საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- მ/ჩ. შესარჩევი: საქართველომ მოლდოვას 0:2 "ამოუქაჩა" და ქულა მოიპოვა

- მაყურებელმა ღია ფეხბურთი იხილა. პირველ ტაიმში იყო შეცდომები. ფრე ლოგიკური შედეგია. მოლდოვამ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც გამოაცოცხლეს თამაში. ეს ასეც უნდა იყოს. იყო შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის.

- რატომ არ დააყენეთ ძირითადში გიორგი მერებაშვილი და რას იტყვით მოლდოველთა იმ გოლზე, რომლის დროსაც მეტოქის ფეხბურთელს ბურთი აშკარად გაექცა მოედნის ფარგლბს გარეთ?

- როცა შეცვლაზე შესული ფეხბურთელი იტანს გოლს, ჩნდება ასეთი შეგრძნება. ამ შემთხვევაში უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე გავაკეთე აქცენტი.

რაც შეეხება იმ ეპიზოდს, ბურთი 20 სანტიმეტრით გადავიდა, მაგრამ ეს შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს. უმაღლესი დონის მატჩებშიც უშვებენ მსაჯები ასეთ შეცდომებს. ცდებიან ფეხბურთელებიც და - მწვრთნელებიც.

- საქართველოს ნაკრები კვლავ მოუგებელია შესარჩევ ციკლში. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შესაძლებლობები იწურება საქართველოს ნაკრებში?

- რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში მწვრთნელია პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა. ფსიქოლოგიურად საქართველოს ნაკრებში ყველაფერი რიგზეა.

- პირველი ტაიმი შორს იყო იდეალურისგან, მეორე კი უკეთესი გამოვიდა. ეს იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შემტევი შემადგენლობით გამოვიდა სათამაშოდ?

- ჩვენ ვიცოდით, რომ მოლდოვას ნაკრები იღლება. გვინდოდა, პირველ ტაიმში გოლი არ გაგვეშვა. იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. უკეთესი იქნებოდა, 0:0-ზე გაგვეკეთებინა ცვლილებები, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე დავდექით. ორი ბურთით ჩამოვრჩით.

- გიორგი არაბიძეზე უნდა გკითხოთ. ასევე იმაზეც, თუ რატომ დააყენეთ ძირითად შემადგენლობაში ერთად ჯაბა კანკავა და ბუბა დაუშვილი...

- არაბიძეს რაც შეეხება, მოხარული ვარ, 90 წუთი რომ ითამაშა. ასევე ტაბიძეც უნდა შევაქო. იყო ორი ვარიანტი და მე ავირჩიე შემადგენლობა არაბიძესთან ერთად. რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა.

ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან

სპეციალურად Spotall.ge-სთვის

otar
ვაისი უნდა დარჯეს,პრობლემაა რეგიონებსჰი პეხბურტის იფრასტურა ,კატასტოპა,დაბალი კლასის პეხბურფელები...
achi
მე ვერ გავიგე რატო არ ათამასებტ სამტრედიდან ცჰიხურადან დილადან საბურტალოდან არ არიან მანდ ნიჩიერი ბავშვები, არიან მაგრამ აქ აიჩემებენ ერტსადა იგივეს და ვსიო. ვინმე ნატესავი ხოუნდა ნაკრებსჰი რო მოხვდეს ესა აქ საქმე ტორე რიტ ჯობიან ესენი იმ ბავშვებს ვერ ხვდები
gode
ამ კონკრეტულ მატჩში დიდი იაღლიში მოუვიდა ვაის შემადგენლობა არასწორი დააყენა.
gerd miuleri
მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა , რომ , მგონი ტაიმბოლი იყომარეს . არცერთისათვის არაფერი მნიშვნელობა არ ჰქონდა რეალურად შედეგს და ,,პატარა იხეირეს " . უჩა ლობჯანიძე , მერებაშვილი , დვალიშვილი - მადლობა და კარგად იყავით ! ამ ციკლლში არაფერი გვეშველება და ახალგაზრდებს და ახლებს უნდა მიეცეს შანსი !!!
Besika
არ ვართ რა ჩვენ ქართველები ჟილკიანი ხალხი, ეს კობიაშვილი და მუჯირი უნდა გაიტანო ფედერაციიდან თავიანთ მწვრთნელიანად, და ახალი საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში თუ არ დადებდა ბევრად უკეთეს შედეგს მე არ ვიყო მერე კაცი, ეს რომ გაგვეკეთებინა. თან რა კარგი პრეცედენტი, გაკვეთილი იქნებოდა ახალი ფედერაციისთვის. ჩვენ აქ გულზე ვსკდებით ნერვულობით, თვითონ კი კაიფობენ და გულაობენ და ვინ თხოვს პასუხს?
გიო
რამ გაგიწყვიტათ ასე შუბლის ძარღვი,თქვე უნამუსო ფულის მჭამელებო.როდემდე და რამდენიღა უნდა ჭამოთ რით ვერ გაძეხით თქვე ღორებო თქვენ.რისი გულისთვის გაუშვით ცხადაძე რატო არ დააცადეთ იმ კაცს ვის ხელშიდაც იმ მოკლე დროში რაღაცას მაინც დაემსგავსა ნაკრები.მოუხადეთ ბოდიში და დააბრუნეთ უკან ნამუსი თქვენ მაინც არ გაქვთ და ბოდიშის მოხდაც არ გაგიჭირდებათ..თქვე უგულოებო და ბრმებო ძალით რო იბრმავებთ თვალებს დვალიშვილზე და ლობჟანიძეზე დაგინებული გაქვთ რომ სანამ ფეხებს არ გაჭიმავენ იქამდე უნდა ათამაშოთ?????მიეცით შანსი ბიჭოოოოოოოოოო სხვა ფეხბურთელებს ჟილკით მაინც ითამაშებენ ესენი როო მძორებივით დადიან სტადიონზე არც დარბიან.. დავიჯერო მარჯვენა შემტევი მცველის პრობლემაა საქართველოში და ლობჟანიძეზე კარგად ვერ ითამაშებს ??? გვამივით როო დადის სტადიონზე??? გული მერევაა თქვენზე ყველაფერში ფულს აკეთებთ დამპლის შვილებო ხალხი მაინც გაახარეთ...ფუნად რო გექცეთ თქვენ ეგ ფულები.. მიმიფურთხებია თქვენთვის ქვეყნის და ხალხის უპატივცემულობისათვის.. ეს ცირკის რიჟიკა სახიანი ვაისი გადააშენეთ და მოიყვანეთ თქვეე უგულოებო ცხადაძე.
Dato
კვეკვესკირი ყველაზე კარგი იყო ორივე გუნდში
დავით 67
ვაისი მარტო იმიტომაა გასაშვები,რომ არ ჩამოდის გუნდთან! მარტო ოფიციალურ შეხვედრებზე დაგვდებს პატივს!არ ჩამოდიხარ,შედეგი არ გაქვს,გვცინებ.ეს არ არის საკმარისი გასაძევებლად? ვეკითხები ვაისის დარჩენის მსურველებს! ყველაზე კარგი შედეგი ბოლო 10-12 წლის მანძილზე ივო შუშაკს ჰქონდა. ჰოდა ბოდიში მოუხადოს ფედერაციამ მას და შესთავაზოს კონტრაქტი, თან ვიცი რომ ძვირს არ ითხოვს
rezi
ვაისი არაადეკვატურია..მოლდავისთვის ორივე რომ მოგვეგო შანს ვინარჩუნებდიტ...ვასის მოყვანა დიდი შეცდომა იყოო.ფედერაციამ რაო..
goga kakabaze-s
დაწერე, რომ: "ვაისმა ასეთი კომენტარებით მთელი ქართული საფეხბურთო ინტელექტი, ვანუატუს აბორიგენი ტომის საფეხბურთო ცოდნასთან გააიგივა".. და რა თქვა არასწორი?? ფიფას ოფიციალური რეიტინგით მეორე ასეულის თანაბარი დონის გუნდები ვართ, რა განსხვავებაცაა ჩვენსა და მეზობელ სომხებს შორის იგივეა ჩვენსა და ვანატუს შორის: 68 ARM Armenia 122 GEO Georgia 179 VAN Vanuatu
სოსო
მოგება გვინდაო და 7დაცვითი სტილის ფეხბურთელით დაიწყო თამაში.ვის რა გაეკეთებინა და რა ევალებოდა ვეღარ გაეგოთ.ჯერ იყო და მცველებმა კინაღამ ერთმანეთი დახოცეს,ეჭვი მაქვს,რომ ლობჟანიძის ტრავმა სერიოზული იქნება,ჯვარედინი მყესების,შემდეგ ცენტრალურმა მცველებმა იმდენი და ისეთი შეცდომები დაუშვეს კი არა,რამდენიმე თვითონ შექმნეს,რომ მხოლოდ ორი გოლის გაშვება დიდი გამართლება იყო.ვაკომაც და მერებაშვილმაც ჩემი ხედვით ცუდად ითამაშეს,მით უმეტეს ვაკოს ძალიან აქვს ფორმა დაკარგული,მაგრამ საჭირო მომენტშიკარგად დაარტყეს და გოლებიც გაიტანეს.ამაზეა ნათქვამი;ვინც მიდიოდა ფქვავდაო და ვინც არა,ჯერსა კითხულობდაო.ვაკოც და გიორგიც შეტევაზე იყვნენ ორიენტირებულები და გაიტანეს,იმ დაცვითი ხაზის ფეხბურთელებს კი ერთმანეთის ხელის შეშლის მეტი არაფერი გამოსდიოდათ,მით უმეტეს კაშია ,კვირკველია და ტაბიძე თითქოს ყველაზე ფორმაში მყოფნი და სათამაშო პრაქტიკით დატვირთულნი არიან,მაგრამ ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ კარის წინ და მიუხედავად სიმაღლეში უპირატესობის,ეს არც ჩვენი კარის წინ იგრძნობოდა და მით უმეტეს არც მეტოქის კარის წინ.არაბიძე ჯერ ბავშვია და მთელი თამაშის თავზე აღება ბუნებრივია გაუჭირდა,მით უმეტეს რომ ძალიან მჭიდროდ ეთამაშებოდნენ,კაჭარავას კი აუცილებლად სჭირდება მეწყვილე,ვისთანაც ბურთს გაათამაშებს,თორემ მარტოს არც ტექნიკა ჰკმარა,არც სისხარტე,რომ თამაში გაამწვავოს.კვეკვესკირმა თამაში დაალაგა და ვფიქრობ მან შეიტანა გარდატეხა თამაშის სურათში.მთლიანობაში რაცა ვართ,ესა ვართ და სჯობს ვაისმა ისევ ის აქტიური პრესინგზე დაფუძნებული თამაში განაგრძოს ,ვიდრე ქეცბაიას მოდელს დაუბრუნდეს.რასაც გავუძლებთ, გავუძლებთ და იქნებ ბოლომდეც გაუძლონ ბიჭებმა.
goga kakabaze
ფეხბურთელების დაბალი კლასი პრობლემაა, ამაზე ორი აზრი არა, მაგრამ ვაისი არ უნდა გვამცირებდეს თავისი მატჩის შემდგომი კომენტარებით. ზუსტადაც დაცინვაა უთამაშებელ ფეხბურთელებიზე აპელირება, თითქოს მათ ალეკო კაკაურიძე იწვევს ნაკრებში. ან რას ნიშნავდა მისი "ყაზაიშვილს უბურთოდ თამაში უნდა ვასწავლო" - დებილრბის სკოლაა? ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელს რა უნდა ასწავლო? გუნდში თეორიული მეცადინეობები არ უტარდება? ნაკრების ფეხბურთელს აძლევენ დავალებას და თუ ვერ ასრულებს აღარ იწვევენ. მაგრამ ჩვენი უბედურება ისაა, რომ ელემენტალურად უვიცებად გვთვლის, პირველ რიგში ჟურნალისტებს და მერე გულშემატკივარს. პრინციპში მართალიც არის, გასდის. კობიაშვილის დანაშაული კი, ის არის, რომ ამ დამცირებას იღებს, დავიჯერო არც ფინკე და არც მაგათი თეორიულ მეცადინეობებს არ ატარებდა? მან ნაკრების მწვრთნელისგან გაიგო პირველად საფეხბურთო თეორია? დაასახელეთ რომელიმე მწვრთნელი, ქეცბაიას და ვაისის გარდა, ფეხბურთელებს აბრალებდეს წარუმატებლობას. მე ვეტერანი ფეხბურთელების გამკვირვებია, რატომ არიან ჩუმად? განა რას უხდის ფედერაცია ამდენს? ან ყველას უხდის? ვაისმა ასეთი კომენტარებით მთელი ქართული საფეხბურთო ინტელექტი, ვანუატუს აბორიგენი ტომის საფეხბურთო ცოდნასთან გააიგივა. ჩვენ კიდევ ვითმენთ და ველოდებით როდის გაბრწყინდება საქართველო განაპირა მცველების შეტევით...
haha
შეხედეთ ცხოვრებას პოზიტიურად. მე მგონი უნდა გვიხაროდეს, რომ გუშინ საქართველომ და მოლდოვამ ახალი თამაში გამოიგონეს. რაღაც შუა ფეხბურთსა და რაგბს შორის. მოდი ვუწოდოთ მას ფეხრაგბი. გაივლის წლები და ჩვენ და მოლდოვა ვიქნებით მუდამ ან ჩემპიონი ან ვიცეჩემპიონი. გავხდებით ოლიმპიური ჩემპიონები ან ვიცეჩემპიონები. მადლიერი შთამომავლობა ალბათ ამათ ძეგლს დაუდგამს. ნუ რაღაცას ხომ მაინც დაუდგამს.
aba hee
ვაისი გასაშვებია,უეჩველი,არასწორ სასტავს აყენებს,და ქეცბაიასავიტ ტავს იმარტლებს მარტო...
gia
პრობლემა მწვრთნელში არ არის, ცალსახად ჩანს გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები არა ყავს, მაგრამ რაც მეორე ტაიმში გაკეთდა 2 ბურთის ამოქაჩვა ამისთანა ფორმაციის ნაკრებისთვის მართლაც დიდი მიღწევაა. ვიღაც იტყვის მოლდოვაც არ მყავდეს გრანდიო, მგრამ კიდევ ვიმეორებ მე ვერ ვიხსენებ 2 ბურთი რომ ამოგვექაჩოს, როდესმე.
giga
პეხბურტელებს ვაბრალებტ ყველაპერს, არადა საკმე მწრტვნელსჰია ,რა ვერ გაიგეს პედერაციასჰი კარტველი მწვრტნელი გვინდა ,
დათო რუსთავიდან
კობის შეეშვით რაც უნდოდა იმას მიაღწია... ფეხბურთის განვითარებით რომ ყოფილიყო დაინტერესებული პარლამენტში არ შეყოფდა თავს, ფედერაციაში უბრალოდ დძმა ბიჭები დაასაქმა. ამ ყველაფერს ბატონი კახი კალადძე მართავს არჩევნების დღიდან . პ.ს. ისე გეგუჩადძეც გესინჯათ ბატონო კალადძევ ??
dima
აქ ვიღაც უვიცები კობიაშვილს აგინებენ,მაგრამ რა უნდათ მისგან ვერ გავიგე-თვითონ ითამაშოს ფეხბურთი?! ეს თაობა კი ახალკაცი-უმცროსის და დომენტის პერიოდში აღიზარდა! კობი, ორ წელიწადში, ფეხბურთელებს ვერ გამოჩეკავდა! მთავარია,რომ კარგი პროგრამები დაიწყო ფეხბურთში და შედეგი, 4-5 წელიწადში ,აუცილებლად იქნება!
კახა
რა შემოაბრუნა ჯერ ესერთი მოლდოვასთან რომ შემობრუნება დაგჭირდება მეორე რა ეტყობა ნაკრებს მწვრთნელის ხელი ესენი მგონი ვარჯიშზე მარტო კვადრატს თამაშობენ! გაუშვით
effe
თავმოყვარე მწვრთნელი კიდე ხელფასზე ტირილს არ დაიწყებდა და რეალურად რაც ეკუთვნოდა იმას დაჯერდებოდა... დღეს საქართველოს ნაკრებში ვაისზე უკეთესს ვერავის მოვიყვანთ ერთადერთი გეგუჩაძე მგონია რო უკვე მზად არის ნაკრებისთვის და ახალგაზრდულისთვის უკვე ზედმეტად კარგია...
effe
ბიჭოო ნუ ხართ ეს პროფესორები რაა რეალურად შეხედეთ ყველაფერს ამაზე მეტ შედეგეს ვაისი კიარა ვერც ჟოზე და ვერც ანჩელოტი ვერ დადებს... ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი გუშინ იყო შახტარის დუბლშემადგენლობიდან და რომელ შედეგზე მელაპარაკებით... ჯანო ოქრი ქვილითაია და მჭედლიძე გვაკლდა კიდე რო არ გავნადგურდით მადლობელი ვარ.. გაიგეთ რო აღარ გვყავს ეს 82 წლის დინამო და არც პაიჭაძე
unda darches
არ მესმის მათი ვინც ვაისი გადადგომას ითხოვს.. რომელ მწვრთნელთან ნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებს თამაში შემოებრუნებინოს? ამ დაბალი დონის ფეხბურთლებეით მოლდოვასთან სახლში ფრე არის მაქსიმალური შედეგი.
ბებეტო
მალე გაუშვებენ ვაისს. მერე მოვა ამაზე უტვინო და იტყვიან ვაისს გავეყარეთ და ვუისს შევეყარეთო
rezi
თავმოყვარე მწვრთნელი გაადადგებოდა,,,
prezidenta
1 ლობჯანიძე არ გეყოთ რამდენი მოგიწვევით ნაკრებში

ორივე თამაში მოლდოვასთან ვაისმა წააგო პორადად უაზრო შემადგენლობის დაყენებით. ნაკრებს მარტო გეგუჩაძე თუ უშველის რომ რაღაც დონეზე მაინც ვითამაშოთ ოდესმე ის თუ მოგვაცილებს ამ დვალიშვილს და ლობჟანიძეს თორემ ამათ ჯვარი აქვთ დაწერილი ამათზე
zoro
-რაც ქვეყანაა ის ნაკრებიც ყავს
ani
თუ სათამაშო პრაქტიკა არა აქვს, აბა როგორ იძახებ ნაკრებში? ეროვნულში ვინც სულ თამაშობს ის მაინც გამოიძახე. ე.ი. შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ უთამაშებელი ფეხბურთელები პატრონიანები არიან!
სილიბისტრო - ს
ყველა ფეხბურთელი ვერ იქნება, ყველას ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს და ამ საქმეს ვასრულებთ ქვეყნისათვის. თუ ცუდად გამოგვდის რამე ვიღებთ სათანადო კრიტიკას და ვცდილობთ ხვალ უკეთესად გავაკეთოთ ჩვენი საქმე. აი ფეხბურთი სამწუხაროდ ანომალიურ სიტუაციაშია. არანაირი პროფესიონალიზმი,არანაირი ქვეყნის პატივისცემა და ყველაზე სამწუხარო იცი რა არის? არანაირი მცდელობა რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით მაინც წავიწიოთ წინ პირიქით ხალხი მოდის ფულს შოულობს მიდის მაგრამ ქართული ფეხბურთი ძალიან დიდი სისწრაფით მიექანება .... კენ. ასე რომ ეს კრიტიკაც სწორედ იმიტომ მოდის რომ ქვეყანა გვიყვარს ფეხბურთი გვიყვარს და მარადიულად გაფარჩაკებული არ უნდა ვიყოთ. 20 წელიწადია ფეხბურთს ვუყურებ და საქართველოს ნაკრები დღეს იმაზე გაცილებით სუსტი ნაკრებია ვიდრე მაშინ იყო შენი აზრით რატომ? ყველა ჩვენზე მაჩანჩალა ქვეყანამ ჩვენთან დაწერა ისტორია განვითარდა და დღეს რამოდენიმე თავით გვჯობია. ფარერის ნაკრებს შეხედე აბა ერთი გამარჯვება უკვე იზეიმეს ჩვენ როდის მოვიგეთ ბოლო თამაში თუ გახსოვს? სულ რამოდენიმე წლის წინ კი კატასტროფული ანგარიშით ვუგებდით აბა დღეს ეთამაშე ერთი თუ მოუგებ. ყველა წინ მიდის ჩვენ მივდივართ უკან მარტო.
tngh
ყაზაიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძირითადის ღირსია!!!
გოგა
უკვე მეტამდენედ ვწერ,რა ნახეთ ამ დვალიშვილის და ლობჟანიძის ნათამაშევი?არ არიან ეს ფეხბურთელები ნაკრების დონის და რას ეძახით?ვაისი მე მგონი ფორმალურადაა მწვრთნელი.სხვები აყენებენ ალბათ შემადგენლობას.საზღვარგარეთიდან როცა მწვრთნელი ჩამოდის რაღაცა მაინც ხო უნდა შეიცვალოს გუნდის თამაშში?არა და არა.არაფერი შეცვლილა და წავიდეს ოჯახაყვავებული რა იქნება?იგივე შედეგს აქაურებიც დებდნენ და რა აზრი აქვს ვიღაცა გადამთიელს ფულები უხადოთ?
kaxa
საბა ლობჟანიძე დაიმატაო გამიხარდა და რატო არ მისცა შანსი, ახალგაზრდა შემქმნელი ბიჭები როდის უნდა ათამაშოთ, ვაი მარტლა ვაი-სს და ზემდგომებს
დათო
დავაბრუნოთ კახი ცხადაძე.
Giorgi
კობიაშვილი ყველაზე ბედნიერი კაცია, მაგარი ნაკრები გვყავს. მადლობა კობის :)
სილიბისტრო
მე არ მომწონს წაგება, მაგრამ ყოველთვის ვგულშემატკივრობ ჩემი ქვეყნის ნაკრებს და ფეხბურთელებს! თქვენ კი, ხან მწვთნელის და ხან ფეხბურთელების მაგინებლებო, სულ სხისგან, რომ ითხოვთ შედეგს და ქვეყნის სახელის მოხვეჭას, თქვენ თვითონ რას აკეთებთ და რატომ არ გრძნობთ თქვენ წილ პასუხისმგებლობას? თქვენი ბრალია რომ ვერ ვიგებთ, ამ ფეხბურთელებზე მეტათ რომ გიყვართ ეს ქვეყანა, გევარჯიშად ამათზე მეტი თავდადებით, დამდგარიყავით უკეთესი ფეხბურთელები და მოგეგოთ! არ მითხრათ ახლა მე ჩემ საქმეში ვარ პროფესიონალიო _ ვერ დავიჯერებ!
goga kakabaze
უკვე ნათელია, ვაისი უეფას რეკომენდაციით, კონკრეტული, ჩვენთვის გაურკვეველი მიზნითაა დანიშნული ნაკრებში, ვინაიდან უტვინო ადამიანის არ გავს. ხოლო ჩვენი ფედერაციის თავკაცები ალბათ რაღაც საფეხბურთო ექსპერიმენტიში მონაწილეობას დათანხმდნენ, რაღაც ძალიან ღირებულის სანაცვლოდ. სხვა მხრივ წარმოუდგენელია ქართველმა კაცებმა(?) ამ დონეზე დაკარგონ თავმოყვარეობა. მე უფრო სერიოზულ და პერსპექტივაში წარმატებულ ექსპერიმენტს გთავაზობთ თქვენი ღირსების სასწრაფოდ აღსადგენად. დაამყარეთ კონტაქტი იაპონიის სუმოს ფედერაციასთან და შეარჩიეთ თერთმეტი წყალწაღებული სპორცმენი (სხვა არ დაგთანხმდებათ), რაც შეიძლება დიდი ფიზიკური გაბარიტებით. იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, მიანიჭეთ საქართველოს მოქალაქეობა, რის შემდეგაც გექნებათ შესაძლებლობა რადიკალური ცვლილება მოახდინოთ საფეხბურთო ტაქტიკაში, არანაკლები ვიდრე რინუს მიხელსმა. კერძოდ, ოთხი მოთამაშე წამოაწვინეთ კარის ხაზზე ისე, რომ შუაში, დაახლოებით ერთი მეტრი დარჩეს მეკარისთვის, დარჩენილი მოთამაშეები ღიპზე შეადგნენ მწოლიარეთ, სამი მეკარიდან მარცხნივ ამდენივე მარჯვნივ. მაღალ ბურთზე ასახტომად დაამუშავეთ შეძახილი - მარცხნივ მდგომთათვის - „აბა ჰე“ - მარჯვენებისთვის -„აბა ჰო“. შეძახილი იქნება ნიშანი მწოლიარეთათვის პრესის დასჭიმად, დახტომის მომენტში გაუთვალისწინებელი გარემოების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის მაინც ჩააცვით პამპერსები (მოთამაშის დაზღვევა ქართულად). ამავდროულად მხტომელების ხარიხაზე თავის რახუნის გასანეიტრალებლად კედელი შემოსეთ ჩაფხუტებით. იმედია გუნდის ფორმის შესანარჩუნებლად ქართველი ლუდის მამები გვერდში დაგიდგებიან ამ საშვილიშვილო საქმეში. დარწმუნებული ვარ, თქვენი წარმატება და მსგავსი კრდინალურ გარღვევა საფეხბურთო ტაქტიკაში, სამყაროს აუცილებლად შემორჩება სახელწოდებით - „ტოტალურად ჩა...ლი ქართველები“ პ.ს. არ დაგავიწყდეთ სამადლობელი წერილების გაგზავნა ინგლისის ფეხბურთის და იაპონიის სუმოს ფედერაციებში - ინგლისელებს მადლობა, კარების ზომის და მოთამაშეთა რაოდენობის ასეთი თანხვედრისთვის, ხოლო იაპონელებს მსგავსი გაბარიტების სპორცმენთათვის.
ალეკსანდრე
დააბრუნეთ ცხადაძე!
Dragonfly
რამდენი ფულია გადახდილი ჩამოყვანილ მწვრთნელებში და შედეგი რა გვაქვს ან ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი თუ გვაქვს? დააფასეთ და საშუალება მიეცით ქართველ მწვრთნელებს! ჯერ არ ვართ საიმისიდ მზად რომ მწვრთნელები ჩამოვიყვანოთ და ჯიუტად ვაგრძელებთ ასეთი მიმართულებით სვლას და რატომ აგვიხსენით და კი ბატონო!
Kakhi21
ბატონო ვლადიმერ ვაის გარდა იმისა რომ აყენებთ ისეთ შემადგენლობას რომელიც არაფლის შემქნელია მოედანზე, ამბობთ იმას რომ პრაკტიკა აკლიაო ფეღბურთელებს იქნებ თქვენც გაკლიად პრაქტი ?!!! დაანებეთ საქართველოში მოღვაწეობას თავი და ჩვენს მიერ გადახდილი თანხების მიღებას ბიუჯეტიდან მე პირადად დაგაჯარიმებდით ასეთი შემადგენლობის დაყენებისთვის!!!!!! თქვენ ქართველი არ ხართ და არც გაინტერესებთ ჩვენი ქვეყნის წინ სვლა და განვითარება, ასევე დავამატებდი რომ ზოგ ფეღბურთელს საერთოდ ჩამოვართმევდი უფლებას რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს!!!!!!!
dadu
ეს კაცი ან ფეხბურთის გაგნებაში არ არის ან ერთი კვირის უკან შემადგენლობა დაუწერეს და იძულებული იყო დაეყენებინა. აი სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს. თუ იცი რომ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს რატო აყენებ? ეს დვალიშვილი რატო ვერაფრით მოვიშორეთ? მოქალაქეობა რო ჩამოვართვათ არა? უკვე ორი წელიწადია სტადიონზე აღარ წავსულვარ ჩემდათავად ამათი თამაშის ტელევიზორში მყურების...!!!
kako
ორი უსუსური ნაკრების შეხვედრა შესაბამისი ანგარიშით დამთავრდა
kika
ჩემი აზრით ფეხბურთელებთან ნაკლები პრეტეზია უნდა გქონდეს,ეს მატჩი ჩააგდო ვაისმა.ავირჩიეთ ზედმეტად ფრთხილი ტაქტიკა,შეტევაში დაქვტოვა მწვრთნელმა გამოუცდელი არაბიძის და კაჭარავას იმედად. სხვა ფეხბურთელებს დაცვა ევალებოდათ სხვას ვერაფერს ვერ აკეთებდნენ და ისიც ვერ გააკეთეს სათანადოდ. აირჩია არასწორი ტაქტიკა, დაცვაში ვერ გაიგეს რა ევალებოდათ ფეხბურთელებს, ამ ტაქტიკამ დააბნია ჩვენი ფეხბურთელები. ამის შედეგი იყო ის რომ გაუაზრებლად შეეტაკნენ ერთმანეთს ლობჟანიძე და კვირკველია. მიდა ვთქვა რომ ნავალოვსკი არის ფაქტიურად უსუსტესი წერტილი ჩვენ ნაკრებში.ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს რომ მარცხენა ფლანგზე მოიძებნონ ნავალას შემცვლელი. კაშია,კვირკველია და ხოჭოლავა რომ გამოჯამრტელდება ნორმალური დაცვა გვეყოლება გვრჩება მარცხენა მცველი მოსაძებნი. ტაბიძეზე შეიძლება ითქვას რომ ჯერ აშკარად დაბალი დონეა. ნახევარდაცვაში კანკავა თავის მოვალეობას ბოლომდე ვერ ასრულებს, ჩაშლაში კარგია მაგრამ შეტევაში ნოლია,პასების მინიმუმ 90 პროცენტს უკან აკეთებს ასევე არის დაუშვილი. გამოჩნდა რომ უთამაშებელი ყაზაიშვილი გაცილებით სასარგებლოა ვიდრე დვალიშვილი. ჩემის აზრით ნაკრებები რომ გაცვალონ დობროვოლსკიმ და ვაისმა ორივე თამაშს მოიგებს დიდი ანგარიშით დობროვოლსკი. დღეს გვყავს ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც საშუალალო ევროპული დონის ფეხბურთის ჩვენება რომ შეუძლია , მაგრამ არ გვყავს სამწუხაროდ საშუალო ევროპული დონის მწვრთნელი!
11 X
"რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა." - აი ამ უპასუხისმგებლო მწვრთნელს რაღა უნდა მოსთხოვო? -კობიაშვილო ლევან, იაშვილო ალექსანდრე, მუჯირო დავით და ა.შ თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა (ვითომ) ქართული ფეხბურთის განვითარების გამო, ეხლა კი გთხოვთ შეასრულოთ ეს მისია ბოლომდე და ან მწვრთნელი გაუშვით, ან ერთად წადით(ისე თბილად ზიხართ არ წახვალთ ვიცით, თან ეს ვაი-ჟურნალისტებიც მხარს გიჭერენ).
nika
უკვე მერამდენედ ვაისის შეცდომები წინა მატჩის საუკეთესო მოთამაშე მერებაშვილი დასვა სკამზე და ვის ათამაშებს, ვაისმა ამოწურა დიდი ხანია თავისი შესაძლებლობები, მოლდოვას აქაც უნდა მოუგო და იქაც, კაი მწვრთნელის ხელში, უკვე საკმარისია სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს გაუგებრობები. არაბიძეზე ამბობს არ არი მზად არადა საუკეთესო Fეხბურთელია დღეს-დღეობით.
lasha
გუშინ თამაშის დროს ვპიქრობდი ვაისი არარის გამოუცდელი და უვიცი მწრვთნელი დ რატომ დააყენა პირველი ტაიმში დაცვითი ტაკტიკა?მერე ლოგიკურად ვიმჯელე და დიდი ცოდნა არც ჭირდება ამის გაგებას.ჩვენი ფეხბურთელებიც ვერ თამაშობენ მაგალ დონეზე 2 ტაიმს მიტუმეტეს უთამაშებელი ვაკო.ვაისმა გათვალა დაგლილ მოლდაველებს გაუჭირდებოდათ ვაკოს მერაბიშვილის და კვეკესკირის გაჩერება და ასეც მოხდა.უბრალო პირველ ტაიმში ვერ შეასრულეს ბიჭებმა დავალება'ესეც კანკავას უთამაშებლობის ბრალია იმის ნახევარი ვერ ითამაშა რაც შეუდზლია.პოზიტივი მიუხედავად შედეგისა ისარის რომ ნაკკრებმა გოლების გატანა დაიწყო.
მურთაზი
აბა ჰე სპორტის მინისტრებო და დეპუტატებო დახვდით მოლდოვადან ჩამოსულ თვითმფრინავს და გადაიღეთ სურათები ამ ბალერინებთან თანაც ყურებამდე გაიღიმეთ
mamuka
იმედიც მომიკვდა დიდი ხანია
saiT mivdivarT yvelaferShi?
ვთხოვოთ კალათბურთელებს და რაგბისტებს 5-5 ჯიგრიანი მოთამაშე ჩაასესხონ ფეხბურთს,ამათზე კარგად ნაღდად ითამაშებენ,იმიტომ რომ მათ თავმოყვარეობა და ვაჟკაცობა აქვთ,თუ მაინცდამაინც მეკარე დარჩეს და ერთი არაბიძე...
kobiaSvili kaci megona
კობიაშვილო და ვაის!!! თქვენი მშობლები მაინც შეიცოდეთ!!!ნუ აგინებინებთ ხალხს,მაზოხისტები ხართ?წაეთრიეთ....
vazha
ძალიან დაბალი დონის ჯურნალისტები გვყავს რაც განაპირობებს ნაკრების ყოფას დიდწილად,როდის უნდა ისწავლოთ სახლის აშენება იწყება საძირკველიდან,მერამდენე მწვრთელის გაშვებაზე უნდა იყაყანოთ? ჯურნალისტის მოვალეობა მარტო სტატიის წერა და მატჩის წაყვანა როდია,მან სწორი დიაგნდიაგნოზი უნდა დასვას და შესაბამისად სწორი შეკითხვები უნდა დასვას თქვენ კიდე ჯერ ქეცბაიაო,მერე ცხადაძეო ეხლა ესო და დაირუპა მთლად ფეხბურთი
papu
კვეკვესქირმა შეცვალა თამაში რადიკალურად.ძაან მომწონს ეს ბიჭი.მერაბიშვილი ყაზაიშვილი კარგი იყო.
mamuka
ვაისი: ,,რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა." მოკლედ ,,ტაქტიკა გვაქვს იმისთანა თავგზას აუბნევს ლობანოვსკის, ბილარდოს და ბეკენბაუერს"! არა?
romandro
mecodeba vaisi,vercert tamashze ver krebs ertdaigive shemadgenlobas da yoveltvis axali fexburtelebis dayeneba uwevs,exla titqmis meore shemadgenlobit itamasha da qula rom wamoigo moldavadan bevri ukmayofilebas gamotqvams,roca yvelam vicit uzlieresi shemadgenlobac ro gvyavda mashinac ver movuget moldavas.
ზევსი
რა ვთქვა აბა რავი ოქრი, ჯანო, მჭედლო, ჭანტურია, კაკაბაძე, ქვილითაია.... ყველა საკვანძო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა და კიდე კარგად ითამაშა გუნდმა მეორე სასტავით 22 დარტყმა ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ
ირაკლი
როგორც იტყვიან, ძალიან მარტივია ცხოვრება როცა სინდისი არ გაქვს ადამიანს. არც მწვრთნელს, არც ფეხბურთელს, არც ფედერაციას და არავის. მიდი მოვდივარ ))
ზურა
წადი ძმაო წადი გაიქეცი სანამ დროა თავს უშველე თორემ დედის გლანდების გინებით გაგიშვებენ, შენზე მაგრები გაუშვიათ გინებით. აქაური წესია ქართული, ყველაფრის სხვაზე გადაბრალება დარწმუნდები მალე მაგრამ გვიანი იქნება
კახა ქირია
მოკლედ ეს კაცი სულ თავის მარლებაშია.დაეყენებინა ვისაც სათამაშო პრაქტიკა ქონდა.ამათზეა ნათქვამი-ფერი ფერსა,მადლი ღმერთსაო..(მწვრთნელი,ფეხბურთელები ფედერაცია)
ხომ ვთქვი არ გადადგება მეთქი!
კობიაშვილო შენ ატარე ჩვენი ცოდვა! -ეს რა მწვრთნელი შემოგვაჩეჩე?! ბოლო-ბოლო ისწავლეთ პასუხისმგებლობის აღება თქვენ თავზე და ნამუსი იქონიეთ!!! თორემ საქართველოში, არათუ მწვრთნელებს და სფფ პრეზიდენტებს, არამედ სახელმწიფოს მეთაურებასაც ძალიან ცუდად იშორებდა ხალხი!!!
საქართველო
ვაისი წადი სახლში და შენც დაისვენე და ჩვენც, ასევე დვალიშვილის დაისვენებს ნაკრებში რომ აღარ გამოუძახებენ, ებლანდება ბავშვს ბურთი ფეხებში :)

დაღლას ელოდებოდა.ვაი?ს
gori 2
რას ერჩით,ორი ბურთის გატანა ოფიციალურში-ხუმრობა არ გეგონოთ.(კინაღამ მესამეც გავიტანეთ). საბოლოვო შედეგი კი იმ ვაი მსაჯების სინდისზე იყვეს.
ქომაგი
ეხლა იტყვით ყველა პროფესორი როგორ გამოხვედით და ამ კაცს ასწავლით ტაქტიკა-სტრატეგიასო?! მაგრამ, რომ არა ვთქვა არ იქნება. მოლდოვასთან მოსაგებად გავდივარო ამბობ და 5 მცველით თამაშობ? პლუს კიდე 2 ჩამშლელით. ცოტა შეტევითი ტაქტიკა აირჩიე რა შე დალოცვილო! ქეცბაიას ფორმირების ნაკრები გამახსენდა. ცოტა კრეატიულობა, გამბედაობა და სისწრაფე არ გვაწყენდა.
euhhh
darwmunebulivar gushi sxvakitxva da kitxvebi gitrialebda da ratomarkitxe?tavsikavebt?P.S.EGAA ZE USUSURI DA UNICHO MWVRTNELI DA AMAS RASVERCHIT RATOITYODA UARS MUQTA PULZE?@@@@@(((((((
ბაღსკუა.
ბატონ ვაისს მაწვდინეთ ხმა წავიდეს! მოდოვასთან 5 დამცველით 2 ჩამშელით და დვალიშვლით როიწყებს თამაშს იქ დამთავრებულია ყველაფერი... ხალხის მოთხოვნაა გითვალსწინეთ და ნუ იძახებთ , მურთაზას , უჩას და ლადოს... გთხოოოვთ , ღმერთი არგწამთ? კობიაშვილო რატო გაიხადე საქმე საგინებლად? ! ხალხს უყვარდი და დღეს ვისაც არეზარება ყველა შენ გაგინებს!
გურამი
უამრავი პრობლემაა ისევ ნაკრებში. ადრე გელაშვილს ჰქონდა გარანტირებული ეროვნულის ფორმა, ეხლა დვალიშვილს აქვს...კარგი მომენტებიც ჩანდა მეორე ტაიმში
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..