წესით, სპორტული კომპლექსი დეკემბერში უნდა გაიხსნას
ცნობილია, რომ ბათუმის "დინამოს" ანგისას საწვრთნელი ბაზის მშენებლობა გარკვეული დროით შეჩერებული იყო და მხოლოდ ორიოდე თვის წინ განახლდა, მაგრამ ბოლოდროინდელი მონაცემებით, კარგი ტემპით მიმდინარეობს და წესით, სპორტული კომპლექსი დეკემბერში უნდა გაიხსნას - სწორედ ასეთია აჭარის ხელისუფლების დაპირება.

ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნების გარდა, კომპლექსში მოეწყობა 100 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო, სპორტსმენების ვარჯიშისა და დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მოცულობითი ტერიტორია პარკინგისთვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობა დაათვალიერა და მის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

"ეს არის ბათუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. წლების განმავლობაში ბათუმის "დინამოს" არ ჰქონდა საწვრთნელი ბაზა და მეზობელ რაიონში ვარჯიშობდა, მაგრამ მალე გუნდს არაჩვეულებრივი ბაზა ექნება. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომელთა ძირითადი ნაწილი რამდენიმე თვეში დასრულდება. ეს არის საკმაოდ ღირებული პროექტი, რომელზეც 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება", - განაცხადა პატარაძემ.

სპორტული ბაზის მშენებლობა გასული წლის 17 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ელექტრომშენმა" ვალდებულება არ შეასრულა. ამის გამო მასთან ხელშეკრულება შეწყდა. საინტერესოა, რომ "ელექტრომშენის" ანგარიშზე ბათუმის მერიამ 2 მილიონი ლარი ავანსად ჩარიცხა, რაც გარანტორი ბანკისგან შემდეგ უკანვე დაიბრუნა.

ახალ ტენდერში პროექტის განხორციელების უფლება შპს "მონოლითი 2005"-მა მოიპოვა და მშენებლობას ამჯერად სწორედ ეს კომპანია ახორციელებს. საინტერესოა, რომ ინდივიდუალური სკამები უკვე შეიძინეს და მის დამონტაჟებას მალე დაიწყებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
რა ხდება სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით? ამაზე სისტემატურად უნდა იწერებოდეს ინფორმაცია, რომ არ მოდუნდეს ყურადღება.
otar
ბატუმსჰი გაანგურეს 3 სტადიონი....
სოსო
სტადიონი,სტადიონი ააშენეთ!ჰპირდებით და არ აშენებთ/ცარიელი სიტყვისა აღარავის სჯერა.
ლუკა
ალბათ მოაჯირების დაყენებას, კარფანჯრების ჩასმას და კედლების შეღებვას სათითაოდ მიუძღვნით სტატიებს! საინტერესოა თუ დაესწრება ბატონი მთავრობის თავმჯდომარე უნიტაზის დაყენებას საპირფარეშოში? ეს ხომ უდიდესი მოვლენა იქნება ბათუმის სპორტული ინფრასტრუქტურის არნახულ აღმშენებლობაში?!
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?
ბათუმში ფეხბურთი ბრუნდება - "დინამო" და "შუქურა" აჭარის მთავარ ქალაქში ითამაშებენ
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
რა ხდებოდა სტადიონზე ბათუმში ანგისას ბაზის გახსნის დროს [PHOTO]
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"ერთ-ერთი საუკეთესო იქნება" - ბათუმის "დინამო" 49 წლით "ლამინი ჯგუფს" გადაეცემა
ბათუმის "დინამოს" სამომავლო გეგმები: 9-მილიონიანი ინვესტიცია, აქციები ფანკლუბს, ტრანსფერები...
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
შეწყდა!.. ტენდერი ისევ ჩაიშალა, ანგისას ბაზა ჰაერში გამოკიდებული რჩება
რევაზ ჩელებაძე: ამას პირველად "ლელოსთან" ვამბობ...
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" საფეხბურთო ბაზაზე მინდვრის საფარი დააგეს [PHOTO]
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება