ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U20. საქართველო-საფრანგეთი 0:54 - ისევ ომი არგენტინასთან [VIDEO]

U20. საქართველო-საფრანგეთი 0:54 - ისევ ომი არგენტინასთან [VIDEO]

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპი. III ტური
საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან წააგო. როგორც ვთქვით, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მოულოდნელი ანგარიშში სხვაობა 54:0 და ჩვენი გუნდის მეტწილად ძალზე უფერული თამაში გვეჩვენა.

წინდაწინ ცნობილი იყო, რომ მოგების შემთხვევაშიც კი, ჯგუფში ბოლო ადგილს დავიკავებდით და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის განვაგრძობდით ბრძოლას. ნაკრების მთავარმა მწვრთნელთა შტაბმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რამდენიმე წამყვანი მოთამაშის დასვენება და საქმეში თადარიგის მოთამაშეები ჩართო.

- ილია მაისურაძე: გათვლა შემდეგ მატჩზე გავაკეთეთ

ცხადია, ის მორაგბეები, ვინც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, ნაკრებში შემთხვევით არ მოხვედრილან. მათ შერჩევის დიდი გზა გაიარეს და წესით, ფრანგებისთვის სათანადო წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ. არა, მოგებას არავინ ითხოვდა, მაგრამ არ გამოვიდა.

თუმცა, მავანმა გუშინვე არგენტინის ნაკრების სამხრეთ აფრიკის გუნდთან დიდი ანგარიშით მარცხი შეიძლება მოიყვანოს მაგალითად. დიახ, ასეთებიც ხდება, მაგრამ არგენტინის უცნაური კრახი არგენტინელებმა იდარდონ. ასეც მოხდა, მათი მთავარი მწვრთნელი მატჩის მსვლელობისას გულის შეტევის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორი საქმეა, გუნდი, რომელიც შარშან ბრინჯაოსპრიზიორი იყო, თბილისში ჩემპიონობისთვის საბრძოლველად ჩამოვიდა და ელიტაში დასარჩენად ისევ ჩვენთან უწევს ბრძოლა.

ერთი სიტყვით, საფრანგეთის ნაკრებმა ჩვენს გუნდს ყველაფერში აჯობა. ჩვენი ძლიერი მხარეები, მოლიც და შერკინებაც თითქოს სადღაც გაქრა. მეტოქე უფრო მოტივირებულიც ჩანდა და ჩვენთან გამარჯვების შემდეგ საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა, რაც საშუალებას აძლევს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა განაგრძოს.

ამდენად, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორი ევროპული და ორი სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელი განაგრძობს. საფრანგეთი ნახევარფინალში ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ინგლისის მეტოქე კი სამხრეთი აფრიკა იქნება.

საქართველოს ნაკრები ელიტაში დარჩენისთვის იბრძოლებს. მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში მეტოქე არგენტინაა. მეორე წყვილი კი ირლანდიამ და სამოამ შეადგინა. დარჩენილი ორი მატჩიდან ერთი მატჩი მაინც უნდა მოვიგოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე მომავალ წელსაც ვითამაშებთ.

მატჩის სტენოგრამა

1-ლი წუთი: პირველი აუტი საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ დაინიშნა.

მე-3 წუთი: მეტოქემ აუტიდან ბურთი სუფთად მოიგო, ჯერ მოლით მოიგო ათიოდე მეტრი, მერე მორკინალებმა ორი დარტყმა განახორციელეს, შეტევაში უკანახაზელებიც ჩაერთნენ და ლელო მგეზავმა მატიე ჟალიბერმა გაიტანა. მანვე გარდასახა - 7:0

მე-5 წუთი: ფრანგებმა საჯარიმო სწრაფად გაათამაშეს. მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი უგო ბონიფასმა აიტაცა და ლელოში გადადო. ჟალიბერს გარდასახვა არ გასჭირვებია - 14:0.

მე-8 წუთი: საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ პირველი საჯარიმო დაინიშნა. კარში დარტყმა შეიძლებოდა, თუმცა ბურთი აუტში გადავიტანეთ.

მე-11 წუთი: ფრანგებმა ისევ დერეფნიდან შეგვიტიეს, მოლი ააგორეს და აუტი, შერკინების კვაჭმა პიტო მაუვაკამ ლელო გაიტანა, ჟალიბერმა გარდასახა - 21:0

34-ე წუთი: 22-მეტრიანი ზონიდან ბურთი უხეიროდ გამოვიტანეთ. ფრანგებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და ჟალიბერმა მეორე ლელო მიითვალა, გარდასახვაც მანვე გაიტანა - 28:0.

50-ე წუთი: მეტოქის მორიგი გააზრებული იერიში და ამჯერად ლელო შუამარბ ნათან დეკრონის ანგარიშზეა. ჟალიბერს გარდასახვა გაუცუდდა - 33:0.

53-ე წუთი: ფრანგების მორიგი დერეფანი, მოლი და ადვილი ლელო. ბოლოს ბურთით ხელში სელევასიო ტოლოფუა იყო. ჟალიბერმა გარდასახა - 40:0.

65-ე წუთი: ესევ აუტი, ისევ მოლი, მერე თამაში რაკში გადავიდა. ფრანგებმა ბურთი ხაზზე გაიტანეს. ლელო მესამეხაზელმა ალექსანდრ რუმამ გაიტანა. ჟალიბერმა ესეც გარდასახა - 47:0.

მე-80 წუთი: თამაში თითქმის დასრულებული იყო, ფრანგებმა მორიგი იერიში რომ წამოიწყეს. ხაზი ბატისტ ქუიუმ გაჭრა და მატჩის საბოლოო წერტილი გარდასახვით ჟალიბერმა დასვა - 54:0.

U20. მსოფლიო რაგბის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტური

საქართველო-საფრანგეთი 0:54

საქართველო (15-9) მამუკაშვილი, ტაბუცაძე (მოდებაძე 60), გავაშელიშვილი, წიკლაური, სვიმონიშვილი, გოგოლაძე (აბჟანდაძე 66), დვალიშვილი. (1-8) ჭეიშვილი (გოგიჩაიშვილი 41), ზამთარაძე (ლ.პაპიძე 6), გ. პაპიძე (დუგლაძე 41), ჯაიანი (საღინაძე 67), ნუცუბიძე, მამამთავრიშვილი, კალმახელიძე, ჯალაღონია.

საფრანგეთი (15-9) კროსი, ფარტასი, დეკრონი, უბერტი, რეტიერი, ჟალიბერი, ქუიუ. (1-8) კრეტი, ტოლოუა, რუმა, კომპანონი (კაპელი 49), ვერჰაასი (ჯერალი 58), კოლომბე (ბრენანი 49), მაუვაკა (დუფური 64), ბონიფასი.

8ლ: მაუვაკა, ქუიუ, რუმა, ტოლოფუა, დეკრონი, ბონიფასი, ჟალიბერი (2). 7გ: არატე, ჟალიბერი (6)

მსაჯი: პაბლო დელუკა (არგფენტინა).

სამ.აფრიკა-არგენტინა 72:14

სამ.აფრიკა: 11ლ - ლიბოკი, პაპიერი, ავგუსტუსი, კილიერსი, პენქსე, ვილემსე, დე ფილიერსი, დრობელარი (2), ლომბარდი (2).

არგენტინა: 2ლ - მალანოსი, ლუნა. 2გ - ალბორნოსი.

ა თ მ ფ წ ბ ქ პ

1. ს.აფრიკა 3 2 1 0 +82 12 2

2. საფრანგეთი 3 2 1 0 +56 11 0

3. არგენტინა 3 1 0 2 -48 6 2

4. საქართველო 3 0 0 3 -89 0 0

A ჯგუფი

ავსტრალია-ინგლისი 19:20

ავსტრალია: ლ: ტუიპულოტუ. 4ს: გოდარდი (3), ნუკიფოა. გ: გოდარდი.

ინგლისი: 2ლ: იბიტოე, სტრიტი. 2გ: მალინსი. 2ს: კლეუსი, მალინსი.

სამოა-უელსი 20:54

სამოა: 2ლ - ენოკა, პოჰლა-მურეი, 2გ.2ს - ენე.

უელსი: 8ლ - ლუისი (2), როსერი, ვარდი, ბლეკერი, გუდჩაილდი, მური, გრიფიტსი. 7გ - ჯოუნზი (4), რობსონი (3)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ წ ფ ბ ქ პ

1. ინგლისი 3 3 0 0 +70 14 2

2. ავსტრალია 3 2 0 1 +13 10 0

3. უელსი 3 1 0 2 +15 6 2

4. სამოა 3 0 0 3 -98 1 1

B ჯგუფი

იტალია-შოტლანდია 16:17

იტალია: 3ლ - ნეირნი, კროსბი, დოდი. გ - ისტგეიტი.

შოტლანდია: ლ - ზენონი. 3ს,გ - რიზი.

ახ.ზელანდია-ირლანდია 69:3

ახ.ზელანდია: 11ლ - ენარი, კრისტი, ფალკონი, ენროი, მაკეი, ჯორდანი (3), კლარკი (3).

ირლანდია: ს - ფიცჯერალდი.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. ახ.ზელანდია 3 3 0 0 +131 15 3

2. შოტლანდია 3 2 0 1 -17 9 1

3. იტალია 3 1 0 2 -42 6 2

4. ირლანდია 3 0 0 3 -71 2 2.

საერთო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია, 2. ინგლისი, 3. სამხრეთი აფრიკა, 4. საფრანგეთი, 5. ავსტრალია, 6. შოტლანდია, 7. უელსი, 8. იტალია, 9. არგენტინა, 10. ირლანდია, 11. სამოა, 12. საქართველო.

პლეი ოფი

13 ივნისი

IX ადგილისთვის

საქართველო-არგენტინა

ირლანდია-სამოა

V ადგილისთვის

ავსტრალია-იტალია

შოტლანდია-უელსი

I ადგილისთვის

ახ.ზელანდია-საფრანგეთი

ინგლისი-სამ.აფრიკა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• mokled

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ფეხბურთშიც და კალათბურთშიც მეტია კონკურენცია დ აამიტომ არის წარმატების მიღწევა რთული. არ დაგავიწყდეთ, ესპანეთთან მოგება, საფრანგეთთან ფრე ხორვატიასთან და შოტლანდიასთან მოგებები, უელსთან ფრე. ეს იგივეა რაგბში ინგლისს, უელლს, ირლანდიას მოუგო. აბა მოგეგოთ მერე ვნახავდით რა დღეში იქნებოდით. რუმინეთები და რუსეთები რაგბში არიან ბელარუსის და ლატვიის დონეზე დღეს დღეობით. აა უპს დამავიწყდა რომ რუმინეთს ვეღარ ვუგებთ. თორემ ისე ვგულშემატკივრობ ყველა სპორტს მაგრამ რაგბის მიღწევები გადაფასებულია.

• quTaiseli

ვინ ვინარი და ვინ როგორ ერკვევა სპორტის ამათუიმ სახეობაში აქაც კარგად ჩანს კომენტარებიდან და ფეხბურთზე მაინც ივლის ხალხი რაცარუნდა წააგონო ასე რო ფიქრობს ზოგიერთი მიტოა მერე სტადიონები ცარიელი რო ეხვერწებიან ხალხს არგვინდა თქვენი ფული ოღონდკი მოდითო. კარგია რო ჩვენი ქომაგების უმრავლესობას გათვითცნობიერებული აქ რო წაგება ცუდი სულ წაგება კიდე მარაზმში გადადის.ეგარი რეალობა და რაგბს თავისი სპეციპიკური მაყურებელი ყავს ფეხბურთს თავისი ფეხბურთში მოსულა სტადიონზე იტალიის დროშებით და მაისურებით გამოწყობილი ქართველი ქომაგი როცა ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია. და რაგბში ამას დამერწმუნედ ვერასდროს იხილავთ . და ვერც კალათბურთში.ისე თუარ მოგწონს ეგ რაგბი ნურც დააკომენტარებ და ნურც ივლი შე დალოცვილო კალთებსაც არავინ დაგახევს ესეც ხო ნათელია.ის წაგება ყოველთვის საწყენი და ცუდია მაგრამ ეს თემა მაშვინ მწვავდება როცა რეალობას მოწყდები.პირველი თამაშისთანავე დავწერე რო მწვრთნელი უნდა იყოს უცხოელი მაგრამ ისიც ვივარაუდე რო ყველა თამაშს წავაგებდით დიდი ანგარიშით და ამისგან არც ტრაგედია შემიქმნია და არც ლანძღვა გინება დამიწყია აქ .ისე თუ ლელო არიცი რაარი დერეფანი და შერკინება რაგინდა აპა რაგბზე რო წახვიდე სემიჩკის საჭმელად?

• რაგბისტი მორაგბე

დემე-ს შეეშვი რა ღვიჯილიობას. გამომივიდა აქ პედაგოგი!!!! ეროვნულ გამოცდებს იბარებ თუ რაშია საქმე. ...

• სანდრო

ragbi chveni tamashia - "რამდენჯერ გავიდნენ კალათბურთელები მსოფლიოზე და ევროპაზე ხმა არ ამოუღიათ". შენს პირს შაქარი, მაგრამ ჩვენი კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, სამწუხაროდ ჯერ არ გსულან. ევროპაზე!!! კი ბატონო, რამდენჯერაც გინდა.

• დემე

რეგბისტები კი არა მორაგბეები. წერეთ ქართულად!!!!

• გელა შარაბიძე

ითამაშა ფაქტიურად მეორე შემადგენლობამ, აზრი არ ქონდა თავის შეკვლას, მცირე ვერცხლის სინია გასათამაშებელი, ეს ისე ინფორმაციისთვის და ნუ ადარებთ სხვა სახეობებს, რაგბისტებს არავისთვის სტადიონი არ წაურთმევიათ და არც აპირებენ, ცოტა დააფასეთ რა ეგენიც, მე არ მესიამოვნა ასე წაგება, მაგრამ ძალები დაზოგა ძირითადმა და ეგაა

• ბუბა

ისეთ მიუღებელ კომენტარებს ვკითხულობ, რომ ვეჭვობ ისევ ისე შესტკიოდეს ხალხს გული რაგბზე, როგორც რამოდენიმე წლის წინ. ელოდნენ, ელოდნენ და როცა შედეგები არასახარბიოლო დადგა, ეგრევე განუდგენ ნაკრებს. განსაკუთრებით გულის აცრუება რუმინეთთან წაგების შემდეგ შეინიშნება. ეს ლოგიკურიცაა. გარწმუნებთ, თუ ჩვენ ნაკრებს არ ექნა ხშირი ტესტმატჩები ბობოლა გუნდებთან, თუნდაც წააგონ, ამ ეტაპზე სხვას არც ველით(ექს ერზე კი საერთოდ ზედმეტია საუბარი),რაგბის ინტერესი კიდევ უფრო შემცირდება და ბოლოს ფეხბურთსაც გადაასწრებს. თუმცა ფეხბურთი ისეთი სპორტის სახეობაა, რომელსაც ბოლომდე მაინც არ არცევენ ზურგს, გარბს კი!!! ხალხის უდიდესი ნაწილი საერთოდ არ არის რაგბის წესების გაგებაში. ლელოს დადებას თუ აღითქვამენ მხოლოდ. ასე რომ...

• quTaiseli

ფეხბურთი და კალათბურთია ჩვენი თამაშიო რაგბი არაო? ფეხბურთი ჩვენითამაში იყო ბებიაჩემს რო ჭრელი ბამბის საცვლები ეცვა და მისი პენსიით რესტორანში რო ვქეიფობდით მაშვინ.ჩვენ რასაც ვთამაშობთ იმას თუ ფეხბურთი ქვიადა დაღუპულა ეგ სპორტის სახეობა და ეგარი.

• giga

ბარეორს ექიმებთან ვიზიტი არ გაწყენთ. ვინ როდის წაართვა ფეხბურთს სტადიონები. თან რა პერიოდზე ამბობთ, რანაირად წარმოგიდგენიათ რო თურმე ამნაირი ბლატები იყო? მაგდენი რო შეძლებოდა თურმე რაგბს მეტ დაფინანსებას მოითხოვდა და არა სტადიონებს. სხვათაშორის რაგბის სტადიონები არ გასხვისებულა და თამაშობენ ამ სტადიონებზე და ფეხბურთს რა სტადიონებიც ჰქონდა კორპუსები და ფარეხებია ახლა იქ.

• ragbi chveni tamashia

რაგბისტებს ჰო გიხაროდათ ფეხბურთელების წაგება, სტადიონებს რო ართმევდით? ფეხბურთელები 54:00 მაინც არ წაგებენ. და საერთოდ ჯერ ევროპის ჩემპიონს მოუგეთ და მერე ილაპარაკეთ. "რაგბი ჩვენი თამაშია"-ს დევიზის მომფიქრებელმა იგულისხმა, რომ ფეხბურთი და სხვა სპორტი არაა ჩვენი თამაში რაგბი ვითამაშოთო. რამდენჯერ გავიდნენ კალათბურთელები მსოფლიოზე და ევროპაზე ხმა არ ამოუღიათ. მოკლედ ვერაა ჩემთვის სანახაობრივი ეგ რაგბი და როგორც ჩანს ვეღარც შედეგებით დაიკვეხნით. გაუმარჯოს ფეხბურთს და კალათბურთს! პ.ს. რაგბისტების წარმატება ისევე როგორც ყველა სპორტის ვინც ჩვენ სამშბლოს ასახელებვს მივესალმები, მაგრამ ჩვენი თამაშ ფეხბურთი, კალათბურთ და ჭიდაობაა.

• Irakli

რამდენად უჯიშო და უსინდისო უნდა იყო, რომ შენი ქვეყნის მარცხი გიხაროდეს? რაგბი არ გიყვარს, კი ბატონო, შენი საქმეა. მაგრამ ქვეყანამ და ამ ბავშვებმა რა დაგუშავეს? მე მიმაჩნია, რომ გუშინ სამარცხვინო თამაში იყო. საშინლად წავაგეთ. მაგრამ აზრად როგორ მომივა ამის შესახებ გვარძლით და ნიშნის მოგებით ვწერო?

• sddf

მწვრტნელები შესაცვლელია.ნუ ცხადია რომ მოთამაშეებიც სუსტები არიან

• iakobi

კი ეტყობა როგორი ჩვენი თამაშიც არის))))

• 1,2,3,5,8...

ფრანგები ტემპს როგორც კი უმატებდნენ მაშინვე ახერხებდნენ უპირატესობის მოპოვებას. ჩვენ ვინმე გვიკრძალავს ტემპის მომატებას თუ რა ხდება?

• DDD

რატომ წერთ ასეთ ბოღმიან კომენტარებს? როცა ბიჭები იგებენ და გიხარიათ კარგია და როცა ასე ნოლზე აგებენ, აღარაა ჩვვენი? არგენტინას საფრანგეთს და სამხრეთ აფრიკას რომ ვერ მოვუგებთ, ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება და 12 გუნდში მოხვედრა ყველას პატივია? კი, გვაქვს ბევრი რამე გამოსასწორებელი, მაგრამ ჩვენი თამაშია და იქნება კიდეც

• ტაოხი

პროვოკაციულ პოსტებს ყურადღება არ მიაქციოთ - მტერმაც იცის ქართული და ზოგი ქართველიც მტრად ქცევია თავის სამშობლოს და ყველაფერი ეროვნული, ტრადიციული, ზნეობრივი და ვაჟკაცური აღიზიანებს, თავის და საუბედუროდ! მეტი თამაშები ასეთი დონის გუნდებთან და თანაბრად ითამაშებენ ბიჭები ყველასთან , მათ შორის ექვს ერზეც..

• N

ხალხო, რაზეა საუბარი? საფრანგეთთან იგეგმებოდა ძირითადი მოთამაშეების დასვენება და სათადარიგოებისათვის გამოცდილების შეძენა. სხვა მოტივაცია არ არსებობდა. ახლა ის თამაში უნდა დავივიწყოთ და ვიფიქროთ არგენტინაზე. მას უკვე შევხვდით და მისი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოვცადეთ. სამხრეთ აფრიკამაც რაღაც–რაღაცეები დაგვანახა. ახლა მწვრთნელების ჯერია: ჰა ბურთი და ჰა მოედანი! ახლა გვიჩვენეთ, რა შეუძლიათ ჩვენს ბიჭებს! მე კი, ჩემის მხრივ, დიდ წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს! მსოფლიო რაგბის საიტზე ამას წინათ დაიწერა, საქართველო ვიღაცას სკალპს აახევსო და ვნახოთ, არგენტინა ხომ არ არის ის ვიღაცა!

• გაგა

აი მოლი რამდენადაა ჩვენი ძლიერი მხარე ნამდვილად არ მესმის. ვერცერთი ასაკობრივი და დიდი ნაკრებიც ბოლო დროს მოლს საერთოდ ვერ იყენებს და მეტოქის მოლს ვერაპერს უპირისპირებს. ფაქტია, რომ ეს ჰეიგის დროს დაიწყო, მიუხედავად გარკვეული პლუსებისა, რაც მან გუნდს შესძინა.

• eri

აქ ვნახულობ დატოვებულ პოსტებს და ჩემ თავს ვეკითხები: ჩვენმა მტრებმა ამდენი ქართული საიდან იციანთქო. ჩვენ ვართ ერი რომელსაც საკუთარი ახალგაზრდების მარცხი უხარია!!!! უხარია და ამას ვითომ "ტრლაობით" შენიღბული ასაჯაროებს. სხვებს ახელებს და მარცხით ისედაც გამწარებულს სულში აფურთხებს. რაგბი და შვიშტოკი კი არა, ასეთი წაკიდებული და სამარცხვინო ერისთვის ის ორი გოჯა მიწაც ზედმეტია რაც დღეს ჩვენ გვაქვს. ძალიან მრცხვენია რომ ამგვარი ხალხის თანამოქალაქე მქვია და ალბათ მათ ყოველდღე ვხვდები ქუჩებში, ტრანსპორტში, დაწესებულებებში ერის სირცხვილი და ნამდვილი გადმონაშთია ეს ყველაფერი. ამაზე უნდა ვტიროდეთ ჩვენ, იმიტომ რომ ამაზე აგებს გეგმებს ჩვენი მტერი და კი ვხედავთ თურმე რა კარგადაც.

• eri

აქ ვნახულობ დატოვებულ პოსტებს და ჩემ თავს ვეკითხები: ჩვენმა მტრებმა ამდენი ქართული საიდან იციანთქო. ჩვენ ვართ ერი რომელსაც საკუთარი ახალგაზრდების მარცხი უხარია!!!! უხარია და ამას ვითომ "ტრლაობით" შენიღბული ასაჯაროებს. სხვებს ახელებს და მარცხით ისედაც გამწარებულს სულში აფურთხებს. რაგბი და შვიშტოკი კი არა, ასეთი წაკიდებული და სამარცხვინო ერისთვის ის ორი გოჯა მიწაც ზედმეტია რაც დღეს ჩვენ გვაქვს. ძალიან მრცხვენია რომ ამგვარი ხალხის თანამოქალაქე მქვია და ალბათ მათ ყოველდღე ვხვდები ქუჩებში, ტრანსპორტში, დაწესებულებებში ერის სირცხვილი და ნამდვილი გადმონაშთია ეს ყველაფერი. ამაზე უნდა ვტიროდეთ ჩვენ, იმიტომ რომ ამაზე აგებს გეგმებს ჩვენი მტერი და კი ვხედავთ თურმე რა კარგადაც.

• status quo

ამის მერე კიდევ ახსენებთ 6 ერს?

• qutaiseli

მასე არც ფეხბურთია შენი არც კალათბურთი მარა ხოთამაშობ თუ რათმაუნდა მაგას თამაში ქვია ფეხბურთს ვგულისხმობ. ხოაგებ სულ ყველასთან ყარაულის თოფივით თუარ გაგივარდა სადმე ხოდა ადექიდა მიანებე მაგ ფეხბურთსაც თავი მაშვინ მაგ ლოგიკით.ეგრე როგორ შეიძლება მსჯელობა.

• lomu-s

კარგად წაიკითხე ჩემი კომენტარი და მერე წერე

• lomu

ragbi chveni tamashia-ს. რაგბი ჩვენი თამაშია ხომ? მარტო ჩვენი? ინგლისელების, ახალი ზელანდიელების, სამხრეთ აფრიკელების თამაში არაა? თუ როგორაა საქმე!! თუ როგორი ჩვენი თამაშია რაგბი, კარგად გამოჩნდა ავჭალაში და დაგვირგვინდება ვაკეში ლოკომოტივზე.

• ragbi chveni tamashia

კი ჩვენი თამაშია ნამდვილად რაგბი...

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად

18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]

"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ

საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა

ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"

ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]

"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"