შიო ხეცურიანმა ქუთაისში, გორსა და ხაშურში ახალგაზრდა კალათბურთელებს ფაჩულიას მიერ გამოგზავნილი "გოლდენ სტეიტის" მაისურები და ბურთები გადასცა
ვეტერანი კალათბურთელი შიო ხეცურიანი ქუთაისში, გორსა და ხაშურში საკალათბურთო საზოგადოებას შეხვდა. ხეცურიანმა, რომელიც თავის დროზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე იყო, ახალგაზრდა კალათბურთელებს ზაზა ფაჩულიას მიერ გამოგზავნილი საკალათბურთო ამუნიცია - "გოლდენ სტეიტის" მაისურები, ბურთები გადასცა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ქუთაისსა და გორში 18-წლამდელ მოთამაშეებს შეხვდა, ხაშურში მასთან საუბარს 16-წლამდელები ესწრებოდნენ. საუბრის ძირითადი თემა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, Fair Play-ს პრინციპების შენარჩუნება და კალათბურთში განათლების მნიშვნელობა იყო.

"საქართველოში უყვართ კალათბურთი და აღნიშნული ტიპის შეხვედრები საკალათბურთო საზოგადოებას უფრო მეტად გააერთიანებს. ახალგაზრდებისთვის სასარგებლოა კალათბურთში განათლების მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიღება. ბავშვებისთვის სასიამოვნო იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას საჩუქრები, რომელიც მთელი საქართველოს ყურადღებას დღეს, მნიშვნელოვანი ფინალური სერიის დროს გრძნობს.

გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით საქართველოს სამ ქალაქში - ქუთაისში, გორსა და ხაშურში. ჩვენი იქ ჩავედით, როგორც ყოფილი კალათბურთელები და კალათბურთის გულშემატკივრები. ჩასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის და კალათბურთის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

ცხადია, ახალგაზრდებისთვის სასარგებლოა კალათბურთში განათლების მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიღება. შევხვდით საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებს, მწვრთნელებს, მენეჯერებს, ვისაუბრეთ როგორც რეგიონის, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით კალათბურთის განვითარებაზე.

ახალგაზრდა კალათბურთელებს გადავეცით საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას მიერ გამოგზავნილი საჩუქრები - "გოლდენ სტეიტის" მაისურები და NBA-ს ბურთები. ბავშვები ამ ფაქტმა ძალიან გაახარა. ისინი აქტიურად გულშემატკივრობენ ზაზა ფაჩულიას, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზაზას ახლა ფინალები აქვს NBA-ში. მინდა ვთქვა, რომ სამივე ქალაქში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები შედგა. ვიმედოვნებ, რომ შემდეგში კიდევ უფრო განვითარდება ქართული კალათბურთი, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ სპორტით და უფრო მეტი პროფესიონალი კალათბურთელი ეყოლება ჩვენს ქვეყანას.

უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ ჩასვლას და ახალგაზრდებთან შეხვედრებს. პირველ ეტაპზე, შევარჩიეთ ისეთი ქალაქები, სადაც კალათბურთი შედარებით პოპულარულია - ხარშურში ძალიან ცდილობენ ამ სპორტის განვითარებას, ახალი თაობის მხრიდან ინტერესი დიდია, ადგილობრივი თვითმმართველობა მონდომებულია, ხელი შეუწყოს კალათბურთის განვითარებას.

რაც შეეხება ქუთაისს, ის ისტორიულად საკალათბურთო ქალაქია და მიხარია, რომ ადგილობრივი მერია სპორტის ამ სახეობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. სწორედ ქუთაისის თვითმმართველობის ხელშეწყობით, ქალაქმა ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენი აღზარდა და ეს პროცესი გრძელდება.

გორიც საკმაოდ აქტიურია კალათბურთის მხრივ. ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქალაქებშიც ისეთივე ნაყოფიერი შეხვედრები შედგება, როგორიც ქუთაისში, გორსა და ხაშურში გვქონდა", - განაცხადა შიო ხეცურიანმა.

აღსანიშნავია, რომ ხეცურიანის გარდა, აღნიშნულ შეხვედრებს ვეტერანი კალათბურთელები ზვიად ბაბიაშვილი, ირაკლი შანიძე და იმერეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბუბა კვიმსაძეც ესწრებოდნენ.

დავით თავაძე

სპეციალურად sportall.ge-სთვის

ქეთი
ძალიან მაგარი კაცი შიო ხეცურიანი
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
უფლებამოსილება და ბრალდებები საპრეზიდენტო არჩევნების წინ
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
რა გეგმები აქვთ ახალ მფლობელებს თბილისის "დინამოში"? - ინტერვიუ შიო ხეცურიანთან
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა
იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი
"სამტრედიასთვის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან დიდი წარმატებაა - კლუბის დირექტორი
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
სასამართლომ ახალ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერა
საკალათბურთო კლუბ "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს