ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U20. მ/ჩ: საქართველომ არგენტინის ნაკრები დაამარცხა! [VIDEO]

U20. მ/ჩ: საქართველომ არგენტინის ნაკრები დაამარცხა! [VIDEO]

13 ივნისს საქართველოსა და არგენტინას შორის მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი გაიმართა
13 ივნისს საქართველოსა და არგენტინას შორის მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი გაიმართა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა "უმცროსი ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 26:25 დასრულდა.

ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მატჩის მე-4 წუთზევე შეძლეს. ლელო ბექა საღინაძემ დადო, გელა აფრასიძემ კი გარდასახა - 7:0.

მე-11 წუთზე არგენტინელებმა ტომას ალვორნოს ჯარიმით სხვაობა შეამცირეს - 3:7.

მე-13 წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მძლავი მოლი ააგორეს და არგენტინელთა ლელოს ზონაში შევიდნენ. ლელოს ავტორი გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი გახდა. აფრასიძემ გარდასახა - 14:3.

მე-15 წუთზე მოედნიდან 10 წუთით ლაშა ტაბიძე გააძევეს, აქედან 2 წუთში კი ლელოს დადება არგენტინელებმაც შეძლეს. ლელოს ავტორი ვაუტისტა დელგი გახდა. გარდასახვა კი მეტოქემ ააცილა.

21-ე წუთზე ალვორნოსმა ჯარიმა შეასრულა ზუსტად - 14:11.

შესვენებამდე აფრასიძემ სამი ჯარიმა (26-ე, 35-ე და 38-ე წუთებზე) გაიტანა და ანგარიში 23:11 გახდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინამ ლელოს დადება შეძლო, რომლის ავტორი ფაკუნდო ფერარიო გახდა. გარდასახვა ამჯერად ხუან-ვაუტისტა დაირომ გაიტანა - 23:18.

59-ე წუთზე არგენტინელები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ალექსანდრო ლუნა გააძევა.

77-ე წუთზე გელა აფრასიძემ 42 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა და სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა - 26:18.

ტაიმის მიწურულს მეტოქემ ლელო დაგვიდო და გარდასახვაც გაიტანა, თუმცა ეს მათი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 26:25 გაიმარჯვა.

- U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]

მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიას 18 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. ირლანდიამ დღეს სამოა ანგარიშით 52:26 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით საქართველომ მომდევნო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაინაღდა.

• ,,Bs-ს" bs-gan

თუ მასეა ძალიან კარგი, მაგრამ ეროვნულის მაისურზე, რომ ვაზის ლერწი სპონსორის (ნატახტარის) ლოგოზეა თითქმის მიბმული ფაქტია და სჯობია ცალკე იყოს, უფრო ზევით, როგორც ადრე ოყო, არ მეთანხმები?

• fraternity

რეგიონებში უფრო რანაირად დადის, რუმინეთთან ერთა თასზე 55000 კაცი იყო თბილისში. პრობლემა ისაა რომ ცუდ დროს იყო დანიშნული თამაშები. შუადღეზე ვინ უნდა მივიდეს? ვინც მუშაობს ის ვერ მიდის და ვინც არ მუშაობს ის ბირჟაზე დგას და 20 ლარის გადახდა ეძვირება. შუადღის თამაშებს თავი რომ დავანებოთ, ექვს საათიანზეც ვერ მოასწრებდა ხალხი მისვლას, პიკის საათში სანამ ავჭალაში მიხვალ 40-45 წუთი გინდა სულ მინიმუმ. ზოგადად, თბილისზე უკეთესი დასწრება ვერცერთ ქალაქს ვერ ექნება დარწმუნებული ვარ.

• kaxa \ kaxa- s

გასაგებია რო მარტო ქუთაისი ვერ გაავსებს მაგრამ მე ვიგულისხმე ახლო შემოგარენი ანუ ბათუმიდან დაწყებული, ოზურგეთი, ფოთი, და ასე შ. თბილისის წინააღმდეგი კი არ ვარ მაგრამ რეგიონებში უფრო დადის ხალხი.

• Bs-ს

ვაზის ლერწიანი კვართით მოედანზე გასვლა მხოლოდ ეროვნული ნაკრების მოთამაშეების პატივია. ახალგაზრდული ნაკრებების კვართზე არასდროს არ ყოფილა გამოსახული აღნიშნული სიმბოლო.

• ynwa

ნახევრად ჩაბნელებული იყო საღამოს თამაში, ზელანდია-საფრანგეთი. განათება უვარგისი იყო. ამაზე პასუხი ვის უნდა მოეთხოვოს, რაგბის კავშირს თუ სტადიონის ადმინისტრაციას?

• bs Irakli apkhaidze-s

გეთანხმები! მეც მგონია, რომ გვეზრდება ნანატრი 10 ნომერი, მთავარია რომ იშრომოს და რა პოტენციალიც აქვს გამოიყენოს, მიბაძოს ლობჟანიძეს, რომელსაც თავში არ აუვარდა და დღემდე თავაუღებლად შრომობს. იმედია ეყოფა თავმდაბლობა და გააგრძელებს ზრდას.

• fraternity

ვეთანხმები პაატას. 3-4 წლის წინ რაგბი არ მაინტერესებდა და ელემენტარული წესები არ ვიცოდი. არსებობდა მხოლოდ ფეხბურთი, თუმცა გვიდა დრო და რაგბმა მომცა ის რასაც ვეძებდი, ბრძოლა, თავდადება, სიამაყის შეგრძნება, კმაყოფილება, სიხარული. შესაბამისად, ვცდილობ არცერთი რაგბის თამაში არ გამოვტოვო და ძალიანაც ნასიამოვნები მოვდივარ სტადიონიდან. ფეხბურთელების ნახევარზე მეტს სირბილი ეზარება და ნაკრები მხოლოდ საკუთარი კარიერული წინსვლისთვის ჭირდებათ (რამდენიმეს არ ეხება მხოლოდ) და შედეგიც შესაბამისია. იარეთ რაგბიზე, უყურეთ რაგბს და ნერვებმოშლილის მაგივრად სტადიონიდან წამოხვალთ სასიამოვნოდ დამუხტულები. ეს არის და ეს.

• bs

სხვა თემას მინდა იროდე წინადადებით გამოვეხმაურო! ჯერ რა თქმა უნდა დამსახურებულ გამარჯვებას გილოცავთ ყველას, კარგი მომავალი გვეზრდება! ახლა კი შენიშვნა ფედერაციას! გულდასაწყვეტია რომ ეროვნული ნაკრების კვართიდან გაქრა ვაზის გამოსახულება, ჯერ კიდევ ფორმის პრეზენტაციისას დავწერე რომ ახალ ფორმაში ვაზის გამოსახულება უფრო დაპატარავებული და დამცირებულია და ,,ნატახტარის" ლოგოს გაგრძელებას უფრო გავს ვიდრე საკრალური მნიშვნელობის ცალკე ვაზის ლერწს. ამ ჩემპიონატზე სპონსორი ,,სოკარია", შესაბამისად მან სამართლიანად გადაფარა ,,ნატახტარის" ლოგო, მაგრამ ამ ლოგოს გადაყვა ვაზის ლერწიც. ამის მიზეზი კი მისი არასწორად განთავსებაა, მაშინ როდესაც კვართზე ორიოდე სანტიმეტრის ზევით არის თითქოს განგებ მისთვის დატოვებული ადგილი. ვინც ჩახედულია იცის, თუ რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიმბოლო და რა ემოციას უკავშირდება. ამიტომ რაგბის კავშირს ვთხოვ გაითვალისწინონ და მომწოდებელთან შეთახმონ ეს უმნიშვნელო ცვლილება, ნუ გადააყოლებთ ფულს(სპონსორს) ასეთ მნიშვნელოვან ემოციურ სიმბოლოს, გააკეთეთ ისე როგორც ადრინდელ კვართზე იყო, უფრო მაღლა, გამოყოფილ ადგილას, ნაკერის ზევით კისერზე, განცალკევებით და შესაბამისად არც სპონსორებს ექნებათ მის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება. გამომეხმაურეთ, მაინტერესებს ზედმეტს ხომ არ ვითხოვ!

• Irakli apkhaidze

Live- ნამდვილად! და ძალიან ცუდი და არაადეკვატური დამოკიდებულებაა რაგბის და ფეხბურთის გულშემატკივარს შორის, და ეს არა მარტო აქ იგრძნობა. თითქოს ორივეს წარმატება ერთმანეთს გამორიცხავდეს და თითქოს ერთმანეთს ლუკმას ართმევდნენ, ფეხბურთიც უნდა დაფინანსდეს, რაგბიც, კალათბურთიც, ფარიკაობაც, ნიჩბოსნობაც და და ხელფასებიც, პენსიებიც და მშპ-ც და ეკონომიკაც უნდა გაიზარდოს... ყველგან სადაც საქართველოა!

• LIVE-ს პაატასგან

ჩემი დიდი თხოვნაა როგორმე წერტილი დაესვას ფეხბურთის და რაგბის გულშემატკივართა შორის არსებულ "ქიშპს", ორივე ჩვენია! მთავარია ობიექტურობა არ დავკარგოთ და ისე გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები. ფეხბურთის შემდეგ დავიწყე რაგბის გულსემატკივრობა და იცი რატომ? იმიტომ რომ ამ ხალხში თავდადება და უფრო მეტი პატიოსნება დავინახე, რაც ჩვენს ფეხბურთს ათწლეულებია კლია!!! თავს ნუ მოვიტყუებთ, რაც აქამდე ფეხბურთში ჩადებული ათეულ მილიონები გაქრა უშედეგოდ, ისევე გაქრება ის 265 მილიონი რომელზეც ეხლა ამდენს საუბრობენ! ნუ გაგიკვირდება, რომ რაგბის გულშემატკივარს გული წყდებოდეს სახელმწიფოსგან ამხელა მხარდაჭერა რომ არ იგრძნობა! ბედნიერესი ვიქნები თუ ფეხბურთში ანალოგიური ტურნირის მასპინძლობა გვეღირსება, რასაც დამსახურება უნდა! ქართულმა რაგბმა ეს დაიმსახურა და ყველამ დავაფასოთ! დღევანდელი გამარჯვებით ჩვენმა ბიჭებმა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცეს მომავალ თაობას და ეს არის მთავარი!!!

• LIVE

არ მინდოდა დაწერა მაგრამ მაინც მიწევს პირველ რიგში ულოცავ ბიჭებს და ყველას ვისაც გაუხარდა დამსახურებული წარმატება მეორე : ჯერ რაგბის გულშემატკივრობა ისწავლეთ და მერე წერეთ მე რაგბის გულშემატკივარო და მოეშვით ფეხბურთელების ლანძღვას რა არ მოგეწონათ? რა თავი არ დადეს ბოლომდე არ ითამაშეს თუ დაზოგეს რამე იბრძოლეს ბოლომდე განახევრებული გუნდით ( გვილია ანანიძე ლორია ოქრიაშვილი )არ ყავდათ და მეორე ტაიმში ლამის ცალკარა ითამაშეს რას თხოვთ მეტს ან რა სინდისი გაძლევთ საშუალებას გიხაროდეთ ქართველების წარუმატებლობა სადაც არ უნდა იყოს და რა სფეროც არ უნდა იყოს ვაი გულშემატკივრებისთვის ტყუილად წვალობთ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ფეხბურთი და რაგბი არ დარდება და ნუ ცდილობთ ამ ორი სპორთის გათანაბრებას ეს წყლის ნაყვას გავს კიდევ ერთხელ ულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას ბიჭებს

• giga

ყველანაირად ღირდა ნერვიულობად. მსაჯიანად აჯობეს არგენტინელებს

• kaxa-

არასწორია კახა. თამაში იყო ცუდ დროს. ამ დროს ხალხი უნივერსიტეტშია ახლა თან გამოცდები მოდის ფინალური უმეტესობა მუშაობს და ვინც არ მუშაობს აბირჟავებს. ზოგს ფული არ აქვს და ამიტომ ვერ შეიკრიბა ხალხი. მე თვითნ ქუთაისელი ვარ და ვამბობ ,რომ 30000 კაციან სტადიონს ქუთაისი ვერ გაავსებს რაგბიზე

• tato

ძალიან ლამაზად თამაშობენ, დაბალანსებული გუნდია - შერკინება, ღერძი, ხაზი ყველა ძლიერია !!!!

• სოსო

დღეს13 ივნისია,საშინელი დღე.დიდი მადლობა ჯერ ზაზას და შემდეგ ამ აღარც პატარა ვაჟკაცებს დღევანდელი დღის საშინელი მოგონების შერბილებისათვის და ორი ისტორიული გამარჯვებისათვის.გმადლობთ ლომებო და სულ გამარჯვებით გევლოთ.

• ნათია

გილოცავთ ყველას, ვისაც გაუხარდა დღევანდელი მოგება! პატარა ქვეყნის დიდი ბიჭები!!!

• xvistani

გილოცავტ ყველას მოგებას. საოცრად იტამაშეს და კარგი ბიჭები არიან. ნიშნის მოგებით არ ვამბობ მარა როინ სად ხარ??? სენტ კიტსის და მოლდოვას მერეც არ ჩანდი. იმედია ირლანდიას რომ მიჯირყვნიან ბიჭები მერე მაინც გამოჩნდები

• tngh

ქალი ევროპის ჩემპიონიც, რომ გვყვავს ფარიკაობაში... გაიხარე საქართველო!!!

• gia

აფრასიძე და ლობჟანიძე ესეთი ორი ცხრა ნომერი რო გვყავს და მომავალში ერთი რომ სკამზე უნდა დაჯდეს ძალიან მწყდება გული.

• kaxa

კლავიატურის ლომებს საკადრისი პასუხი გაეცათ, გილოცავთ ყველას ვისაც ალალი გულით გიყვართ რაგბი და არა მარტო რაგბი. ახლა რაც შეეხება სტადიონზე გულშემატკივრის მისვლას... ასეთი თამაშები ქუთაისს ეკუთვნის რადგანაც ტევადობით დიდია დასავლეთში. და მთავარი თუ გადაწყდება დიდი მინიმუმ 40 000 იანი სარაგბო სტადიონის აშენება აშენდეს შავი ზღვისპირეთში აქ ხალხს არ დაეზარება საყვარელი გუნდის თამაშზე მისვლაა. ეს თამაში ქუთაისში ვერ დაიტევდა ხალხს. გთხოვთ აზრი გამოხატოთ ამის შესახებ, რას ფიქრობთ.

• giorgi

ყოჩაღ საქართველოს ახალგაზრდულს, დიდი სიხაულის დღეა. რამხელაზე მოუმატეს და წარმომიდგენია რასი იზავენ ცოტა მეტი პრაქტიკა რომ გვქონდეს. დღეს თამაში მოვუგეთ როგორც არგენტინას ასევე მსაჯს.

• ნანა

უთავმოყვარო,უნიათო ფეხბურთელების და მინავლებული ფეხბურთის ნაცვლად რაგბის რომ დაეხმაროს სახელმწიფო არა?

• Irakli apkhaidze

333-ს წაგება არავის ევასება, მარა რეალურად რო აფასებ სიტუაციას იმას არ ნიშნავს რო უამბიციო ხარ. ამბიცია ჯანსაღი უნდა იყოს თორე ცარიელი ამბიცია ბეგრაუნდის გარეშე ყეყეჩობაა. და როცა ბობოლა საფრანგეთს სათადარიგო გუნდი შევახვედრეთ და უშანსოდ ეს ჩანაფიქრი და სწორი გათვლა იყო. ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ. მარტო ურაურა აზროვნების გარეშე დღესაც სავალალო შედეგს მივიღებდით, ასე რომ რცხვენოდეს შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს. შენც მათ შორის თუ შენი კომენტარი მსგავს ელემენტებს შეიცავდა (არ მახსოვს, თავს ვერ დავდებ)

• YYYYY

გენაცვალეთ!აი ესე რა!ესე უნდა ვითამაშოთ ყველასთან,ყველგან და ყოველთვის,მსაჯობით უკმაყოფილო ვარ,ორი ლელო არ ჩაგვითვალეს.

• ალექსანდრე

გილოცავთ ბიჭებო... უბრალოდ ეხლა მართლა ძალიან მოინდომეს, თორე რაგბი ვისაც ესმის წინა თამაშებს, რომ გადახედოს კარგად მიხვდებიან რასაც აკეთებდნენ ჩვენი ბიჭბი..

• ზაკო

გამოდის, რომ სწორი გათვლა გააკეთა ჩვენმა მწვრთნელმა, როცა საფრანგეთის ნაკრებთან არ გამოიყვანა ოპტიმალური შემადგენლობა. ბრავო ბიჭებს. ირლანდიასტან ყველა სტადიონზე.

• avto

გილოცავთ!!!! ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს! მალადეც ბიჭებოო!!! |თქვენ გენაცვალეთ!!! ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო საფრანგეთთან დასვენება რამდენიმე მოთამაშის! ბიჭებმა შეიძლებელი შეძლეს და ესე უნდა გავგრძელოთ!! მწვრთნელები ძალიან მაგრები გვყავს და გამოჩდა კიდეც დღევანდელ თამაშში!

• Bmb

სად არიან შემძვრალები კლავიატურის ლომებიო, მრცხვენია, მაგრამ მაინც ვიტყვიიი... ტ-შიი! ეს რა დღე გაგვითენდა ქართველებო, ჯერ ზაზა, ახლა რაგბისტები, გაიხარე საქართველოვ!

