2013 წლის მერე ევროპული ტურნირები ჩვენი გუნდების გარეშე ტარდებოდა...
საქართველოს ჩემპიონი "დინამო" საკალათბურთო ჩემპიონთა თასზე ითამაშებს. ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილია, დარჩენილია გარკვეული ფორმალობების მოგვარება.

დინამოელები საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან. თუ ბარიერს წარმატებით დაძლევენ, ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაში განაგრძობენ. საკვალიფიკაციოზე წარუმატებლობის შემთხვევაში კი ევროპის თასზე, ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ.

სწორედ ევროპის თასზე მონაწილეობის განაცხადი შეიტანა "სოხუმმა".

სხვათა შორის, ერთდროულად ორ ქართულ გუნდს საერთაშორისო არენაზე 2012 წლის შემდეგ არ უთამაშია. ორს ვინ ჩივის, 2013 წლის მერე ევროპული ტურნირები ჩვენი გუნდების გარეშე ტარდებოდა...

შეგახსენებთ, რომ 1962 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელმა "დინამომ" ევროსარბიელზე ბოლოს 2002-03 წლებში ითამაშა, ჯგუფიდან გავიდა და მეოთხედფინალში უკრაინულ "აზოვმაშთან" დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არგო
სოხუმს გადააწნავენ გადასაწნავს ისევ და ფინანსური პრობლემით დაასრულებს იქ. რაც შეხება დინამოს დინაკოს საკუთარ ადგილს მიუჩენენ სამწუხაროდ .ჯწრ ევროპაზე დააქვეიტებენ და მერე იქიდანაც გამოაბრუნებენ.ნეტავ ვცდებოდე
quTaiseli
ეგ ბიუჯეტიც არ იქნებოდა საკმარისი ევროთასებისთვის იქ სერიოზული თანხებია როგორც ვიცი საჭირო. სოხუმს ეტყობა ვიღაც.კერძოდ ეხმარება თორე ის ბიუჯეტი რაცაქვთ გუნდებს ნაღდად არ ყოფნის ევროტურნირებს.წარმატებები სოხუმსაც და დინამოსაც.
ქუთაისი
ფინანსები თუ აქვს გუნდს ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება
kutaisi
ყველაზე დიდი ბიუჯეტი სუპერლიგაში ქუთაისს ჰქონდა შარშან და ყველაზე უფრო ევროტურნირები გვინდა ჩვენ მაგრამ ცინცაძეს და ტუღუშს გაატანეს მთელი ფული ამ ნიჭიერებმა აქედან
quTaiseli
ეტყობა სოხუმს აქვს მაგის ფინანსები და ქუთაისს არა.მეტი არაფელი.დღესთურა ხვალ მაინც გამოჩნდება ქუთაისში ადამიანი ვინც მიხედავს კალათბურთს სერიოზულად დღეს კიდე როგორც ვიცი მერიის ბალანსზეა გუნდი.
ქუთაისი?
ქუთაისს არ უნდა ეტყობა აბა სოხუმს თუ რთავენ ნებას ქუთაისს მითუმეტეს დაუშვებდნენ მაგრამ ეტყობა არ იყო აქედან მოთხოვნა... და რატომ არ იყო? იმიტომ რომ რბილად რომ ვთქ
mamulo
კი მაგრამ "ქუთაისი" -თასის მფლობელი და ვერცხლის პრიზიორია ,"სოხუმი" ძლივს გადაურჩა გავარდნას,რატომ გადის ეს გუნდი ევროპაზე და არა "ქუთაისი" მიპასუხოს ვინმემ თუ იცის??????
svan
ძალიან კარგი!!!
ako
მიდით მიდით ნამდვილად სასიხარულო ამბავია, კალათბურთი მაგარი სპორტია
სოსო
ძალიანაც კარგი.ეს საციცოცხლოდ აუცილებელია ,აქაც,რაგბშიც და ყველა გუნდურ სახეობაშიც.უნდა გამოიძებნოს თანხები ამისათვის.აუცილებლად.
rezo
ოოო,ეს კარგია
ქუთაისელი
ქუთაისი?
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა