საქართველო-რუმინეთის ეროვნული ნაკრებების თამაშის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ თქვა: 7-ქულიანი სხვაობა ძალთა თანაფარდობას რეალურად არ ასახავდა, უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგოო...
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები. B დივიზიონი. მეცამეტე-მეჩვიდმეტე ადგილები

საქართველო-რუმინეთის ეროვნული ნაკრებების თამაშის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ თქვა: 7-ქულიანი სხვაობა ძალთა თანაფარდობას რეალურად არ ასახავდა, უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგოო...

ზაზას არ დაუკონკრეტებია რა უპირატესობით უნდა გაემარჯვა მის გუნდს, სამაგიეროდ გუშინვე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დააკონკრეტა: ჩვენსა და რუმინელებსა შორის 27 ქულიანი სხვაობააო - გუნდური თამაშის წყალობით ვლახები 97:70 დაამარცხა.

ჩვენი 20-წლამდელები თამაშს დღითი-დღე აუმჯობესებენ და ცოტა ადრე ადრე რომ გამოფხიზლებულიყვნენ, შეიძლება A დივიზიონის საგზურისთვის ებრძოლათ. რადგან ორი საწყისი წაგების გამო ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები საკლასიფიკაციო ტურნირში ჩაერთვნენ და სხვა ჯგუფების აუტსაიდერებთან არკვევენ მეცამეტე-მეჩვიდმეტეადგილოსანთა ბედს. G ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შესარჩევი ტურნირის მე-13 პოზიციაზე დასრულებას ნიშნავს. ამისთვის ქართველებს ბოლო ტურში დანიელების ძლევა სჭირდებათ.

G ჯგუფი

23 ივლისი

საქართველო-რუმინეთი 97:70

14:17, 26:18, 27:13, 30:22

საქართველო: ბაქრაძე (23 წთ, 13ქ, 3პ, 1მ, 3ჩ, 2ფ, 2შ), ჩიკვილაძე (23 წთ, 15ქ, 5მ, 5პ, 3ჩ, 2ფ, 1შ), ხმელიძე (18 წთ, 6ქ, 2მ, 1პ, 1დ, 3ფ, 1შ), კვეტენაძე (16 წთ, 7ქ, 5მ, 1პ, 1ჩ, 1ფ, 1შ), შარაბიძე (30 წთ, 13ქ, 5მ, 1პ, 1დ, 1ჩ, 1შ); ლომოური (13 წთ, 1პ, 1ფ, 1შ), ნანიტაშვილი (17 წთ, 6ქ, 2პ, 1მ, 1ფ), დვალიშვილი (24 წთ, 15ქ, 7მ, 1პ, 3ფ, 1შ), ჩაჩანიძე (11 წთ, 11ქ, 1პ, 1ჩ, 2ფ, 1შ), მაჭავარიანი (16 წთ, 9ქ, 1მ, 1პ, 1ჩ, 2ფ), ბექაური (9 წთ, 2ქ, 2მ, 1პ, 1ფ, 1შ).

რუმინეთი: გუტოაია (22ქ), პოპი (4ქ), აკტასი (5ქ), ტელინიუ (6ქ, 5მ), კორპოდეანი (4ქ), ტოროკი (14ქ), ტიბირნა (15ქ, 5მ)

ბელარუსი-შვეიცარია 62:73

სატურნირო მდგომარეობა

თ მ წ ქ

1. საქართველო 3 3 0 6

2. რუმინეთი 4 2 2 6

3. დანია 3 2 1 5

4. ბელარუსი 4 1 3 5

5. შვეიცარია 4 1 3 5

დღეს: საქართველო-დანია (15:30)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა