ახალ თბილისში აგებული არენა, რომელიც 2500 მაყურებელს იტევს, სფფ-ს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის გადაეცა
საქართველოს ნაკრების თამაშების გამო ეროვნულ ლიგაში პაუზაა. გუნდები XVII ტურისთვის ემზადებიან, რომელიც პარასკევს, 16 ივნისს დაიწყება...

ტურს თბილისში დაგეგმილი მატჩი გახსნის: "ლოკომოტივი" 17:30 საათზე მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" უმასპინძლებს. ამ თამაშით მთელი ათი დღით ადრე იმის გამო დავინტერესდით, რაც ეროვნული ლიგის ვებგვერდზე აღმოვაჩინეთ - თამაში გაიმართება არა "მიხეილ მესხზე", სადაც "ლოკომოტივი" ტრადიციულად მასპინძელია, არამედ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, რომელიც ახალ თბილისში საგანგებოდ ოლიმპიური ფესტივალისთვის ააშენეს.

საქმე ისაა, რომ 16 ივნისს, "მიხეილ მესხზე" მორაგბეები შევლენ და საფეხბურთო მატჩის ჩატარება ვერ მოხერხდება. ამის გამო "ლოკომოტივი" იძულებული გახდა, მატჩისთვის ახალი სარბიელი მოეძებნა. მართალია, "დავით პეტრიაშვილი არენის" გახსნა ევროპის ჩემპიონატისთვის იგეგმებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო და ფეხბურთის ფედერაციამ თბილისურ კლუბს სარბიელი დაუთმო.

ეს არენა, რომელიც 2500 მაყურებელს იტევს, შარშან ფეხბურთის ფედერაციას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის გადაეცა. მას შემდეგ სტადიონზე ბევრი რამ შეიცვალა. დამონტაჟდა სადრენაჟო სისტემა და დეკორატიული მინდვრის ნაცვლად, ნამდვილი საფეხბურთო საფარი დაიგო, რომელიც უკვე სათამაშოდ ვარგისია.

ფეხბურთელებისთვის არენის გადაცემა ნამდვილად საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან თბილისში მოედნებისა და სტადიონების სერიოზული დეფიციტია. კურიოზულია, რომ ასეთი პრობლემა გარდამავალი ჩემპიონატის ფინალურ თამაშამდე შეიქმნა - ყინვების გამო "სამტრედიამ" და "ჩიხურამ" სავარჯიშო მოედნები მხოლოდ ბოლო მომენტში დაიქირავეს.

ასე რომ, 16 ივნისს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი "ლოკომოტივისა" და "სამტრედიას" თამაშით გაიხსნება. რაც მთავარია, პატარა, კოხტა არენაზე, თანაც განათებაზე თამაში სატელევიზიოდაც მომგებიანია და მოთამაშეებსა და გულშემატკივარსაც კომფორტულ გარემოს შეუქმნის, 2500-ადგილიანი ტრიბუნების შევსება უფრო ადვილია და იმედია, დაინტერესებული მაყურებელიც გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალექსანდრე
ამერიკის საელჩოსთანაა სტადიონი, სარბენი ბილიკი მართლა ბალახზე დიდია მგონი :/ საბურთალოს დარჩება და ეს სტადიონი
კახა ქირია
ნორმალური რაკურსით გადაღებული სურათი ვერ დადეთ,მეჩვენება თუ სარბენი ბილიკები სიგანეში უფრო დიდია ვიდრე მოედანი.თუ ასეა მაშინ ტელევიზორში ყურება ჯობია.ცხონებული"პეტრო"ფეხბურთში მოღვაწეობდა და სუფთა საფეხბურთო(სარბენი ბილიკების გარეშე)სტადიონი აეშენებინათ თუ მაგის სახელს არქმევდით...
პენსიონერი
ახალი თბილისი რომელ უბანს ჰქვია?
მისამართი
როგორც მახსოვს ეს სტადიონი ამერიკის საელჩოსთან მდებარეობს
ზაზა
შთაბეჭდილება მრჩება,რომ ძალიან შორსაა ტრიბუნები გაზონიდან(ახლოს,რომ არ არის ფაქტია-სარბენი ბილიკების გამო)...და თან ძალიან შორსაა ტერიტორიულად-მოუხერხებელი.... ასეთ სტადიონებზე ფეხბურთს უკვე არავინ აღარ თამაშობს...ეს არაა საფეხბურთო სტადიონი
luka
ხომ არ იცით ვინმემ ტერიტორიულად სად არის ეს სტადიონი?
Irakli apkhaidze
მისამართი დაწერეთ!
გარინჩა
მოგიწევთ მაგ არენის ტრიბუნების ნახევარის დემონტაჟი და ეგაა :) ;) :) თბილისში დინამოს საჩემპიონატო მატჩს ბოლოს 2011 წელ დაესწრო 2500 ადამიანი ზესტაფონთან მატჩის დროს მანამდის კი 2200 იყო ტორპედოსთან. ასე რომ, მაყურებელთა კლების ტენდენცია გრძელვადიანია და მალე 2500 ადგილიანი სტადიონების 1/3 იც კი ვერ შეივსება ( ის მდგომარეობა იქნება რაც ახლა არის სამტრედიაში როცა 600700-800 ადამიანიც კი არ ესწრება. გულგატეხილია გულშემატკივრები) ასე რომ, უპრიანი იქნება ტევადობა 1250 -ზე დაიყვანონ მაგ სტადიონზე და მაშინ დასწრების ეფექტი ექნება. ან კიდევ გასაბერი მამაკაცები იყიდეთ და დაალაგეთ სკამებზე :) :) ;) რომ გაჰკივიან დინამოს ახალი, პატარა სატდიონი უნდაო, აი ბატონო აგერაა და მოიხმაროს ფიფიამ, ან იჯარით ან გამოისყიდოს.
გენო
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რომელ გუნდს დარჩება სათამაშოდ?
temo
იქნებ მისამართი გვითხრათ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]