გია გეგუჩაძის შეგირდები ამ შეხვედრები ორჯერ იგებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, მაინც დამარცხდნენ

დღეს, 12 ივნისს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა სტუმრად მონტენეგროში, ადგილობრივ თანატოლთა გუნდთან ჩაატარა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

გია გეგუჩაძის შეგირდები ამ შეხვედრაში ორჯერ იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ორივეჯერ გაათანაბრეს, 89-ე წუთზე კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს. ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში დუბლი გიორგი ხარაიშვილმა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები განსხვავებული დიზაინის მაისურით იყო მოედანზე.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:

ქურდაძე, მარგველაშვილი (გიორგაძე), ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ელოშვილი (ალთუნაშვილი, ართმელაძე), მოხევიშვილი (ჩაჩუა), თევზაძე, შულაია (გიორბელიძე), მაჭარაშვილი (ბიძინაშვილი), იმნაძე (კიკნაძე).

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა რამდენიმე დღის წინ ამხანაგურად სოფიაში, ბულგარეთის 21-წლამდელთა ნაკრებთანაც ითამაშა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთთან წააგო [VIDEO]

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 1-ელ სექტემბერს, პოლონეთთან გასვლითი მატჩით დაიწყებს. მესამე შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ასევე იქნებიან: დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები.

giako
რა შემადგენლობა იყო, ამით არწაგება იქნებოდა ალბათ საუკეთესო ვარიანტი. მთელი გუნდი ტრავმირებულია, ზარანდია, ბერიძე, კიტეიშვილი, ჭანტურია, ჩაბრაძე, ზარია, მიქელთაძე, გოშაძე... ეს არასრული ჩამონათვალია კიდევ ვინც აკლდათ. ოფიციალურებისთვის იმედია იქნებიან და დარწმუნებული ვარ მაგარ ფეხბურთს ითამაშებს ეს ნაკრები!
დათო
ეს ქურდაძე რატომ მოსწონთ? ნაკრებში კი არა კლუბშიც არ დავაყენებდი კარებში, ვინც საქართველოს ჩემპიონატს ადევნებს თვალს ეცოდინება ყველა დარტყმულს უშვებს.ეტყობა როგორც კლუბ საბურთალოს ფეხბურთელი ეგეც მინისტრ ხეჩიკაშვილის ფავორიტია ... სამწუხაროდ :-(
zura
ნამდვილად მაისურის გამო წავაგეთ...ტიტვლები მოიგებდნენ..
haha
მეკარე მომეწონა. ნამდვილი ქართველი, არ აწყენინა მასპინძლებს და 2-ჯერ მშვენიერი გაატარა.
gia
კარგი ფეხბურტელები გვყავს,,მაგრამ მწვრტნელი ცალიან დაბალი კლასის,,ნაკრებისტვის მზად არარის,,
murtalo
სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი მოულოდნელობისაგან იმდენად გამართულად ითამაშეს ბიჭებმა და ამდენი ნეგატივი კომენტარებში საიდან მოდის...ამ ხალხს ალბათ თამაშიც არა აქვთ ნანახი. შეთამაშიბა სჭირდებათ და ეს ნაკრები კიდეც გაგვაკვირვებს მომავალ მატჩებში. ბერიძე რატომ არ თამაშობდა ვერ გავიგე, თან ამათ თუ ტაბიძესა და არაბიძეს დავუმატებთ, ნამდვილად მოვა გამარჯვება. ნეგატიური კომენტარების ავტორებს კი ან ფეხბურთი არ ესმით საერთოდ, ან ჩვენი ნერვების მოსაშლელად აკეთებენ ამას.
მირიანი
ხარაიშვილი ღირსია პირველ ნაკრებში გამოიძახონ
qomagi
zalian guli mtkdeba , rom aset asakshi amatze kai fexburtelebi ar gvkavs, 30 tutis mere mteli gundi daigala, dgevandel fexburtshi 12 kilometrze naklebs arzeti fexburteli ar darbis, chveni chempionatshi ki aset fexburtels ver naxav, an tu ikneba 2,3 kazi. dgevandeli fexburtelebis motxovnebs chvenebi ver akmakofileben da eg shedegshiz aisaxeba, ikneb odesme fizikurad stored moamzadon kartvel fexburtelebi)))
tngh
ინტერნეტი, რომ არ იყოს, რა ეშვეკლება ამდენ "ანონიმშიკს", "ინტრიგანს" და "კლიაოზნიკს"... თან ყველა მათგანს თავი ბრძენი, რომ ჰგონია.
Gabu
საიდან იტევთ ამდენ ბოღმას, რამ გადაგრიათ ხალხო. ემზადებიან, აცადეთ. 12 კაცი არ ჰყავდა წაყვანილი, სხვასაც მისცა შანსი. ამხანაგური ვეღარ ჩაუტარებია გუნდს. სულ ნეგატივი, სულ ბოღმა... ჩასაფრებულები ვართ და ოღონდ ფეხი დაუცდეთ, მეტი არაფერი გვინდა. ვზივართ სახლში და ვაწკაპუნებთ. ეგრე სადაა
kai iyo
ro igebda mashin davweret zustad saqartvelos wagebaa 21.3 qonda ... vigac ityvis saqartveloze rato unda dadovo.. sul agebeb da rato arunda davdottt
სოსო
რაო ვახო,ზაზამ დაგამწუხრა და ახლა ამათზე გადმოერთე?თუ არაფერი აღარ მოგწონს,ნუ უყურებ და ნუ შეაწუხე ინტერნეტიც, ამდენი ავ სიტყვაობით.
ვახო-ს
ხარაიშვილი საბურთალოში თამაშობს რო იცოდე :)
ქუთაისელი
გუშინ დავაანონსე რომ ჩვენები წააგებენ ვაკვირდებოდი საბუტთალოს თამაშებს ეროვნულ ჩემპიონატში
zviadi
სპარტაკის ფილილია?
მამუკა
კარგი იქნება საქართველოსაც ჰქონდეს თავისი ეროვნული ფორმა, თორემ თეთრი და წითელი ბევრს აცვია. დასხდნენ მხატვრები ად დიზაინერები და შექმნან, ან ჯვარი დაახატონ... სხვებს შეხედავ და ეგრევე ცნობ: ხორვატია, არგენტინა, ბელგია, დანია, შვედრთი, ბრაზილია... ეს კლუბებსაც ეხებათ: ყოველ წელს ახალი ფორმით და ემბლემით რო გამოდიან. თამაშით ვერ თამაშობენ, ლამაზი ფორმები მაინც ეცვათ. ყველა კლუბი ერთი მაისურით და ერთი ემბლემით თამაშობს უკვე საუკუნეა.
კახა ქირია
ამ ბიჭს რატომ არ ეძახიან პირველ ნაკრებში.სულ მესმის ამის გვარი კარგ ასპექტში.ხარაიშვილზე მაქვს საუბარი
vaxo
betonze gazrdil saburtalos fexburtelebs ra undat nakrebshi, sirzxvilo, amatze kargi fexburtelebi tu ar gvkavs am asakshi, jobia fexburtis tamashs tavi davanebot(((
data
geguchadze tabrzandi batono zestafonshi, nu gvarzxven evropis mashtabit. eg saburtalos fexburtelebi gzas azdenilebi arian, jobia sxva profesias daeuflon, sanam gviani araa)))
jason
30 tuti itamashes da daigala gundi, egaa tkveni sakartvelos chempionati da ushualod saburtalo, aseti susti u21 gundi jer ar maxsovs sakartvelos istoriashi, ministris xatrit izaxebs amat geguchadze tu ra xdeba??
გულშემატკივარი
მე მგონი მონტენეგროს საგარეო ფორმა ეცვათ ჩვენებს
mamuka
დასანანი მარცხი იყო.მშვენიერი ტექნიკა აქვთ,გამძლეობითაც გაქაჩეს,მაგრამ ზედმეტმა ინდივიდუალიზმა და უდისციპლინო,არაფროფესიონალურმა თამაშმა განსაკუთრებით დაცვის ხაზში წაგვაგებინა.1 სექტებრანდე კიდევ დიდი დროა,მთავარია სწორი მიდგომა და აუცილებლად მოვა გამარჯვებები.ზოგადად კარგი ბიჭები არიან
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო