18 ივნისს საქართველოსა და ირლანდიას შორის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის IX ადგილისთვის მატჩი გაიმართა
18 ივნისს საქართველოსა და ირლანდიას შორის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის IX ადგილისთვის მატჩი გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო ანგარიშით 18:24 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი 15 წუთი ირლანდიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ქართველი მორაგბეები კარგად იცავდნენ თავს.

21-ე წუთზე ირლანდიელებმა დაწინაურება მოახერხეს. ლელო ალან თაინენმა დაგვიდო. მეტოქემ გარდასახა და ანგარიში ირლანდიელების სასარგებლოდ 7:0 გახდა.

28-ე წუთზე "უმცროსმა ბოჯღალოსნებმა" სხვაობა შეამცირეს. გელა აფრასიძემ ჯარიმა დაარტყა და ანგარიში 3:7 გახადა.

32-ე წუთზე ქართველეი მორაგბეების შესანიშნავი შეტევა ლელოთი დაგვირგვინდა. ლელოს ავტორი გურამ გოგიჩაშვილი გახდა. აფრასიძემ გარდასახა და "უმცროსი ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ - 10:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში ირლანდიელებმა ლელოს დადება მოახერხე, ქულები მეტოქე გელან დორისმა მოუტანა. კონორ დინმა გარდასახა - 14:10.

50-ე წუთზე ლელო ირლანდიელთა კაპიტანმა პოლ ბოილმა დაამიწა, დინმა კვლავ გარდასა და ანგარიში 21:10 გახდა.

55-ე წუთზე გელა აფრასიძემ ულამაზესი სოლო რეიდი განახორციელა, რამდენიმე ცრუ მოძრაობით მეტოქე მორაგბეები დააბნია და ლელო დადო - 15:21. სამწუხაროდ აფრასიძემ მცირე ტრავმა მიიღო და მის მაგივრად თედო აბჟანდაძემ დაარტყა, თუმცა ვერ გადასახა.

- გელა აფრასიძის საოცარი ლელო ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

61-ე წუთზე ქართველებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ამჯერად აფრასიძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში 18:21 გახდა.

74-ე წუთზე კონორ დინმა ჯარიმა გაიტანა - 24:18. საბოლოოდ საქართველო ანგარიშით 18:24 დამარცხდა.

- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

ამ წაგების შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირზე მე-10 ადგილი დაიკავეს. ირლანდიას კი მე-9 ადგილი ხვდა წილად.

დღეს ასევე გაიმართა შეხვდრა მე-11 ადგილისთვის, სადაც არგენტინამ სამოას ანგარიშით 53:42 სძლია.

bosa
მართლა კაი ბავშვები არიან, დიდებს ელიტაში ორი მსოფლიო დასჭირდათ რო დასკვნითზე თამაში მოეგოთ და ისიც ნამიბიით დაიწყეს და მერე რუმინეთი ჩაახურდავეს ამათმა ერთი შეყვეს თავი მსოფლიო ელიტაში და იტალიას მოუგეს,, ეხლა კიდე უკეთ ითამაშეს და არგენტინის მოგებას პლიუს ირლანდიასთან ამგავრი თამაში აჩვენეს. მე მგონია რომ მწვრთნელები კიდე კარგად ვერ მიმხვდარან რა ბავშვები ყავთ აქტივში. უკვე მეორე მსფოლიოა ბიჭები ათეულის მყარი წევრები არიან და მომავალს გაუმჯობესებული შედეგით ვხვდებით იბადებიან მართლაც ახალი ვარსკვლავები და უმჯობესდება ხარისხი აი ამათ უნდათ ეხლა კაარგი სამწვრთნელო შტაბი
gia
ყოველი შემდეგი თაობა მგონი უკეთესი მოდის. 15 ნომერი ვერ გამოჩნდა ისეთი რომ მეკო შეცვალოს ერთი. 2019ის მერე ალბათ მეკოს შემცვლელი ნაპოვნი უნდა იყოს უკვე და 10 ნომრებიც გვჭირდება სხვა მგონი უკვე კაი გუნდი იქნება 2023ში ჯგუფიდან გასვლაზე გვექნება პრეტენზია.
წაგებად არ ვთვლი, ისეთი პერსპექტიული გუნდი გვყოლია.
20 წლამდელებისთვის ძალიან მაგარი გუნდი გვყავს. არ მეგონა ასეთი "გრძელი სკამი" თუ გვექნებოდა. ყველა კარგად თამაშობდა თავის პოზიციებზე. აფრასიძე ყოჩაღ, სწრაფი და სხარტი აზროვნების კაცი ყოფილა. ყველა პოზიციაზე კარგად ვითამაშეთ, ცოტა რასპასოვკაა დასახვეწი ვარჯიშებზე (კარგად გადაცემა და ბურთის დაჭერა).!
Irakliy
აფრასიძემ ლელო დადო, მსოფლიოს ნებისმიერი მორაგბე სიამაყით მოაწერდა ხელს. სასწაული გააკეთა ამ ბიჭმა.
გიორგი
დიდებული ნაკრები გვყვავს, ძალიან მაგრები არიან, თქვენ გაიხარეთ, ჩავთვალოთ რომ ეს თამაში მოგებული გვაქვს. სად ტ.....ში წავლენ მსოფლიო რაგბის ბობოლები. საქართველოს ახალგაზრდები იმსახურებენ ახალგაზრდულ 6 ერს. და აფრასიზე საოცრება იყო მარტლაც საოცრება. დიდი მადლობა ბიჭებს.
მინდია
ეს ის შემთხვევაა, სადაც ასეთი წაგებული თამაში მირჩევნია ზოგ მოგებულს. მადლობა ბიჭებს!!!
mari
ვგიჟდება აფრასიძესა და ჩვენ რაგბისტებზე,რაგბი ჩვენი თამაშია
Kaxa
ყოჩაღ ბიჭებს, პრაქტიკულად მთელი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და უძლიერეს ირლანდიას ტოლ-სწორად ეთამაშნენ (თუ არ ჩავთვლით ირლანდიელების "გაქცევას" მეორე ტაიმის დასაწყისში). ეს თამაში ნამდვილად იყო "ექსვსი ერის" დონეზე (მინიმუმ!), ორი მეტ-ნაკლებად თანაბარი კლასის გუნდის შესრულებით. კარგია, რომ ბოლო წუთებმა ჩვენების უპირატესობით ჩაიარა. ეს უკვე კლასის მატებაზე მიუნიშნებს. ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ, გააგრძელეთ მუშაობა და განვითარება და ირლანდიასაც და მათზე კიდევ უფრო ძლიერ ნაკრებებსაც მოუგებთ აუცილებლად! მთავარია მსოფლიო ჩემპიონატზე ვრჩებით.
პაატა
ნეტავ სად არი ის ხალხი ვინც წაგებების მერე წერდა რაგბი ჩვენი თამაში არ არიო.?
პაატა
აფრასიძე კი გენიალური იყო მართლა.
პაატა
ვულოცავ ყველა რაგბის მოყვარულს ბიწების კარგ თამაშს და ერთ ორ წელიწადში მსოფლიოს ავალაპარაკებთ..ცოტა სისწრაფე ხაზში და ჩვენი გაჩერება ყველას გაუჭირდება.
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"