ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"სამტრედიამ" "ყარაბაღთან" დიდი ანგარიშით წააგო

"სამტრედიამ" "ყარაბაღთან" დიდი ანგარიშით წააგო

11 ივლისს ბაქოში "ყარაბაღსა" და "სამტრედიას" შორის ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა
11 ივლისს ბაქოში "ყარაბაღსა" და "სამტრედიას" შორის ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:5.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. მსაჯმა სამტრედიელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად აფრან ისმაილოვმა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ამ გოლამდე სტუმრებმა ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრეს. მე-5 წუთზე გიული მანჯგალაძე გააფრთხილეს, ხოლო მე-8 წუთზე ბაქარი ბალდე.

37-ე წუთზე მასპინძლების სამრეთაფრიკელმა ლეგიონერმა დინო ნდლოვუმ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო ტაიმის მიწურულს კი დუბლი მიითვალა და ანგარიში 3:0 გახადა. აზერბაიჯანელებმა მესამე გოლიც პენალტიდან მიითვალეს, ნდლოვუზე წესები მეკარემ ომარ მიგინეიშვილმა დაარღვია.

მეორე ტაიმში "სამტრედიამ" ღირებული ვერაფერი შექმნა, ყველაზე სახიფათო გიული მანჯგალაძის მიერ დარტყმული საჯარიმო იყო, რომელსაც მეტოქის მეკარე დახვდა.

83-ე წუთზე ისევ მასპინძლებმა გაიტანეს. ამჯერად თავი შეცვლაზე შემოსულმა დონალდ გუერერომ გამოიჩინა. 92-ე წუთზე კი ქართველების დაცვა სრულიად ჩავარდა, მაშინ როცა სამტრედიელებს თამაშგარე ეგონათ, მიჩელმა ჩვენს საჯარიმოში, რაც მოისურვა, ყველაფერი გააკეთა, ჯერ ძელს გაარტყა, შემდეგ კი დამატებაზე გოლიც გაიტანა.

საბოლოოდ "სამტრედია" ანგარიშით 0:5 დამარცხდა. ამასთან ერთად ქართველებს ძალიან ცუდი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდათ - მხოლოდ ერთი დარტყმა კარში და გოლის გატანის რეალური შანსი ერთხელაც არ ჰქონიათ.

საპასუხო მატჩი "დინამო არენაზე" 18 ივლისს გაიმართება.

"სამტრედიამ" მატჩი შემადგენლობით ჩაატარა:

ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი (69, გიორგი ბერიაშვილი), თეიმურაზ მარკოზაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაქარი ბალდე, გიორგი დათუნაიშვილი, გურამ სამუშია (64, დავით ჯიქია).

• tamazino

რატომ არ გამოაქვეყნეთ ჩემი წერილი? რა არ მოგეწონატ?

• 11

კითხეთ ჟურნალისტებმა ფედერაციის შეფებს: საერთოდ რომ არ არსებობდეს ფედერაცია, რა მოხდება ამაზე უარესი?

• მურთაზი

დაახლოებით ათი წლის უკან ერთმა კაცმა მითხრა-როგორი შესახედაობაც აქვთ ქუჩაში მოხეტიალე ძაღლებს ისეთივეა სახელმწიფოცო, ეს გამახსენდა და მივხვდი, რომ ჩვენი ფეხბურთიც სახელმწიფოს სახეა

• ჩიქ

ეს ორი კომენტატორი რა ამბავია, ერთმა რომ გაგვაგიჟოს არ იქნება?

• avaza

აქ ვინმე st წერს რომ 80-ან წლებში არ გვყავდაო მილიონერებიო. მინდა მივუგო, არც ფეხბურთი იცი და არც ისტორია. 80-ან წლებშიც და მანამდიც, თბილისის დინამო იყო საქართველოს ნაკრები. მაშინ არც არავის უშვებდნენ უცხოეთში, კლუბს სახელმწიფო აფინანსებდა და დინამოსაც რამდენიმე ქვეყნების საუკეთესო გუნდებთან უწევდა ასპარეზობა. მაგრამ დღეს ევროთასებზე უკეთ რომ გამოვიდეთ, ამისთვის მაინც არ ღირს საბჭოთა კავშირის დაბრუნება და არც ის ღირს რომ სახელმწიფომ გვიფინანსოს დღევანდელი კლუბები.

• rexeli

მთავრობაც შუაშია და ფედერაციაც ის ფული რომ გამოყეს უნდა მიხედონ გააკონტროლონ სად მიდის და რას აკეთებენ რა თქმა უნდა თუ თვითონაც არ არიან გარეულები ამ ამბავში

• anti

ქართული კლუბების ევროთასებზე წარუმატებელი გამოსვლა რაღაც დოზით ჩვენი გულშემატკივრების დამსახურებაცაა, ყველა განვითარებულ ქვეყანაში გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაში გულშემატკივრები და ფანკლუბი ძალიან დიდ როლს თამაშობს, ფანკლუბებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მაგალითად ვიტყვი ერთს, რომ მოსთხოვოთ საკუთარი გუნდების ხელმძღვანელებს, რომ არ გაფორმდეს 6 თვიანი ხელშეკრულებები და მინიმუმ 2 წლიანი ხელშეკრულებები დაიდოს ფეხბურთელებთან, გულშემატკივრის წინააღმდეგ გუნდის ხელმძღვანელობა ვერ წავა, თუ წავა და საქართველოში ბევრი გვქონია მაგალითი როგორ უნდა გაუშვა კლუბიდან ხელმძღვანელობა, ისე რომ შეაზარო საერთოდ გუნდში მისვლა... ჩვენი განვითარების ერთადერთი გზა არის, მინიმუმ 2 წლიანი კონტრაქტები ფეხბურთელებთან, გუნდში მინიმუმ 5 ფეხბურთელი ლეგიონერი, რომ დონემ აიწიოს ჩემპიონატში, არავითარ შემთხვევაში პორტუგალიის და სხვა ქვეყნების მეორე ლიგებიდან ლეგიონერების დამატება, ეგეთმა ლეგიონერმა იქ ვერ გაამართლა და ვერ განვითარდა, ჩვენთან ფულის საკეთებლად მოდის ამ დროს, სხვა მიზანი მას არ აქვს, უნდა მივაწვეთ აფრიკულ ბაზარს, ხელფასიც ნაკლები უნდათ და ძირითადად თავისუფალი აგენტის სტატუსით შეგვიძლია დავიმატოთ, ყველა აფრიკელ ფეხბურთელს ევროპისკენ უჭირავს თვალი და საშუალება უნდა მივცეთ რომ ტრამპლინად გამოიყენონ საქართველოს ჩემპიონატი, ელემენტარული სწრაფები არიან და სირბილი იციან რომელიც ქართულ ფეხბურთს ძალიან აკლია, აღარ არის ის დრო ბურთის თრევა რომ იყო ადრე, ბრაზილიაც აღარ თამაშობს ეგეთ ფეხბურთს, მთელი მსოფლიო გადასულია სირბილზე და ფიზიკურ მომზადებაზე. ახალგაზრდა 20-21 წლის აფრიკელი ფეხბურთელი იმის იმედით უნდა ჩამოვიდეს საქართველოში რომ ჩვენიდან ევროპაში წავა, ის უფრო გულით ითამაშებს ვიდრე ჩამოწერილი ლეგიონერი რომელიც ფულის საშოვნელად მოდის საქართველოში. ასევე მინდა შევეხო სამტრედიის და ტორპედოს ბოლოდროინდელ სატრანსფერო პოლიტიკას, პორტუგალიის მეორე ლიგიდან ფულის საშოვნელად ვიღაც ვაი ნახევარმცველის ჩამოყვანა სამტრედიაში გაუმართლებელია, ტორპედოში გუგა ფალავანდიშვილის დაბრუნება და 6 თვიანი კონტრაქტის გაფორმება ესეც დაუშვებელია, რადგან 6 თვე ვაჭამოთ, ფორმა შევუნარჩუნოთ, ხელფასი ვუხადოთ და 6 თვის მერე წავა და ისევ სხვა ვეძებოთ ამ პოზიციაზე? ეს არის უაზრო სატრანსფერო პოლიტიკა. მივესალმები კოლხეთის ტრანსფერებს, როგორც ვიცი 2 ფეხბურთელი დაიმატეს კენიის ახალგაზრდული ნაკრებიდან და 3 წლიანი კონტრაქტები გაუფორმეს, თუ გაამართლებენ ამით კოლხეთიც იხეირებს ფინანსურად და ჩემპიონატის დონეც აიწევს, თუ ვერ გაამართლებენ და კარები ყოველთვის ღიაა... ჩემი თხოვნა იქნება ფანკლუბებთან, მაქსიმალურად მოსთხოვეთ კლუბების ხელმძღვანელობას გრძელვადიანი კონტრაქტები და გონივრული სატრანსფერო პოლიტიკა.

• სიმართლე

გამომიქვეყნეთ კომენტარი

• gizo

ქართული ფეხბურთი ქართველი "კონჩიტები"-ს თავშესაფარი გახდა, იქნებ ქართული ფეხბურთის დღედ დაგვეწესებინა 17 მაისი.

• გარინჩა

წალეკეს აზერებმა სამტრედიას ფეისბუქი,დაცინვებით და ათასნაირი მესიჯებით. სამტრწდიას ფეისბუქის ადმინი დაიმალა და არც სჩანს რომ ეს უხამსობა აღკვეთოს ( ვიღაც ბოხუას ბიჭია მგონი) ასევე არ სჩანს ქართველ გულშემატკივართა "მაფრთხობელა", სკ სამტრედიას უსაფრთხოების ოფიცერი ვიღაც "ვახო ყურულაშვილი" თავისიანებს დედას აგინებს,აზერების შემოსევას კი თაგვივით დაშინებული სადღაც კუნჭულიდანა უყურებს. ფუნქციონალურად მოშლილი და გაუმართავი სკ სამტრედიას კლუბის მენეჯმენტი და სამსახურები სამარცხვინოები არიან. ფეხბურთელები მეცოდებიანა, რომ მათზე ტყდება ყველა ჯოხი.

• gia

გარდაიცვალა კარტული ფეხბურტი 1991-2017.გამოსვენება ფეხბურტის ფედერაციიდან

• ქუთაისელი

სტადიონები არ გვაქვს და წელიწადში ორჯერ თურქეთში ატარებენ შეკრებებს.. არა უშავს ბიჭებო, კიდევ წახვალთ და გადააყოლებთ გულს..

• dadu

ვიღაცამ მითხრა კანონპროექტი შედის უეფასა და ფიფაშიო თურმე საქართველოში ბურთზე ფეხის დაკარება 32 წლიანი სროკით ისჯებაო და მართალია? როდიდან შედის ძალაში? სამტრედიის თამაშის შემდეგვე თუ პირველი აგვისტოდან? მაინც რო ვიცოდეთ.

• levani

აბა რა გეგონათ? კალაძის ხათრით გაჩემპიონებული სუსტი გუნდის მოგებას ფიქრიბდით?

• სიმართლე

გააკეთეთ 4 გუნდიანი ჩემპიონატი ახლა და მერე კიდევ რომ არ გაამართლებს 3 თუ კიდე არა 2 და ბოლოს მიხვდებით ალბათ რომ ყველა ქართული ფეხბურთის მესვეური წავიდეს. წადით ბიძია ყანა თოხნეთ. თუ ყანა არ გაქვთ მე მაქვს და ყანაში მაინც მომეხმარეთ და ნერვებს ნუ მიშლით ამ უსუსურობით. პურს მეც გაჭმევთ და თუ კაი სიმინდი მოვიდა გავყიდი ხელფასად დაგირიგებთ და თუ არ გაიყიდა მშიერი არ მოკვდებით სიმინდს გაჭმევთ. ეს ხართ თქვენ უქნქრებო და მოლაყბეებო. კობიაშვილო ყველას რომ უყვარდი გრძნობდი ალბათ? ახლა ყველას ზუსტად ისე ეზიზღები როგორც უყვარდი

• nini

25 წელი გაიძახით გაისად გაისადო,როდის მორჩება ნეტა თქვენი ბაქიაობა?

• დათო

აქ არც მთავრობაა შუაში და არც ფედერაცია, საბაზრო ეკონომიკაა ანუ კაპიტალიზმი ვისაც სად უნდა იქ ითამაშებს, აი აზერბაიჯანს კი ფულით ვერასოდეს დავეწევით, ამიტომ დავჯერდეთ იმას რაც გვაქ, მთავრობას კი ვთხოვ ჩემს გადასახადებიდან ნუ დააფინანსებს გუნდებს.

• sos

ყურადღებას თუ აქცევთ იმ გარემოებას, რომ ჩიხურამ თბილისში ითამაშა და სამტრედიაც თბილისში ითამაშებს, რატომ? რატომ არ უნდა ითამაშოს ამ გუნდება საკუთარ სტადიონზე თავის ქალაქში?რაო? ინფრასტრუქტურაო?სადაა ბათუმის სტადიონის მაკეტი?ან ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა რატომაა შეჩერებული? ოოო ბიძია, თქვენ ფულები ყლაპოთ და ინფრასტრუქტურას მე მოგიწყობთ? არ ბიძია არა,საქართველოს აღარაფერი ეშველება

• dato

ევროპალიგაზე არ გადადიან წაგებულები?

• m.m

ყველა ქართულმა გუნდმა ამ ევროტურნირებზე გამართულ თამაშებში რამდენჯერ დაარტყა კარში ესაა დასათვლელი, საჯარიმოში ბურთიანად რამდენჯერ შევიდა ფეხბურთელი.

• irakli

რას ნიშნავს დიდი ანგარიშით წააგო? კი არ წააგო, გადახსნეს შუაზე არაპროფესიონალი ბლუყუნა მწვრთნელ, ძველბიჭა ფეხბურთელებიანად, ჩაახედეს სარკეში თუ რა დონის არარაობები არიან. დაწერეთ ცოტა მეტი კრიტიკით, ამაზე უკან ეს მდაბიოები სადღა ჩაგვაგდებენ.

• სოსო

პირველი ტაიმის შემდეგ გადავწყვიტე აღარ მეყურებინა,მაგრამ ბოლოს ანგარიშს მაინც გავიგებ მეთქი,გადავრთე და მეხუთე გოლიც მასიამოვნეს. ეს შარშანდელი სამტრედია აღარ არისო.არა ბატონო,ცოტა უფრო უარესია.ისინი იდგნენ და გოლები გაჰქონდათ,ესენი დარბოდნენ,იბრძოდნენ,მაგრამ ბურთი მეტოქის კარამდე ვერ მიჰქონდათ.აზერებს რომ მთელი თამაში ეთამაშათ,ორნიშნა ანგარიშზე ავიდოდნენ.არ მიყვარს ფეხბურთელების გინება,მათ ჩვენზე მეტად უნდათ გამარჯვება,მაგრამ კლასია ნამეტანი დაბალი,ბურთთან ყოველ შეხებაში ჩანდა კლასში სხვაობა და რა გინდა გააკეთო.ალბათ მაინც ინფრასტრუქტურა უნდა განავითარო და ბავშვთა ფეხბურთი,თორემ ამ თაობას უკვე ბევრს ვეღარაფერს ვუშველით.

• gizog

ეს უკვე ის სიტუაციაა, როცა გულშემატკივარი აღარ უნდა გავბრაზდეს, უკვე ის სიტუაციაა, როცა უბრალოდ კარგად ვიცინოთ

• levan

კატასტროფაა უკვე,აზერბაიჯანულ გუნდებთან,თანაც,მაშინ როცა ჩვენთან შუა სეზონია გამანადგურებელი ანგარიშით ვაგებთ,ჩვენ ხომ,მაგალითად დანიურ კოპენჰაგენთან ან ჩეხურ სპარტასთან არ გვითამაშია?წარმოიდგინეთ რა კატასტროფული სხვაობაა?რაში და რატომ ხარჯავს ისედაც გაჭირვებული ქვეყანა ამდენ მილიონებს,ვინმე ამდენი ფულის გადაყრაზე პასუხს აგებს როდისმე?ამ ფეხბურთელებსაც ელემენტარული თავმოყვარეობაც არ გააჩნიათ,ჩმორი და მშიშარა კაცები არიან,ვერაფერი მაგალითი აიღეს მორაგბეებისგან,რომლებიც თავიანთ შესაძლებლობებსაც ახტებიან.ასეთი უსუსური კლუბები 90-იანებშიც კი არ გვყოლია.

• უპატრონო ქვეყანა

დღეს ფეხბურთი უინტელექტო,გაუნათლებელი ხალხის ხელშია ჩავარდნილი.კალაძე,კობიაშვილი,იაშვილი,მუჯირი ხომ უწიგნური,უქარიზმო,უცოდინრები არიან.ასეთი ხალხით წარმატების მიღწევა ბუნებაში არ ხდება.

• rezi

კიდევ ერთი სირცხვილი...აღარ მინდა ფეხბურთის ყურება

• wbc

ამ საზიზღრების(ფეხბურთელები რო გონიათ თავები) წაგებულ თამაშებზე რატო გახსენდებათ ფედერაცია სახელმწიფო პოლიტიკა იგივე პირობებში არ ცხოვრობენ რაგბისტებიი? ისინი არ გაიზარდნენ ამ გაჭირვებულ ქვეყანაშიი?? გაიგეთ ხალხო ფეხბურთიც კაცების თამაშია

• დავით 67

დედა რა იყო ეს.?10-0 რომ აგებენ იმ გუნდებს აქვთ 2-3 დარტყმა კარის მიმართულებით

• kosta dasturize

გავიხსენოთ ფინალი ჩიხურასთან,მსაჯმა სამტრედიის საჯარიმოში არ შეუშვა ჩიხურა.1ლი ტაიმის ბოლოს იმის მაგივრად პენალი დაენიშნა სამტრედიის კარში,ჩიხურას ფეხბურთელი დააჯარიმა,[შეგიძლიათ ნახოთ იუთუბზე დევს],ბაქოში კიდადეს პენალი.მე2ე თამაშზე სამტრედიის ფეხბურთელმა ხელით ითამაშა იქაც არაფერი,სამაგიეროდ ჩიხურას კარში პენალტი,ჩვენ კი გავიძახდით სამტრედიამ დამსახურებულად აჯობაო.როგორც ირკვევა ფორმიდან ამოვარდნილი ჩიხურა უფრო ახლოს იყო გასვლასთან,[რომ არა მე60ე წუთზე იძულებითი ცვლილებისა],ვიდრესხვა რომელიმე.ვეცადოთ სამართლიანად ჩავატაროდ ჩემპიონატი,მსაჯებმა მიუკერძოებლად იმსაჯონ,არ დაინდონ უხეშად მოთამაშე ფეხბურთელები.ასევე დაისაჯონ ის მსაჯები რომლებიც უხეშად ცდებიან.

• samtredielebisgan

ეხლა უკვე ყველაფერს გადაამლაშეთ კლავიატურის ლომებმა ჩვენ გეკითხებით ? რატომ უნდა მოუგოს დღევანდელი მოცემულობით სამტრედიამ ყარაბაღს ოღონდ უაზრო პასუხი არ გვინდა.

• სანდრო

არავის ქოდა ილუზია რომ მოვიგებდით, უბრალოდ გულშემატკივარს და არა სეირის მაყურებელს უნდოდა ტავისი გუნდის გამხნევება და სასურველი შედეგის მიღება(ეს მათი დანიშნულებაა).ეს რ იყო პირველი მარცხი ქართული ფეხბურტისა თითქოს ამ ზაფხულს სვა გუნდებმა დაიპყრეს ევროპაიგივე 19-წლამდელებმა. ქართულ ფებურთს რასაც ვეძახით ის ფეხბურთი მკვდარია და იმათ ხელში ვინც დამოუკიდებლობის შემდეგ ქართულ ფეხბურთში,, იმოღვაწა'' ლაზარესავით აღდგიებას ნუ ელით!

• თემური

რაც მოედანზე ხდებოდა ამას თუ ეძახის სამტრედიის გუნდი ფეხბურთს მაშინ ნამდვილი ფეხბურთი რა არის. ქართველ კაცს ასე, რომ ეშინოდა მოწინააღმდეგის ამასაც მოვესწარი.

• დათო

რა გინდა , ცეცაძემ ხომ თქვა "ყარაბახი კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს და ეს არის პრობლემაო თორემ ჩვენსავით დროშობანა და გრძელი ვირი ეთამაშა ვაჩვენებდით სეირსო "..:))))

• sandro

სამწუხაროდ ქართული ფეხბურთი მკვდარია დაარავინაა ქარტულ ფეხბურტში ამჟამად მოღვაწეებს სორის ქრისტე რომ ლაზარესავით არადგინოს მკვდრეთით.ფეხბურთი კი მოკლეს იმათ ვინც დმოუკიდებლობის გამოცხადების სემდეგ ქარტულ ფეხბურთში მუშაობდა ხელმძღვანელადაც, მწვრტნელადაც დაეგრეძტწოდებულ მნეჯერ-აგენტადაც. ურტით წრეები მიცვალებულს როგორც უკანასკნელ გამოსათხოვარ პანაშვიდზე!

• საბა

თქვენ კიდე რით ვერ მიეჩვიეთ, როდის მოგვიგია ახლა რო მოგვეგო :დ სამაგიეროდ თქვენი გადასახადებიდან აკრეფილი 350 000 000 ლარი , რომელიც შეიძლებოდა რამე ძალიან კარგ და კეთილ საქმეს მოხმარებოდა, ფეხბურთში ჩაიდება და მერე ნახეთ თქვენ ქამბექები და მესები და ზლატანები. ნუ იშლით ნერვებს, უნდა გაიცინოთ ამაზე. ყველაფერი მიჩვევადია :)))

• st

80–იან წლებშიც არ გვყავდნენ მილიონერები, არც ნათხოვარი ფეხბურთელები გვყავდა და ევროპის თასიც ავიღეთ, როცა საბედნიეროდ კალაძე–კობიაშვილი არ მართავდნენ ქართულ ფეხბურთსა და ქვეყანას

• nugo

Pipia vistvis aketeb akademias an parlamentaro /vice presidento pexburtelebo sircxvili ara gakt-marto tkvens tavze pikrobt? Kobiashvilo ramxela imedi gvkonda sheni---sevarcxvine sheni adamianoba-cxadazes gagdeba ramdeni dagvigda?-vaiss ra ushavs mara sadaaa akvs sakartvelos amdeni puli ro erti mcvrtneli meorit shecvalos (imave donis) -am pulit 2 stadionze sapars shecvlida kaci da agar gaikceodnen ase pexburtelebi---kobiashvilo rit vegar gadzexi ...ra gindoda parlamentshi?-ბოდისჰი კაველასჰვილი კინაგამ დამავიცკდა....სიტკვების კორიანტელს რო აკენებდა და ახლა გაცჰუმდა პარლამენტსჰია და კარგადაა ალბატ! Pიპია მტელი გუნდი რომ გაკიდე ვისიტ აპირებ ტამასჰს მე ტუ ცამიკვან არ ვიცი...გვიკვარს პულის ხსენება მაგრამ ალბატ მარტო მაგასჰი არ არი საკმე... ყნდატ რომ ხალხი გატეხონ ტორე ტრინიდად ტა ტაბაგოს( ვნახეტ რა მინდორზეც ვარდზისჰობდნენ) ან აპრიკულ კამერუნს და სპილოს დზვლის ნაპირს ხო გადასარევი ინპრასტრუკტურა აკვტ... და არა მგონია პეხბურტელებს ბევრს უხდიდნენ-მტელი გუნდის გაკიდვა არ გამიგია -კვილიტაია,სჰალამბერიდზე,ცჰანკვეტადზე,კაკაბადზე,არაბული, ცინცადზე,დზიგაური,იოსელიანი---და ასე სჰემდეგ...არა მგონია ამ პეხბურტელებჰი ვინმეს დიდი პული მოეცა ე.ი. ვიგაცეებმა კაპიკებზე გაცვალეს ხალხის სიხარული...

• VAKHTANG LOBZHANIDZE

Dinamoze am soflis gundis tamashi martlac miugebelia...

• კახა ქირია

აზრი არა აქვს კომენტარს,უბრალოდ ერთს ვიტყვი-90წთ განმავლობაში არც ერთი საგოლე მომენტი და 1დარტყმული კარში "ყარაბახთან"...და გქვია ჩემპიონი და + ფეხბურთელები...

• Giorgi

Aრ დაბლოკოთ არ Gრცხვენიატ ტქვე უგმერტოებო Eს რა გიქნეს ჯობია მეორე თAმაშსი Aრ გამოცხადდეტ

• ნნ

ჰეიგი ამიტომაა დასაფასებელი, ქაეთულ ხასიათში რაღაცას მიაგნო და ავითარებს, ფეხურთში ასეთი კაცი ვერ გამოჩნდა

• mamulo

კაცი იმედით ცოცხლობსო,მაგრამ ეს იმედიც რომ ღაფავს სულს ქართული ფეხბურთივით რა ვქნათ?????

• avaza

მწარე სიმართლეა, მაგრამ ქართული კლუბები ამის იქეთ, წინ ვერ წაიწევენ. ცხოვრების დონე დაბალია, პოლიტიკოსთა ხარისხი დაბალია და ცინიკურად შეურაცმყოფელიც და ვერც ერთ ნიჭიერს(ასეთი თუ გამოჩნდა ვინმე) ვერ გააჩერებ ვერავითარი დაპირებით და ვერც რაიმე კანონით, ქართულ კლუბში. აქაც არ გვყავს იმდემი მულტი მილიონერი, თუგინდ 500-500 ათასი დოლარი უხადოს ჩამოყვანილს, როდესაც ევროპულ საშუალო კლუბებში მილიონიანი ფეხბურთელები უთამაშებენ და თან ნახევარზე მეტი. ჩვენი საზრუნაVი და საგულშემატკივრო მხოლოდ ეროვნული ნაკრები გუნდია და ევროპაში გასულმა ბიჭებმა გზა უნდა გაიკვლიონ სუპერ კლუბებისკენ და არა მარტო ძირითადში, ლიდერებად უნდა ჩამოყალიბდნენ იმ კლუბებში.

• otar

რა გუნდია სამტრედია აჰლა გამოცჰტა --0....

• დათო

სამარცვინოა ასეთი თამაში.ჯობდა არ ჩასულიყვენ ბაქოში. რა დრო დავიდგა.

• amirani

ფიფია დინამო გააზლიერე როგორც დაგვპირდი ხალხს და დაანებეტ კარგი ფეხბურტელების გაყიდვას ტავი და დაფე დაიმატეტ კოლხეტიდან კარგი ფეხბურტელია

• კოლი

არ შეიძლება კონსტიტუციაში ჩავწეროთ,რომ სფფ- ს პრეზიდენტი არ იყოს პარლამენტის წევრი და თავის საქმეზე ანუ ფეხბურთზე იფიქროს ? კახი კალაძეს არ რცხვენია, რომ ფეხბურთი ასეთ დღეშია ?

• amirani

არადა რა იმედი იყო სამტრედია მაინც გამოვა გირსეულადო მაგრამ და კიდევ მაგრამ.

• nikola

მარცხი და წაგება არასდროს არც ერთი! მართლა არაფერი მინახავს ასეთი: მოგებულ მეტოქეს სულ იკან დასდევდი, არ გსურდა, არ გწამდა წაგება არც ერთი . ვავა კობი ვავა!!!

• ქომაგი

არ სცხვენია ფედერაციას ვერ ართობს რომ ტყუილად გლანგავს ფულებს ამათ შესანახად წადით ბიძიკო ათასი გაჭირვებულია და იმათ აჩუქეთ ნერვებს მაინც აგარ დაგვაგლიჯავენ ამათგან განსხვავებით

• atilla

ბრავო კალაძეს, არ დაალაგა სიტუაცია ქართულ ფეხბურში,მთავარია სიჭინავა და არველაძეები ხომ აღარ არიან.

• mamuka

მაგარ ჭაობში ვართ, იქნებ ეს 19 წლიანები რომ წამოვლენ რამე გვეშველოს,აღარ შემიძლია ამ დამდგარი ფეხბურთის ყურება.ამდენი უზუსტო პასები,ზანტი აზროვნება.

• დათო

რა გითხრათ, მე უბრალო გუშემატკივარი რომ თამაშის დროს უამრავ შეცდომას შევნიშნავ, რაღაზეა საუბარი. მოყვარულ დონეზე უფრო დაბალი გუნდები გვყავს.

• gizog

არ მგონია ამ გუნდის დინამოზე თამაში მისაღები იყოს.

• გიო

სოფლის დონეა იმედია გაიგებთ სოფელში არ ვთამაშობთ მაგ დონის ფეხბურთს, სირცხვილია. კიდე დიდხანს არ გვეშველება. არ შეუძლიათ არც პასი არც პრესინგი, არც ბრძოლა.დაანებეთ ფულის უაზროდ ყრას თავიბდა ჩადეთ ახალგაზრდებში იქნებ 15 წელში გვეშველოს. სადაა ფედერაცია საად.

• Eris sircxvili

ერთ დროს ერის სიამაყე სპორტი დღეს ერის სირცხვილად იქცა!!! აკრძალეთ რა ეს......

• samtredski

რატომ უნდა მოუგოს სამტრედიამ ყარაბაღს ? ისე კი მსაჯმა თავისი საქმე გააკეთა ათ წუთში .

• Guadua

სამტრედიას ფეხბურთელებო!!! გული არ დაგწყდეთ არაფერზე 1) თქვენ ცდილობთ და აკეთებთ არაუმეტეს 2000 ლარიან ხელფასად იმას რაც შეგიძლიათ 2) თქვენ გაქვთ უმსგავსო ,ზოგიერთ ნაწილში არაადამიანური პირობები,როგორიც აფრიკის უღარიბეს ქვეყნებშიც კი არ არის 3) თქვენ გყავთ დეკლასირებული მენეჯმენტი გია ომანაძის და შალამბერიძის სახით,ესენი არიან სუფთა პროფანები 4) ცეცაძემ ამოსწურა ყველა თავისი გონებრივი,ცოდნისეული,ტაქტიკური,რესურსი მადლობა ბიჭებო რომ საერთოდ მინდორზე გადიხართ. ომანაძე, შალამბერიძე,ცეცაძე, დღესვე გაეცალეთ კლუბს.

• ზურა

ნუ ვითამაშებთ ამ ევროპის ტურნირებზე დაგვაავანტყოფეს როგორ გაამართლა ახალმა ფორმატმა ხომ დაინახეტ.

• xxx

პროგნოზი გამართლდა 4-0 ვარადობდი მაგრამ ერთ ბურთში შევცდი

• დინამო

მაგრამ მეწყინა მაგრამ სამწუხაროდ ვიცოდი წინასწარ :( ვისაც რამე შედეგის იმედი ქონდა ჯობიაუშველოთ საკუთარ თავს, სამწუხაროდ ილუზიაში ცხოვორბთ

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]