"ქართული სპორტის ქომაგებმა" მოლდოვაში გატარებულ დღეზე ისაუბრეს
11 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები კიშინიოვში მოლდოვას დაუპირისპირდა. ჩვენს გუნდს მოლდოვაში "ქართული სპორტის ქომაგებმა" უგულშემატკივრეს.

"ნაკრების გასვლით მატჩზე დასწრების იდეა "ქართული სპორტის ქომაგებს" დაარსების დღიდან გვქონდა. ეს, ერთი შეხედვით უტოპიური აზრი (უტოპიური იმიტომ, რომ ფინანსურ პრობლემებთან ერთად, მაშინ სავიზო პრობლემებიც არსებობდა), "ქომაგებს" ოცნებად გვქონდა გადაქცეული.

საგულისხმო და სასიამოვნოა ის, რომ მოლდოვაში წასვლა და ეროვნული გუნდის უცხო მიწაზე ქომაგობა მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ითავა. ეგ კი არა, თავდაპირველი იდეა და სურვილიც მათგან მომდინარეობდა.

მოკლედ, გავიგეთ, რომ ფედერაციას ჰქონდა სურვილი, "ქომაგთა" 30-კაციანი ჯგუფი ჩარტერული ფრენისა და სტადიონის ბილეთებით უზრუნველეყო. ახლა ბურთი უკვე ჩვენს მოედანზე იყო და მოქმედებაც დავიწყეთ.

დავბეჭდეთ სპეციალური გასვლითი მაისურები, ბანერები, სტიკერები, შევარემონტეთ აღჭურვილობა (ბარაბანი, რუპორი და ა.შ.), კვირა დღეს კი, ჩვენი დროით 15 საათზე უკვე თვითმფრინავში ვისხედით და საქართველოს ხედებით ვტკბებოდით.

ფრენას ორ საათზე ცოტა მეტი დასჭირდა და მოლდოვის დროით 17:15-ზე კიშინიოვის აეროპორტში დავეშვით. მასპინძლები საოცრად თბილი ხალხი აღმოჩნდა. ყველგან, სადაც იგებდნენ, რომ ქართველები ვიყავით, გვიღიმოდნენ, გვეხუტებოდნენ და თითო-ოროლა ქართულ სიტყვასაც გვეუბნებოდნენ. ქალაქის დასათვალიერებლად ერთ საათზე ოდნავ მეტი დრო გვქონდა და ბევრის ნახვა ვერ მოვასწარით. სტიკერებით ავაჭრელეთ კიშინიოვის ცენტრალური უბნები, ადგილობრივი ლუდი გავსინჯეთ, სიმღერებითა და შეძახილებით ავახმაურეთ წყნარი ქალაქი და სტადიონისაკენ გავემართეთ.

მატჩი "ზიმბრუს" სტადიონზე გაიმართა. ეს პატარა, კოხტა და ლამაზი არენაა, 10 500-იანი, დახურული ტრიბუნებით და ლამაზი საფეხბურთო გარემოთი. "ზიმბრუ არენა" სწორედ ისეთი სტადიონია, საქართველოს ნებისმიერ ქალაქს რომ დაამშვენებდა. სტადიონზე შესვლის წინ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. არ გვატანდნენ ბარაბანს და რუპორს, თუმცა დიდი კამათისა და მონდომების შემდეგ მაინც ჩვენი გავიტანეთ და "ზიმბრუ არენაზე" სრული ეკიპირებით შევედით.

უშუალოდ თამაშის პერიპეტიები მკითხველს უკვე მოეხსენება, ამიტომ განმეორებით თავს აღარ შეგაწყენთ. სამაგიეროდ, მოგიყვებით იმას, რასაც ეკრანზე ვერ ნახავდით. ჩვენთან მოდიოდნენ ადგილობრივები, იღებდნენ ფოტოებს, გვეხუტებოდნენ, გვეფერებოდნენ, ზოგს ცოლი ჰყავდა ქართველი, ზოგს დედა, ზოგიც კი თავად იყო საქართველოდან ემიგრაციაში წამოსული. მოდიოდნენ და გვთხოვდნენ დროშებს, სტიკერებს. უმეტესობას უნდოდა, სახლში ქართული ეკიპირება წაეღო და ამით ოჯახის წევრები გაეხარებინათ. მეორე გოლის შემდეგ თავად მოლდოველებმა გვითხრეს: მსაჯი შეცდა, გოლი არ უნდა ჩაეთვალაო. მატჩის შემდეგ კი ამბობდნენ, მოგება ჩვენზე მეტად გეკუთვნოდათო.

მატჩის დამთავრებისთანავე, სიმღერებითა და შეძახილებით გავემართეთ ავტობუსისაკენ, რომელმაც აეროპორტში წაგვიყვანა. იქ ფეხბურთელებს დაველოდეთ, სტანდარტული პროცედურები გავიარეთ და ემოციებისაგან დაცლილები, დაღლილები, ხმაჩახლეჩილები და პირველი ვოიაჟით ბედნიერები, ღამის 3 საათზე უკვე თბილისში ვიყავით.

იმ ემოციებსა და გრძნობებს, რომელიც უშუალოდ სტადიონზე გვქონდა, სიტყვებით ვერ აღვწერთ და არც შევეცდებით. ეს თავად უნდა გამოსცადოთ.

ჩვენ "ქართული სპორტის ქომაგები" ვართ და როგორც შეგპირდით, კვირას ჩვენი ხმა გავაგონეთ ევროპას", - წერენ "ქომაგები".

მიხო
ალბათ ისაც დაამატეს თუ სამართალია ჯგუფის ლიდერები თქვენ უნდა ყოფილიყავითო.
Akakkop
ბრავო მიხარია ძალიან
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
საქართველოს ნაკრებს მოლდოვაში 30 ქომაგი უგულშემატკივრებს
ლევან ყენია: ვამაყობ, რომ არ დავნებდი და ფეხბურთში დავბრუნდი
"ქართული სპორტის ქომაგების" პერფორმანსი საქართველო-მოლდოვის მატჩზე [PHOTO]
ახდენილი ოცნება - ქართველი ქომაგები კიშინიოვში!
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ეპიდვითარება დასტაბილურდა, დაუბრუნეთ ნაკრებს გულშემატკივარი" - "ქართული სპორტის ქომაგები"
[ფანკლუბები] ვინ არიან "ქართული სპორტის ქომაგები"
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