"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე აგდამის "ყარაბაღთან" მეტოქეობაზე ისაუბრა
"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ აზერბაიჯანულ გამოცემა azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე აგდამის "ყარაბაღთან" მეტოქეობაზე ესაუბრა.

საქართველოს ჩემპიონი მეტოქეს 11 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, 18-ში კი თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

- "ყარაბაღის" მწვრთნელსა და კაპიტანს თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ"

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

- კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"

- უკვე დაიწყეთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თქვენი მეტოქე გუნდის - "ყარაბაღის" შესწავლა?

- დიახ, ვაანალიზებთ მეტოქეს. ძლიერი გუნდი შეგვხვდა. მათ ბოლო წლებში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მოთამაშეებიც კარგი ჰყავთ და მწვრთნელიც ძლიერია. ვსწავლობთ მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს.

- სუსტი მხარეები იპოვნეთ?

- სუსტი მხარეები არათუ "ყარაბაღს", "ბარსელონასა" და "რეალსაც" აქვთ.

- მეტოქე გუნდის შემადგენლობაში ვის გამოარჩევდით?

- არავის გამორჩევა არ მსურს. "ყარაბაღი" ძლიერია გუნდური თამაშით, რაც გუნდის მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემს სიტყვებს ადასტურებს. ეს გუნდი კარგად უტევს. სხვათა შორის, შეტევა ჩვენც გვიყვარს. კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.

- ალბათ, შეიტყობდით, რომ "ყარაბაღი" უფრო ძლიერია იმ "გაბალაზე", რომელმაც შარშან იოლად გაჯობათ ევროპალიგის სტარტზე.

- დიახ და ეს შედეგებიდანაც ჩანს. აგდამელები უკვე მეოთხე წელია ზედიზედ ხდებიან ქვეყნის ჩემპიონები.

- რამდენად შეიცვალა "სამტრედია" გასულ სეზონთან შედარებით?

- ჩვენი ორი ფეხბურთელი ევროპაში წავიდა, სადაც წარმატებით გამოდიან. შარშან ახალგაზრდული შემადგენლობა გყავდა და გამოცდილება დაგვაკლდა. ამ ერთ წელიწადში კი ეს შევიძინეთ, გავძლიერდით და უკეთ ვთამაშობთ.

- აზერბაიჯანში არავის სჯერა, რომ "ყარაბაღს" ამ ეტაპზე ფეხი დაუცდება. თქვენი გუნდის შანსებზე რას იტყვით?

- წარმატების რომ არ გვჯეროდეს, ევროთასებზე არც გამოვიდოდით. ვნახოთ, რა გამოვა.

- პირველი თამაში ბაქოშია. ეს უპირატესობას გაძლევთ?

- ამას დიდ მნიშვნელობას არასდროს ვანიჭებ, თუმცა პატარა უპირატესობა მაინც არის. თუკი გატანას მოვახერხებთ, ჩვენი შანსები გაიზრდება.

- პირველ მატჩში "გაბალასაც" კი გაუტანეთ, მაგრამ სამაგიეროდ ხუთი გაუშვით...

- დიახ, ხუთი გოლის ამოქაჩვა საპასუხო მატჩში ძალიან ძნელია. იმ თამაშში ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით. მაშინ გამოუცდელი დაცვა გვყავდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. უკეთესად ვართ მომზადებული.

კახა ქირია
თამაში ყველასთან შეიძლება,ბოლო -ბოლო "ყარაბახია" "რეალი"ხომ არაა.ბოლომდე დაიხარჯეთ ბიჭებო, გამოვა რამე.ეხლა საპასუხო შეხვედრას მინდა დაუბრუნდე.იქნებ ზესტაფონში გეთამაშათ,სტადიონი გაივ სებოდა,უფრო ახლო არაა.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.რა გახდა ეს სტადიონები.დავიღალე ერთი და იგივ ეს წერით.
დათო ...
ხოხმაა ეს კაცი :-):-) დანიის მეორე ლიგაში და ლატვიის ვაი ჩემპიონატში თამაში თუ ევროპაში წარმატებულ გამოსვლად ითვლებოდა პირველად მესმის ... ვიცინო თუ ვიტირო გამაგებინეთ ???? :-(:-(
დათო რუსთავიდან
პირველი-ზივზივაძე ესბიერგი დანიის პირველიდან მეორე დივიზიონში გავარდა თან ძირითადში არ ათამაშებდნენ. მეორე შერგელაშვილი "ლატვიის" რიგასი 8 გუნდიან ჩემპიონატში მე 5 თე ადგილზეა და ამათ თამაშს უფრო სწორად ტანჯვას რო დაარქმევ ევროპაში წარმატებულ გამოსვლას სასაცილოა . ვიცინო თუ ვიტირო ბატონი ცეცადძის ამ ნათქვამზე ვეგარ გამიგია ???
ბესიკი
წარმატებები სამტრედიას! ბიჭებო არ შეგეშინდეთ და გქონდეთ რწმენა, რომ თუ ძალიან მოინდომებთ გამარჯვებას მოიპოვებთ და ყარაბახს დაამარცხებთ, რწმენას მთები შეუძლია რომ შეძრას. აბა თქვენ იცით მთელი ფეხბურთის მოყვარული საქართველო თქვენ გიქომაგებთ.
romandro
warmatebebi gias tavis klubtan ertad,waagebt tu moigebt namdvili gulshematkivrebi yvela qartuli klubis gverdit vart.da araflis gamketebel kritikosebs yuradgebas nu miaqcevt es chemze uket tqpvenc icit.winsvla yvela qartul klubs...
ქართველი
ქართველი ჟურნალისტები რატო არ უკავშირდება ყარაბახის მწვრთნელს ან პრეზიდენტს ? აზერები,რომ გვწვდებიან ყველგან და ყოველთვის,რა მიუწვდომელები ესენი არიან ? თქვენც დაუსვით ინტრიგნული კითხვები და შეახსენეთ,რომ ქართული ფეხბურთი ისევ ცოცხალია და კავკასიაში პირველები ჩვენ ვართ !!!
ogafa
ცეცაძე თუ შეუტევ გაუტნ და იქვე დვამარცხებთ აზერბაიჯანში ყარაბახს დიდი არაფერი გუნდია.
zviadi
ხედავთ სადამდე გაგვიბლატავდნენ, პირდაპირ დასცინის და ენაგლება ის ... "ჟურნალისტი" მასხარად გვიგდებენ. ესენი არცერთ შემთხვევაში არ უნდა .., სპორტულად თუ მოგიგებს ფიზიკურად მოსვა ....რომ ადგილი ასწავლო არ ბევრი არ გაგიბედოს თორე მერე ნახე სადამდეც გაუვათ ყველაფერს იზამენ. თურქეთმა მოგვიგო ადრე საქართველოში და ბიჭებმა სულ ....ს. სწორი იყო, მთავარია არ გაგიბლატავდეს ეს არანაირად არ უნდა დაუშვა.
ზურა
ჯანგო შე დაუნახავო. მაგ სიმართლით გატაროს ღმერთმა
პაატა
ძალიან ვგულშემატკივრობ ჩვენს ფეხბურთს, ნაკრებს და კლუბებს, მაგრამ ბ-ნო გია პარალელებს როცა ავლებთ გაეშვით ბარსას და რეალს, ზოგადად გრანდებს, ცოტა სხვა დონის კლუბების, მაგალითად რუსული და აზერბაიჯანულის შედარება და ანალიზი გააკეთეთ.სამწუაროდ დღეს ჩვენი ფეხბურთი (მწვრთნელები და ა.შ.) სტუდენტების დონეზე ვართ (თუ გვინდა საერთოდ სწავალა?!), ხოდა გაეშვით პროფესურის დონეს! სასცილოა ბარსას და რეალის თამაშების ანალიზს რა დონეზეც აკეთებენ ჩვენი "სპეციალისტები"
kaxa qartveli
ბატონო გია ყარაბახი უნდა დავსაჯოთ ქართული ფეხბურთის შეურაწყოფისთვის, გია ჩემი სასწავლი არაფერი გჭირთ ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი ხართ მაგრამ ერთ, რჩევას მოგცემთ თუ შეიძლება.. ისტორიულად რაც ძველი თამაშები ვნახე ნეფტჩის და აზერბაიჯანის ნაკრების, 80 პროცენტი წაგებული აქვთ თამაშები როდესაც კარგავენ ბურთს, ანუ თავიანთი შეტევის დროს დაკარგული ბურთის დროს, და იქნებ გეფიქრა კონტრშეტევის ტაქტიკაზეც ბატონო გია. გმერთმა გამარჯვებულები დაგაბრუნოთ ბაქოდან.
e;d
არც ეხლა გვკავს უკეტესი დაცვა სამწუხაროდ
Jango
- რამდენად შეიცვალა "სამტრედია" გასულ სეზონთან შედარებით? - ჩვენი ორი ფეხბურთელი ევროპაში წავიდა, სადაც წარმატებით გამოდიან. შარშან ახალგაზრდული შემადგენლობა გყავდა და გამოცდილება დაგვაკლდა. ამ ერთ წელიწადში კი ეს შევიძინეთ, გავძლიერდით და უკეთ ვთამაშობთ. ----------- აი აქ უკევ ყველაფერი დამთავრებულია, ეს კაცი არა მარტო აზერებს, ქართველებსაც გვაშაყირებს დაუნდობლად. გია, რისი გაძლიერება როცა არ იცი ყოველ ახალ მატჩზე როგორ შეაკოწიწო გუნდი და ვინ დააყენო? 15 კაცი გყავს გუნდში მხოლოდ 20 წელს გადაცილებული,ლიგაში ყველაზე მოკლე სკამი გაქვს. ღმერთმა ჰქნას რომ მოიგოთ, მაგრამ სასწაულებით კი არა კონკრეტული ხარისხით და კლასით მინდა რომ მოიგოთ. მე პირადად თვით ფეხბურთელებსი უფრო მჯერვას და მწამს ვიდრე მწვრთნელის და კლუბის მენეჯმენტის. ვიცი რომ ეს 2000 ლარიანი ხელფასის მქონე ბიჭები სულს და გულს დადებენ რომ გაიმარჯვონ. წარმატებას გისურვებთ სამტრედიას ყოველ ფეხბურთელს.
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ყარაბაღი VS სამტრედია - კავკასიური ფეხბურთის წრე
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
გია ცეცაძე: "ყარაბაღთან" დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ
ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
პრობლემა: ალიევის, "ყარაბაღის" დოლარებისა და ჩამორჩენის ფონზე...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ვინაა "ჩელსი"-"ყარაბაღის" მატჩის მონაწილე "უცნობი ქართველი"
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა