ამხანაგური მატჩი
მოლდოვასთან ოფიციალურ მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში დიდი ანგარიშით მოუგო სენტ კიტსისა და ნევისის უპირველეს გუნდს. რა თქმა უნდა, ყველა გამარჯვება სასიამოვნოა, მათ შორის - ციდა კუნძულების წარმომადგენლებთანაც, მაგრამ უნდა ითქვას, რომ გვარიანად ვინერვიულეთ...

ასე აღარ უნდა ვითამაშოთ!

ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოს ნაკრები აღარასოდეს ითამაშებს ისე, როგორც ეს მატჩის პირველ ტაიმში გააკეთა! ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე ჩვენი გუნდი ვერაფერს უხერხებდა კუნძულელებს და ფლანგავდა ძალიან ბევრ საგოლე მომენტს. თანაც ისე, რომ ბურთი არა და არ ხვდებოდა სტუმართა კარის ჩარჩოში.

გასაგებია, რომ ეს შემადგენლობა ერთად პირველად თამაშობდა, მაგრამ როგორი თერთმეტეულითაც უნდა იყოს მოედანზე ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდი, მას არამც და არამც არ ეპატიება თუნდაც ერთი ტაიმის "მშრალად" ჩატარება ისეთი დონის გუნდთან, როგორი მეტოქეც გუშინ გვყავდა.

რაც მთავარია, ჩანდა ერთგვარი ინფანტილურობა, შეტევაში არ იყო აგრესია... სწორედ ეს ორი მიზეზი გვგონია, ტაიმი გატანილი გოლების გარეშე რომ დასრულდა, თორემ მეტოქეს, ფეხბურთელი რასაც ჰქვია, მხოლოდ ორი ჰყავდა შემადგენლობაში და ორივე - ინგლისში გამობრძმედილი: სოიერსი და პანაიოტუ.

მეზობელო კარისაო...

მატჩის მე-17 წუთზე მოხდა ეპიზოდი, რომელმაც ყველას გული შეგვიქანა. სომეხმა არბიტრმა ზავენ ოჰანესიანმა სტუმრებს კუთხურიდან გატანილი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმა. მოვახერხე იმ ეპიზოდის რამდენჯერმე ნახვა და, რბილად რომ ვთქვათ, კითხვები ჩნდება.

ვინ ოხერს ეწყინებოდა იმ გოლის გაუქმება, მაგრამ... მეორე მხრივ, თუ იქ თამაშის წესი არ დარღვეულა, საქართველოს ნაკრების დაცვაში იყო აშკარა შეცდომა და ის აუცილებლად მოითხოვს გამოსწორებას, რათა, ვთქვათ, კიშინიოვში აღარ განმეორდეს ანალოგიური რამ.

გიორგი არაბიძე რომ წაიქცა მეტოქის საჯარიმოში თუ ზედ საჯარიმოს ხაზზე, ესეც საკამათო ეპიზოდი იყო. რა თქმა უნდა, პენალტის დანიშვნაც (მით უმეტეს - გოლი) გაგვიხარდა, მაგრამ საკითხავია, მოგვცემენ ასეთ თერთმეტმეტრიანს ოფიციალურ შეხვედრებში?

მოკლედ, ზავენ ოჰანესიანმა ქართველთა გადასახედიდან ფრიადზე იმსაჯა, სენტკიტსელებისგან კი გულისწყრომა დაიმსახურა...

საუკეთესო

კარგად გვახსოვს ლატვიის განადგურება, მაგრამ, ჩემი აზრით, სამწვრთნელო კუთხით თუ ავიღებთ და ერთი წამით მეტოქის რეალურ ძალას დავივიწყებთ, ეს იყო ვლადიმირ ვაისის საუკეთესო მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

მეორე ტაიმში მის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა თამაში მოიგო. რა თქმა უნდა, უსუსური მეტოქე თამაშის ბოლომდე მაინც გატყდებოდა, მაგრამ სლოვაკი მწვრთნელის მიერ განხორციელებულმა შეცვლებმა პროცესი აშკარად დააჩქარა.

საკმარისია, აღინიშნოს, რომ სამივე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შეაგდეს, ერთმა მათგანმა კი დუბლიც შეასრულა.

