ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

[ოთხშაბათის საკითხავი] გვეწყინა, მაგრამ უნდა შევეგუოთ!..

[ოთხშაბათის საკითხავი] გვეწყინა, მაგრამ უნდა შევეგუოთ!..

...ისე ჩანს, რომ თბილისის "დინამოს" ახალი გზა რაღაცით უნდა დაემსგავსოს ზაგრების "დინამოს" სავალს
თბილისის "დინამო" ორმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა დატოვა. გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსაში" წავიდა, საბა ლობჟანიძე კი - დანიურ "რანდერსში". ამბობენ, რომ გადაწყვეტილია გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი ბელგიურ "გენტში". შეიძლება სხვებიც წავიდნენ, მაგალითად - ბაჩანა არაბული, ვისი კონტრაქტიც "დინამოსთან" სულ მალე მთავრდება...

ამ ტრანსფერებს გულშემატკივრებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელი აღმაფრენისა და ნაჩვენები თამაშის ფონზე უპრიანი იქნებოდა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და ახალი ფორმაციის "დინამოს", ამ შემადგენლობით, ერთხელ მაინც უნდა ეთამაშა ევროთასებზე. რა თქმა უნდა, ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ისიცაა, რომ მომხდარში მხოლოდ კლუბის ხელმძღვანელობას ვერ დავადანაშაულებთ.

თავიდათავი, ანუ ამოსავალი წერტილი ამ ამბავში ის არის, რომ ფეხბურთელს ძალით ვერაფრით დაიჭერ. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მანამ, სანამ ფეხბურთი არსებობს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად უდგება საქმეს. "დინამო" იქნება თუ სხვა კლუბი, როცა ჩნდება ახალი ნაპერწკალი და იმედი, ზოგადად ჯობია, რომ მისი ნაყოფი ვნახოთ. სხვისი არ ვიცი და, პირადად მე რომ ვიყო, აუცილებლად დავრჩებოდი თუნდაც ერთი სეზონი, მაგრამ ზოგადად ასეა - ფეხბურთელი მიდის იქ, სადაც მისთვის უკეთესია.

სანამ ბოლომდე გავამტყუნებდეთ ფეხბურთელის საქციელს, რეალურად შევხედოთ საკითხს და განვსაჯოთ, რატომ მიდის ის საქართველოდან. შევთანხმდეთ: არავინ არასოდეს არ გარბის იქიდან, სადაც ყველაფერი ასე თუ ისე კარგადაა.

საქართველოში დღეს მხოლოდ ერთი კლუბია, პირობებითა თუ გაქანებით ევროპულ დონეს მეტ-ნაკლებად რომ პასუხობს - თბილისის "დინამო". შეიძლება "დინამოს" ჰქონდეს ჩავარდნა და ეპიზოდურად რომელიმე გუნდმა ამით ისარგებლოს, მაგრამ ჩვენ თუ პროცესს ვუყურებთ, პროცესში ასეა.

"დინამოს" ფეხბურთელი თავს კომფორტულად გრძნობს დიღმის ბაზაზე, მაგრამ გამოდის ბაზიდან, სცდება ეროვნულ სტადიონს და ამის შემდეგ ეს კომფორტი მთავრდება. აქ მხოლოდ ფულში როდია საქმე - ხშირად მათ ისეთ ვითარებაში უწევთ ფეხბურთის თამაში, ისეთ სტადიონებზე აგორებენ ბურთს, ისეთ თამაშებს ნახულობენ საქართველოს ჩემპიონატში, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის სივრცეში ყოფნის სურვილი უქრებათ.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელის შენარჩუნების მთავარი განმაპირობებელი მაინც ფულია. მე არ ვიცი, ამ ეტაპზე შეუძლია თუ არა "დინამოს" ხელმძღვანელობას ევროპული სტანდარტების ხელფასის გაცემა. იქნებ შეუძლია კიდეც, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გონივრულია საქართველოს ჩემპიონატში ასეთი სახელფასო ზღვრის დაწესება, ამხელა ფულის გადახდა მაშინ, როცა საერთოდ არ არის ჩვენს ჩემპიონატში კონკურენტუნარიანი გარემო და როცა სხვა გუნდები იმის ნახევრის ნახევარსაც ვერ აიღებენ, რაც "დინამოს" ფეხბურთელებმა უნდა აიღონ.

სხვათა შორის, ამ გზით სიარული ერთხელ უკვე სცადა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შეფობამ და შედეგად მიიღო თითქმის წყალში გადაყრილი ფული. საქართველოს ჩემპიონი "დინამო", ალბათ, სხვა შემთხვევაშიც გახდებოდა, ევროთასებზე კი გუნდმა ისეთს ვერაფერს მიაღწია, გასახსენებლად რომ ღირდეს.

საქმეს ეს უშველის: საქართველოში აუცილებლად უნდა გამოჩნდეს 2-3 ძლიერი, ფინანსურად წელმაგარი, კერძო ინვესტორის მიერ დაფინანსებული კლუბი. მე რომ ვუყურებ, დღეს "დინამო" მარტოა ქართული საფეხბურთო პირამიდის წვერში და რაც უფრო ნაკლებ ხანს გაუგრძელდება ასე ეულად ყოფნა, მით უკეთესი გუნდისთვის.

სხვათა შორის, კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას არაერთხელ უსაუბრია ამ პრობლემაზე. ვიცით, რომ მას სურს რეალურად ძლიერი კონკურენტ(ებ)ის გამოჩენა, მაგრამ ჯერ ვერ არის ასე. ერთ სეზონში ერთი კლუბი სხვაზე უკეთესია, მეორეში ის სხვა აჯობებს წინას და მიდის ასე...

ფეხბურთელის კარიერა კი ძალიან ხანმოკლეა. უკეთეს შემთხვევაში ის 15 წელს გრძელდება და, რა თქმა უნდა, ყველას სურს, ითამაშოს იქ, სადაც უკეთესი პირობებია. მაგალითად, თუნდაც იგივე ხელფასი იყოს დანიაში, იქ თამაში სჯობს "ჩელე არენასა" და რიგ სხვა ქართულ სტადიონებზე ბურთის გორებას.

იქაური საფეხბურთო ინფრასტრუქტურა თავად მაქვს ნანახი და პირდაპირ უნდა დავწერო, რომ შედარება, უბრალოდ, უხერხულია. როცა მოთამაშეს, ვთქვათ, დანიაში წასვლის შანსი აქვს და მეორე ალტერნატივა საქართველოში თამაშია, ის ამ არჩევანს დაუფიქრებლად აკეთებს. აკეთებს საათივით აწყობილი საფეხბურთო გარემოსა და ინფრასტრუქტურის გამო.

ისე ჩანს, რომ თბილისის "დინამოს" ახალი გზა რაღაცით უნდა დაემსგავსოს ზაგრების "დინამოს" სავალს. ქართულ რეალობაში, სანამ სიტუაცია არ შეცვლილა, ეს გზა ოპტიმალურად მოჩანს. ეგაა, ხორვატიული "დინამო" ახერხებს და თავის ტალანტებს ერთ ან ორ სეზონს მაინც ათამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე, თუ საქმე გამონაკლისს არ ეხება.

მომკალით და, მაინც ნაადრევი მგონია გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლო წასვლა "დინამოდან". შეთავაზებაც, რაც მე ვიცი, კარგია და ის კლუბიც, სადაც წესით, უნდა წავიდეს, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს კარგი ტრამპლინია, მაგრამ...

გინდა თუ არა, ჩნდება კითხვები - მზად არის კი ჯერაც სულ ბავშვი ჩაკვეტაძე უცხოური გამოწვევისთვის? ექნება კი მას იმდენი ნდობა და სათამაშო პრაქტიკა, რამდენიც ჰქონდა "დინამოში"?

ჩვენ გვწყინს, როცა საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელები სხვაგან მიდიან სათამაშოდ. გვწყინს, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ, სანამ ნამდვილი ფეხბურთი არ გვექნება. ჩვენ ვერ ვიქნებით ფეხბურთელის მსაჯულნი მაშინ, როცა მას უარესსა და უკეთესს შორის უწევს არჩევანის გაკეთება. ჩვენ ის შეგვიძლია მხოლოდ მაშინ განვსაჯოთ, როცა დაახლოებით თანაბარ ჩემპიონატსა და პირობებს შორის უწევს არჩევანის გაკეთება.

როგორმე უნდა მოვახერხოთ და საქართველოს ჩემპიონატი საშუალოევროპულ სტანდარტს მივუახლოოთ. რთულია, მაგრამ არა - შეუძლებელი. მაშინ გაქცევაზე ბევრი აღარ იფიქრებს. ამას კი ევროთასებზე წარმატების მიღწევა სჭირდება. რაც უნდა ვწეროთ საქართველოს ჩემპიონატის პროგრესზე და უკეთ შეფუთვაზე, სულ წყლის ნაყვაა ყველაფერი, სანამ ეს ევროტურნირებზე მიღწეული შედეგით არ დადასტურდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ლაშა

ამ ბიჭებს უნდა მიეცეს ნაკრებში თამაშის დრო და კიდევ მეტს იტყვიან, აუცილებელია ამათი პროგრესი ჩვენი მომავალი ფეხბურთისთვის!!!

• ქომაგი

კობიაშვილს, აღარც სტადიონების აშენება აინტერესებს და აღარც მთლიანად საფეხბურთო ინფრასტრუქტურა , თან გვატყუებენ ქომაგებს ჩემპიონატის დონე აიწევსო ,სად გაგონილა ნორმალური მოედნების გარეშე ფეხბურთის თამაში ???

• GIORGI

მალე ფიფიას ვიხილავთ ძირითადში.

• გენო

ყველას ვისაც ქართული ფეხბურთის წარმატება უნდა მოვუწოდებ თითოეული კომენტარი დავასრულოთ ფრაზით: დააბრუნეთ ზესტაფონი!

• ქართლო ქუთაისიდან.

ესაა საზიზღრობა და მავნებლობა სამშობლოს მიმართ,ეს სამივე ფეხბურთელი შეიძლებოდა გადანაწილებულიყო „ტორპედოში,ბათუმში,და სამტრედიაში ,რაც ევროპაზე კარგი გამოსვლით და სამივესთვის კარგ ტრამპლინად გამოდგებოდა,მაგრამ ჩვენთან ხომ ფულს ვერ გააგდებინებ ეგრეთწოდებულ სამტრედიელ დიდ ბიზნესმენს,ქუთაისელ ფულიანებს,და ბათუმელ პორტის მილიონრებს,რომლებიც „10„წელია სტადიონს აშენებენ და ჯერ არც დაუწყიათ.სირცხვილი ფიფიას, ეს სანდერსი სად ნახა,ან კიდევ გენტი ხომ გადაყვა ქართველებს. ამ დროს ფედერაცია სად არის და საერთოდ პასუხს ევროპაზე გამოსვლით ვინ აგებს , და უსტადიონობა როდემდე გაგრძელდება.

• ფედერაციას

ზესტაფონის მოკვეთით თქვენ ქართულ ფეხბურთს ჩააფურთხეთ,მომავალში ამისათვის პასუხს კლუბს კიარა თქვენ მოგთხოვენ.

• დათო ქომაგი

თავი დაანებეთ ფეხბურთელების გამართლებას მით უმეტეს ისეთ კლუბებში და ჩემპიონატებში გარბიან გამართლება არააქვს . სტატიის ავტორს დამისახელეთ ერთი წესიერი კლუბი მაინც რომელიც თავისი კლუბის ინტერესებზე წინ ფეხბურთელის ინტერესებს აყენებდეს ????

• დათო რუსთავიდან

სტატიის დამწერს . ფეხბურთელს ძალით კი არ იჭერენ არამეტ გრძელვადიანი კონტრაქტით და კიდევ ცალკეული ფეხბურთელების გამართლებას თავი დაანებეთ წინ კლუბების ინტერესები უნდა იყოს და არა ცალკეული ვაი ფეხბურთელების , თაობები იცვლებიან მოვლენ და წავლენ ფეხბურთელები აი კლუბები კი ჩვენი ქვეყნის სახეა და წლებია გვარცხვენენ ....

• 1

ფეხბურთის და თქვენივე თავის მტრები ხომ არ ხართ, დააბრუნეთ ზესტაფონი და ცოტა ეშველება ჩვენს ფეხბურთს და ევროტურნირებზეც რაღაც გვეშველება შედარებით. რა დროს ჯინიანობა და კატათაგვობანაა. ვაახ

• დათო რუსთავიდან

ინფრასტრუქტურის არ ქონა ფედერაციის და მთავრობის ბრალია . რანდერსში თამაში რით ჯობია? ევროტურნირებზე ეგ გუნდი არ თამაშობს და არც დანიის ჩემპიონატია საშუალო ევროპული დონის. არც ყარაბახი,გაბალა ,ბატე ,ლუდოგორეცი, დინამო კიევი ,შახტარი და თუნდაც ყაზახური კლუბები არ თამაშობენ მაღალი დონის ჩემპიონატებში მაგრამ რანდერსის დონის კლუბებში არ უშვებენ ფეხბურთელებს დინამოს ანუ ფიფიას არც მენეჯმენტი უვარგა და არც მიდგომა სიმართლე ესაა...

• კახა ქირია

სანამ 2-3კლუბი მაინც არ იქნება საშუალო ევროპული დონის ინფრასტრუქტურით(თუ მეტი ხომ ღმერთმა გისმინა, იცოცხლე)მანამ არ იქნება არაფერი.თუმცა რაზეა ლაპარაკი,როცა სტადიონი არა აქვს ბათუმს და ფოთს(ფოთს სპონსორიც არ ყავს მე მგონი)ისე თითქმის ყველგან ძირითადად 2-3 კლუბია წამყვანი.

• ქომაგი

დინამოდან წასვლა კი არ არის პრობლემა, პრობლემა მე-2 ლიგის გუნდებში და საერთოდ უცნობ გუნდებში რომ მიდიან ის არის. წინა წელსაც წავიდა პაპუნაშვილი, მაგრამ რა... საერთოდ დაკარგული ქონდა სათამაშო ფორმა ისე დაბრუნდა დინამოში. ყველამ კარგად იცის რომ ერთხელ მაინც რომ ითამაშონ ევროტურნირზე ჯგუფირ ეტაპზე მაღალი კლასის კულებში გაიყიდებიან უპრობლემოდ. აზრი არ აქვს ტყილად ვსაუბრობთ, ყველას კიდია, ეს არის პრობლემა...

• გიორგი

პაპუნაშვილისა და ლობჟანიძის წასვლა არ მგონია შეცდომა იყოს. მათ სწორი ნაბიჯი გადადგეს და კლუბიც ვერ დააკავებს ცხადია. მაგრამ ჩაკვეტაძეს, 17 წლის ბავშვს, კიდევ 2-3 წელი რომ ეთამაშა საქართველოში არაფერი უჭირდა.

• მამუკა

კი გასაგებია კარგი ფეხბურთელები მიდიან დინამოდან. მიუხედავად ამისა დიდი იმედი მაქვს დინამოს პრეზიდენტი ახალი ფეხბურთელებით დინამოს გააძლიერებს, თუნდაც იყოს უცხოელი ფეხბურთელები. წინააღმდეგ შემთხვევაში დინამოს საქართველოს ჩემპიონობა გაუჭირდება.

• avtors

ბოლომდე გეთანხმები!

ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?

[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე - პსჟ-მ "ლიონს" მძიმე მატჩი მოუგო

საქართველო 5:0 ესტონეთი

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო

დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს

დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში

ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა

მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...

[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა

[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...

დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება

გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა

როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე? - ინგლისური გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი

ჩაკვეტაძე მალე დაბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრების დახმარებას?

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში - "უოტფორდი" მე-17 ადგილზე დაქვეითდა

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

ხავი გრასია: ჩაკვეტაძის დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ

Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]

ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]

ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა