ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მილტონ ჰეიგი: უნდა ვიყოთ ამაყები იმ თამაშით, რაც არგენტინასთან ვანახეთ

მილტონ ჰეიგი: უნდა ვიყოთ ამაყები იმ თამაშით, რაც არგენტინასთან ვანახეთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნეს შესახებ გადაცემა "სპორტი 360"-ში ისაუბრა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნეს შესახებ გადაცემა "სპორტი 360"-ში ისაუბრა.

"სამი ურთულესი ტესტი გვქონდა. საკმაოდ ხანგრძლივი მოგზაურობა მოგვიწია, დაახლოებით 36 საათი მგზავრობა გვიწევდა თითო თამაშის შემდეგ. ორი ისეთი მატჩი მოვიგეთ, რომლებიც უნდა მოგვეგო აუცილებლად კანადისა და ამერიკის წინააღმდეგ.

ძალიან ძლიერი არგენტინის ნაკრებთან მოგვიწია თამაში, სადაც მთელი ძალით ვეთამაშეთ, ასევე ისინიც მაქსიმუმზე გვეთამაშნენ.

მიმაჩნია, რომ სამივე მატჩი კარგად ვითამაშეთ. პირველ შეხვედრაში არ იყო კარგი სათამაშო კონდიციები, რაღაც მომენტში მინუსზე იყო ტემპერატურა. შესაძლოა, ეს ქომაგმა ვერ გაიგოს, მაგრამ ასეთ პირობებში რთულია თამაში. მომდევნო მატჩში აბსოლუტურად საპირისპირო პირობები გვქონდა, დიდი სიცხე იყო.

არგენტინასთან ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა, თან დავდეთ ლელო, რომელიც გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ყველა ამაზე საუბრობს.

- არგენტინა-საქართველო 45:29 - რა გამოვგლიჯეთ "პუმებს"? [VIDEO]

ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ გვჭირდება თამაში, ვისაც ჰყავს ძალიან კარგი ფრთის მოთამაშეები და ცენტრის მოთამაშეები, რომელთაც შეუძლიათ ხაზის გაჭრა. თუ დააკვირდებით იმ მატჩებს, რომელიც არგენტინამ ჩაატარა თუნდაც ინგლისთან, ნახავთ, რომ არგენტინელებმა მათ ბევრი პრობლემა შეუქმნეს.

დამიჯერეთ, კი დავუშვით რამდენიმე შეცდომა ბოჭვებშიც, მაგრამ უნდა ვიყოთ ამაყები იმ თამაშით, რაც არგენტინასთან ვანახეთ. პოზიტიური მხარე, რაც გამოვიტანეთ ამ მატჩიდან, არის ის, რომ იმ ახალგაზრდა მოთამაშეებმა ითამაშეს კარგად ძალიან მაგარ არგენტინასთან.

კარგი იქნებოდა, რომ ნოემბრის ტესტების დროს კანადისა და აშშ-ის ნაცვლად სხვა ნაკრებები გვყოლოდა მეტოქეებად, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მსოფლიო რაგბი გვაძლევს ამ მატჩებს.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს გუნდები კარგი და ხარისხინი მეტოქეები არიან.

რაც შეეხება მამუკა გორგოძეს, ადრეც მითქვამს, რომ გორგოძეს დონის მორაგბის შეცვლა არის წარმოუდგენელი, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, უნდა მიეცეს სხვას შესაძლებლობა. ვნახოთ ოთია გიორგაძე ან სხვა მესამეხაზელები. ჩვენი საქმე არის, როგორც მწვრთნელების, ვიპოვოთ შემდეგი მამუკა, შემდეგი მსოფლიოს დონის მორაგბე, როგორც მამუკა.

შეხედეთ 20-წლამდელებს, ძალიან კარგი ბიჭები მოდიან. პირველ მატჩს ავჭალაში დავესწარით, შემდეგ მატჩებს ინტერნეტით ვუყურეთ. რამდენიმე ფანტასტიკური მორაგბეა, რომელიც შევსების სახით წამოვა.

გელა აფრასიძეს ყველა კარგად იცნობს, მთავარ ნაკრებშიც უთამაშია. ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო ამ ტურნირის და ასევე არის სხვა კიდევ რამდენიმე კარგი მორაგბე, რომელიც წინ წამოიწევა. მხოლოდ აფრასიძე არ არის, კიდევ არიან სხვებიც, ვინც გაბრწყინდებიან", - აღნიშნა ჰეიგმა.

- აშშ-საქართველო 17:21 - გამარჯვება ამერიკულ ჯორჯიაში [VIDEO]

- კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]

• tttt

რაგბის განვითარება მართლაც სწორ გზაზე დგას, დიდები, ახალგაზრდები, ბავშვები ყველა ძალიან მაგრები არიან. მიხარია მათ თამაშს, რომ ვუყურებ.

• კოტე მაღლაკელიძე

მოგესალმებით ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ ნაკრები სწორი გზით მიდის. განვითარების და წინსვლის ტემპი რა თქმა უნდა არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ მოთამაშეების დღევანდელი რესურსით ტემპი ალბათ მისაღებია. რესურსი ვახსენეთ და ახალი თაობა მართლა უკეთესი მოდის. ვფიქრობ მეტი შანსი უნდა მიეცეს, შარშანდელ და წლევანდელ 20 წლამდელებს, განსაკუთრებით პრობლემატურ პოზიციებზე. პრინციპში მწვრთნელი ამას აკეთებს და ვთვლი რომ გეგმაზომიერად. უდუდესი პატივისცემით ჩვენი ასაკოვანი მოთამაშეების მიმართ (მათი დამსახურება იმაში რომ დღეს ქართული რაგბი ამ სიმაღლეზეა სადაც ვართ უდიდესია) მაგრამ დროა მამუკას და ზირაქას მაგალითს მიბაძოთ. ნუ მიიყვანთ საქმეს იქამდე რომ საკუთარმა გულშემატკივარმა დაგისტვინოთ, ისე წადით რიოგორც თქვენს დამსახურებას შეეფერება. 3500 კილომეტრი ვიმგზავრეთ მანქანით ამერიკის ტესტის სანახავად და მართლა კინაღამ დავუსტვინეთ საკუთარ კერპებს... ასაკი თავისას შვება და მაშინ როცა თანამედროვე რაგბს ასეთი სისწრაფეები აქვს 35-38 წელი ძალიან ბევრია და შემდეგ მსოფლიო თასამდე კიდევ ორი წელია. წარმომიდგენია ამ ადამიანების მდგომარეობა, რამდენი ოფლი და შრომა აქვთ ჩადებული საკუთარი და ნაკრების წინსვლისთვის, რამდენი სიხარული, ტკივილი და ტრამვა გადაუტანიათ, მაგრამ ალბათ ის დროა ჩემო საამაყო ლომებო რომ რაგბიდან კი არ წახვიდეთ უბრალოდ ესტაფეტა გადააბაროთ მათ ვინც იტყვის რომ აი იმ სასახელო კაცებმა შეგვიქმნეს საფუძველი რომელზეც ჩვენ ვდგავართო... უდიდესი მადლობა თქვენი სამსახურისთვის სამშობლოს და ნაკრებისთვის დაღვრილი სისხლ-ოფლისთვის, მაგრამ დროა უკვე რომ დიდების დარბაზში დიდების ზენიტში შეხვიდეთ როგორც იმ ორმა ბემბერაზმა კაცმა და მოარგბემ გააკეთეს!

• Irakli apkhaidze

გორგოძემ და ზირაქამ ძალიან ბევრი გააკეთეს ნაკრებისთვის და წავიდნენ ნაკრებიდან 35 წლის ასაკში. მათ როცა პროგრესი და პიკი ჰქონდათ სულ გუნდში იყვნენ და რა ენა უნდა მოგიბრუნეს მათზა სასაყვედუროდ? ასაკი პირველი მტერია სპორტსმენის, ძნელია ამ დროს 2 ფრონტზე, და თან წავიდნენ დიდებით ძლევამოსილებით, ერთი წამითაც რო არ შეგვიტყვია დაღლა და ყველას ის შემართებული ზირაქა და მამუკა დაგვრჩება მახსოვრობაში ამათმა რო მაგალითი მისცეს ახალგაზრდობას ნეტა ეგ ყრამდენიმე ათეულმა ქართველმა ყველა სფეროში შეძლოს

• miltons

შეიძლება იყო რაღაც კომპონენტებში კმაყოფილი არგენტინასთან თამაშში, მაგრამ აბსოლუტური სისულელეა რო თურმე ამაყები უნდა ვიყოთ წაგებული თამაშის მერე. ესეთი აზროვნების მწვრთნელი გამოსაცვლელია.

• გგგ

კარგია ზოგადად , რომ უკვე ვითხოვთ ძლიერ გუნდებთან მოგებას, მაგრამ იქნება ეს ცოტა ნაჩქარევიც იყოს?ჩემი აზრით, უკანა ხაზში გვჭირდება ახალი ხალხი. ძალიან კარგი ბიჭები არიან აფრასიძეც, კოშაძეც მათიაშვილიც და სხვებიც, მაგრამ კვირიკაშვილს რომ აკრიტიკებენ, ჩანს მისი სრულფასოვანი შემცვლელი?იმედი გვქონდეს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება! წარმატება ჩვენს ბიჭებს!

• გიას fuli oxeria

გორგოძეზე და ზირაქიშვილზე ზუსტად. სუთიაშვილი სად იყო არგენტინასთან??. ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. რეგბი იმიტო მოგვწონდა რო თავს დებდნენ ქვეყნისათვის. ლეონსიო ინვალიდობას არ შეუშინდა და ითამაშა ის ცნობილი თამაში, არადა შეიძლებოდა ფეხზე ვერ გაევლო საერთოდ. მე არ მითქვამს აფრასიძეს ნაკრებში არ უნდა თამაშითქო. ვთქვი რო ასეთი მაგალითებს ახალგაზრდობა მიბაძავს და ხეირიანი კონტრაქტების შემდეგ ნაკრებში აღარ ითამაშებენთქო. ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ გორგოძეს ეპატიება, რატო უნდა ითამაშოს ნარიაშვილმა, ქუბრიაშვილმა, ჟვანიამ და სხვამ? რა მათ პოზიციებზე ხოტაა ვისაც გზა უნდა დაეთმოს? პირიქით, გორგოძის შემცვლელი არაა თორე ამათ უფრო შევცვლით

• ბიჭებო

გია ნიჟარაძე მართალია,სულიმეორებს რომ ახლა არის გადმაწყვეტი მომენტი,ან შევალ ძლიერებში და განვვითარდებით,ან რეგრესი დაიწყება.ჰოდა ყველამ უნდა მოვინდომოთ რომ პროგრესს მივაღწიოთ.ჯანსაღი კრიტიკაა საჭირო და ჭკვადამჯდარი განსჯა,არც დაკნინება ვარგა მორაგბეთა და არც განდიდება

• ლადო თ

"ფული ოხერია" - არ გეზარება ეს ერთი და იმავე კომენტარების წერა? უკვე მერამდენე სტატიაა ზუსტად იდენტური შინაარსისა დაფორმის, უმადურობის აპოთეოზის გამომხატველ კომენტარს ვკითხულობ. გორგოძეზე გაქვს საუბარი, რას მიკიბ-მოკიბავ თქვი პირდაპირ. ან აფრასიძის უარი ნაკრებში თამაშზე სადღა წაიკითხე? გაზვიადებაცაა და გაზვიადებაც, მაგრამ მუდამ ეს "საყვედურის" როლში ყოფნაც შეუფერებელია გულშემატკივრისთვის.

• დათი

ამ მელიტონმა ცოტა კარგი ანალიტიკური კრიტიკა უნდა იწვნიოს, თორემ ეს თვითკმაყოფილება არ არგებს ჩვენს საქმეს. ამაყები ვერ და არ უნდა ვიყოთ წაგებული თამაშის შემდგომ, მითუმეტეს, რომ უამრავი წუნი და ნაკლი იყო, განსაკუთრებით დაცვაში თამაშისას. ამაყები იაპონელები იყვნენ სამხრეთ აფრიკას, რომ მოუგეს, ჩვენ ვიყავით ამაყები მსოფლიოზე ტონგას, რომ მოვუგეთ, მაგრამ, თუ წაგებულ მატჩში, სადაც 46 ქულა (ძალიან ბევრია) მივიღეთ, სიამაყის გრძნობა მოგვეძალა, ცუდად წავა მთლიანად რაგბის საქმე საქართველოში..

• Fuli oxeria

როგორ უნდა მოუგო როცა ვინც კარგ კონტრაქტს გააფორმებს ნაკრებში თამაში აღარ უნდა. იმიზეზებენ ახალგაზრდებისათვის გზის დათმობას. არადა ახალგაზრდებს რა მაგალითს აძლევენ, ლამის აფრასიძემაც განაცხადოს კონტრაქტი გავაფორმე და გზა უნდა დავუთმო სხვასო. არადა თავიანთ გუნდებში იგიჟებენ თავს. ვინც რეალურად გზა უნდა დაუთმოს ისინი შეაბერდნენ ნაკრებს.

• Lasha

დაცვა ძალიან არ მოგვწონს ჩვენი. რასაც თამაშებს ვუყურებ, თითქმის ყველა შეტევა, რომელიც ჩვენს 5-მეტრიანთან მოვიდა, ლელოთი დამთავრდა. არა მხოლოდ არგენტინასთან, არამედ მეორე დონის ქვეყნებთანაც კი. ნუ არგენტინა ისე გვიჭრიდა ხაზს და ისე მარტივად შედიოდა ლელოში, რომ მიკვირს პირდაპირ. შეტევაში ვფიქრობ, ხელდახელ თამაშში პროგრესი გვაქვს, მაგრამ ფაზიდან ფაზაში ძალიან ძალიან ხშირად პასს იღებს გაჩერებული მოთამაშე, რომელსაც სიჩქარის აკრეფამდე უმარტივეად გვიჩერებს მოწინააღმდეგე. ასე იყო რუსეთ-რუმინეთთანაც და არგენტინასთანაც. 20-წლამდე ბიჭების დიდი იმედი მაქვს ძალიან. ლამაზად თამაშობენ, მაგრამ ფრანგებთან ნულზე დაჯდომა მაინც დიდ ხინჯად დამრჩა.

• გია

ამაყები მაშინ ვიქნებით არგენთინას რომ მოვუგებთ,ახლანდელმა თამაშმა კი ცოტა უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა, მომენტებში შესანიშნავად გამოვიყურებოდით,რაღაც მომენთებში კი უსუსურადაც კი,წინსვლა აშკარაა, შესანიშნავი ახალგაზრდობა მოდის. თუ შტაბილურად ისე ვითამაშებთ როგორც იმ მომენთებში როცა კარგა გამოვიყურებოდით,მაშინ არგენტინის ონის გუნდის დამარცხება აღარ იქნება შორს, მე იმედი მაქვს,რომ ეს დღე მალე დადგება.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

სავსე ტრიბუნების დროა!

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს