევასრულეთ.

რა თქმა უნდა, "ასტანას" ძლევა ასეთი ანგარიშით იოლი არაა. ჩვენი უპირატესობა ის იყო, რომ აგრესიულ პრესინგს ვახორციელებდით...

ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და უნდა დავივიწყოთ ეს შეხვედრა, რადგან სეზონი საკმაოდ გრძელია. ამ მოგებით ჩემპიონატს ინტრიგა დავუბრუნეთ. ყველაფერი წინაა და სწრაფად უნდა მოვიკრიბოთ ძალები.

ფეხბურთი ასეთია - დღეს მეფე ხარ, მაგრამ ხვალ პატარა შეცდომას დაუშვებ და უკვე დიდი პრობლემები შეგექმნება. ახლა ყველაზე მთავარი ისაა, ვიფიქროთ, როგორ ვითამაშოთ 3 ივნისს", - განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა.

საჩხერელი
მიდი კახა მიაწექი,წარმატებები.
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
კახა ცხადაძე: საბოლოო ჯამში, გამოცდილება არ გვეყო
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კახა ცხადაძე: არის ერთი დიდი პრობლემა - საბჭოთა მენტალიტეტი
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ... - ცხადაძის კომენტარი "შკენდერბეუსთან" მატჩის შემდეგ
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალმათის "ქაირათი": ჩვენ ვლადიმირ ვაისს არც განვიხილავთ და არც ველაპარაკებით