ყველა ქულა გუნდს მერაბ კვირიკაშვილმა მოუტანა
კალგარის "რაგბი პარკზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა ტესტ-მატჩი გამართა კანადის გუნდთან და 13:0 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოს წყალობით, 3:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში კიდევ ერთი ჯარიმით კვირიკაშვილმა ანგარიში 6:0 გახადა, შემდეგ კი ზედიზედ ორი საჯარიმო ააცილა.

მატჩის მიწურულს კანადელთა შეცდომა ისევ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა, რომელმაც ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 13:0.

იხილეთ ვიდეო

ეს ივნისის ტესტების პირველი მატჩი იყო. მილტონ ჰეიგის გუნდი 18 ივნისს აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდება ატლანტაში, ხოლო 24 ივნისს არგენტინას ქალაქ ხუხუიში ესტუმრება.

სოსო
სამწუხაროდ პირდაპირს ვერ ვუყურე,შუქი ჩაქრა.ახლა ღა ვნახე ჩანაწერი.პირველი თვალში მეცა,რომ გუნდს აკლია ლიდერი,მამუკა და ეს თამაშს ეტყობოდა.ამას აღარაფერი ეშველება,უნდა მივეჩვიოთ.მეორეა,რომ მიუხედავად მცირე ანგარიშისა,მუდმივად ჩანდა ჩვენი დომინანტობა,მესამე,ძველებურად გვივარდება ბურთი,მეოთხე,კვლავ ვაგვიანებთ ბურთიან კაცზე მიყოლას და რაქში გადაყრას,მეხუთე,მოლში უპირატესობას ვერ ვიყენებდით და ყოველ ჯერზე გვიქცევდნენ.მეხუთე და მთავარი კი კვლავ შეტევის ნელი განვითარებაა.6 ერის რომელიმე გუნდს,შერკინებაში ასეთი უპირატესობა თუ ექნება,ველა შეხვედრას დიდი ანგარიშით მოიგებს,ცვენ კი ამით მინიმალური სარგებელი გვაქვს.გამიხარდა მერაბის ლელო,ძალიან წაადგება ფსიქოლოგიური მდგრადობისათვის,აცდენილი ჯარიმები და მაღალი ბურთების მიღება კი ძალიან ცუდი ამინდის ბრალი უფრო მგონია.ნაკრებს პირველი თამაში ყოველთვის უჭირდა და ახლაც მოუმატებენ,მაგრამ მეტოქეებიც უფრო ძლიერები გველოდებიან და თამაშებიც უფრო საინტერესო იქნება. რაც შეეხება 6 ერს,არავის ,მით უმეტეს რაგბისტებს უთქვამს რომ ჩვენ მათი ძალისანი ვართ,პირიქით,6 ერი იმისათვის გვინდა,რომ განვითარება განვაგრძოთდა მივუახლოვდეთ მათ დონეს,თორემ სტიმული დაგვეკარგება განვითარების.ჰეიგის გადაყენებაც არასწორი იდეა მგონია.მას აქვს მსოფლიომდე განვითარების გეგმა და ამ გეგმას მიჰყვება,ამ გეგმაში შედის თამაშში ხელით ტთამაშის წილის გადიდება და ზოგადად სამხრეთულ სტილზე გადასვლა.ამას ძველი თაობა ვერ შესძლებს,ამას ახალი თაობის ბიჭების ჩართვის შემდეგ მივაღწევთ და შესაბამისად დრო არის საჭირო.მთავარია,რომ ეს ძვრები ახალგაზრდულ ნაკრებების ყოველ მომდევნო ფორმაციაში სულ უფრო მეტად იგრძნობა და როცა ქვეყანაში დაგროვდება კრიტიკულად აუცილებელი რაოდენობა ამ სტილით მოთამაშე ახალგაზრდებისა,განსაკუთრებით უკანა ხაზის მორაგბეებისა,ვფიქრობ შედეგიც გამოჩნდება.მხოლოდ არ უნდა დავკარგოთ ძლიერი შერკინების ტრადიციებიც,რომელიც ამ შემთხვევაშიც ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები უნდა იყოს.
misha
აი აზრზე არახარ ძმაო რას ლაპარაკობ.
me
misha მოდი შენ რაგბს აღარ უყურო .. საიმში არ ხარ , ამდენი სისულელის წერას მეტი რო გაგერკვია ამ სპორტზე კაი იქნებოდა
მიშას
მიშა შემოგევლე, დიდმა ნაკრებმაც რო ითამშოს საფრანგეთთან, სამხრეთ აფრიკასთან და არგენტინასთან თბილისში , სამივე თამაშს წავაგებთ. ესეა ჯერჯერობით. ერთი რამეა რასაც ყველა სკეპტიკურად უდგება: ექვს ერში ჩვენ თამაშს. არავის უთქვამს და არც ბიჭებს აქვთ იმის ილუზია, რომ თუ ექვს ერში შეგვიშვებენ ყველას დავანგრევთ და პირველივე წელს ტურნირს მოვიგებთ. უბრალოდ ჩვენ ვითხოვთ ექვს ერს განვითარებისთვის, ბუნებრივია რომ პირველი წლები ყველა თამაშს წავაგებთ, მაგრამ მათთან თამში განვითარების საშუალებას მოგვცემს და მესამე-მეოთხე წელს უკვე დადებით შედეგსაც ვაჩვენებთ. ბოლო თამაშებმაც აჩვენა, რომ ამ რუსეთთან, ესპანეთთან და ა. შ თამაშებში განვითარების მოტივაცია აღარ არსებობს. რუმინეთსაც ნუ წამოვკრავთ ხელს, დიდი ტრადიციების გუნდია ჩვენნაირი ამბიციებით. რაც შეეხება მწვრთნელს, ალბათ გამოსაცვლელია, ამოწურა თავის შესაძლებლობები. ბუნებრივია მადლობა უნდა უთხრათ შესრულებული სამუშაოსთვის, მართლაც მოგვეხმარა რაღაც ეტაპზე, როგორც თავის დროზე კლოდ სორელი. მაგრამ აშკარად ჩანს რომ აღარ ყოფნის კვალიფიკაცია.
mishas
მიშა შენ შენ ვენდიბოლელებს მიხედე მოლდოვას რო ძლივს გადაურჩნენ ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედავთ ბოლო ბოლო 10ჯერ უფრო წინ ვართ მსოფლიო რეიტინგში
misha
ხალხნო ესენი ქე მაინც იგებენ კვირიკაშვილის წყალობით თუ პეტრეს წყალობით მაგრამ ახალგაზრდებმა რომ შეგვარცხვინეს და კიდევ შერცხვენა მოგვიწევს 13 ში არგენტინასთან იმაზე არის საფიქრალი თორემ ძირითადმა ნაკრებმა რაც გააკეთა მაგაზე მეტი რაღა შეიძლება ითქვას 1000 მადლობა ბიჭებს მაგრამ 20 წლამდელები თანაჩ სახლში ამდენი გულშემატკივრის წინაშე სირცხვილი და თავის მოჭრაა მეტი არაფერი ამას მოყვება რომ ტრიბუნებზე ხალხი აღარ მივა და 6 ერშიც ჩაახედებენ კარგა ხანს ისედაც არ გიჟდებიან საქართველოს ნაკრებზე და აჰა შედეგიც ეხლა არგენტინასთან იმის ნახევარი მივა რაც წინა თამაშებზე და სამოასთან კიდევ იმის ნახევარი ალბათ ვინც მოცლილია და რეგბისტების საახლობლო წრე
glaxuna
კარგია ბიჭებო, მაგრამ ასეთი თამაშით ძ ა ლ ი ა ნ გაგვიჭირდება აშშ-სთანაც...დერეფანში და დერეფნიდან მოლით თამაში ლელომდე დასახვეწია (!) რაქშიც თამაში და გადაყრაში სისწრაფე მოსამატებელი. კანადასთან მხოლოდ შერკინებამ მოიგო თამაში და ასე სხვასთან ვერ გამოვა!
tngh
გილოცავთ გამარჯვებას!!! გაიხარეტ და ხშირად გაგვახარეთ!!! (გამარჯვება ყველა ამინდში გამარჯვებაა.)
