დრო თუშიშვილის სასარგებლოდ მუშაობს - 22 წლის ქართველი მძიმე წონის მომავალია, 28 წლის რინერი კი კარიერის პიკზე გადის...
სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარს თუ ჩემს წერილებში წერას ვერიდები - ევროპის ჩემპიონ გურამ თუშიშვილის (+100) მოსალოდნელ დაპირისპირებას ლეგენდარულ ფრანგთან, ევროპის 5, მსოფლიოს 8 და 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან.

ვერიდები, რადგან ამან ცუდად არ იმოქმედოს ჩვენს ახალგაზრდა ფალავანზე (არადა, ამის ავბედითი მაგალითები ქართული ძიუდოს თუნდაც უახლოესი წარსულიდანაც გვაქვს), მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ომის წინ დენთის სუნი, ამ დაპირისპირების მოლოდინიც ისე იგრძნობა ჰაერში.

ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილის ტრიუმფალური გამოსვლის მერე ეს გარდაუვალიც იყო - მან ხომ ერთბაშად შეაზანზარა "ტორვარის" დარბაზი, ეს ტალღები კი მიწისძვრის ბიძგებივით მოედო მთელ ევროპას. თუმცა დარწმუნებული ვართ, არა მხოლოდ ევროპას და აზიელებსაც, უწინარესად კი იაპონელებს უკვე ბოლომდე ეყოლებათ შესწავლილი ჩვენებური.

უცხოურ საიტებზე უკვე გაჩნდა შარჟები "თუშისა" და რინერის მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ, რაც უტყუარი დასტურია, რომ ძიუდოს სამყარო მოუთმენლად ელოდება ამ შეხვედრას.

ჩვენებურს ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩინებული გამოსვლისას (იმხანად 100 კილოგრამიდან ის-ის იყო, აინაცვლა მძიმეში და მყისვე მიანგრ-მოანგრია ყველა) უწოდეს ევროპელმა სპეციალისტებმა "რინერის წამქცევი". არ ვიცით, რას ფიქრობენ ევროპელთა დასკვნაზე იაპონელები, მაგრამ მაშინ "ბებერი კონტინენტი" ინტერესით შეჰყურებდა ახალი ვარსკლავის აკაშკაშებას და ერთპირად შეთანხმდნენ, რომ თუშიშვილს წაუქცეველი რინერის წაქცევის ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა.

გვჯერა, ერთ მშვენიერ დღეს ეს დრო მართლაც დადგება, როცა ქართველი ფრანგს დასცემს, თუმცა, ვისურვოთ, რაც შეიძლება მალე დადგეს. მით უფრო, დროც თუშიშვილის სასარგებლოდ მუშაობს - 22 წლის სპორტსმენი ამ წონის მომავალია, 28 წლის რინერი კი კარიერის პიკზე გადის... თუმცა ნათქვამია, აქლემი ისე არ დავარდება, ვირის ტვირთი ვერ ზიდოსო და რინერი ამ ოლიმპიურ ციკლს გამოცდილების, კლასისა და ფიზიკური ძალის ხარჯზე ძლევამოსილად ჩაამთავრებს, თუმცა მეტოქეებმა "კბილები" უკვე უნდა მოუსინჯონ.

გურამ თუშიშვილი ამჯამად კორეაშია, სადაც ნაკრებთან ერთად გადის შეკრებას. იქ წასვლამდე მას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისსა და მომავალ მეტოქეებზე დავეკითხეთ. ბოლო თვეებში გვარიანდ გამოცვლილმა და დასერიოზულებულმა ჩემპიონმა ამჯერადაც საინტერესო პასუხი გაგვცა: როგორც აღმოჩნდა, ის მხოლოდ რინერის არ მიიჩნევს მთავარ კონკურენტად და უფრო აზიელებისთვის ემზადება.

აი, რა გვიპასუხა მან:

- მსოფლიოს ჩემპიონობა ჩემთვის სხვა განზომილებაა და ბევრჯერ მითქვამს, ოლიმპიურ ჩემპიონობას მირჩევნია-მეთქი. არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ასეა, თუმცა ვიცი, რომ ოლიმპიური ჩემპიონობა სხვა კლასია, ოლიმპიადა ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და სხვა ფასი აქვს, ის გვირგვინია ძიუდოსთვის.

ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ტედი რინერი იქნება მთავარი მეტოქე, სხვა გუნდებსაც ძლიერი ფალავნები ჰყავთ. ზოგადად, ამ წონაში ბევრი ძლიერი მოწინააღმდეგეა. მაგალითად, იაპონელებს ორი კაცი ეყოლებათ, ორივე - უძლიერესი. თან ტაკეში ოჯიტანისთან წლეულს პარიზში დავმარცხდი და მასთან შეხვედრა მაგარი იქნება.

ებრაელებსაც კარგი ფალავანი ჰყავთ - ორ სასონი, მონღოლეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, კორეასაც კარგი სპორტსმენები ეყოლებათ და არავინ იფიქროს, რინერის მეტი არავინ იქნება. შეიძლება, პირველ-მეორე შეხვედრა ისეთი გვქონდეს, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, იქნებ, ვერც მივიდეთ რინერამდე.

სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატზე ნაჭიდავები შემადგენლობაც შეიცვლება და მსოფლიოზე იქნებ ახალი ხალხი ვიხილოთ. ამიტომ მსოფლიოზე თითოეული შეხვედრა საბრძოლო და საჭიდაო იქნება. თან ისეთი, მთელი ევროპის პირველობა რომ ავიღოთ, შეიძლება, მაგდენი არც გამოვიდეს.

სიმართლე გითხრათ, იაპონელებთან და ზოგადად - აზიელებთან უფრო მირთულდება ჭიდაობა, ვიდრე - ევროპელებთან. ამიტომ მსოფლიოსთვის უფრო მეტად აზიელებზე ვიმუშავებ. რა თქმა უნდა, რინერი რინერია და ლეგენდაა - ამას ყოველთვის ვამბობ და, შეიძლება, 9-ჯერაც რომ მოვუგო, მაინც ვერ მივიდე მის ტიტულებთან და მის სახელთან ახლოს.

ვფიქრობ, ძალიან ძლიერი მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება და იქ რა მოხდება, კაცმა არ იცის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

eeeexxx
სამ ცელიცადსჰი რინერისგა აგარაპერი დარცჰება რა ბედენაა ,,60,,ცლის კაცტან ცჰიდაობაა.ნუ დაქცჰემდატ ტრაბახი..სომხებივიტტტ...
გიორგი
ამ ბიჭის ინტერვიებს რომ ვკითხულობ სულ უფრო მიძლიერდება იმის რწმენა რომ მას შინაგანი ინტელექტი აქვს; ღრმად სწვდება მოვლებს. ამიტომ ველი მისგან მომავალში დიდ შედეგებს, პირობით რომ საკუტარ თავს არ უღალატებს.
გიორგი
ამ ბიჭის ინტერვიებს რომ ვკითხულობ სულ უფრო მიძლიერდება იმის რწმენა რომ მას შინაგანი ინტელექტი აქვს; ღრმად სწვდება მოვლებს. ამიტომ ველი მისგან მომავალში დიდ შედეგებს, პირობით რომ საკუტარ თავს არ უღალატებს.
ჯ ი ჯი
თუში სიმართლეს ამბობს, რინერთან შეხვედრა ოლიმპიადაზე იქნება საინტერესო, სამ წელიწადში რინერს ჩაანაცვლებს ღირსეულად, ამ ეტაპზე რინერის წაქცევა წარმოუდგენელია,მაგრამ ძიუდოში ყველაფერი ხდება, წინა ოლიმპიადა ლიპოს და ჭრიკიშვილსაც უნდა მოეგოთ, მათიც ყველას ეშინოდა მოწინააღმდეგებს, მარა ჩემპიონობა სხვებმა იზეიმეს.მთავარია ჭიდაობაში აზროვნება, და რეალური შანსის გამოყენება, როცა მოწინააღმდეგე მოგცემს შანსს. ველოდებით თუშის ოქროს.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
ტედი რინერი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
რინერი თბილისში ჩამოდის? - ლეგენდარული ფრანგი გრანდ სლემზე დარეგისტრირდა
"რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ..." - ინალ ტასოევი
ტედი რინერი: ეს თუშიშვილის მხრიდან, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]