ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გურამ თუშიშვილმა სპარინგში ტედი რინერის "კბილი მოუსინჯა" [VIDEO]

გურამ თუშიშვილმა სპარინგში ტედი რინერის "კბილი მოუსინჯა" [VIDEO]

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა სეულიდან ტოკიოში გადაინაცვლა და ცნობილ კოდოკანში აგრძელებს აზიურ შეკრებას
უკვე მეოთხე დღეა, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა სეულიდან ტოკიოში გადაინაცვლა და ახლა იქ, საქვეყნოდ ცნობილ კოდოკანში აგრძელებს აზიურ შეკრებას, რომელსაც იქითა კვირის ბოლოს დაამთავრებს და სამშობლოში დაბრუნდება.

კოდოკანში ერთობლივი ვარჯიშები ტარდება, რომელიც იაპონიის ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით ეწყობა. მათ თავად გამოჰყვეს ეს დრო შეკრებისთვის და მოიწვიეს მთელი მსოფლიო, ამ წვრთნების დასრულების შემდეგ კი ქვეყნის კარი მჭიდროდ ჩაირაზება ყველასთვის - იქაური ფედერაცია კლუბებს, უნივერსიტეტებს თუ ძიუდოს ნებისმიერ სუბიექტს მსოფლიოს ჩემპიონატამდე მკაცრად უკრძალავს უცხოელთა მიღებას, შედეგად კი იაპონიის ეროვნული ნაკრები საკუთარ სამზარეულოში ჩაკეტილი გააგრძელებს მზადებას აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ბუდაპეშტში გასამართავი მსოფლიოს პირველობისთვის.

აქედან გამომდინარე, ახლანდელი შეკრება ფრიად წონადია - მიცემული შანსის გამოყენება ყველას სურს და ძლიერი გუნდებიდან იშვიათად ვინმემ რომ გამოტოვოს ასეთი ძლიერი სპარინგების საშუალება. ჯერ ხომ კორეული წვრთნები იყო ძლიერი, სადაც მასპინძლები, ჩვენები, მონღოლები და კიდევ რამდენიმე გუნდი იმყოფებოდა, ტოკიოში გაცილებით დიდი აუდიტორია შეიკრიბა.

საკმარისია აღინიშნოს, რომ იქ სრული შემადგენლობით ჩავიდნენ ფრანგები, თვით ტედი რინერის (+100) თამადობით. არადა, ეს წაუქცეველი ფალავანი, ორგზის ოლიმპიური, ცხრაგზის მსოფლიოს და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი მას შემდეგ, რაც 2010 წელს ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე აბსოლუტურ კატეგორიაში მასპინძელ დაიკი კამიკავასთან ფინალში მსაჯებმა წაგება ჩაუთვალეს (ჯერჯერობით პირად პირველობაში ეს მისი ბოლო წაგებაა რაგინდარა რანგის შეჯიბრებაზე), იაპონიაში საჭიდაოდ აღარ ჩასულა, შეკრებებზე კი პერიოდულად ესტუმრება ხოლმე იქაურობას.

კოდოკანში, მართალია, არაოფიციალურად და ვარჯიშის დონეზე, მაგრამ ძალების მოსასინჯად ის შეხვედრაც შედგა, რასაც აპრილში ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილის (+100) ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ძიუდოს სამყარო მოუთმენლად ელის - რინერიმ და ჩვენმა ფალავანმა წაისპარინგეს. თუშიშვილმა თავისი განთქმული კისრულიც სცადა და ერთ მომენტში თითქოს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ რინერი სხვა გალაქტიკაა.

სპარინგისგან განსხვავებით, ოფიციალურ შეჯიბრებაზე ის სულ სხვანაირად იმოქმედებს, მსგავს ღლაბუცში კი "კბილს უსინჯავს" ჩვენებურს, ვინც რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლისას აღიარეს რინერის წამქცევად.

თავის მხრივ, ჩვენებურიც ამოწმებს მომავალი მეტოქის ძლიერსა თუ სუსტ მხარეებს, მაგრამ ამ მართლაც რომ საღლაბუცო შეხვედრამ საფიქრალიც გაგვიჩინა - ერთმანეთის პირისპირ დგომისას კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, ფიზიკურ კონდიციებში რამხელა უპირატესობა აქვს რინერის, ვინც მთაკაცად ჩანდა არცთუ პატარა თუშიშვილთან. თუმცა სიმაღლე არაა მისი ერთადერთი უპირატესობა: აღნაგობა, გლადიატორივით განვითარებული მუსკულატურა და კუნთოვანი მასა, ძალა, ღონე - ამ ყველაფერში რინერი ბევრად წინაა, იმის მიუხედავად, რომ თუშიშვილი ჩვენს ნაკრებში გამოირჩევა ფიზიკური კონდიციებით.

ვფიქრობთ, ჩვენებურს ძალიან გაუჭირდება მისი დაგდება - ამ ეტაპზე მაინც, მაგრამ დაუმარცხებელი არავინაა.

გავიხსენოთ რინერის შეხვედრა ლევან მატიაშვილთან, როცა მსაჯებმა აშკარად დაინდეს გასაფრთხილებლად, ჩვენებურის წინააღმდეგობამ კი, რომელიც მისთვის მანამდე არავის გაეწია, იმდენად გააცოფა, ამ ლეგენდარულმა ათლეტმა ბოლოს უკადრებელიც იკადრა და ზურგიდან მალულად მივარდნით გადააგდო. მაშინ რინერის საქციელი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, უცხოურ საიტებზეც კი გალანძღეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ რაღაც რეზერვი თუშიშვილსაც აქვს, მთავარია, სწორად გამოიყენოს. ოღონდ ჩვენებურს მეტად რთული ამოცანა კი აქვს გადასაჭრელი.

თუმცა თუშიშვილს იაპონიაში არა მხოლოდ რინერი დააკვირდება და "მოუსინჯავს კბილს", არამედ იაპონელები, კორეელები და სხვებიც გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან და მის ყოველ მოძრაობას შეისწავლიან - ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე "ტორვარის" დარბაზში ჩვენებურის მიერ დატრიალებული ქარიშხალი ძიუდოს სამყაროს ჯერაც არ აძლევს მშვიდი ძილის საშუალებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სოსო

ინტერნეტში ვნახე როგორც მატიშვილის სპარინგი,არადა აშკარად თუშიშვილია.მანდაც გამოჩნდა,გურამი ძალიან დაბალი და მსუბუქია რინერისთვის.სასწაული უნდა მოხდეს, რომ ჩოქელა კისრული გამოუვიდეს. ისე ერთაოზისა არ იყოს ,თუ ღმერთის ნება იქნება,გაფრენაც შეიძლება და ღმერთმა ქნას გურამის გამარჯვება და სიმართლე რომ გითხრათ,არც ადამის ან ლევანის გამარჯვება მეწყინება.მე მგონია,არც თქვენ.

• GEO

გურამს წარმატებები რათქმაუნდა! თუმცა რეალობა დღეს სულ სხვაა. არიან უმაღლესი დონის მძიმეწონოსანი ძიუდოისტები, მათ შორის გურამიც მოიაზრება და ცალკე დგას რინერი. ვფიქრობ 6-7 წელი ის პირველ ნომრად დარჩება კიდე

რინერის წაქცევა ახლაა მადლი, თორემ 15 წელში მას პირველთანრიგოსანიც წააქცევს ერთიცაა: ძაან ნუ ვტიტინებთ, მისი წაქცევა არც ისე იოლია

• გივი - გია თუთბერიძე

ნუ მოვთხოვთ გურამს ამ ჩემპიონატის მოგებას. მას 2-3 წელიწადი კიდევ სჭირდება რომ სუპერ ვარსკვლავი გახდეს. რაც შეეხება სიმაღლე-წონას მინდა ისტორიიდან ორიოდე ფაქტი გავიხსენო-გაგახსენოთ:1. მსოფლიოს 2 გზის ჩემპიონი სუნე ენდო, 170 სმ და 110 კგ იყო.2. დაუმარცხებელი იასიკურა იამასიტო, 180 სმ და 115-120 კგ. ასევე მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი საიტო, 178სმ იყო.ძიუ-დოში მთავარი ორი რამის შეგრძნებაა...თათამის და მეტოქის. ეს ისე...

• argo

ტანგრიევმაც მოუგო რინერს მგონი

• Tengo

ფიზიკაში მომატება გვინდა, ძალიან დიდია ეს ოხერი რინერი

[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა

ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]

ტედი რინერი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

რინერი თბილისში ჩამოდის? - ლეგენდარული ფრანგი გრანდ სლემზე დარეგისტრირდა

"რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ..." - ინალ ტასოევი

ტედი რინერი: ეს თუშიშვილის მხრიდან, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო

[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]

ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ

ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა

თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]