ლევანი
შვიდკაცა რაგბი, ქალთა რაგბი, საკლუბო რაგბი ეს მიმართულებებიცაა გასანვითარებელი.... ყველა მიმართულება რაც რაგბს ეხება, უნდა გვყავდეს და ვითარდებოდეს. ფეხბურთში გვყავს ქალთა ნაკრები, არის ხო? და რაგბი რომელსაც ვთვლით ჩვენს თამაშად, დროა უკვე ამაზე იზრუნონ!
gia
ესეთ ამინდში თამაშს რა აზრი აქვს რას ისწავლი ან როგორ განვითარდები. ერთი დღით გადაედოთ არ შეიძლებოდა? 6 ერის ღირსი იმიტომ არ ვართ ჯერ რომ არ გვყავს ქალთა გუნდები, არ არის საკლუბო რაგბი იქ სადაც უნდა იყოს და ყველაზე მთავარი ბილეთში ფულის გადახდა არ უნდა ხალხს. 20 ლარი რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გეძვირება არაა კაი ამბავი.
me
ყველა შეცდომას უამინდობას ნუ დავაბრალებთ. მაგალითად მოლის აგორებით რამდენჯერმე შეეძლოთ ბურთის შეტანა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შეძლეს.
მურთაზი
გილოცავთ ყველას
gogig
წინა პოსტში გამომრჩა და ახლა აღვნიშნავ იქაური ქართველი გულშემატკივრების თავდადებას. ასეთ ამინდში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემულე ქომაგობდა ნაკრებს. პირველი ტაიმის შემდეგ კანადელების დიდი ნაწილი სტადიონიდან წამოსულა. ჩვენები ბოლომდე დარჩნენ - ამიტომაც მოვიგეთ.
svan-s
კანადის ნაკრებს აკლდა 4 ძირითადის მოამაშე. ისევე როგორც ჩვენ. ;) არაითარი მეორე გუნდი. ჩვენ არ გვყავდა. ჩილაჩავა, ვიტო, თაზო მჭედლიძე და ა.შ. თამაში ცუდი გამოვიდა, მაგრამ მოვიგეთ მშრალზე.
ჯემალი
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვან გამარჯვებას.მითუმეტეს მას შემდეგ რაც ნაკრები დატოვა ჯერ ზირაქაშვილმა ეხლა კი გორგოძემ გუნდი თავიდან გადასაწყობია და კანადასთან გამარჯვება მათ მოედანზე ძალიან გასახარია. კანადასაც აკლდა რამოდენიმე მორაგბე, მაგრამ ჩვენებმა 2ტაიმში პირწმინდად დაჩაგრეს მეტოქე. ანგარიი მეტი იქნებოდა რომ არა ცუდი ამინდი,ძლიერი ქარი. ასე რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს 6 ერში თამაშს ამას კიდევ არაერთხელ დაამტკიცებენ!
ds
ეგეტი ტამაშიტ ჰორს ვერ გავფრინდებით. სირცხვილია!
xvistani
აღარ დავწერ კომენტარს ამ საიტზე არასოდეს. რა უბედურებაა რატომ არ აქვეყნებთ არაფერი დამიწერია ისეთი რასაც ცენზურა შეეხებოდა
quTaiseli
ექვს ერში როცა შევალთ ალბატ ანტირაგბისტებს გული წაუვათ ეგ კიარა როარ მოეგო ესთამაში ჩვენებს ერთი გნიასი იქნებოდა აქ.
nikola
6 ერის ღირსნი ვართ,ოღონდ იქამდე კარგ გვარიანი გზა გვაქვს გასავლელი...ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ აქამდე ხომ მოვედით? ხოდა 6 ერამდეც მივალთ და უფრო ზემოთაცწავალთ!!!!
svan
ჩვენ 6 ერის ღირსნი არ ვართ... და სწორადაც იქცევიან 6 ერის ადმინისტრაცია! რა არის ამ თამაშში მოსალოცი თქვენ გგონიათ კანადის მთავარ ნაკრებს მოუგეთ...?! ეს იყო მეორე შემადგენლობა არც კი დაა ნახეთ როგორ თამაშობს საქართველოს პირველი გუნდი))))))))))
ნათია
გილოცავთ ყველას პირველი ტესტ მატჩის მოგებას და მადლობა საიტის ადმინისტრაციას. ვფიქრობდი, რომ დილით დაწერდნენ სტატიას, ყოჩაღ!!!
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს