საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამერიკულ ტურნეში მეორე მატჩს სტუმრად აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამერიკულ ტურნეში მეორე შეხვედრას სტუმრად აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. "ბორჯღალოსნებისა" და "არწივების" ტესტ-მატჩი ჯორჯიის შტატის ქალაქ კენესოში, თბილისის დროით 18 ივნისს, ღამის 03:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტ-სერიის პირველი შეხვედრა სტუმრად კანადში მოიგო - 13:0, ხოლო ამერიკელები ნიუ-ჯერსიში ირლანდიას დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 19:55 დამარცხდნენ.

"Fifth Third Bank Stadium"-ზე გასამართი შეხვედრის წინ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა, რომელშიც სამი ცვლილებაა. კანადასთან დაშავებული ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად, თამაშს ლევან ჩილაჩავა და ვიტო კოლელიშვილი დაიწყებენ. გარდა ამისა, გარემარბად თავიდანვე ითამაშებს გიორგი კოშაძე, რომელმაც იოსებ მათიაშვილი შეცვალა. სამი ახალი სახეა თადარიგშიც. ჯაბა ბრეგვაძის შემცვლელად, ბადრი ალხაზაშვილის ნაცვლად, შალვა მამუკაშვილი ეყოლება. თამაშში მოგვიანებით ჩაერთვებიან ახალგაზრდა ბურჯი თორნიკე მატარაძე და ახალგაზრდა მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე.

- აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია

- მილტონ ჰეიგი: აშშ-სთან პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ!

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ნაკრებთან მატჩი საიუბილეოა "ბორჯღალოსნებისა" და "მონპელიეს" მეორეხაზელისთვის - კოტე მიქაუტაძისთვის, რომელიც 50-ე კეპს მოიხვეჭს. მისი სანაკრებო დებიუტი 2010 წელს ბუქარესტში, შოტლანდიის "ა" ნაკრებთან შედგა, 2013 წლიდან კი ნაკრების უცვლელ წევრად იქცა. განვლილ 49 მატჩში კოტემ 2 ლელო დადო.

საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებები ერთმანეთს აქამდე ოთხჯერ დაუპირისპირდნენ, სამჯერ გამარჯვება "არწივებს" დარჩათ, ერთი მოგებაა "ბორჯღალოსნების" აქტივში.

2009 წელს "ჩერჩილის თასზე" ამერიკელებმა 31:13 მოგვიგეს, 2010-ში კი თბილისში გამართულ ნოემბრის ტესტ-მატჩში 19:17 ვაჯობეთ. მომდევნო ორ დაპირისპირებაში გამარჯვება აშშ-ს დარჩა. 2012 წლის ივნისის ტესტებზე 36:20 გძლიეს, 2013 წლის ნოემბრის ტესტებზე კი - 25:23.

quTaiseli
თამაშის აზრზეც არიან და რაგბიც წინ მიდის აი აქ რო წავაგეთ ამათთან ამდენი კრიტიკა მაშვინ არ მომისმენია.დდ მეორე ტაიმი ცუდად ვითამაშეთ პირველი კარგად პირწმინდად დავჩაგრეთ შერკინებაში მეტოქე ასე რო მოგება მოგებაა და არუნდა ამას ჩემი აზრით გადამეტებული შეურაწმყოფელი კრიტიკა. მოვა დრო და ეს თაობა წავა და წამოვა ისეთი რომელიც ბევრად უკეთ ითამაშებს.
niko
თამაშის აზრზე არ არის უკანა ხაზი საერთოდ. ბურთIი რაქიდან ძალიან ნელა გამოდის, ბრთყლად დგანან შეტევაში და დაცვაშიც ვერ ადიან სწორად. უკან მიდის ამათი საქმე, რა მოიტანმა Hეიგმა ვერ გავიგე, ერთ ადგილს ტკეპავენ მსოპლიოს მერე.
bacho
ანუ 19ში გამტენია?
kaxa
სად ვუყუროოო
GEO
2 თვეზე მეტია ამ თამაშს ველოდი, დღეს სტადიონზე მივდივართ და იქიდან მაგარ ხასიათზე უნდა დავბრუნდეთ!!!
პაატა
აბა თქვენ იცით ბიჭებო.
=-ს
მართალი ხარ, 19 რუსული ტყავი უკვე გვაქვს და ამერიკულიც არ გვაწყენდა კოლექციისთვის.
glaxuna
უფრო სწორად ,,არწივების,, გამოცდა-საქართველოსთან!
tnghs
ფრთხილად იყავი შენი პუტინისტური ტყავის გარეშე არ დარჩე საერთოდ. ))))))))))))
jonh
დროა შევამციროთ სხვაობა ამერიკოსებთან, სად ვთამაშობთ არ აქვს მნიშვნელობა
სოსო
ვფიქრობ მძიმე თამაში იქნება,მაგრამ გამარჯვებას ველი.გაიგონ,ვისი ნათესავია ზაზა ფაჩულია.

იანკების ტყავია ჩამოსატანი
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო" - ინტერვიუ ვიტო კოლელიშვილთან
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" ბელგიის ძლევით დაიწყო [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ვიტო კოლელიშვილი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის
კანადა VS საქართველო - "ბორჯღალოსნები" ამერიკულ ტურნეს იწყებენ
მილტონ ჰეიგმა რუსეთთან მატჩისთვის ნაკრებში მამუკა გორგოძეც გამოიძახა
საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]
ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ [VIDEO]
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის ნაკრებთან პირველი ტაიმი წააგეს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
სავსე ტრიბუნების დროა!
ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია
მილტონ ჰეიგი: აშშ-სთან პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ!
სეუ-მ საუნივერსიტეტო 7-კაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
მილტონ ჰეიგი: ჯერ კიდევ გვახსოვს მარტში, რუმინეთთან წაგებული მატჩი
მილტონ ჰეიგმა კანადასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
არგენტინა-საქართველო 45:29 - რა გამოვგლიჯეთ "პუმებს"? [VIDEO]