13 ივნისს შეჯიბრებაში რაპირისტი ქალები და დაშნით მოფარიკავე ვაჟები ჩაებნენ
ტანვარჯიშის სასახლეში გრძელდება მუშკეტერთა ევროპის ჩემპიონატი. 13 ივნისს შეჯიბრებაში რაპირისტი ქალები და დაშნით მოფარიკავე ვაჟები ჩაებნენ. მოასპარეზეთა შორის საქართველოს ექვსი წარმომადგენელიც გახლდათ.

სამწუხაროდ, მათ თავიანთი შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს და სტუმრებმაც მედლები უჩვენოდ გაინაწილეს.

რაპირაში მარიამ ცუხიშვილი და თეონა გოგლიძე ცდიდნენ ძალებს. ჩვენმა სპორტსმენებმა ჯგუფში ხუთივე ორთაბრძოლა დათმეს. ჩემპიონობა იტალიელმა არიანა ერიგომ მოიპოვა, რომელმაც ფინალში რუს ინა დერიგლაზოვას სძლია.

დაშნაში ჯგუფური ტურნირისას დავით არველაძემ ექვსიდან მხოლოდ უროს ბალენტს (სლოვენია, 5:3) აჯობა, ხოლო გიორგი ქაფიანიძემ იულენ პერეირა (ესპანეთი, 5:3) დაამარცხა.

თანაგუნდელების მსგავსად, მიქაელ მიქაელიანმა ხუთი, ლევან ფცქიალაძემ კი ექვსივე პაექრობა დათმო. აქ უძლიერესი იყო ფრანგი იანიკ ბორელი - გადამწყვეტ პაექრობაში მან იტალიელი პაოლო პიცო დაჯაბნა.

კვარცხლბეკი

რაპირა. ქალები

1. არიანა ერიგო (იტალია), 2. ინა დერიგლაზოვა (რუსეთი), 3. ალისე კოლპი (იტალია), ისაორა თიბასი (საფრანგეთი)... 39. თეონა გოგლიძე (საქართველო), 41. მარიამ ცუხიშვილი (საქართველო).

დაშნა. ვაჟები

1. იანიკ ბორელი (საფრანგეთი), 2. პაოლო პიცო (იტალია), 3. სერგეი ხოდესი (რუსეთი), ნიკოლაი ნოვოსიოლოვი (ესტონეთი).

14 ივნისი

რაპირა (გუნდური), ვაჟები (15 ქვეყანა. საქართველოს ნაკრები: ლუკა ღაღანიძე, არჩილ უგულავა, ლაშა გალუაშვილი, სანდრო სიხარულიძე).

ხმალი (გუნდური), ქალები (12 ქვეყანა, საქართველო: დარია ანტონოვა, ლიკა ჯიჯეიშვილი, მარიამ აფციაური, თეოდორა კახიანი).

სოსო
ადმინ,მოაშორეთ ეგ რეკლამა,ტექსტს ჰფარავს.
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ფარიკაობა. ევროპის ჩემპიონატი: ჩვენი გუნდები კვარცხლბეკს ვერ შესწვდნენ
ბაქო 2015. ფარიკაობა: თეოდორა კახიანს თავი არ დაუზოგავს
ქართველი მოფარიკავეები 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში 29 მაისიდან ჩაერთვებიან
ქართველი მოფარიკავეები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ
U23. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში: ყველაზე მეტად ლიკა ჯიჯეიშვილმა იყოჩაღა
საქართველოს ნაკრები ნეაპოლში 5 მოფარიკავით გაემგზავრა