"ბორჯღალოსნები" კანადაში, ქალგარიში ამერიკული ტურნეს პირველი ტესტისთვის ემზადებიან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კანადაში, ქალგარიში ამერიკული ტურნეს პირველი ტესტისთვის მზადებას აგრძელებს. კანადასთან შეხვედრამდე 48 საათით ადრე კი "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა.

- მილტონ ჰეიგი: ჯერ კიდევ გვახსოვს მარტში, რუმინეთთან წაგებული მატჩი

თამაში "რაგბი პარკზე" ადგილობრივი დროით 10 ივნისს, 15:00 საათზე იწყება. ამ დროს თბილისში შუაღამე გადასული იქნება და შეხვედრა ჩვენი დროით 11 ივნისს, პირველ საათზე დაიწყება. კანადური მხარე სატელევიზიო რეპორტაჟს არ ახორციელებს, სამაგიეროდ, წარიმართება 4-კამერიანი ლაივსთრიმი, რომელიც კანადის რაგბის კავშირის "ფეისბუქის" გვერდზე @RugbyCanada გაიმართება. გარდა ამისა, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" კანადურ მხარესთან ტექნიკურ დეტალებს არკვევს, რის შედეგადაც სთრიმი ქართული კომენტარით ასევე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სოც-მედია პლატფორმაზეც გადმოიცემა.

შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ლევან ჩილაჩავა, ვიტო კოლელიშვილი და შალვა მამუკაშვილი. მათმა გუნდებმა ("კლერმონი" და "ტულონი") 4 ივნისს საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალი ითამაშეს და გუნდს მოგვიანებით შეუერთდნენ. ძირითადში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 705-ია (393 ხაზი, 312 მორკინალი) და აქედან მხოლოდ ერთს აქვს 20-ზე ნაკლები, თუმცა თადარიგის მოთამაშეებიდან ოთხ მორაგბეს ნაკრებში 10 თამაშიც არ ჩაუტარებია.

სასტარტო შემადგენლობაშია და ქალგარში თავის მე-100 კეპს მოიხვეჭს დავით კაჭარავა. გუნდს მისი მეწყვილე მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს. თამაშს იწყებს ყველაზე მეტი კეპის მქონე, "ბორჯღალოსნების" საუკეთესო მექულე, ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი. ფლანგებზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუასა და ახალბედა სოსო მათიაშვილს (1 კეპი) ვიხილავთ. მათიაშვილს სანაკრებო დებიუტი ამა წლის 4 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან ჰქონდა და ეს მოვლენა ლელოთი აღნიშნა.

ღერძი ნაცადი და გამოცდილია - ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე. პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ანტონ ფეიქრიშვილი დადგებიან. ამ უკანასკნელმა ნაკრების კვართით ბოლოს ერთი წლის წინ, შარშანდელ ივნისის ტესტებზე სუვაში ტონგას წინააღმდეგ ითამაშა.

მეორე ხაზში გიორგი ნემსაძისა და კოტე მიქაუტაძის გამოცდილ წყვილს ვიხილავთ, ხოლო მესამე ხაზში ლაშა ლომიძე, გიორგი თხილაიშვილი და ბექა ბიწაძე დადგებიან.

თადარიგშია ახალგაზრდა კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელმაც ნაკრებში პირველად შარშან, ნოემბრის ტესტებზე ითამაშა. ნაკრების კვართით პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ამჯერად თადარიგშია სოსო ბეკოშვილი (5 კეპი), ხოლო მეორე ბურჯი გამოცდილი კარლენ ასეიშვილია. მეორე ხაზში შეცვლაზე არიან ნოდარ ჭეიშვილი და ვეტერანი გიორგი ჩხაიძე, რომელმაც სანაკრებო კვართი ბოლოს შარშან, ოკეანეთის ტურნეზე ფიჯისთან მატჩში მოირგო.

მესამე ხაზის შემცვლელად ოთარ გიორგაძეს ვიხილავთ, რომელსაც აქამდე ნაკრებში 4-ჯერ უთამაშია, ხოლო ხაზის მოთამაშეთაგან თადარიგში გამოცდილი ლაშა მალაღურაძე და გიორგი ბეგაძე არიან.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

არასწორი ნაბიჯი გორგოძის და ზირაქიშვილის მხრიდან.
გორგოძე და ზირაქიშვილი სულ სხვა დონეზე აიყვანდა ნაკრებს
ragbirugbi
მამუკამ და დავითამ ბევრი შემატეს ქართულ რაგბს და სწორ დროს გადაწყვიტეს წასვლა, ამით გზა გაეხსნათ ახალგაზრდებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, მაგარი ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგეს...
პაატა
ვერ განვიკითხავ ზირაქას და ვერც გორგოძეს ნაკრებში რომ აღარ თამაშობენ (მამუკა კიდევ ერთს ითამაშებს ალბათ)...ძაან გული მწყდება მაგრამ რას ვიზავთ, უნდა მიხედონ თავის ცხოვრებას, თორემ სპორტსმენების მიმხედავი მერე აღარავინაა...
1
ლომიძე არაა სანაკრებო დონის...
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
კანადა VS საქართველო - "ბორჯღალოსნები" ამერიკულ ტურნეს იწყებენ
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
აშშ VS საქართველო - გამოცდა "არწივებთან"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
მილტონ ჰეიგი: ჯერ კიდევ გვახსოვს მარტში, რუმინეთთან წაგებული მატჩი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს
არგენტინა-საქართველო 45:29 - რა გამოვგლიჯეთ "პუმებს"? [VIDEO]