ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]

U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი. პლეი ოფი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მომავალ წელსაც იასპარეზებს. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ვაკის სტადიონზე არგენტინის ძალზე ძლიერ ნაკრებს 26:25 მოუგეს და მე-9 ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

იხილეთ ვიდეო

ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა, რაც ქართული რაგბის შემდგომი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ მომავალ თაობას, რომელმაც წლეულს ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, ისევ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებთან ჭიდილში ექნება შანსი, ოსტატობა დახვეწოს, განვითარდეს.

იხილეთ ვიდეო: "უმცროსი ბორჯღალოსნების" ზეიმი

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამ ტურნირში არგენტინასთან მეორედ ითამაშეს. მართალია, პირველში 26:37 წააგეს, მაგრამ ბევრიც არაფერი დაუთმიათ. ამიტომ ყველა ქომაგის გულში იმედის ნაპერწკალი ღვიოდა. მით უფრო, რომ ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში, საფრანგეთის ნაკრებთან მწვრთნელთა შტაბმა გუნდის წამყვანი მოთამაშეების უმრავლესობა, ათი მორაგბე დაასვენა. ეს გადაწყვეტილება მართებული აღმოჩნდა. საფრანგეთთან დიდი ანგარიშით დავმარცხდით, სამაგიეროდ, სტრატეგიული მიზანი, ელიტაში ადგილის შენარჩუნება მიღწეულია.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს აჯობა. შერკინებასა და დერეფანში ჩვენი მორაგბეები უკეთესები იყვნენ. დინამიკაშიც არ ჩამორჩებოდნენ არგენტინელებს. წესით, მეტი სხვაობითაც უნდა მოგვეგო.

და კიდევ, გუშინ საქართველოს ნაკრების მგეზავს, თედო აბჟანდაძეს 18 წელი შეუსრულდა.

ერთი სიტყვით, უმძიმესი თამაში უკანაა. ახლა, მე-9 ადგილისთვის მატჩში, მეტოქე ირლანდიის ნაკრებია, რომელმაც სამოას გუნდს სძლია - 52:26. ელიტაში დასარჩენად სწორედ სამოა და არგენტინა ითამაშებენ.

საინტერესოდ წარიმართა ჩემპიონობისთვის მებრძოლთა ოთხეულის შეხვედრებიც. ინგლისის ნაკრებმა ორი ქულის სხვაობით დაამარცხა სამხრეთი აფრიკა - 24:22 და ტიტულის დასაცავად ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. "ბეიბი ბლექსმა" საფრანგეთი დაამარცხა - 39:26.

მატჩის შემდეგ

- ილია მაისურაძე: ასეთ მეტოქესთან წარმატება დიდი სტიმულია+

მატჩის სტენოგრამა

1-ლი წუთი: პირველი დერეფანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დაინიშნა. ჩვენმა გუნდმა ის სუფთად მოიგო და მთელი მატჩის განმავლობაში ამ კომპონენტში პრობლემა არ ჰქონია.

მე-3 წუთი: პირველი შერკინება არგენტინელთა სასარგებლოდ დაინიშნა. მეტოქეს მერე, მატჩის მსვლელობისას ამ კომპონენტშიც ვაჯობეთ.

მე-5 წუთი: ჩვენი შერკინებიდან არსენ მაჩალაძემ შეუტია. იერიში გელა აფრასიძემ განაგრძო. მერე შეტევაში შუამარბი გიორგი კვესელაძე ჩაერთო, რომელმაც ბურთი მეორეხაზელ ბექა საღინაძეს გადააწოდა, რომელმაც მეტოქეს აჯობა და ლელო გაიტანა. აფრასიძემ გარდასახა - 7:0.

მე-11 წუთი: საჯარიმო არგენტინელთა მგეზავმა ტომას ალბორნოსმა გაიტანა - 3:7

მე-13 წუთი: დერეფანი ისევ სუფთად მოვიგეთ. მოლი ავაგორეთ, მძლავრი ბიძგებით მეტოქეს უკან დავახევინეთ და ლელო გუნდის კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა გაიტანა. აფრასიძე ესეც გარდასახა - 14:3.

მე-15 წუთი: მატჩის არბიტრმა ლაშა ტაბიძე შუბური ბოჭვისთვის სინბინში გაუშვა.

მე-18 წუთი: არგენტინელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და ფულბეკმა ბაუტისტა დელგუიმ ლელო გაიტანა. ალბორნოსმა ვერ გარდასახა - 8:14.

მე-20 წუთი: ალბორნოსს კიდევ ერთხელ მიეცა საჯარიმოდან ანგარიშის გახსნის საშუალება და გამოიყენა კიდეც - 11:14.

26-ე წუთი: აფრასიძემ მეტოქეს ასევე საჯარიმოთი უპასუხა - 17:11.

36-ე წუთი: არგენტინელები ჩვენი გუნდის მიძალებას ვერ უძლებენ და ისევ ჯარიმდებიან. აფრასიძე ამჯერადაც ზუსტია - 20:11.

39-ე წუთი: კიდევ ერთი საჯარიმო ჩვენ სასარგებლოდ - აფრასიძემ "უმცროსი ბორჯღალოსნები" 12 ქულით დააწინაურა - 23:11.

43-ე წუთი: არგენტინელებმა იერიში შერკინებიდან წამოიწყეს. მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლელო ფაკუნდო ფერარმა გაიტანა. ბაუტისტა დაირომ გარდასახა - 18:23.

62-ე წუთი: აფრასიძემ საჯარიმო ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

71-ე წუთი: აფრასიძემ ახლა 45 მეტრიდან სცადა კარის დალაშქვრა, მაგრამ არ გამოუვიდა.

77-ე წუთი: ამჯერად აფრასიძემ ზუსტად დაარტყა საჯარიმოდან და თავისი გუნდი გამარჯვებას მიუახლოვა - 26:18.

მე-80 წუთი: არგენტინელებმა ბოლო იერიში წამოიწყეს, ბურთი ფეხით ჩვენს ლელოში გადაკიდეს, სადაც ყველას ტომას მალანოსმა დაასწრო. დაირომ გარდასახა - 25:26.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი. პლეი ოფი

IX ადგილისთვის

საქართველო-არგენტინა 26:25

საქართველო (15-9) მოდებაძე, ტაბუცაძე, გავაშელიშვილი, კვესელაძე, მესხი, აბჟანდაძე, აფრასიძე; (1-8) გოგიჩაიშვილი (ჭეიშვილი 65), ლ.პაპიძე (ჭავჭავაძე 74), ტაბიძე (გ.პაპიძე 56), საღინაძე, ჯიმშელეიშვილი, ჯალაღონია, სპანდერაშვილი (ჯაიანი 71), მაჩალაძე (კალმახელიძე 65).

2ლ: სპანდერაშვილი, საღინაძე. 4ს,2გ - აფრასიძე

სინბინი: ტაბიძე.

არგენტინა (15-9) დელგუი, მალანოსი, ფერარიო (კარერასი) 50), კასტილიონი, გონსალესი, ალბორნოსი (დაირო 41), საუსე (გარსია 63). (1-8) პულელა (მარტინესი 56), გონსალესი, ვივასი (ლუნა 48), მოლინა (ვოლკერი 56), მილანი, მედრანო, რუსი, მოლინა.

3ლ: დელგუი, მალანოსი, ფერარიო. 2გ: დაირო. 2ს: ალბორნოსი.

მსაჯი: იაკო ფან ერდენი (ს.აფრიკა).

სამოა-ირლანდია 26:52

სამოა: 3ლ - სოლიპო, ენოკა, სიი, იელემია. 3გ - ენე

ირლანდია: 8ლ - კუპერი, დორისი, დოულინგი, ფრევლი, ნეში, ვაიჩერლი, კელეჰერი (2). 6გ - დინი.

V ადგილისთვის

ავსტრალია-იტალია 42:19

ავსტრალია: 6ლ - პერესი (3), ჰიუტი, გორდარდი, ტუიპოლოტუ. 6გ - ნუსიფორა, გოდარდი (5)

იტალია: 3ლ - დალზილიო (2), დონოფრიო. 2გ - რიზი

უელსი-შოტლანდია 25:29

უელსი: 3ლ - ჯოუნზი, ნიკოლასი, რობსონი. 2გ,2ს - რობსონი.

შოტლანდია: 4ლ - ჰანტერ-ჰილი, გრეჰემი (2), მაკკენი. 3გ,ს - ისთგეითი.

I ადგილისთვის

ახ.ზელანდია-საფრანგეთი 39:26

ახ.ზელანდია: 5ლ - აუმუა, პაპალიი, ფალკონი, ჯორდანი, კლერკი. 4გ,2ს - ფალკონი.

საფრანგეთი: 4ლ - კომპანონი, მაუვაკა, ტოზინი, კუიო. 3გ - არატი.

სამ.აფრიკა-ინგლისი 22:24

სამ.აფრიკა: 3ლ - ავგუსტუსი (2), ფან ჰერდენი. 2გ,ს - ბოსხი.

ინგლისი: 3ლ - მერსერი (2), მიჩელი. 3გ,ს - მალინსი.

18 ივნისი

XI ადგილისთვის

სამოა-არგენტინა

IX ადგილისთვის

საქართველო-ირლანდია

VII ადგილისთვის

უელსი-იტალია

V ადგილისთვის

ავსტრალია-შოტლანდია

III ადგილისთვის

სამ.აფრიკა-საფრანგეთი

ფინალი

ინგლისი-ახ.ზელანდია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ზეზვა

ისე ბოლოში მეც ვინერვიულე არც ისე მარტივი იყო არგენტინელებთან თამაში მთელმა გუნდმა მოიგო თამაში 9 ნომრის უზარმაზარი ნიჭის წყალობით

• გია

ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, რა თქმა უნდა არგენტინასთვის მოგება ბეწებზე დადებაზე მეტია, წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში ათეულში შევდივართ ეს ცოტას ნიშნავს? ეს ახალგაზრდები დიდ რაგბს ითამაშებს და მრავჯერ გაგვახარებს, ესენი ჩვენი რაგბის ხვალინდელი დღეა, გაიხარეთ და გაგვახარეთ დიდი მადლობა ბიჭებს.

• xvistani

როდემდე უნდა ვიყოთ ქართველები "სატკაობა" ნაროდი. კაროჩე კამანდამ საკუთარი ორიგინალუროობის ხაზგასასმელად სხვა ვერაფერი მოიფიქრა და პარტერი და ჩობჯენბი და სათაურის თემას შლიან. :D არ გეზარებათ მაინც ამ ტიპის კომენტარების წერა? :D

• მდა

მებობრებო ხაზი გავუსვათ ორ საკითხს პირველი ჩვენმა ნაკრებმა არგენტინას და პირველი ეშელონის ქვეყნებს(ზელანდია ავსტრალია, სამხ. აფრიკა ინგლისი, საფრანგთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია) რა ანგარიშითაც არ უნდა მოუგოს ეს ბეჭებზე დადებაზე მეტია. მეორე ყველა მორაგბე სტადიონზე მაქსიმალურად დაიხარჯა, ეს იყო გუნდური თამაშის შესანიშნავი მაგალითი - სპანდერაშვილით სათავეში. რაგბის პროფესორებს ვთხოვ თავი შევიკავოთ. დიდი მადლობა ბიჭებს

• gogig

Giorgi სათაურშია საქმე? სხვა ვერაფერი ნახე აღსანიშნავი? თუ რაგბი არ მოგწონს, ეგ პრობლემაა არაა. საერთოს ნურაფერს დაწერ. თუ აზრს გამოთქვამ, შეეცადე ობიექტური იყო. პოზიტივიც დაინახე.

• giorgi Vova

მეორე ტაიმი ისე ვერ იბრძოლეს ბიჭებმა როგორც პირველი თუნდაც ის რომ სპანდერაშვილს საწვავი გაუთავდა 73ე წუთზე მეტყველებს იმაზე რომ Vova მართალია. 1 ქულით მოგებას "ბეჭებზე დადება" არ შეესაბამება სათაურად

• ჯიქია

აბჟანდაძე მართლაც უნიჭიერესი მორაგბეა .ერთ ერთ ეპიზოდში კომენტატორმა ზურაბიშვილი იყო თუ არ ვცდები. გადასარევად აღნიშნა აბჟანადაძეზე ჩვენ აქედან ტე-ლე ეკრანებიდან რომ ვუყურებთ და ადვილათ მოსჩანს ყველაფერი იმ კუთხეში ჩააგდოს იმ ცარიელ ადგილზე დაარტყასო შენიშვნებს რომ ვიძლევითო. რეალურად კი მოედანზე ურთუელესია მოედნის ასეთ დონეზე ხედვა გქონდეს მოთამაშესო. მაგრამ როგორც ჩანს აბჟანდაძე გამონაკლისი არის მართლაცო . შესანიშნავად ჩამოაყალიბა ამ კომენტატორმა თუ რა ნიჭის პატრონია.. აფრასიძეს რაც შეეხება ამ ბიჭს აქვს უძლიერესი ფეხი უზესტესი დარტყმები. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო როგორი მოტივატორი იყო გუნდის როდესაც მოლით აწვებოდნენ ბიჭები რა დღეში იყო როგორ მუხტავდა ბიჭებს შეძახილებით მსუბუქი გამამხნევებელი დარტყმებით. თუ ვინმე გაბედვა არგენტინილი მოლში გვერდიდან უკნიდან შესვლას ეს ტანით არც თუ ისე დიდი ბიჭი ერთი ხელის მოსმით ყრიდა ყველას. ყოჩაღ მართლაც ამ ბიჭს. ასევე ყველაზე მთავარი კაპიტანი. არავინ ახსენებთ რატომღაც სპანდერაშვილს ან თუ ახსენებენ უფრო მეტი უნდა აიღოს თავის თავზეო ამ კონტექსტში . ჩემი აზრით კი აბჟანდაძეზე აფრასიძეზე და მთელ გუნზე ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა ამ მორაგბემ საქართველოს გამარჯვებაში. ასაკთან შედარებით გაწონასწორებული ჩამოყალიბებული მოგარბეა უკვე როგორც გონებრივათ ასევე ფიზიკურად. ერთ ერთ ეპიზოდში აფრასიძე იწევდა გინდა თუ არა ლელოზე ვითამაშოთო როდესაც არგენტინელები დაჯარიმდნენ მაგრამ სპანდერაშვილმა კარში დარტყმა არჩია აფრასიძემ დაარტყა გაიტანა. ის 3-ქულა რომ არა თამაშის ბოლოს 2 -ქულით წავაგებდით ???ამიტომ მადლობა კაპიტანს რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება თავით თავზე მეტის აღებას რამდენიმე მორაგებზე წასვლას ვფიქრობ ამისთვის ორი-სამი წელი დასჭირდება რომ ბოლომდე შეივსოს ფიზიკური მასა . სიმაღლეც გადასარევი აქვს და მემგონი გორგოძეზე არანკლები 7-გვეყოლება. ბოლოს რომ ტრავმა მიიღო ეგ იმის შედიგია რომ 73 -წუთი წინ და უკან დარბოდა დიდ სიჩქარეებზე სპანდერაშვილი. ასე რომ ჩემი ფავორიტი გუშინდელ შეხვედრაში სპანდერაშვილი იყო. სამ თამაშში 2-ლელო დადო. 2-იც არ ჩაუთვალეს . საერთო ჯამში მთელი გუნდი საუკეთესი იყო. გილოცავთ კიდევ ერთხელ.

• Vova-ს

ეხლა არ დაგიწყებ იმის ახსნას ვინ ვის და როდის გამოუძვრა პარტერიდან, არ მინდა ზედმეტი 'ყიყინი"ატყდეს! ზუსტად ვხდები რა თემის შემოგდებასაც ცდილობ!რომელ ბოლო ადგილზე საუბრობ?! უძლიერეს ჯგუფში მოვხდით, არგენტისა პირველი მაგრად ვებრძოლეთ, სამ. აფრიკასთან მსაჯმა რაც იკადრა და როგორ გააფუჭა თამაში ისიც ფაქტია, ფრანგებთან ტაქტიკური პაუზა ავიღეთ (არ ვამტკიცებ რომ მოვუგებდით), გუშინ კიდევ უფრო დიდი ანგრაშით მოგება შეგვეძლო!!! ხოდა თუ საერთოდ რამე გაგეგება ზოგადად სპორტში ცოტაოდენ ობიექტური კომენტარები მაინც დაწერე!მადლობა

• Tengo

შემდეგი შოტლანდიაშია

• vova-s

შენ მოგზავნილი ხო არ ხარ ვიღაცა ხარ ;) რაის პარტერი. პიველ ტაიმზე გადაახვიე გეთაყვა. აფრასიძის გარდა ვერავინ ნახე ვინც კარგად ითამაშა? თამაში მოიგო. აბჟანდაძემ, შერკინებამ და რა თქმა უნდა გელასაც აქ დიდი წვლილი

• xvistani

ადმინ დაფიქრდი ცოტა რეებს წერ. შემდეგი მსოფლიო არგენტინაშია, შესაბამისად არგენტინამ რომც წააგოს, რაც ალბათ არ მოხდება-სამოა განწირული და გავარდნილია.

• vova

მგონი პარტერიდან გამოვექეცით ბეჭებზე დადებას ეს თამაში ნამდვილად არ გავდა

• vova

სასწაული ბიჭი აფრასიძეა! მაგას უნდა უმადლოდეთ ბოლო ადგილზე რომ არ გავედით მე მე2 ნახევრიდან ვუხურე თამაშს და არგენტინელებმა (რომლებიც ფიზიკურად სუსტები მაგრამ ძალიან სწრაფები მომეჩვენენ)აშკარად დაჯაბნეს რაგბში ქართველები უკანასკნელი ლელო მგონი ანალოგიური იხო რაც მსოფლიოზე დაუდეს მთავარ ბორჯღალოსნების გუნდს

• გივი

ეს უბრალო საქმე არაა ხალხო, შარშან ამ არგენტინამ ნახევარფინალში ითამაშა, ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს და მათ ჩვენი გვერდში დგომა ჭირდებათ რათა კიდევ მეტს მიაღწიონ,

• giorgi

მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის და ამ დიდი გამარჯვებისათვის. გაიხარეთ როგორც ჩვენ გაგვახარეთ. იმედს ვიტოვებთ ირლანდიასთან მაგარი თამაში იქნება და იქნებდა ეგენიც ბეჭებზე დავდოთ.

• daviti

ყველა კარგი და მაგარი ბიჭები არიან. ღმერთმა დალოცოს საქართველო.

• gogig

რაო რაგბის სკეპტიკოსებო, ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში? რამდენი შეურაცმყოფელი პოსტი დადეთ საფრანგეთის მატჩის შემდეგ. ასეთი ღვარძლიანი პოსტები რომ არა, საქომაგოდ მეტი ხალხი მოვიდოდა სტადიონზე.შეგრცხვეთ. ხომ გამოჩნდა, რომ გუნდმა სწორი სატურნირო სტრატეგია შეარჩია და სწორედ იმ შეხვედრაზე გააკეთა აქცენტი, რომელიც აუცილებელად მოსაგები იყო. ვულოცავ ბიჭებს.სული და გული ჩადეს ამ გამარჯვებაში. წარმატებები.

• 1

ჩვენი 10 ნომერი სასწაული ბიჭია, ძალიან მომწონს მისი თამაში, ჰუკერიც მაგარი ბიჭი. კარგი ბიჭები მოდიან!

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად

18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]

"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ

საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა

ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"

ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]

"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"