საქართველო უკვე არის მსოფლიოს სარაგბო ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამას გაფრთხილება, მეტი შრომა და მხარდაჭერა სჭირდება
საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ჰიმნები დასრულდა. გუნდებმა, როგორც რაგბიში ჩვეულებრივი ამბავია, ომახიანად იმღერეს. მერე, ასევე ტრადიციისამებრ, "ბეიბი ბლექსმა" ჰაკა შეასრულა. საფრანგეთის ნაკრები, ისევე, როგორც სტადიონზე შეკრებილი ქომაგები, ახალზელანდიელებს ერთმწკრივად დალაგებული, გარინდებული უყურებდა და უსმენდა.

ჰაკა დასრულდა. ფრანგები, თითქოს გაქვავდნენო, ადგილიდან არ იძვრიან. გაქვავდნენ ახალზელანდიელებიც. ასე იდგნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ. ერთმანეთს თვალით ზომავდნენ.

ასე დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა. დგანან და ერთმანეთს უყურებენ. გაოცებული გულშემატკივრები ერთმანეთს შესცქერიან - რა ხდება?

მსაჯი ჯერ ახალზელანდიელებს მიუახლოვდა, მერე ფრანგებს. არა, არცერთი იძვრის ადგილიდან. მერე არბიტრი ისევ "ბეიბი ბლექსთან" მივიდა. არავინ იცის, რა უთხრა. ახალზელანაიელები დაიშალნენ, ფრანგებმაც სწორედ ამის მერე დაარღვიეს მწკრივი და ორივე გუნდი სათამაშოდ გაემზადა.

ჰაკაზე, მოწინააღმდეგე გუნდის ერთგვარი "პროტესტის" ათასგვარი ფორმა გვინახავს. ზოგი უსტვენს, ზოგიერთი გუნდი რომაელთა ლეგიონივით სოლისებურად დგება. ინგლისელი ქომაგი, მაგალითად, ჰაკას მსვლელობისას თავიანთი ქვეყნის ჰიმნს მღერის. "პროტესტის" ასეთი ფორმა რაღაც ახალია. დადგნენ ფრანგები და თვალი-თვალში გაუყარეს ჰაკას საბრძოლო შეძახილებით აღგზნებულ ახალზელანდიელებს.

იხილეთ ვიდეო

ეს ძალიან კარგი სანახაობა იყო - ეფექტური, რაგბული, კაცური. ეს ყველაფერი საქართველოში, თბილისში, "ვაკის სტადიონზე" ხდებოდა. ჩვენთან, აქ, თბილისში მსოფლიოს საუკეთესო 12 ახალგაზრდული ნაკრები ყველაზე უკეთესის გამოვლენისთვის იბრძვის. ის, რაც მსოფლიოს რაგბიში დამკვიდრებულია, ტრადიციაა, ფასეულობაა, ყოველივე ამას ცოცხლად ვხედავთ.

ამის გაგებას, გასიგრძეგანებას რაგბის გურმანობა არ სჭირდება. ეს ძალიან უბრალო, ჩვეულებრივი ამბავია.

თუმცა, როგორც ჩანს, ასეც არაა.

როგორც ჩანს, ისევე, როგორც რაგბის სამყარო, მისი ნამდვილი ქომაგიც (ხაზს ვუსვამთ, ნამდვილი და არა მოდას აყოლილი) გამორჩეული და უფრო სხვანაირია, უფრო რომანტიკოსია, სულ სხვაა.

რაგბის ნამდვილი ქომაგი შემწყნარებელია, იცის, ვისგან რას უნდა გამორჩეს მისი გუნდი. იცის, რა შეუძლია და რა არა. ზუსტად ხვდება პერსპექტივას და მოთმინებით ელოდება უკეთეს მომავალს.

თვით ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოში ტარდება, უკვე მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ნაკრები რომ პლანეტის საუკეთესოთა შორისაა (და მომავალ წელსაც იქნება), უკვე სასწაულია. ამ სასწაულის ჩამდენმა ხალხმა კიდევ ერთი სასწაული ჩაიდინა და მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდი, არგენტინის ახალგაზრდული ნაკრები დაამარცხა.

- U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]

აქამდე ჩვენი რაგბი დიდი ხნის მანძილზე მძიმედ, შრომით, გაჭირვების მიუხედავად ჯიუტად მიდიოდა. იმიტომ, რომ იცოდა, იქ, ელიტაში სულ სხვაა. იქ პატივისცემა რომ დაიმსახურო, ბევრი ოფლი უნდა ღვარო. ის, რომ მსოფლიოს რაგბის მომავალი ვარსკვლავები დღეს საქართველოში არიან შეკრებილნი, უკვე ამ პატივისცემის გამოხატულებაა, რადგან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბობოლათა რიცხვს (ჯერჯერობით) არ განეკუთვნება და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარება ანდეს.

