ბოლნისის "სიონის" თავდამსხმელის ანგარიშზე 16 მატჩში გატანილი 15 გოლია

"ჯაბა დვალი ლიგა 2-ის მშვენებაა" - გვითხრა ამას წინათ მარტვილის "მერანის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ. 32 წლის ფორვარდი მართლაც შეუჩერებელია - მის ანგარიშზე 15 გოლია (16 მატჩში), თუმცა შეიძლებოდა, ერთით მეტიც ყოფილიყო, მაგრამ ეს მთავარი არ არის...

დვალი, ვინც არცთუ დიდი ხნის წინ უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო და ტიტულს ტიტულზე იგებდა, დღეს ახალგაზრდული "სიონის" გამოკვეთილი ლიდერია. მისი გამოცდილება, კლასი და თავდადება განახლების გზაზე მყოფ ბოლნისურ კლუბს ძალიან უხდება...

- მიმდინარე სეზონი თქვენთვის ძალიან შედეგიანია, "სიონმა"კი მთელ რიგ მატჩებში კარგი თამაში აჩვენა...

- გუნდის მიერ ამ ეტაპზე ნაჩვენები შედეგიდან დავიწყებ. ამ დროისთვის "სიონი" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ეს პოზიცია ეგრევე არ იძლევა უმაღლესი ლიგის საგზურს. აქედან გამომდინარე, ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვიქნები გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით.

წინ კიდევ ძალიან ბევრი თამაშია. ჩვენ გვაქვს იმის დრო და პოტენციალი, რომ "სიონის" სატურნირო მდგომარეობა გამოსწორდეს. პირადად ჩემს სტატისტიკას და თამაშს რაც შეეხება, ეს თქვენი შესაფასებელია.

- ბოლო დროს "სიონში" ბევრი რამ შეიცვალა. როგორია ახალი გუნდი?

- ძალიან შეკრული გუნდი გვყავს, პროფესიონალი ხელმძღვანელობით, სამწვრთნელო შტაბითა და ფეხბურთელებით. მართალი ბრძანდებით, შეიცვალა არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა, არამედ ფეხბურთელებიც. ძველი შემადგენლობიდან 3-4 მოთამაშე თუ დარჩა გუნდში... "სიონი" ახალგაზრდული გუნდია და როგორც ყველა ამ ტიპის გუნდს ახასიათებს, ჩვენს თამაშშიც არის ცოტა არასტაბილურობა. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადავჭრათ.

- ცალკე თემაა თქვენი პირადი სტატისტიკა. საუკეთესო ბომბარდირობა ერთია და ძალიან ხარისხიან ფეხბურთსაც აჩვენებთ...

- სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე ლაპარაკი. თავდამსხმელის მთავარი ამოცანა გოლის გატანაა და მიმაჩნია, რომ უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ. პირადი სტატისტიკა ჩემთვის არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩემთვის ჯაბა დვალის გოლებზე მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება გუნდის შედეგი. მარტო ერთი ფეხბურთელი ვერაფერს იზამს, ჩემი გოლები მთელი გუნდის, მისი ყველა წევრის დამსახურებაა.

- თქვენთვის უცხო არ არის ქართული ტიტულების მოგება და უმაღლეს ლიგაში საუკეთესოობა. როგორ პოულობთ მოტივაციას ეროვნულ ლიგა 2-ში სათამაშოდ?

- მოტივაციის ძებნა არ მჭირდება. მე ამ საკითხს ასე ვუყურებ - გუნდმა შენზე გააკეთა არჩევანი, ესე იგი, შენ მას სჭირდები. ფეხბურთელის ამოცანაა, ყველაფერი გააკეთოს იმ კლუბისთვის, რომელიც მას ენდო და სადაც მისი სჯერათ. რა მნიშვნელობა აქვს, უმაღლეს ლიგაში თამაშობ თუ პირველში? შენი ეიმედებათ და შენ უნდა გაამართლო. თუნდაც, გულშემატკივრის წინაშე უნდა იყო ბოლომდე პირნათელი.

- რას იტყვით ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაზე? თუნდაც საკადრო რესურსითა და დაძაბულობით ის აშკარად გამორჩეულია წინამორბედი გათამაშებებისგან...

- აბსოლუტურად გეთანხმებით. ჯერ ერთი, ამ ლიგაში არაერთი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელსაც სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში უთამაშია და, რაც მთავარია, უთამაშია წარმატებით. ჩემი აზრით, უმაღლესსა და ლიგა 2-ს შორის სხვაობა თითქმის არ არის. თუნდაც ის გუნდები ავიღოთ, უმაღლესი ლიგიდან რომ გადმოვიდნენ. ნახეთ, როგორი ტრადიციული კლუბები არიან საქართველოს მასშტაბით - "სიონი", "ზუგდიდი", "ცხინვალი"...

პირველი ხუთეულის ყველა გუნდი განსაკუთრებით კარგადაა დაკომპლექტებული. დაძაბულობის ხარისხი მაღალია. წინასწარ ვერ იტყვი, რომელი გუნდი რომელს მოუგებს. გადავხედოთ "მერანის", "რუსთავის", "გაგრას", "ვიტ ჯორჯიას", "სამგურალის" და სხვა გუნდების შემადგენლობებს. ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც კარგად იცნობს გულშემატკივარი. ამიტომაც ვამბობ, რომ უმაღლეს და პირველ ლიგებს შორის სხვაობა თითქმის არ არის და ეს ძალიან კარგია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

batumski
დვალი გადმოდი ბატუმსი ხელის გულზე გატარებტ
gia
დვალი გადმოდი ბატუმის დინამოსი
FC sioni fan
Eh Jaba mecodebi sionshi Shen uketesi gundis girsixar
beka
სიონი მოიხოდება. სწორეს ამბობს ჯაბა. ბევრი რამეა ახალი დდა შეცვლილი გუნდში, ამიტომაა რომ ცტა სტაბილურობა უჭირთ. ისეთი დირექტორი ყავთ რომ დარწმუნებული ვარ საკაიფოდ გაძლიერდებიან. რაც არ უნდა იყოს სიონი საჭიროა და უხდება უმაღლეს ლიგას. სიონტან ერტად უეჭველი მარტვილი უნდა გადავიდეს. მარტვილი ყველაზე სტაბილური და ჩამოყაიბებლია ამ ეტაპზე, ვქომაგობ იმიტომ რომ ჩემი გუნდია და დრო მოვიდა დაუბრუნდეს უმაღლეს!!!!
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა და "საბურთალო" ჩაიბარა
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
მოულოდნელი ამბავი - "სამგურალმა" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გაათავისუფლა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
"იბერიამ" მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
სამწვრთნელო ცვლილება ეროვნულ ლიგაში - ამბიციური მწვრთნელის პირველი კომენტარი
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
მინასიანის ნაცვლად "თელავის" მწვრთნელად მიქაძე დანიშნეს
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
გიორგი მიქაძე - "სამგურალზე": საკმაოდ გავძლიერდით და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