• qomagi

თქვენი გამჩენის ჭირიმე, თქვენი! კაცნი ყოფილხართ (ოვალური) ბურთის დამშვენნი!

• ვაიფეხბურთს კაპიკი არ მისცეთ.

რა ვქნათ მიტინგი მოვაწყოთ რო რაგბი დაფინანსდეს??? რატო აძლევთ ფულს ფეხბურთს??

• tngh

გაიხარეთ!!! გილოცავთ!!! დაუხეთქეთ "ბოღმის" ბუშტები "ბრძენ" ვაი-გულშემატკივრებს...

• N

ხომ აახიეს სკალპი, როგორც ამას მსოფლიო რაგბის საიტი წინასწარმეტყველებდა!

• menime

ეხლა აკეთეთ ბარეულმა უცოდინარმა კომენტარები და ეძახეთ უთავმოყვარეები ამ ბიჭებს. გენაცვალეთ ბიჭებო გილოცავთ ყველა ჭეშმარიტ რეგბის გულშემატკივარს

• 333

აი ეს არის თამაში!!ეს არის თავდადება,თავგანწირვა,ბოლომდე ბრძოლა!!ამას ვითხოვთ ნამდვილი ქართველი გულშემატკივარები!!ასეთი ბრძოლით და თავდადებით ვივლით წინ გამარჯვევებისკენ!!!და არა ისე რო- მერე რა ის საფრანგეთია,ის სამხრეთ აფრიკაა და რატო მოვთხოვოთ ბიჭებს მოგება.უნდა მოვთხოვოთ ზუსტად!!!უნდა დამთავრდეს ის დრო როცა რუმინეთის და რუსეთის დამარცხება გვაკმაყოფილებდა და ბობოლებთან გაფარჩაკებას ვამართლებდით.მეტი გვინდა!!ვიცი ყველას უნდა მაგრამ ბოლომდე მონდომების და ბოლომდე ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა!!შეგძვლებია თურმე არგენტინის დამარცხება!!. პ.ს. აქაურმა ლუზერებმა ვინც ბობოლებთან გაფარჩაკებას ამართლებდით და მხოლოდ მათთან თამაშით კმაყოფილდებოდით ენა ჩაიგდეთ და მეტი ამბიცია იქონიეთ,თქვენც გამოგადგებათ ცხოვრებაში ზოგადად!!ჩვენ არ მოგვწონდა ის წაგებები იმიტომ რომ აი ამ გამარჯვების გვჯეროდა!!!.RESPECT

• irakli81

ვივა ხეორხია! საფრანგეთის მერე ცოტა იმედ გაცრუებული ვიყავი, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება იყო ძირითადი შემადგენლობის დასვენება. ყოჩაღ ბიჭებს დიდებულად ითამაშეს, ქართულ რაგბს კარგი მომავალი ეზრდება. ჩვენი ადგილი 6 ერზეა!

• პაატა

თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!! თავდადებულად ითამაშეს!!!გილოცავთ ყველას!!!

• ალეკო

ყოჩაღ ბიჭებო,ეგრე გააგრძელეთ. ირლანდიასთან სანერვიულო აღარ გაქვთ და იქაც გაგვახარეთ))

აქ წერდნენ ექვს ერისთვიოს მზად არ ვართ და სწორედ იქცევიან რომ არ გვიღებენო.....უკომენტაროდ

• ggg

გილოცავთ ბიჭებო! ნამდვილად დამსახურებული გამარჯვებაა! ყველა ბოლომდე დაიხარჯა და შედეგიც მივიღეთ! ეხლა ირლანდიასაც უნდა ვძლიოთ!

• geno

ახლა რას იტყვით?!

• გიორგი

აბა სადახართ ჭირიკანა დედაკაცები. ჩაგაგდებინეს ხმა ფეხბურთის ვითომ ფანებს?

• Irakli apkhaidze

ბრავოოო ბიჭებო! გილოცავ საქართველო! ამდენი მეტოქის დერეფნის მოგება ჯერ მე ჩვენების მიერ არ მინახავს, თან ვისთან ბობოლა არგენტინასთან! მე მგონი ნანატრი 10 ნომერი გვეზრდება - აბჟანდაძე! სად არიან კლავიატურის ბოღმა ლომები შემძვრალები? ვისაში? ლელოოოოო, ლელოოოოოო, საქართველოოოო!

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად

18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა

5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]

"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო

U20. მ/ჩ: საქართველო არგენტინას პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]