საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XVIII ტური
მოტივაცია ორმხრივად დიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ... მოტივაცია მხოლოდ "ლოკომოტივს" ჰქონდა, "ჩიხურას" კი საამისო ნიშანწყალიც არ ეტყობოდა.

არადა, როცა პირველ წრეში მეტოქე 5:0-ს გიგებს, თავმოყვარე გუნდი, იმის დასადასტურებლად, რომ მისი იოლი ლუკმა არ ხარ, ცოტა სხვაგვარად უნდა გაისარჯო სარევანშოდ, ყოველ შემთხვევაში, ისევ "მშრალად" და ისევ დიდი ანგარიშით არ უნდა აგებდე, თანაც, ცხრილში ოდნავ უკან მდგომ უშუალო მეზობელთან.

ამასთან, ავსტრიულ "ალტახთან" 29 ივნისს საევროპალიგო შეხვედრისთვის ხომ ესოდენ საჭირო იყო სათანადო განწყობის შექმნა...

ჯერჯერობით, არასტაბილურობა მართლაც მოუშორებელი სენია საჩხერელებისთვის, მაგრამ ასეთი უსუსური "ჩიხურა" ძალიან იშვიათად თუ უნახავს ვინმეს. ახლა ჩვენ ცეცხლზე ნავთს ვასხამთ, მაგრამ რას ვიზამთ - სხვაგვარი შეფასების საშუალებას ეს მატჩი არ იძლევა.

აბა, რა დავარქვათ იმ გარემოებას, რომ 94 წუთის განმავლობაში გუნდი მხოლოდ ერთხელ ახერხებს კარში ზუსტ დარტყმას, როცა ელემენტარულ მომენტებში ბურთის შენარჩუნება და ზუსტი პასი უჭირს.

ამ სიტუაციაში "ლოკომოტივს" ჰქონდა შესაძლებლობა, "ეფრინა" მთელ მოედანზე, მუდმივ დაძაბულობაში ჰყოლოდა მეტოქე, სიხარულიძეს დუბლი გაეფორმებინა, ყოფილ ჩიხურელ გიორგი რეხვიაშვილს კი ლამაზი გოლი გაეტანა...

საჩხერელები მხოლოდ ბოლოსკენ მოეგნენ გონს, მაგრამ... გარდა ამ "მაგრამისა", სხვაც ბევრი კითხვის ნიშანია მათ თამაშში.

მატჩის სტენოგრამა

7' - კიკნაძე აქტიურობს. ძლიერი დარტყმა და ბურთი კარის ხაზის სიახლოვიდან გამოაქვთ "ჩიხურას" მცველებს.

11' - სამურკასოვის შორეული "გასროლა" ჰამზიჩმა მოიხელთა.

14' - საჩხერელთა კარის დარაჯმა თავიდან ააცალა ბურთი გოლის გასატანად გამზადებულ სიხარულიძეს.

17' - კორიფაძის მიერ ხისტად ჩაწოდებულს კუთხური მოსდევს, კუთხურს კი - ახლო მანძილიდან ჭელიძის არაზუსტი დარტყმა.

19' - გოლი! დიასამიძის პასი კარის გასწვრივ იმდენად ზუსტი იყო, სიხარულიძეს არ გასჭირვებია ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურება.

37' - ჭელიძის ძლიერი დარტყმა საჯარიმო მოედნის მისადგომიდან და ისევ არაზუსტი.

43' - გოლი! სიხარულიძემ ამჯერად ჩიტეიშვილის იუველირული სიზუსტის პასით დატოვა ჰამზიჩი უშანსოდ.

47' - სიხარულიძეს კიდევ ერთი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ არ დაანება ჰეთ-თრიკის შესრულება.

54' - გოლი! კუთხურიდან ჩახვეულ ბურთს ზუსტად მოუნახა ადგილი რეხვიაშვილმა თავით კარის ჩარჩოში.

58' - მეკარესთან პირისპირ გასულმა ფონიავამ "მოახერხა" აცილება.

74' - ჩიკვაიძის ზუსტ პასზე ტატანაშვილს თავგანწირულად ჩაუწვა მცველი.

75' - სარდალიშვილის უძლიერესი და ოდნავ არაზუსტი დარტყმა.

79' - მეკარესთან პირისპირ გადის დიასამიძე. მეოთხე გოლი თითქოს გარდაუვალია, მაგრამ ჰამზიჩმა იყოჩაღა.

84' - კორიფაძეს შეეძლო პრესტიჟის გოლის გატანა, დარტყმისას მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა.

86' - ფონიავამ ისევ გაანიავა ხელსაყრელი მომენტი.

90+2' - ჭელიძეს უნდა გაეტანა, მაგრამ აქცენტი სიძლიერეზე გადაიტანა და დარტყმა ძალზე უზუსტო გამოუვიდა.

ეროვნული ლიგა. XVIII ტური

20.06. ივანწმინდა

ჩიხურა-ლოკომოტივი 0:3

გოლები: 0:1 სიხარულიძე (19. დიასამიძის პასით), 0:2 სიხარულიძე (43. ჩიტეიშვილის პასით), 0:3 რეხვიაშვილი (51)

ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ. გრიგალაშვილი, კაშია, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, (73. განუგრავა), კორიფაძე, ჭელიძე, მირცხულავა, გორგიაშვილი (46. ფონიავა), დეკანოიძე (46. სარდალიშვილი), ტატანაშვილი.

სათადარიგოები: მწყერაშვილი, გაბაძე, კაკუბავა, ივანიშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე (28. ჩიტეიშვილი), რეხვიაშვილი, ხიდეშელი, უბილავა, ჭანტურია, კიკნაძე (78. ანდრონიკაშვილი), სამურკასოვი, არველაძე (66. ბუღაძე), დიასამიძე, სიხარულიძე.

სათადარიგოები: ქურდაძე, მენთეშაშვილი, შეწირული, ვარძელაშვილი

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: დეკანოიძე (26), სამურკასოვი (53)

არბიტრი: ჯ. ხორავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
იმედი ვიქონიოთ, რომ რაც ხდება დროებითია, გუნდი მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად იმსჯელებენ და გამოიტანენ დასკვნებს, მათ ამის დრო აქვთ და რაც მთავარია ყავთ კარგი ძირითადი და სათადარიგო კონტინგენტი, არ აკლიათ გამოცდილება. წარმატებები უსურვოთ ჩიხურას ევრო სარბიელზე სხვა ქართულ გუნდებთან ერთად.
guaduas
ფრუიძე რო იყო კლუბს ვერ დასჯიდი,პირიქით კლუბი დაგსჯიდა.ისე რომ თვითონ მოგიწევდა წასვლა.გუნდი რომ ვერ მოამზადა მაგის ბრალია,ბიჭები თვეში ერთ ან ორ თამაშს თამაშობენ და ფორმიდან ვარდებიან,ღმერთმა ქნას ალტახთან არ მოუვიდეს ჩავარდნა.ისე ლექციებს რომ წააკითხებ ფრუიძეს,დარსაძეს და მათნაირებს იმიტომ ვართ იქ სადაც ვართ.ფრუიძე კაი ბაგაზეა დაბმული და არაფერი არ ანაღვლებს.
გოგა
ესენი ამის მერე ევროპაზე დაპუტავენ.ყველა ჩვენი გუნდებიდან გავარდებიან პირველივე ეტაპზე.თუ რამე ძაან არ გაგვიმართლა ყ ელა წააგებს
Guadua
არადა, როცა პირველ წრეში მეტოქე 5:0-ს გიგებს, თავმოყვარე გუნდი, იმის დასადასტურებლად, რომ მისი იოლი ლუკმა არ ხარ, ცოტა სხვაგვარად უნდა გაისარჯო სარევანშოდ, ყოველ შემთხვევაში, ისევ "მშრალად" და ისევ დიდი ანგარიშით არ უნდა აგებდე, თანაც ცხრილში ოდნავ უკან მდგომ უშუალო მეზობელთან. ავტორ 10 000 000% მართალი ხარ, მოდი ძმავ გულში ჩაგიკრა, ოქროს სიტყვებია რა. აი ესაა ქართული მწვრთნელობის , ფეხბურთელთა პროფესიონალიზმის, კლუბის მომზადებისა და მენეჯმენტის სრული სახე- ჩახდილი და გახდილია, გაშიშვლებულია ქართული ფეხბურთი მისი ასეთი უმსგავსო და ამაზრზენი სისუსტეებით, ამიტომაც ვართ იქ სადაც ვართ და ამის მერე ევროპის შესარჩევებზე რაიმეს ვითხოვთ? მე რომ ფრუიძის ადგილზე ვიყო, ან თვითონ წავიდოდი, ან მთელს კლუბს დავსჯიდი.
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის "საბურთალო" დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
გიორგი რეხვიაშვილი: თამაშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ლოგიკური შედეგია
გოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება