მწვრთნელის კომენტარები ვეტერანს გულს დაწყვეტდა...
ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი უეინ რუნი გაანცხადს მიღმა დარჩა. ეს ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა და ამ კითხვით გარეთ საუთგეიტს არ აძლევენ მოსვენებას - ესაუბრეთ თუ არა რუნის განაცხადის გამომზეურებამდე და არგამოძახების მიზეზი თუ აუხსენითო. ამ შეკითხვას საუთგეიტმა ცივად და მოკლედ უპასუხა - არა.

ამის გამო მას ზოგმა უკვე დააბრალა "უცერემონიობა" და "უპატივცემულობა". მერე კი, მისტერ გარეთმა ისეთები თქვა… უეინს ეს არ მოეწონებოდა. საუთგეიტმა აქამდე ლაკონურად აღნიშნა, რომ რუნის არგამოძახების მიზეზი ის გახლდათ, რომ "სხვები კარგ ფორმაში არიან". ახლა კი დაამატა, რომ უეინის ნაკრებში დაბრუნებას "არ გამორიცხავს", თუ ის ისეთ სათამაშო ფორმაში შევა, რომელიც ნაკრებს დააკმაყოფილებს. მოკლედ, კომპლიმენტებთან ერთად, საუთგეიტმა ისეთი რაღაცები თქვა, რომ შეგვიძლია თამამად ვივირაუდოთ - იგი არც იმას გამორიცხავს, რომ რუნიმ ნაკრებში საერთოდ აღარ ითამაშოს. 31 წლის უეინს 53 ბურთი 119 შეხვედრაში აქვს გატანილი და ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ, იგი მხოლოდ პიტერ შილტონს (125) ჩამორჩება.

"რასაკვირველია, არ გამოვრიცხავ, რომ რუნი ნაკრებს დაუბრუნდეს. მისი კლასისა და გამოცდილების ფეხბურთელს შეუძლია ისევ ისეთ ფორმაში შევიდეს, რომ ეს დაიმსახუროს. მე დიდ პატივს ვცემ იმ ყველაფერს, რაც უეინს აქვს გაკეთებული და ამიტომაც არ ვსაუბრობ მასზე წარსულში. ვიმედოვნებ, იგი ინგლისის ნაკრების მომავალი თავგადასავლების მონაწილე იქნება. უეინის ხასიათი კარგად ვიცი, ის აუცილებლად იმუშავებს საკუთარ თავზე და შეეცდება, დაამტკიცოს, რომ სხვები ცდებიან, მენტალურად ის ძალიან ძლიერია და სირთულეების დაძლევა ეხერხება" - აღნიშნა საუთგეიტმა.

საკითხი მართლაც დელიკატურია. 2003 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც რუნის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, იგი პირველად დატოვეს განაცხადს მიღმა. იმაზე, რომ უეინი შეიძლებოდა აღარ გამოეძახათ, ბევრს ლაპარაკობდნენ. ნელ-ნელა სათადარიგოთა სკამზეც დაუწყეს დასმა, მაგრამ პირველმა საუთგეიტმა გაბედა და იგი საერთოდ აღარ გამოიძახა. უეინი გასულ სეზონში, კონკრეტულად პრემიერლიგაში, სულ რაღაც 15-ჯერ მოხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში და შესაძლოა, "წითელი ეშმაკები" სულაც დატოვოს.

"წარმოდგენა არ მაქვს, რა ელის უეინს "მანჩესტერში" და შესაბამისად, ვერც იმას ვამბობ, შევა თუ არა იგი ჩვენს გეგმებში. მან ამ ზაფხულს დიდი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ნაკრების მწვრთნელს ყოველთვის უნდა, რომ მისმა ფეხბურთელებმა უმაღლეს დონეზე ითამაშონ და სათამაშო პრაქტიკა არ აკლდეთ" - თქვა საუთგეიტმა.

ინგლისელთა თავკაცმა დაადასტურა ისიც, რომ "ლივერპულის" მცველი ნათანიელ კლაინი ნაკრებს გამოაკლდა, რადგან ტრავმა მიიღო. თუმცა ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ისედაც მიწვეულნი იყვნენ "ტოტენჰემის" მარჯვენა მცველები - კაილ უოკერი და კირან ტრიპიერი.

მარცხენა ფლანგს რაც შეეხება, დენი როუზი დაშავებულია, მაგრამ ჯანზეა რაიან ბერტრანი და მიწვევა მიიღო "ვესტ ჰემის" აარონ კრისუელმა.

რუნის არყოფნაში ღიაა კიდევ ერთი საკითხი - კონკრეტულად კი, თუ ვინ იქნება კაპიტანი. ნაკრებს აქამდე უკვე უკაპიტნეს გარი კეჰილმა და ჯო ჰარტმა. მისტერ გარეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვინ იქნება კაპიტანი, მაგრამ ირწმუნება, რომ კანდიდატი ბევრია.

"ჩვენ ძალიან ბევრი პოტენციური ლიდერი გვყავს, რაც ძალიან კარგია, რადგან როგორც წესი, ერთ ფეხბურთელს ეყრდნობიან ხოლმე, ხოლო როცა ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული ბევრი მოთამაშე გყავს, ძალიან სასიამოვნოა" - დაამატა საუთგეიტმა.

10 ივნისს ინგლისელები "ჰემპდენ პარკზე" შოტლანდიას შეებმებიან პრინციპულ დუელში, ხოლო 13-ში "სტად დე ფრენსზე" ამხანაგურად ითამაშებენ საფრანგეთთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
საუთგეიტმა შესაძლოა, დროებით სამწვრთნელო საქმიანობა შეწყვიტოს
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
"დიდი იმედი მაქვს, ორშაბათს საუთგეიტს სერის წოდება ექნება" - პოლ მერსონი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
ოფიციალურად: საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