ჯოკერი

გიორგი არაბიძემ გუშინ ისე ითამაშა, ნაკრებში გამოცდილ, ბევრისმნახველ ოსტატს რომ შეჰფერის. მისი თამაშის ნახვა ერთი სიამოვნება იყო თუნდაც სუსტი მეტოქის ფონზე. გიორგის მიერ გატანილი ჯარიმა ხომ სულაც ულამაზესი იყო. მანვე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოიპოვა 11-მეტრიანი და გარკვეული მონაწილეობა მიიღო მესამე გოლშიც, რომელიც ლადო დვალიშვილმა გაიტანა.

ეს უკანასკნელი და ბუბა დაუშვილი შესანიშნავად ჩაერთნენ თამაშში. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო დაუშვილი, რომელიც, ტრადიციულად, თავს არ ზოგავდა და, გარდა იმისა, რომ ყველა ბურთზე იბრძოდა, მოწინააღმდეგის კარსაც არაერთხელ დაემუქრა. მისთვის ხომ არ არსებობს პირველი და მეორეხარისხოვანი მეტოქე...

ვერ დავეთანხმებით ვაისს - არაბიძე თუ მზად არ არის 90 წუთის სათამაშოდ, მაშ, სხვები როგორღა არიან მზად? კი ბატონო, "შახტარის" შემტევი პატარაა ასაკით, მაგრამ (არ ვადარებ) კილიან მბაპეც არ გახლავთ თუნდაც საშუალო ასაკის...

უბრალოდ, დღეს საქართველოს ნაკრებს ძირითადში მოთამაშე არაბიძე სჭირდება. ჩვენ კი იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ფეხბურთელის პასპორტში ვიყუროთ. ნაკრებში იმან უნდა ითამაშოს, ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაშია.

შესანიშნავი მერებაშვილი

ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც პირველიდან ბოლო წუთამდე არ გაჩერებულა, ნაკრებში დაბრუნებული გიორგი მერებაშვილი იყო. მან პირდაპირ გააწამა მოწინააღმდეგის მცველები, ძალიან ბევრი იშრომა ორივე ფლანგზე და ვაისს დაანახა, რომ შეუძლია, ნაკრებისთვის სასარგებლო ფეხბურთელი იყოს.

ოღონდ, ძალიან საწყენია, რომ მერებაშვილის შესანიშნავი გარჯა გოლით არ დაგვირგვინდა. თუნდაც, მატჩის ბოლოს მის მიერ შესრულებული ულამაზესი "მაკრატელა" რად ღირს?!

შესანიშნავი მატჩის მიუხედავად, მერებაშვილის მისამართით საყვედურიც უნდა გავურიო - მატჩის ბოლოს, როცა უკვე ყველაფერი გარკვეული იყო, ის რიგ ეპიზოდებში ზედმეტად იღებდა თამაშს საკუთარ თავზე. გასაგებია, რომ გოლის გატანა სურდა და ამით ბევრი არაფერი დაშავებულა, მაგრამ ბალანსი ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს დაცული.

რამ შეგვაშფოთა?

საგოლე მომენტების გამოუყენებლობას რომ თავი დავანებოთ, ამ შეხვედრაში იყო რამდენიმე ტენდენცია, რომელმაც შეგვაშფოთა. უპირველეს ყოვლისა, ესაა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ვაკო ყაზაიშვილის ცუდი სათამაშო კონდიციები. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისთვის, თუმცა ვერაფრით იქნებოდა ოპტიმალურ ფორმაში, რაკი ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის არ უთამაშია ფეხბურთი...

მატჩის შემდეგ

- ვლადიმირ ვაისი: არაბიძეს 90 წუთს ჯერ ვერ ვანდობ

მატჩის სტენოგრამა

მატჩის დაწყებამდე გუნდებმა და მაყურებლებმა პატივი მიაგეს სერგო კუტივაძის ხსოვნას...

2' - კვეკვესკირის დარტყმა სცდება სტუმართა კარს.

7' - ნავალოვსკის ჩაწოდების შემდეგ კაჭარავას შეეძლო გატანა, მაგრამ თავური არაზუსტად დაარტყა.

13' - კაჭარავამ ამჯერად მერებაშვილის ჩაწოდების შემდეგ ვერ გაიტანა.

17' - სტუმართა კუთხურის შემდეგ არბიტრმა არ ჩათვალა სტუმრების მიერ გატანილი გოლი.

19' - მერებაშვილის კარგი პასის შემდეგ კარის წინ მარტო დარჩენილმა არაბულმა ვერ გაიტანა.

20' - კაჭარავას პასი და ყაზაიშვილის დარტყმა. მცველმა ბურთი კარში არ შეუშვა.

27' - ყაზაიშვილის დარტყმა შემობრუნებით და მეკარე ჯეფერსი ადგილზეა.

38' - კაკაბაძის პასის შემდეგ არაბულმა თავური ააცილა.

45' - კვეკვესკირმა კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ხარიხა.

48' - ტაბიძის შეცდომის შემდეგ პანაიოტუმ შესანიშნავი შანსი გააცუდა.

50' - გოლი! არაბიძემ ჯარიმიდან ბურთი "ცოცხალ კედელს" გადაატარა და პირდაპირ "ცხრიანში" გაახვია - 1:0!

54' - მერებაშვილის რეიდი და არაბიძის დარტყმა. მეკარე ადგილზეა.

56' - დაუშვილმა კაშიას პასი ვერ გამოიყენა.

62' - მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულმა ყაზაიშვილმა სტუმართა გოლკიპერს ვერ აჯობა.

64' - არაბიძის ძლიერი დარტყმა და ისევ მეკარე.

72' - გოლი! არაბიძის რეიდი. მან ერთი მცველი გააბითურა, მეორემ კი ვარდნაში წააქცია. თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა ეპიზოდის გმირმა - 2:0!

80' - გოლი! ქართველთა სამსვლიანი კომბინაცია. არაბიძემ კაშიას გაატანა ბურთი, ამან კი დვალიშვილი მონახა, ვინც მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 3:0!

86' - მერებაშვილის დარტყმა და მეკარე ადგილზეა.

90' - მერებაშვილის ულამაზესი "მაკრატელა" და ჯეფერსმა თავისიანები ერთხელაც გადაარჩინა.

ამხანაგური მატჩი

07.06. თბილისი. "მიხეილ მესხი"

საქართველო-სტ.კიტსი და ნევისი 3:0

გოლები: 1:0 არაბიძე (50), 2:0 არაბიძე (72-პენ), 3:0 დვალიშვილი (80)

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე - კაკაბაძე (73. კვირკველია), კაშია, ტაბიძე, ნავალოვსკი (77. შერგელაშვილი) - კანკავა, კვეკვესკირი (46. დაუშვილი) - მერებაშვილი, არაბული (46. არაბიძე), ყაზაიშვილი (67. დვალიშვილი) - კაჭარავა (67. ლობჯანიძე).

სათადარიგოები: კვასხვაძე, მიგინეიშვილი, ჯიღაური

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

სტ. კიტსი და ნევისი (4-5-1): ჯეფერსი - ჯასტი (88. ნოტინგემი), უორთონი, მეინარდი, როჯერსი (56. ამორი) - სოიერსი, ლედერი, სომერსოლი (75. სტერლინგი), სპრინგერი, თომასი (68. უილიამსი) - პანაიოტუ (88. ჰეზელი).

სათადარიგოები: ლესკოტი, ნოტინგემი, ჰენლი, ოლაჰინი, ბერტი

მწვრთნელი: ჟაკ პასი

გაფრთხილება: სოიერსი (56), ვილიამსი (85)

არბიტრი: ზ. ოჰანესიანი (სომხეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

LIVE
რამ დაგბოღმათ ასე 3 - 0 მოიგეს წინა თამაში 5 - 0 მოიგეს კიდევ დასცინით და რა ნახეთ სასაცილო (დვალიშვილის გოლის გარდა ) რაგბში გუშინ განადგურდნენ და საღოლ ბიჭების ძახილით იმშვიდებენ თავს და აქ მოგებაზეც დასცინიან ამდენი მრავმირებულის ფონზე კიდევ კარგათ ითამაშეს წარმატებები მოლდოვაში
jurnalistebs
არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება სადაც ტელეჟურნალისტი გადახვევითAც ვერ ხვდება ხოლო გაზეთIსა კი მესამე დღესაც რომ არანაირი კითხვა არ არის ოფსაიდზე.ვხსნი განსაკუთრებულად გონებაშეზღუდულთათვის.აწვდის კაცი კუთხურს და უთამაშებს იქვე მდგომს ბურთს.როგორც კი ის უბრუნებს მომწოდებელს უკვე ოფსაიდია,რა ვერ გაიგეთ?კუთხურს ვინც აწვდის,ის არის თამაშGარეშI!!!!!1000 %% ოფსაიდია,რით ვერ გაერკვიეთ წესებში,სენტ კიტსის დონეა რა
Alex.F.
სამწუხაროდ ისევ იმის დაწერა მიწევს,რომ იმას რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს,ფეხბურთი არ ჰქვია!
LEXO
თამაშგარე იყო მომწოდებელზე
დდდ
მერებაშვილი იყო შესანიშნავი>? არ ვიცი ვინ როგორ აფასებს, მაგრამ აშკარად არ ვეთანხმები ავტორს. ან საერთოდ გუნდის თამაში რას ჰგავდა? პირველი რაც გაგვიტანეს იმათ, არანაირი თამაშგარე
euhhh
am smss rom vaisa da kobi arwaikitxaven eg kivici,iqneb tqven gqondet igive azri rac memaq,atamashet nakrebi dinamos,torpedos,samtredias an sulac asevtqvat sarezervo nakrebi ziritad nakrebs,praqtikac gamova,varjishic,konkurenciac da bevriram.visac shegizliat amis gaketeba ecadet ariqneba urigo
guja
260 მილიონით აფინანსებს სახელმწიფო ფეხბურთს:))))) ამათ 26 ლარიც არ ეკუთვნით
ქუთაისელი
ამიტომ ჩვევნმა საკლუბო გუნდებმა უნდა კარგათდ ითამაშონ ევროპაზე, და ანახონ ვაის და სხვებს, რომ შეუძლიათ გაუწიონ კონკურენცია ნაკრების ფეხბურთელებს და გაახარონ ჩვენი ქომაგები.
დავითპაპა
ვინატროთ რომ ასე არ მოხდეს მაგრამ ასეთი თამაშით მოლდოვაში დიდი ანგარიშით წავაგებთ,
სოსო
რიჟას ბაზარი, არ არის რიჟა ბაზარი.მის ყოველ სიტყვას ვეთანხმები,მით უმეტეს,რომ კლასიფიკაციაში კარგა ბლომად გვისწრებენ და მათი მოსახლეობა კი დინამოს სტადიონის ტევადობას უტოლდება.მაგათთანა ხალხი უფრო დასაფასებელია,ჩემი აზრით.
ლადო დვალიშვილმა გოლი გაიტანა !!!
ლადო დვალიშვილმა გოლი გაიტანა !!!
luk
რიჟა! 100% იანი ხარ ძმაო. მაგრამ ეს ის ვარიანტია სკოლაში სუსტი თავისზე სუსტს რო იპოვის და ისე ექცევა როგორც მას ექცევიან მასზე ძლიერები :D ისე რო ჩამოაწოდა კუთხური ეგრევე ვთქვი ძელთან თუ არ იდგა ჩვენიანი თამაშგარეა თქო,და კიდე კაი არ იდგა. ავტორო თამაშგარე იყო იმაზე ვინც ჩამოაწოდა. ისე ტაიმი რო დამთავრდა მაგარს ვარხარებდი :D თავდასხმაში რო ყავდათ ის ხუჭუჭა ბიჭი კი გაქაჩავდა საქართველოს ჩემპიონატს ისე,მაგარი მებრძოლი ტიპი კი იყო. :)
ავტორს
გადაახვიე და კიდე უყურე თამაშგარეს, იქნებ რამე გამოგივიდეს :)) რა ვერ დაინახე, ძაან საინტერესო კია. ეჭვი მეპარება, წესებში ერკვეოდე სამწუხაროდ
RIJA
ჟურნალისტებმაც! და ფეხბურთელებმაც ისწავლეთ მეტოქის პატივისცემა. ჯუჯები, საწყლები, არაპროფესიონალები, ჯიბის ქურდები და სხვა ესეთი ეპითეტები ჩვენ ნაკრებსაც შეეფერება როცა თუნდაც სერბეთს ეთამაშება, მაგრამ როდესმე გაგიგიათ ესე ებლატავათ თამაშის წინ და მერე? ყოველთვის იძახიან საინტერესო,სახიფათო, უხერხული მეტოქე ან რამე ესეთს იმიტო რო კულტურაა ელემენტარული. თორე ჩვენი ნაკრები რა საინტერესო და სახიფათოა ჩვენც კარგად ვიცით. ესეთი ლაპარაკი მარტო სუსტებს ჩვევია. გამოდი, მოიგე,შენ შეცდომებზე გაამახვილე ყურადღება და მეტოქე შეაქე ესაა ღირსეული და პროფესიონალური საქციელი და არა ის რასაც თქვენ აკეთებთ. წარმოიდგინეთ ეხლა ყველა გუნდი რო დაგვცინოდეს როგორც თქვენ დაცინით ჩვენზე სუსტებს. თამაშის წინ და თამაშის მერეც რა ისტერიკაში იქნებოდით
1,2,3,5,8...
კუნძულელებმა სწორი ფეხბურთის თამაშით დაგვცინეს და წავიდნენ. მოლდოვისთვის მოემზადეთ. ამდენ შეცდომას იქ არ გვაპატიებენ და არც "მეგობარი" მსაჯი გვეყოლება.
beberi
თამაშგარე იმათ გოლზე იყო კუთხურის მომწოდებელზე. დააკვირდით, კუთხურიდან მისცა პასი და როცა დაუბრუნეს მაგ დროს იდგა თამაშგარეში. პ.ს. მაინც სირცხვილია გუშნდელი პირველი ტაიმი და რო არა არაბიძე...
kika
ჩვენაირი ნაკრებისთვის ჯანოს,მჭედლოს,ოქრის დონის ფეხბურთელის დაკლება ფაქიურად გუნდის განახევრებაა , პლიუს ამას ვაკოს უპრაქტიკოდ ყოფნა. ვერ გამოვიყენეთ უამრავი მომენტი თავზე ვაჯექით. ვერ ქაჩავენ სამწუხაროდ ფლანგის მცველები. ტაბიძეს ასევე ჯერ ბევრი უკლია კვირკველიამდე. ასეთ სიტუაციაში მაქსიმუმ ფრე არის კარგი შედეგი მოლდოვაში. არბიძეს იმედად ყოფნა სარისკოა მაინც,რადგან ჯერ ის ძალიან ახალგაზრდაა.ისე მართლა ბევრი გვანერიულეს . ასეთ გუნდს უფრო ლაღად უნდა ვუგებდეთ!
acm
უეჭველად ლიგის ფინალის პერიპეტიები იყო ცოტა სახეცვლილებით აქ აგწერილი არა ?!?!?! გეგონება ყველაფერი რიგზეა და აგერ ეხლა მომდევნო შესარჩევზე ყველაფერი მაგრად იქნება :D თქვენ დიახ თქვენ და კიდე ბევრი თქვენნაირია რომლებიც აპრავებთ ამ საშინელებას ამ ყველაფერთან ერთად დათვურ სამსახურს უწევთ ამ სპორტის განვითარებას რომლის მთავარი გაქანება ეს ბოლო წლებია(ათწლეულებია უკვე) არი ჭაობის ფსკერზე ყოფნა და იმ ჭაობის უფრო ღრმა წერტილების გამოკვლევა ძალიან ცუდია საშინლად ცუდი ეს ყველაფერი საშინელება იცით რა იყო ის რო ჩვენი მეტოქე თავის კლასიდან გამომდინარე ცდილობდა რო ფეხბურთი ეთამაშა რასაც ჩვენ 300 მილიონიანი(მომავალში) ბიუჯეთის მქონე ნაკრებზე ვერ ვიტყვით უბრალოდ რა დონეზეც ვართ ქვეყანაში ხალხი იმ დონეზეა ყველაფერთან მიდგომა და იმ დონეზეც ვვითარდებით ისე რა მარაზმია 300 მილიონს რო ფეხბურთის ხაზით იოლად გაუშვებენ ჯიბეებში ის ხალხი ვინც ამბობს რო ამ სპორტის განვითარებას ემსახურება :D სასაცილო ერი ვართ საერთოდ ყველა უკლებლივ
giogri
ვინც უყურა სომხეტი-კუნძულები იქ ქართველი მსაჯი იყო. იქაც ტუფტა პენალტი დაუდო სომხებს, ამანაც ვალი დაუბრუნა.ვაი ამათ პატრონს.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია