ლიოვმა ექსპერიმენტული გუნდით ითამაშა
იოახიმ ლიოვის გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისა და კონფედერაციათა თასისთვის ემზადება. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ესტუმრა ბროდბიუს, სადაც დანიის ნაკრებს 1:1 დაუზავდა.

გერმანელები კრისტიან ერიქსენის გოლის გამო აგებდნენ, თუმცა ჯოშუა კიმიხის "მაკრატელამ" გერმანია მარცხისგან იხსნა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, როცა დანიამ ტიტული ყველასთვის მოულოდნელად მოიპოვა.

დანიურ მატჩამდე ლიოვის გუნდმა ერთი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო. გუნდში 6 დებიუტანტი იყო, რაც დანიის ნაკრებს კარგ შანსს აძლევდა. სტუმრებმა ვერ შეძლეს მაღალ ტემპში თამაში, ვერ აჰყვნენ მეტოქეს, ხოლო ანტონიო რიუდიგერმა "ტოტენჰემის" ერიქსენს გოლი აჩუქა. მეორე ტაიმში დანიელთა მეკარე ფრედერიკ რონოუმ ორჯერ იხსნა გუნდი აშკარა გოლისგან, მაგრამ კიმიხის დარტყმას ვეღარაფერი მოუხერხა.

დანიელები ამ თამაშზე 25 წლის წინანდელი გამარჯვების აღსანიშნავი მაისურებით გავიდნენ (სწორედ 25 წლის წინ მოუგო დანიამ შვედეთში ფინალში გერმანიას 2:0 და ევროპის ჩემპიონი გახდა).

გერმანელებს ახლა მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩი ელით სან მარინოსთან, მთავარი კი მათთვის 22 ივნისს დაიწყება, როცა კონფედერაციათა თასზე ლიოვის გუნდი პირველ მატჩს ითამაშებს ჩილეს წინააღმდეგ. დანიელებს ამ თამაშის შემდეგ ყაზახეთში ელით მუნდიალის საკვალიფიკაციო შეხვედრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს