32 წლის თავდამსხმელთან ხელშეკრულება წელიწადნახევრიანია, რომელიც შესაძლოა, ერთი წლით გახანგრძლივდეს
პოლონურ "იაგელონიასთან" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე ბათუმის "დინამომ" ოთარ მარცვალაძე დაიმატა. ეს ამბავი კლუბის სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ დაგვიდასტურა.

"მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და მარცვალაძე ევროპალიგაზე დაგვეხმარება. მასთან კონტრაქტის გაფორმებაზე შევთანხმდით. ხელშეკრულება წელიწადნახევრიანია და მერე, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივოთ", - ამბობს მახარაძე.

თუმცა 32 წლის თავდამსხმელი პირველ შეხვედრას გამოტოვებს:

"სეზონის დასრულების შემდეგ ოთარი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და რადგან კონდიციების გაუმჯობესება ესაჭიროება, "იაგელონიასთან" პირველ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება, მეორე მატჩისთვის კი მზად იქნება".

მარცვალაძე 16 წლის იყო, თბილისის "დინამოს" აკადემიიდან თელ-ავივის "ჰაპოელის" ასაკობრივ გუნდში რომ მიიწვიეს. ისრაელში მან ერთი წლის განმავლობაში ითამაშა. პროფესიული კარიერა კი 2001 წელს, "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო. თამაშობდა კიევის "დინამოში", "ზაკარპატიეში", მახაჭყალის "ანჟიში", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში", "კრასნოდარში", ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", თბილისის "დინამოში", "ტოსნოში", გორის "დილასა" და "ორდაბასიში".

2010 წელს, 21 გოლით, რუსეთის პირველი დივიზიონის ბომბარდირი გახდა. საქართველოს ნაკრებში 2006-15 წლებში იწვევდნენ. "ჯვაროსნების" ფორმით ჩატარებულ 22 შეხვედრაში მარცვალაძემ 2 გოლი გაიტანა.

...27 ივნისს ბათუმის "დინამო" ქუთაისში ჩავიდა, სადაც "ტორპედოს" საღორიას ბაზაზე ივარჯიშა, დღეს კი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "იაგელონიასთან" მატჩისწინა გენერალურ რეპეტიციას გაივლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა ქირია
მიდი ოთარ აბა შენ იცი.კარგიფეხბურთელია ნამდვილად.წარმატებები!
გივი
ყველა გუნდი ერთი სვლით წინ უსწრებს ტორპედოს გუნდის და ფორვარდების კომლეკტაციაში.
ქუთაისელი
მეც და ახლობლებს გაგვიხარდა გამოცდილი და დისწიპლინირებული, გოლეადორის ჩარიცხვა დინამოს რიგებში!
ქუთაისელი
ბატონო კახა ვინ არ გინთებს მწვანე შუქს, რომ კარგი ვორვარდი მოიყვანო. თუ ისეთები გაწყობს რომ თავში პაშტეტი აქვთ, და სხეულზე ტატუიროვკები!
გივი
რომა ტორპედოში ჩემი ნება რომ იყოს შეტევაში მარტო კაპანაძეს დავტოვებდი.
ქუთაისელი
მეც და ახლობლებს გაგვიხარდა გამოცდილი და დისწიპლინირებული, გოლეადორის ჩარიცხვა დინამოს რიგებში!
gizog
ოთარ გაიხარე მართლაც კარგი ადამიანი ხარ, საქართველოში რომენ გუნდსაც დასჭირდა უარი არვის უთხარი დახმარებაზე. კიდევ შენი პასი ხორვატიასთან კობიაშვილზე საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. გაიხარე ოთარ ღმერთი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის.
gizog
ზოგი ახალგაზრდის მართლაც ბებრული, ბოდიში უფრო სწორი იქნებოდა უაზრო ბოდვები მაკვირვებს.
გიორგი ვარშავიდან
იაგელონია ბათუმის თამაშს საქართველოს რომელი არხი აჩვენებს ? ვინმეს შეუძლია გვითხრას ?
roma
არ მესმის ასეთ ბებერ ფეხბურთელებს რათომ იმატებენ? ჩემი აზრით ასეთი ფეხბურთელები სამომავლოდ არ გამოგვადგებიან, გუნდს აშენებენ ისეთს რომელიც ერთ თამაშში ითამაშებენ და მთელი სეზონი გაუცდებათ და დააბრალებენ ტრამვებს.
ბესო
გამიხარდა ეს ამბავი, წარმატებები ოთოს და ბათუმის დინამოს!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ჯაბა დვალი: გადავწყვიტე, დავრჩე!..
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბათუმის "დინამო": საევროპო განაცხადის სიურპრიზები
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ინფრასტრუქტურა: "შევარდენს" "შევარდენზე" უნდა, ანგისას ბაზაზე მშენებლობა განახლდა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მალხაზ მახარაძე: "იაგელონიას" შარშან 1:0 მოვუგეთ...
ბათუმის "დინამო": ფროლოვი პარასკევიდან, ანგისა აგვისტოდან [PHOTO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა