ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ვიდეორეფერი, უკან პასი მეკარესთან და სხვა - ბოლო 25 წლის ცვლილებები ფეხბურთის წესებში

ვიდეორეფერი, უკან პასი მეკარესთან და სხვა - ბოლო 25 წლის ცვლილებები ფეხბურთის წესებში

ვიდეორეფერის შემოღებამ ბევრი რამ შეცვალა
ამ სამყაროში ყველაფერი ვითარდება და გამონაკლისი არც ფეხბურთია. სულ ბოლო ცვლილება თამაშის წესებში ვიდეოგამეორების ჩართვაა. დღეს არ განვსჯით ნოვაციების დადებით და უარყოფით მხარეებს. უბრალოდ, მკითხველის სამსჯავროზე გამოვიტანთ იმ ცვლილებებს, რომლებიც თამაშის წესებში ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა...

უკან პასი მეკარეს

1992 წლიდან დაწყებული, მეკარეებს ეკრძალებათ საკუთარი გუნდის მოთამაშის მიერ უკან მიწოდებული პასის შემდეგ ბურთის ხელში აღება. ეს აკრძალვა ეხება მხოლოდ ფეხით გაკეთებულ გადაცემას. სხეულის სხვა ნაწილით ბურთის მეკარისათვის მიწოდება დაშვებულია. თუ მსაჯმა ჩათვალა, რომ ბურთი მეკარეს პარტნიორის ფეხიდან ასხლეტით მიუვიდა, მას მაინც შეუძლია ხელში მისი დაჭერა.

ტექნიკური ზონა მწვრთნელებისათვის

ახლა ამის დაჯერება რთულია, მაგრამ 1994 წლამდე მწვრთნელებს შეეძლოთ იქ ესეირნათ თამაშის დროს, სადაც მოესურვებოდათ. ახლა ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ ტექნიკურ ზონაში ყიფნით, რომელიც სიგრძით რამდენიმე სანტიმეტრით აღემატება სათადარიგოთა სკამს. ის გვერდით ხაზთან ერთი მეტრის დაშორებით მთავრდება. ისე, მსოფლიოში ბევრი მწვრთნელია, რომელიც ამ აკრძალვას არად დაგიდევთ.

სამი ქულა მოგებისათვის

პირველად სამი ქულა მოგებისათვის გუნდს 1981 წელს მიაკუთვნეს, მაგრამ ეს წესი მასიურად 1994 წლიდან მოქმედებს. გუნდებს მოგებაზე თამაშისათვის მეტი სტიმული გამოუჩნდათ და ეს ძალიან კარგია.

შეცვლები

შეცვლების თანამედროვე წესი (სამი შეცვლა ოფიციალურ მატჩებში) 1995 წლიდან მოქმედებს. ნებადართულია ნებისმიერი მოთამაშის ნებისმიერით ჩანაცვლება. მათ შორის, ის ფეხბურთელიც შეიძლება შეიცვალოს, ვინც თავად ჩაერთო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან.

გადადებული სასჯელი

90-იანი წლების შუიდან მატჩის არბიტრს შეუძლია, არ გააჩეროს თამაში, თუ დაზარალებულის გუნდის ფეხბურთელი ან თავად ის ფლობს ბურთს და ავითარებს სახიფათო შეტევას. ჯარიმის დროს მსაჯი აჩვენებს კონკრეტულ ჟესტს, რომლითაც ის მიანიშნებს, რომ დაინახა ჯარიმა, მაგრამ არ გააჩერა თამაში და ის ამ ჯარიმას გუნდს შეასრულებინებს უახლოესი პაუზისას. კლასიანი არბიტრის ერთ-ერთ მთავარ თვისებად დღეს ამ ეპიზოდის შეგრძნობის უნარი ითვლება.

ვარდნა უკნიდან

1998 წლიდან წესების ასეთი დარღვევა განსაკუთრებით მკაცრად ისჯება. არბიტრს სრული უფლება აქვს, დამნაშავეს წითელი ბარათი აუფრიალოს. ბოლოს მსაჯებმა ეს წესი ცოტა მიივიწყეს, მაგრამ მას სულ იხსენებენ დიდი ტურნირების წინ.

ბრძოლა სიმულანტებთან

მეოცე საუკუნის ბოლოსკენ ფეხბურთი ბალეტს დაემსგავსა. სიმულანტები ძალიან ხშირად ითხოვდნენ საჯარიმოსა თუ თერთმეტმეტრიანს, სხვადასხვა სასჯელს მოწინააღმდეგისათვის. დღეს სიმულაცია მკაცრად ისჯება.

კარიდან კარში გატანილი გოლი

როგორი უცნაურიც უნდა იყოს, 1998 წლამდე ასეთი დარტყმებით გატანილი გოლები არ ითვლებოდა.

ექვსი წამის წესი

2002 წელს ახალი წესი შემოვიდა ფეხბურთში. მეკარეს მხოლოდ ექვსი წამის განმავლობაში შეუძლია ბურთის ხელში დაჭერა. იქამდე მეკარის მიერ ბურთის დაყოვნებას ყველა მსაჯი თავისებურად სჯიდა. ამ წესმა ყველაფერი ჩარჩოში ჩასვა.

ოქროს გოლის წესის გაუქმება

ეს წესი 1993 წლიდან 2004 წლამდე მოქმედებდა. თუ გუნდები ძირითად დროში ვერ გამოავლენდნენ გამარჯვებულს, დამატებით დროში ისინი "კატენაჩოს" თამაშობდნენ, რადგან გუნდი, რომელიც გოლს გაუშვებდა, ეგრევე დამარცხებულად ცხადდებოდა.

ეს წესი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, იტალია საფინალო შტურმს მოაწყობდა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ფინალში, მანამდე კი პორტუგალია ნახევარფინალში. არადა, ჩვენ ვნახეთ მინდორზე დაცემული იტალიელები და ლუიშ ფიგუ, ვინც მანამდე დატოვა მინდორი, სანამ ზინედინ ზიდანი თერთმეტმეტრიანს დაარტყამდა.

ზედმეტი ნივთები

2008 წლის შემდეგ ფეხბურთელები გასახდელის კარადაში ტოვებენ ათასგვარ ბრასლეტს, ბეჭედს, ყელსაკიდს. ორთაბრძოლების დროს მათ შეიძლება მფლობელსაც კი მიაყენონ ტრავმა.

მსაჯები კარს უკან

ვიდეოგამეორებების თემა ძალიან რომ არ გააქტიურებულიყო, ჩინოვნიკებმა კარს უკან ორი დამატებითი მსაჯის გამწესება მოიფიქრეს. თავდაპირველი ჩანაფიქრით, ისინი მთავარ მსაჯს გოლის ეპიზოდში უნდა დახმარებოდნენ. მათი მთავარი ფუნქცია მდგომარეობდა იმაში, შეემჩნიათ, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი და იყო თუ არა წესების დარღვევა საჯარიმო მოედანში. მსაჯების შეცდომებს ამან ვერ უშველა, თემა კი კიდევ უფრო გამწვავდა.

სპრეი

იდეა ჯერ კიდევ 2000 წელს არსებობდა, მაგრამ პირველად ის გამოიყენეს კოპა ამერიკაზე 2011 წელს. მასიურად მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატიდან იყენებენ. თავიდან ეს ქმედება ირონიის საგანი იყო, მაგრამ ახლა მას ყველა მიეჩვია.

ბურთის ცენტრიდან გათამაშება

უცნაირი წესი, რომლის დროსაც ბურთის გათამაშებისას მხოლოდ წინ პასი შეიძლებოდა, 2016 წელს შეცვალეს. ახლა ცენტრალურ წერტილთან შეიძლება ერთი ფეხბურთელი იყოს და პასსაც იქ გააკეთებს, სადაც უნდა.

ვიდეოგამეორება

ჯერ მხოლოდ სატესტო რეჟიმშია. არადა, უკვე გაუუქმა გოლები კონფედერაციათა თასზე პორტუგალიას, ჩილეს და მექსიკას. ვიღაც მიიჩნევს, რომ ეს ფეხბურთში ემოციას კლავს, ვიღაც ძალიან კმაყოფილია, მავანი კი ტექნოლოგიის სიძვირეზე წუწუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში

"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...

"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს

"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე

"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია

U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს

მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება

მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა

[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა

პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს

უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს

მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე

[ეროვნული ლიგა] ...ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემა?

ნუთუ ეს შესაძლებელია - "ლივერპული" პსჟ-ს ვარსკვლავის შეძენას აპირებს

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა

"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია

ჩილე-გერმანია 0:1 - ტერ შტეგენის ფინალი [VIDEO]

კონფედერაციათა თასი 2017. შეჯამება: ეს იყო პეტერბურგში...

პორტუგალია - მექსიკა 1:1 (2:1. დ. დ) - პეპე რომ არა [VIDEO]

"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს

კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ჩემპიონია

გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ

კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა

საჩივარი არ დაკმაყოფილდა - რუსები საერთაშორისო ტურნირებიდან კვლავ მოკვეთილები იქნებიან

აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს

კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ფინალში ჩილეს დაუპირისპირდება

გერმანია-მექსიკა 4:1 - მუნდიალის ჩემპიონი მუნდიალის რეპეტიციის ფინალშია [VIDEO]