"მტრედებმა" სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელეს
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" ფანკლუბმა "მტრედებმა" სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელეს.

"სხვადასხვა საიტსა და სოციალურ ქსელში კომენტარებს ვკითხულობთ და გვგონია, რომ ქართველები "სამტრედიაზე" მეტად "ყარაბაღს" გულშემატკივრობენ!

ნაცვლად იმისა, რომ ბიჭებს შემართება მისცეთ, გაამხნევოთ და თამაშისთვის შეამზადოთ, პირიქით იქცევით: მათ ლანძღავთ და დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებთ.

სირცხვილია! სად დაკარგეთ ქართველობა?! ცუდია თუ კარგია, ჩვენი გუნდია, საქართველოს სახელით გამოდის და ჩვენი თანადგომა სჭირდება!

პირადად ჩვენ არასოდეს დავწერთ და არასოდეს ვიტყვით ცუდს ქართულ კლუბებზე, რადგან ჩვენია. კარგად ჩანს უკვე რამდენიმე წელია თქვენი განწყობა "სამტრედიის" მიმართ. ვიცით, რომ ბევრს გინდათ, შევრცხვეთ და გამოვვარდეთ, მაგრამ იცოდეთ, კრიტიკა და ლანძღვა უფრო გვაძლიერებს და უფრო მეტად გვიჩენს მოგების სურვილს...

წარმატებები "ტორპედოს," "ჩიხურას" და ბათუმის "დინამოს" ევროტურნირებზე... გვჯერა, რომ ამ ეტაპს გადავლახავთ და თავს არ შევირცხვენთ. ჩვენ ქართველები ვართ და ფარ-ხმალს არასდროს ვყრით!", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, ნიონში, უეფას შტატბბინაში გამართულმა წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს და აზერბაიჯანის ჩემპიონები შეახვედრა. მატჩები 11 და 18 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას სამტრედიელები სტუმრად გამართავენ.

roma
ნიკა გეთანხმები, მე ბათუმელი ვარ, ბათუმის დინამოს ვგულშემატკივრობ ჩემპიონატში მაგრამ ევროთასებზე ზუსტად ისე ვგულშემატკივრობ ყველა ქართულ გუნდს როგორც ბათუმს, ბათუმი ჩემი ქალაქია და საქართველო ჩემი ქვეყანა. ყველამ უგულშემატკივრეთ და თან გააკრიტიკეთ ყველა გუნდიიიი.
ქომაგი
დაიხსომეთ ჩემი სიტყვა და არ დაიწყოთ მერე ნეტარ არიან მორწმუნენიო! სამტრედია აუცილებლად გადალახავს ყარაბაღის ბარიერს და ამით ბევრი მართლაცდა გაკვირვებული დარჩება! მითუმეტეს ცოტა გვაქვს ფეხბურთში იმის მაგალითები სუსტი და ღარიბი კლუბები თუ ნაკრებები ბობოლებს და გრანდებს რომ ამრცხებენ? უნდა გწამდეს და უნდა გჯეროდეს წარმატებისა და მოგებისა პირველ რიგში კი თვითონ ფეხბურთელებს , არა ნაკლებ ქართველ გულშემატკივარს. საერთაშორისო არენაზე წინასწარ წაგებულის მენტალიტეტით არც თამაში ივარგებს და მითუმეტეს ბალეშიკობა აქ ყველანი მხოლოდ უნდა გავერთიანდეთ და ქართულ კლუბებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ! ჩემპიონატშიკი- კი ბატონო ყოველთვის ღირსეულმა გაიმარჯოს!
სოსო
საქართველოში საკუთარ დედასაც აგინებენ სიტყვით, მაგრამ დედა ყველას უყვარს,ჩვენს ფეხბურთსა და ფეხბურთელებსაც აგინებენ,მაგრამ ისიც უყვართ.უბრალოდ ყიამყრალი ხალხია ეგენი და მოდას აყოლილი,ჰგონიათ აუგის თქმა მაგარი ბიჭობაა.
gizog
ნიკა გაიხარე, ნამდვილი ქართველი ხარ კარგადაც ამბობ ჩემი სამშობლო საქართველოაო, ესაა ქართული აზროვნება რომელიც მისასალმებელია.დიახ ნამდვილ ქართველთათვის სამშობლო საქრთველოა. ტელევიზიით და ინტერნეტით ტვინ მოღრეცილებზე რა უნდა ვთქვათ. ჩვენ ფეხბურთი და სპორტი განსაკუთრებულად იმიტომ გვიყვარდა ვქომაგობდით, რომ გვაერთიანებდა და ერთად ვიბრძოდით საქართველოს სასახელოდ. კიდევ უფრო ძალიან გამეხარდებოდა თუ თქვენ ახალგაზრდა ხართ და ასე აზროვნებთ.
არტაგი
გულშემატკივრების 80% სამტრედიის გამარჯვების მონატრულია!!....კლავიატურის ლომები კი არც არიან გულშემატკივრები...ისინი დაბოღმილი ხალხია...
Levani
არა ჩემო კარგებო, ყარაბაღს კი არ ვქომაგობთ. უბრალოდ გული გვწყდება, იმხელა უფსკრულია სამტრედიას, ტორპედოს, ჩიხურას, დინამოს დონესა და ყარაბაღს შორის. სხვა სისწრაფეები, ფიზიკა, თუნდაც ტაქტიკურ განსწავლულობასა და ტექნიკაშიც კი ჩამოვრჩებით. სამწუხაროდ იქ ფული იდება, ჩვენთან კი კლუბის შენახვა და პატრონობა დაახლოების გერმანიის სამოყვარულო ლიგის დონეზეა და რეალისტურად ვხედავთ სურათს.არ გინდათ ეგ პათოსი და გულზე მჯიღის ცემა, ჯანსაღი კრიტიკით და მოთხოვნით უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი და არა ასე - ყველას თავს ნუ მოატყუებინებთ...
zugdidi
მიდიტ ყარაბახს .... გროვასს მოიგებს სამტრედია ტავი არ დაზოგონ ბიჩებმაა
დათო ...
ფანკლუბის წევრებს . ის უფროა სირცხვილი ყარაბახს რომ 1,25 აქვს კოეფიციენტი, ის გირჩევნიათ კლუბის მართველებს მოსთხოვოდ რატო ასუსტებენ ყოველ წელს შემადგენლობას ,ნაცვლად გადძლიერებისა ? კიდე რომ შერცხვებით მერე ვიღას დააბრალებთ?ალბათ აქ კომენტარის დამწერებს ...
დათო რუსთავიდან
სწორედაც უნდა გააკრიტიკო როცა გული შეგტკივა, აბა რას გავს ამ კლუბების სატრანსფერო პოლიტიკა?ორი - სამი წლით არ ინარჩუნებენ შემადგენლობას მაგიტომაც არ ექნებათ შედეგი .სამტრედიის ფანკლუბს ურჩევნია კლუბის მართველებს მისცენ რჩევები და არა აქ კომენტარის დამწერებს...
emzari
რამდერჯერ აკვს სამტრედიას კარაბახი გ აბანზებული გადაავლეტ სტატისტიკას ტვალი.გაბალას მოვუგეტ კარაბახსაც მაგარ ომს გამოუცხადებს ბიჯები რიტა ზლიერი 32 34 36 ალბანელი სერბი და სჰამოცერილი ესპანელებიტ
giorgi
მე მჯერა სამტრედიის
giorgi
ამ შემადგენლობით ყარაბაქ კი არა ხასჰურის ივერიასაც ვერ მოუგებთ თუ ვინმე არ მოიყვანეს
kaxa qartveli
ბიჭებო მაგრად მოინდომეთ და ყარაბახს მიუჩინეთ თავისი ადგილი, როგორ მასხრად გვიგდებენ გეგონება ესპანელები იყვნენ, ოგონდ ეგენი გააგდეთ და ჩემპიონთა ლიგი უკვე აგარ გვაინტერესებს, თუ მეტს შეძლებთ ხო მთლად უკეთესი იქნება. მერე რას დაწერს ყაზბეგ ტუაევი ეგ .......
dila gori
მე მთელი გულით და სულით ვგულშემატკივრობ სამტრედიას ევროთასებზე, სამტრედიასაც და დანარჩენ ქართულ გუნდებსაც. ისე ველოდები მაგათ თამაშებს როგორც საქართველოს ნაკრების თამაშებს ველოდები ხოლმე და სხვაგავარად ვერც წარმომიდგენია. რა მნიშვნელობა აქვს რომელი ქალაქის გუნდი იქნება,რა ის ჩვენი არ არის? ქართველები არ ვართ? არ დავემსგავსოთ საფებურთო ქვეყნებს ამ ცუდ საკითხში. კარგი გადმოვიღოთ და კარგში მივბაძოთ. სამტრედია, ტორპედო,ჩიხურა, დინამო ბ. გორის დილას ერთი გულშემატკივრის სახით გულმხურვალე გულშემატკივარი გყავთ :)(ბოდიში ცოტა აბდაუბდა გამომივიდა:D)
svan
samtredski-ს შენ ევროპაში რასაც დაინახავ ყველაფრის გადმოტანა კი არ არის აუცილებელი(საჭირო) კარგის და ცუდის გარჩევა არ იცი?! ეგ შენი ჩიხურა და ბათუმის დინამო თუ ბევრ ქულებს დააგროვებენ მოგებებით 2 საკვალიფიკაციოდან კი აღარ ჩაერთვება "შენი" სამტრედია
toma
ვისაც სამტრედია არ მოწონს დინამოს უგულშემატკივრეთ მეორე წრიდან რო დაშალა ფიფიამ ფაქტიურად თუმცა კაია იოლად მოუგებთ მეორე წრეში .
ramazi
გტხოვტ ბიჯებო მოინდომეტ და დედაუტირეტ აზრებს იკაც მოუგეტ და აქაც დედაუტირეტ და ნუ ატკმევინებტ მაგ დახლ აზერებს ქარტველებზე მახლა ვდგავარტო
ნიკა
samtredski ულოგიკოა შენი შედარება უცხოური კლუბების ფანებთან, 30-40 მილიონიან ქვეყნებში, როცა მათი გუნდები სისტემატურად თამაშობენ ევრო სარბიელზე არც ჭირდებათ სხვა ქალაქის გულშემატკივრების გამხნევება და გვერდში დგომა იქ სრულიად სხვა მენტალიტეტი და ყოველდღიური ატმოსფეროა, აქ კი როცა საქმე პატარა ქვეყნის პატარა გუნდს ეხება მემგონი ყველა ვალდებულია სხვა ქალაქის გუნდს უქომაგოს და მისი ნეგატიური დამოკიდებულება მხოლოდ შიდა ჩემპიონატში დატოვოს, ეს ფეხბურთია და არა ომი. მე ტორპედოს გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ევროსარბიელზე ნებისმიერ ქართულ გუნდს ისე ვქომაგობ, როგორც წელს ვუქომაგებ ტორპედოს !! ამაში გასაკვირი არაფერია ჩემი სამშობლო ქუთაისი კი არა საქართველოა
baTumi
წარმატებებს გისურვებთ.
bejani
მიდიტ ბიჰებო სულ წარმატებიტ გევლოტ ტოლი არაფერსჰი დაუდოტ მაგ უჯისჰო აზერებს პირიქიტ ტქვენგან ისწავლონ.გმერტი ტქვენსკენ კველას დიდი იმედი გვაქვს ტქვენი
12
ლიგაზე აქამდე უნდა ეფიქრათ, გუნდი გაეძლიერებინათ ახალი ფეღბურტელებით და ქომაგობაც სათანადო ექნებოდათ. მაგრამ რას ვიზამთ სამტრედის კლუბს კი არა ქვეყანას არ ყავს პატრონი... ასეთი უშანსოთ ქართული კლუბები არასეროს ყოფილა.
samtredski
ევროპაშიც ასეა შიდა ჩემპიონატის გამო ფანები არ გულშემტკივრობენ ევროპაზე და ნურც თქვენ გიკვირთ მე მაგალითად ტორპედოს სამტრედიას გარდა არ ვგულშემატკივრობ სხვა ქართულ გუნდებს ასე რომ გასაკვირიც არაფერია.
გულშემატკივარი
გულშემატკივრები კლუბებთან ერთად იზრდებიან, გგულშემატკივრობთ და წარმატებებს გისურვებთ გურიიდან!!!
simartle
რას იშლიტ ნერვებს სამტრედიელებო, სად იყო ინტერნეტი ქარტველები გოლის გამტანსაც აგინებდენ ბირჟაზე რომ ვიკრიბებოდიტ, ეს რა მაგრი გოლი გაიტანა ამის დედაო და რომ ვერ გაიტანდა, რაფერ ვერგაიტანა ამის დედაო, ახლა ინტერნეტში გადავიდა ეს ყველაფერი.
zzz-s
შენ თუ შეგჯავრდა, სხვისი სახელით ნუ ლაპარაკობ...
tngh
გამაგრდით და მოემზადეთ ბიჭებო!!! ინტერნეტ-ბოღმებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ისინი ორღობის ჭორიკნებზე უარესები არიან...
romandro
daunaxavebit da bogbianebit savsea samwuxarod es qveyana,eseti gamartuli gundi neta rodis yolia samtredias? an da exla ro federacia mushaobs da chaobidan amoyavs qartuli fexburti da mainc lanzgaven es martlac didi umadurobaa,warmatebebi qartul klubebs...
Giorvi
carmateba samtredias da imedia racsheizleba cin cavalt es gundi unda gadavlaxot uproblemot viva samtredia
jora
ესეთი დამოკიებულება იგრძნობა ყოველთვის ფეხბურთთან მიმართებაში არ მინდა სხვა სპორტზე რამე ცუდი ვთქვა მაგრამ მე მგონი ყველასთვის გასაგებია რასაც ვგულისხმობ.
gia
მეტოქე გუნდის გინება იმიტომ რომ გიგებთ თქვენ გუშემატკივრობა გგონიათ.მაშინ არ ხართ ქართველები ერთმანეთს რო აგინებთ???
akvilina
თქვენ ითამაშეთ ხარისხიანა და ზესტაფონი თქვენთანაა დედუა.
svan
თქვენ ყარაბახს კი არა ასტრალსაც გაცდებით(მარტო სამდრეიას არ ვგულისხმობ)!
ZZZ
გუნდმა კი არა, თქვენმა უსაქციელობამ შეაზარა ყველას "სამტრედია"
Guadua
ბიჭებო! ნამდვილი გულშემატკივრები არც მუჭებს იქნევენ,არც დედას იგინებიან და არც არავის მტრად არ აცხადებენ. გულშემატკივარი თავის კლუბს გულშემატკივრობს და სხვებს პირს არ უკრავს. თქვენი წუხილი გვესმის ჩვენ, ნამდვილ გულსემატკივრებსაც,ჩვენ ფანები არა ვართ,ჩვენ სტაჟიანი გულშემატკივრები ვართ ხმაურის და აქციების გარეშე, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ თუ საიდან იზრდება ამ პრობლემის ფეხები და კუდები. სამტრედიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაინფორმირებული საიტი , მას აქვს ყველაზე სუსტი და ძალიან გაუგებარი პოლიტიკის მატარებელი ფეისბუქ გევრდი, სადაც ნებისმიერი განსხვავებული აზრია დევინილი ვიღაც ყურულაშვილის,ვიღაც გოგონა შალამბერიძის,ვიღაც კა ხა -ს და სხვა ანგაჟირებული პირების მიერ. კლუბს არა აქვს არანაირი საჯაროობის პოლიტიკა,ის იქცა დახურულ ორგანიზაციად.ნახეთ როგორ მუშაობს დინამო, ტორპედო,ბათუმის დინამო გულშემატკივრებთან და საზოგადოებასთან. აი ამ ყველაფერს მოაქვს ეს შედეგი. კლუბის მენეჯმენტის პირდქპირი ბრალია რომ სამტრედიაში წელს ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია დასწრების და ისტორიულად უმსგავსო შედეგები დადო კლუბმა თავის მოედანზე. ჩემპიონობის მერე აღმასვლის ეიფორიის მაგივრად დეგრადაცია მიდის , აი ეს გვიკლავს გულს. ჩვენაც ქართველები,სამტრედიელები ვართ და ჩვენაც გვინდა პირველ რიგში სამტრედიას წარმატებები, მაგრამ სურვილები სურვილებად რჩება თუკი კლუბის მენეჯმენტს არაფერი აინტერესებს. გამაგრდით,თქვენი საქმე ისე აკეთეთ როგორაც აკეთებდით და ადრე თუ გვიან კლუბსაც მიეხედება,ყველაფერი გამოსწორდება.
ქუთაისელი
მე ქუთაისელი ვარ, ქართველობა არ დამიკარგია და ყარაბაღთან გგულშემატკივრობთ! :)
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]