ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ ქეცბაია: პირველად მომიწევს ამ დონეზე მუშაობა, ეგ არაფერი...

თემურ ქეცბაია: პირველად მომიწევს ამ დონეზე მუშაობა, ეგ არაფერი...

რატომ და როგორ დათანხმდა საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი რუსეთის პირველი ლიგის "ორენბურგის" გაწვრთნას
თემურ ქეცბაიამ, რომელიც ახლახან რუსული "ორენბურგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, პირველი ვრცელი ინტერვიუ გამოცემა "სპორტ ექსპრესს" მისცა.

- თემურ ქეცბაია რუსული "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელი გახდა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ათენის აეკ-იდან წამოსვლის შემდეგ უმუშევარი იყო, ახლახან რუსეთის პირველ ლიგაში დაქვეითებული გუნდი ჩაიბარა და ელიტაში მისი დაბრუნებისთვის იბრძოლებს. 49 წლის ქართველ სპეციალისტს "ორენბურგში" საქართველოს ნაკრების ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე დახვდა...

- "ორენბურგში" თქვენი დანიშვნა მოულოდნელი იყო. გვიამბეთ, როგორ დათანხმდით ამ ვარიანტს...

- ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე, მაგრამ თუკი მოულოდნელობა სასიამოვნოა, ამას რა სჯობს. ტელეფონით დამიკავშირდა კლუბის პრეზიდენტი, მთხოვა ჩასვლა და შესაძლო სამსახურთან დაკავშირებით დალაპარაკება. დავთანხმდი, განვიხილეთ ყველა საკითხი და ერთმანეთს ხელიც ჩამოვართვით.

- რა ამოცანა გაქვთ დასახული?

- პრემიერლიგაში დაბრუნება. უპირველესად, ეს სურვილი ამოვიკითხე "ორენბურგის" ხელმძღვანელთა თვალებში. ახლა ერთიანი ძალებით ვიზრუნებთ მიზნის შესრულებაზე. იოლი არ იქნება, მაგრამ გუნდს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დასახულ ამოცანას თავი გაართვას. კლუბისა და ჩემი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა.

- "ორენბურგში" ცვლილებები იქნება?

- გუნდი ელიტიდან გავარდა და გასაგებია, რომ შემადგენლობა შეიცვლება. თუმცა, ჩვენ გუნდის ბირთვის შენარჩუნება გვსურს, რაც გაგვიიოლებს პრემიერლიგაში დაბრუნების ამოცანას. რუსეთის პირველი ლიგა დიდი ჩემპიონატია, ბევრი კლუბით. ამიტომ აუცილებელია, კარგად ვიმუშაოთ, რომ "ორენბურგის" შემადგენლობა გაძლიერდეს.

- თქვენი კონტრაქტის ხანგრძლივობა როგორია?

- ერთწლიანია და თუკი ამოცანა გადაიჭრება, ის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

- რამდენი დღე დაგჭირდათ პასუხისთვის - "დიახ"?

- ორი დღე. საკმაოდ სწრაფად დავთანხმდი, მაგრამ გაჭიანურება აღარ შეიძლებოდა. ახალი სეზონის დაწყებამდე 40 დღეზე ნაკლები რჩება და მოსამზადებლად არცთუ დიდი დროა. ამიტომ ძვირფასი დღეების დაკარგვას მოვერიდეთ.

მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის სტარტისთვის გუნდი 70-80 პროცენტით ჩამოყალიბებული იყოს. სატრანსფერო ფანჯარი აგვისტოს ბოლოს იხურება და ზაფხულში მოვასწრებთ კიდეც ფეხბურთელთა მოწვევას, თუკი დაგვჭირდება.

- "ორენბურგის" გაწვრთნაში ვინ დაგეხმარებათ?

- არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ჩემთან. ხელმძღვანელობასთან განვიხილავთ და გამოვაცხადებთ.

- გუნდის თამაში გინახავთ?

- რუსულ ფეხბურთს ვიცნობ, პრემიერლიგას სიამოვნებით ვუყურებ. "ორენბურგის" ოთხი შეხვედრის ნახვა შევძელი და ფეხბურთელებზე წარმოდგენა შემექმნა. ახლა უფრო ახლოს უნდა გავიცნო...

- რუსეთის პირველ ლიგაში ლიმიტი ლეგიონერებზე უფრო მკაცრია. მზად ხართ ამისთვის?

- დიახ. მხოლოდ სამს შეუძლია მოედანზე გასვლა და კიდევ ორს - სათადარიგოთა შორის ყოფნა. ვნახავთ, ვინ დარჩება გუნდში და ვინ წავა. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაირკვეს.

- გიმუშავიათ კვიპროსსა და საბერძნეთში, სადაც ქალაქებს შორის მანძილი პატარაა. ახლა კი წინ მრავალსაათიანი ფრენები გელით. არ გეშინიათ?

- სირთულეების არ მეშინია! მთავარია, რომ ორენბურგში გაიგეს პრემიერლიგის გემო და ელიტაში დაბრუნება სწყურიათ. კლუბი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა კი შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

- თქვენს კარიერაში იყო ჩემპიონის ტიტულები, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. ახლა კი პირველი ლიგა გელოდებათ...

- მართალს ბრძანებთ, ცხოვრებაში პირველად მომიწევს ამ დონეზე მუშაობა. ეგ არაფერი. მინდა აქაც გავიმარჯვო. ჩვენ ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ და ჩვენი მიზანი არა მხოლოდ პრემიერლიგაში დაბრუნება, პირველი ადგილის დაკავებაა!

- როგორი სტილის ფეხბურთს ითამაშებს თქვენი გუნდი?

- ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა შემტევი ფეხბურთის ნახვა, მაგრამ ჯერ უნდა გავიცნო ბიჭები და გავიგო, რა შეუძლიათ. მთავარი ხომ შედეგია?! ვითამაშებთ ისეთ ფეხბურთს, რომელიც პრემიერლიგაში აგვიყვანს.

- მაშ შეიძლება ლაღი ქართული ფეხბურთი ვერც ვიხილოთ?

- რა თქმა უნდა, შემიძლია შეგპირდეთ, რომ "ორენბურგი" სწორედ ასე ითამაშებს, მაგრამ არ მინდა სიტყვები უბრალოდ ჰაერზე ვისროლო. გასახარი იქნება, თუკი გუნდი ქულებს სანახაობრივი თამაშით მოიპოვებს.

ერთია პრემიერლიგაში თამაში და სხვა - პირველ ლიგაში. დაცვიდან თამაში, რომელსაც "ორენბურგი" გასულ სეზონში მიმართავდა, პირველ ლიგაში არ გამოგვადგება. აქ შეტევაა საჭირო და ამისთვის კარგი ფეხბურთელები აუცილებლად გვჭირდება.

• maxa joba

???-ს და კიდევ სხვებს, შენ არც თვალებით იხედები და არც გონებით, შენ იმ ბოღმიანი ჟურნალისტებივით ხარ, ეხლა ჩვენი ნაკრების სავალალო მდგომარეობის გამო ხმას რო არ იღებენ და კურდღლებივით ჩირგვში რომ არიან გასუსული. ქეცბაია კაცია და კაცად დარჩება ყოველთვის, ის ამ ჯგუფიდან ნაღდად გაიყვანდა გუნდს. ის კი არა ცხადაძესაც შეეძლო ამ გუნდის გაყვანა, მაგრამ თქვენ ხომ იმ ქართველებიდან ხართ, რომლებიც ყველა კარგის მიმართ შურით და ბოღმით ხართ გაჟღენთილი.

• lado

შოთამ ხაშურის ივერია იუარა და წავიდა უზბეკეთში ბამბის საპუტად ვერ დავიჯერებ რომ ქეცბამაც ამ უდიდესი გაქანების ტრენერმა წიხლი კრა ივერიას და ორენბურგი არჩია

• fak

აქ მწერლებო და მგოსნებო ქეცბამდე ბევრი გაკლიათ ეწევით?

• nago

ზალიან შეგშურდატ ქეცბასი, რა სამწუხაროა.

• 1,2,3,5,8...

ამასაც მოვესწარით... ქართული ფეხბურთისგან თაროზე შემოწყობილი რამდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დარჩა

მიზანი თვალებში ამოიკითხა :):):) ასე ქონდა სიჭინავას თვალებშიც ამოკითხული როცა ნაკრებს წვრთნიდა. სამწუხაროდ ქეცბა იმის მე-10-ედი არ აღმოჩნდა როგორიც ფეხბურთელი იყო. და ეცლიათო რომ დაუჩემებია ზოგს რამდენი ციკლი წვრთნიდა გაიხსენეთ და რამდენი უჯდებოდა ეს კაცი ფედერაციას. თან ისიც ნახეთ სად რას იღებდა და აიღებს ეს "სუპერ" მწვრთნელი და მერე სხვა ნაკრებების მწვრთნელების ხელფასები და შედეგებიც ნახეთ.

• gia

ყველაზე მაგარი მწვრთნელი რაც გვყოლია ნაკრებში. განა რა შესთავაზეს ისე რუსეთის პირველ ლიგაში იმდენი რომ ქართული კლუბები ვერ გაწვდებოდნენ? 3-4 წელში ეს უეჭველი დადებდა ჯგუფურს თუ კლუბის ხელმძღვანელობა შეუწყობდა ხელს.

• kn

ფურცელზე დაწერილს ვერ კითხულობსო და თვალებში როგორ ამოიკითხა.

• imereli

am kacistvis rom gecliat mushaoba axla sakartvelos nakrebs gasvlis shansi ekneboda am grupidan.axla ratom arambobt arapers shurnalistebi.vinunda agos pasuxi am shedegze.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

"საბურთალო" - "ორენბურგი" [LIVE]

"საბურთალომ" რუსული "ორენბურგი" დაამარცხა [VIDEO]

ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]

თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

მათე ვაწაძემ "ორენბურგში" გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

"ორენბურგის" დირექტორი: თემურ ქეცბაიას მთავარი პრობლემა ეს იყო...

ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა

"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ორენბურგის" პრეზიდენტი: ქეცბაიას გადადგომის მიზეზი სხვა იყო

ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის "დინამოს" ტოვებს