არგენტინასთან გამარჯვებით ეს პატივისცემა, დაფასება კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენ უკვე იქ ვართ. მსოფლიოს სარაგბო ოჯახის სრულფასოვანი წევრები ვართ და ამას გაფრთხილება, მეტი შრომა, მონდომება და მხარდაჭერა სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

emzari qutaisi
ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული ჯერ სრულად ტრადიციები და კარგი იქნება თუ თამაშის წინ საბრძოლო მუხტს თუ შევქმნით...!!! მეც მქონდა ეს აზრი.... ამიტომ გეთანხმებით... ხორუმიც, ფარიკაობაც, და ა.შ. ყველაზე მეტად მომწონს Tazos იდეა ტან ბორჯღალოსნები ვართ.. ამიტომ ვემხრობი მის იდეას...
რამაზ
ორი სიტყვა ირლანდიასთან თამაშის შედეგის მნიშვნელობის შესახებ, ანუ რა მნიშვნელობა აქვს მე-9 ადგილის დაკავებას: მეცხრე ადგილზე გასული მომდევნო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფების განთესვისას ხვდება მესამე კალათში. გასულ ჩემპიონატზე დაკავებული მე-10 ადგილის გამო წელს ვიყავით მეოთხე(10-12ადგილები) კალათიდან და წილისყრით გვერგო პირველი კალათიდან(1-2-3 ადგილები) მესამეადგილოსანი არგენტინა, მეორე კალათიდან (4-5-6 ადგილები) მეოთხეადგილოსანი სამხრეთ აფრიკა და მესამე კალათიდან (7-8-9 ადგილები) მეცხრეადგილოსანი საფრანგეთი
Tazos
მატჩის წინ აუცილებელია წრეზე განლაგება და ხორუმის უმარტივესი ილეთების შესრულება. შემდეგ წრეზე ბორჯღალის მსგავსად დატრიალება ხელჩაკუდებული უმარტივესი ელემენტების შესრულებით. ხრიდოლის ვარჯიშები ამით იწყებოდა და უდიდესი მუხტია. ერთობის და სიძლიერის გრძნობას ქმნის. ვისაც უვარჯიშია ხრიდოლი დამეთანხმება
გიორგი
ჰაკა (მაორი), სიპი ტაუ (ტონგა), სივა ტაუ (სამოა), სიბი (ფიჯი) - მსგავსი სხვას არ გააჩნდა ისტორიულად და არც აქვს თორემ ცეკვა აქვს ფრანგსა, ინგლისელსაც და იტალიელსაც აპენეინელებმა რომ ტარანტელა შეასრულონ არ ირლანდიელებმა ჯიგა ან ceilidh ვერ იქნება სერიოზული ამბავი :)
tazo
არა მგონია ყველაფრის კალკირება კარგი იდეა იყოს,ვერ წარმომიდგენია ჩვენი ბიჭების სტადიონზე ნაცეკვი ხორუმი,ფარიკაობა ან შალახო:)):))
kix
მეგობრებო, პირველ რიგში ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებს მინდა მივულოცო მსოფლიო სარაგბო ელიტაში გარევა და ვუსურვო უფრო დიდი წარმატებები. ეხლა კი ერთი რამ მინდა ავღნიშნო:მართლაც მოხიბლული ვარ ქართული სარაგბო ოჯახის ერთიანობით.სხვაგვარად არანაირ შედეგზე საუბარიც კი ვერ იქნებოდა. მე ვინატრებდი, რომ მთლიანად ქართულ სახელმწიფოშიც ისეთი მიდგომები და ურთიერთობები იყოს, როგორიც რაგბის კავშირშია.ამისკენ მოვუწოდებ სხვა სპორტულ გაერთიანებებსაც.
NMN789
ჯონდო მართალი ხარ,ხორუმი ან ფარიკაობა გადასარევი იქნებოდა.
ქუთაისელი
ირლანდია! უნდა შემოვიდეთ 18 ივნისს 13:00-15:00 შენში!
Niko
ხორუმი რთული ცეკვაა ასე რომ არამგონია თამაშის წინ ხორუმის შესრულება ადვილი იყოს , ჰაკა პრიმიტიულია რამოდენიმე ვარჯიშით აითვისებ
ჯონდო
აზრი მიტრიალებს თავში: ჰაკას დიდებულად მოუხდებოდა ხორუმი. რითაა ცუდი?
მიშა63
ძლივს გაწონასწორებული კომენტარები არ მოვისმინე ??? დიდი მადლობა, ასე გავარგრძელოთ მეგობრებო.....
giglia
გაიხარე, გიორგი, კარგი მაგალითები მოიყვანე. ნამდვილად ვისურვებდი ყველამ შენნაირად იფიქროს. ხანდახან აქ ისეთი კომენტარები იდება, იმდენი აგრესია და უპატივცემულობაა ერთმანეთის მიმართ გამოხატული, რო ნამდვილად არ ეკადრება ქართულ სპორტს და მის ქომაგებს.
გიორგი
კიდევ ერთი დეტალი... რაგბი უამისოდ არ არსებობს: შეიგიძლია მოწინააღმდეგეების სექტორში მარტო იჯდე და საკუთარ დროშას ამაყად აფრიალებდე შესაძლო და მოსალოდნელი აგრესიის გარეშე, შედეგის მიუხედავად... ლინკი: https://www.google.ge/imgres?imgurl=http%3A%2F%2Fcdn.newsapi.com.au%2Fimage%2Fv1%2Fa99a1d112987427808e17231408ef86b%3Fwidth%3D650&imgrefurl=http%3A%2F%2Fwww.theaustralian.com.au%2Fsport%2Frugby-union%2Frugby-world-cup-dont-cry-for-argentina%2Fnews-story%2Fb0751740f3f6a5a6d7735e39aaf667cb&docid=DqtWnEe2axp1mM&tbnid=tPoxwlhSIvD-mM%3A&vet=10ahUKEwjVnoi2-b_UAhWHL8AKHfcDAyI4ZBAzCCwoKjAq..i&w=650&h=488&bih=411&biw=849&q=argentinian%20rugby%20fans%20on%20rwc%202015&ved=0ahUKEwjVnoi2-b_UAhWHL8AKHfcDAyI4ZBAzCCwoKjAq&iact=mrc&uact=8 ისევე, როგორც ფოტო ამ ლინკზე: https://www.google.ge/imgres?imgurl=http%3A%2F%2Fl7.alamy.com%2Fzooms%2Fb5749ff5933243fe9bc3a77b7a7aa568%2Fleicester-uk-4th-october-2015-rugby-world-cup-argentina-versus-tonga-f3c9jr.jpg&imgrefurl=http%3A%2F%2Fwww.alamy.com%2Fstock-photo%2Fargentinian-fans-celebrate.html&docid=S1t2RgljdXZACM&tbnid=H7O4ZQSLWcL7nM%3A&vet=10ahUKEwjWkPCh-b_UAhXpIMAKHdyKA6UQMwhVKC0wLQ..i&w=640&h=447&bih=411&biw=849&q=argentinian%20rugby%20fans%20on%20rwc%202015&ved=0ahUKEwjWkPCh-b_UAhXpIMAKHdyKA6UQMwhVKC0wLQ&iact=mrc&uact=8#h=447&vet=10ahUKEwjWkPCh-b_UAhXpIMAKHdyKA6UQMwhVKC0wLQ..i&w=640 ერთიშეხედვით არც არაფერი, მარგამ სარაგბო მაისურზე ზოლები ჰორიზონტალურია, საფეხბურთოზე კი ვერტიკალური, ეს გულშემატკივრები კი სარაგბო ზეიმზე განცდილ სიხარულს ერთად იზიარებენ, არც ბანაკებად იყოფიან და არც სამტროდ აქვთ საქმე პ.ს. მადლობა :)
პაატა
სტატიაც კარგია და გიორგის მოყვანილი მაგალითიც, მადლობა! გამგები ყველაფერს კარგად გაიგებს, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ ესმის ვიმედოვნოთ, რომ ახლო მომავალში გაიგებს! რაგბი მარტო სპორტის სახეობა არ არის, აქ ფასეულობათა მთელი კრებულია, რომელიც სრულად ჯდება როგორც იტყვიან ჭეშმარიტ ქართულ ფასეულობებში!!!
xvistani
გიორგი ოლ ბლექსის ლოგოს გარეშე ძლივს გიცანი :) გეთანმხები მეგობარო 1000 %-ით
გიორგი
რაგბი, ფასეულობები რაზეც რაგბი დგას... ბევრისთვის ყბადაღებული თემაა, ან უბრალოდ ვერ ესმის ერთ ამბავს მოვყვები ამასთან დაკავშირებით... დიდი ბრიტანეთის იმპერიულ ზრახვებს შეეწირა ირლანდიის პოლიტიკური ბედი, კუნძული ორად არის გამოყილი: ირლანდიად (დუბლინი) და ჩრდ. ირლანდიად (ბელფასტი), როემლიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში შედის... ირლანდიის გახლეჩვა სეპარატისტულ მოძრაობაზე იდგა, პროვოცირებულ თუ ინგლისისგან ზუგ გამაგრებული ტერორისტული ორგანიზაცია ირა-ს (და არამარტო) სახით, მართალია ირა_ს არაერთი ფლაგმანი და ირლანდიური მოძრაობა უწევდა წინააღმდეგობას, მარგამ ისტორიულად ინგლისის მეტქოე ირლანდია პოლიტიკურად გახლეჩილია, სისხლიც ბლომად ღვარეს, მაგრამ... მაგრამ ეს ეთნიკურად ერთი, თუმცა პოლიტიკურად დაპირისპირებული და ბარიკედებს მიღმა მდგომი ორი ქვეყანა ერთიანდება ერთში - რასაც რაგბი ჰქვია დღემდე ირლანდიის სარაგბო ნაკრები აერთიანებს, როგორც ირლანდიელ, ისე ჩრდ. ირლანდიელ მორაგბეებს ოთხი პროვინციის გერბით დროშაზე (ლეინსტერ, კონახტ, ალსტერ (ჩრდ.ირლ), მანსტერ)
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"