რუნიმ "ევერტონთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
13 წლის განმავლობაში ოჯახში "ევერტონის" პიჟამებით დავდიოდით სახლში და ამას, ბუნებრივია, ვმალავდით - განაცხადა უეინ რუნიმ, რომელსაც ახლა არაფრის დამალვა არ მოუწევს, 13 წლის განშორების შემდეგ ინგლისური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა...

მაშ ასე, გუშინ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ "ევერტონის" "ათიანი" უეინ რუნი იქნება. გასულ სეზონში "ათიანი" რომელუ ლუკაკუს ეკუთვნოდა. ახლა ბელგიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" წავიდა პრემიერლიგისთვის (როცა ორი ინგლისური კლუბი გარიგდა) სარეკორდო თანხად, ხოლო რუნი საპირისპირო მიმართულებით დაადგა ლივერპულის გზას.

13 წლის განმავლობაში რუნი გახდა "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 253 გოლით, ხუთჯერ მოიგო პრემიერლიგა, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი, ევროპალიგა, საკლუბო ჩემპიონატი; სამჯერ გახდა ლიგის თასის მფლობელი, ხოლო ოთხჯერ - ინგლისის სუპერთასის.

რუნის ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, რუნიმ "კანფეტებთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"უეინში დიდი ამბიცია დავინახე, რომელსაც მოგებულის მენტალიტეტი აქვს. მან იცის, როგორ მოვიგოთ ტიტულები. ის მხოლოდ 31 წლისაა და მის შესაძლებლობებში ეჭვიც კი არ მეპარება", - განაცხადა "ევერტონის" თავკაცმა რონალდ კუმანმა.

"ჩემი კარიერის მწვერვალი იქნება, თუკი ტიტულს მოვიპოვებთ. ძალიან მაგარია მშობლიურ კლუბში დაბრუნება. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ "ევერტონის" მაისურით. ბოლო წლებში ვამბობდი, რომ თუ "იუნაიტედს" დავტოვებდი, მხოლოდ "ევერტონში" წავიდოდი. ინგლისში სხვა გუნდში ჩემი თამაში გამორიცხულია. მინდა, "იუნაიტედში" ჩემს თანაგუნდელებს, კლუბის პერსონალსა და მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო", - განაცხადა რუნიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"იუვეს" თავდამსხმელი "ევერტონში" გადავიდა
გულშემატკივარმა თავი ძელზე მიიბა - უცნაური ამბავი პრემიერლიგაში
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
2 გაუქმებული გოლი, დრამა და შედევრი - "არსენალი" ისევ დამარცხდა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
არტიომ ძიუბას "ევერტონში" შესაძლო გადასვლა მართალი არ გამოდგა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონს" სძლია და გალიდერდა [VIDEO]
პრემიერლიგა. XVIII ტური: "ტოტენჰემმა" "ევერტონი" გაანადგურა [VIDEO]