კლუბის პრეზიდენტის თქმით, მათ ვაკოს გამოსყიდვა სურთ, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, ამას ვერ შეძლებენ
ვარშავის "ლეგიას" მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ მაგიერამ და პრეზიდენტმა დარიუშ მიოდუსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და სეზონი შეაფასეს.

საუბარი გუნდის ქართველ შემტევ ვაკო ყაზაიშვილზეც ჩამოვარდა, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ არნემის "ვიტესში" დაბრუნდება. სწორემ ამ კლუბს ეკუთვნის ყაზაიშვილი, "ლეგიაში" კი ის იჯარის წესით იმყოფებოდა. "ლეგიასთან" ერთად ვაკომ პოლონეთის ჩემპიონატი მოიგო.

"ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ფეხბურთელს და მადლობას ვუხდი ამ სეზონისთვის. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს ვუგულშემატკივრებ, ვინც "ლეგიას" დატოვებს და სხვა კლუბში წავა. ეს ეხება ვაკო ყაზაიშვილსაც. მას დიდი სათამაშო დრო არ მისცემია, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში თავს არ ზოგავდა, შრომობდა და ჩემპიონობაში მისი წვლილიცაა. ის პოლონეთის ჩემპიონატის ღირსეული ჩემპიონია. მასზე ყოველთვის დადებითად ვისაუბრებ.

გულახდილად გეუბნებით: გუნდს 3-4 ისეთი ფეხბურთელი დატოვებს, ვისი ხილვაც მე შემდეგ სეზონშიც მსურს, მაგრამ პრობლემა ფინანსებშია. მაგალითად, მინდა, ჩვენთან ვაკო ყაზაიშვილი დარჩეს, მაგრამ მისი გამოსყიდვა ძვირი გვიჯდება. ვაკოს პოზიციაზე ოთხი ფეხბურთელი მყავდა და ოთხივეს ერთად ვერ ვათამაშებდი. მე მას მივეცი რამდენიმე შანსი, მაგრამ გუნდში კონკურენცია იმდენად დიდი იყო, სხვები სჯობდნენ. ვაკო ძლიერი იყო და ეს სიძლიერე დადებითად მოქმედებდა კონკურენტებზე, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ის ჩემზე არასოდეს განაწყენებულა, დისციპლინა არასოდეს დაურღვევია. თავისი ქცევით ყველასთვის სამაგალითო იყო", - თქვა მწვრთნელმა.

მწვრთნელის ამ ნათქვამს კლუბის პრეზიდენტი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ვაკო გამოსასყიდია, თუმცა კლუბს სათანადო ფინანსები არ გააჩნია.

გიორგი ვარშავიდან
მართლაც გული დამწყდა რომ ვაკომ დატოვა ლეგია, ლეგიას გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ სტადიონზე მისვლა ჩვენი ბიჭების გამო გვიხარია აქაურ ქართველებს, ლადოს , ძალამიძეს, მერაბაშვილის გამო, ვამაყობთ მათი თამაშით. ვაკო უდავოდ დიდი ტალანტია მაგრამ ლეგიაში ვერ ააწყო თამაში, უფრო სწორი იქნება ვერ შეეწყო მისი თამაშის სტილი ლეგიას, ლეგია არ არის ტექნიკური გუნდი, ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს, იმიტომაც არ უმართლებს ევროპაზე, იქნებ კარგიც არი რო წავიდა. წამატებები ვაკოს !!!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ვაკო გვილიამ "ლეგიას" გამარჯვება 90+4-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
გვილიას საჩემპიონო მატჩის ელის: შეიძლება მთელი პოლონეთი ჩვენ წინააღმდეგაა, მაგრამ...
ვაკო გვილია: შეცვლაზე შესვლისას ჩემი ამოცანა გოლის გატანა იყო
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ვაკო გვილია გიბრალტარულ ფრეს თვითკრიტიკულად აფასებს: ასე თამაში არ შეიძლება
ვაკო გვილიამ გაიტანა - "ლეგიამ" გაიმარჯვა
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
legionisci.com: ვაკო გვილია თანაგუნდელის ზურგსუკან "იმალებოდა", ორთაბრძოლებს აგებდა