ქალთა ტურს ახალი ლიდერი ჰყავს
გუშინ, უიმბლდონის ქალთა ტურნირზე მეოთხედფინალების დღე იყო, გამოვლინდა ოთხივე ნახევარფინალისტი. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ის, რომ ქალთა ჩოგბურთში მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა იქნება.

მართალია, ის ნაადრევად გამოეთიშა უიმბლდონის ტურნირს, მაგრამ იმის გამო, რომ მერვედფინალში დამარცხდა გერმანელი ანჟელიკ კერბერი, ხოლო გუშინ, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა დათმო მეოთხედფინალი ბრიტანელ იოჰანა კონტასთან, პლიშკოვა ორშაბათიდან კარიერაში პირველად ჩაუდგება სათავეში WTA-ის კლასიფიკაციას.

კაროლინა იქნება რიგით 26-ე პირველი ჩოგანი ისტორიაში და პირველი ჩეხეთიდან. მართალია, მარტინა ნავრატილოვაც ჩეხეთში იყო დაბადებული, მაგრამ, როცა რეიტინგის ლიდერი გახდა, უკვე აშშ-ს წარმოადგენდა.

გუშინდელი მეოთხედფინალებიდან მხოლოდ ერთში გახდა საჭირო სამი სეტის ჩატარება და ეს სწორედ ჰალეპისა და კონტას დაპირისპირება იყო, რომელიც 2 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. რუმინელს უდიდესი მოტივაცია ჰქონდა - მოგების შემთხვევაში ინაღდებდა პირველობას კლასიფიკაციაში.

მაგრამ ბრიტანელმა ფანტასტიკურად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და მთელი შეხვედრის განმავლობაში, ჰალეპს ორად ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა. პირველ ორ სეტში ჩოგბურთელებმა ტაი-ბრეიკზე მოგებები გაცვალეს (მეორე სეტში ჰალეპი ძალიან ახლოს იყო საბოლოო გამარჯვებასთან - მე-13 გეიმში 3:1 დაწინაურდა და ორი ქულა აკლდა ნახევარფინალში გასვლამდე), მესამეში კი კონტამ მეორე ბრეიკი შეასრულა შეხვედრაში და სამსეტიანი თრილერი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:7(2), 7:6(5), 6:4.

იოჰანა კონტა ის არის პირველი ბრიტანელი ქალი 1978 წლის შემდეგ, ვინც უიმბლდონის ნახევარფინალში გააღწია. 39 წლის წინ, ვირჯინია უეიდი არა თუ საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, არამედ, ტურნირის მოგება შეძლო.

კონტა ნახევარფინალში ვინუს უილიამსს შეხვდება. ვეტერანმა ამერიკელმა, უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონმა შეაჩერა ლატვიელი ელენა ოსტაპენკოს ბრწყინვალე სვლა. როლან გაროსის სენსაციურ ჩემპიონს "დიდ სლემზე" ზედიზედ 11 მატჩი ჰქონდა მოგებული, მაგრამ, ამჯერად, ვერაფერი მოუხერხა უფროს უილიამსს.

ორივე ჩოგბურთელი ძალიან კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე - ოსტაპენკოს მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და აქედან ერთი გამოიყენა, ვინუსმა კი სამიდან სამი ბრეიკ-პოინტი გარდასახა მომგებიან ქულაში და ამის ხარჯზე მოიგო - 6:3, 7:5.

37 წლის უილიამსმა ამ უიმბლდონზე "ბავშვების მჩაგვრელის" რეპუტაცია დაიმსახურა. ამერიკელს 1997 წელს ჰქონდა დებიუტი ამ ტურნირზე და ბოლო სამი მეტოქე, რომელიც მან დაამარცხა, სწორედ ამ წელს არის დაბადებული - ნაომი ოსაკა, ანა კონიუჰი და ახლა, ოსტაპენკო. ვინუსი მეცხრედ ითამაშებს უიმბლდონის ნახევარფინალში.

ასევე ვხედავთ ნახევარფინალში ესპანელ გარბინ მუგურუსას, რომელმაც კიდევ უფრო იოლად - საათსა და 17 წუთში მოუგო რუს სვეტლანა კუზნეცოვას. არადა, ამ უკანასკნელმა წინა ოთხი მატჩი ისე მოიგო, რომ სეტი არ დაუთმია და კარგ ფორმასაც აჩვენებდა. გუშინ, რუსს ძალიან კარგი სტატისტიკა ჰქონდა - 21 "ვინერსი" და 12 უნებლიე შეცდომა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა ესპანელის მოწოდებას, რომელიც 15-ჯერ ვერ დააბრუნა კორტის მეორე მხარეს.

ჩოგბურთელებს სამ-სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, რომელთაგანაც მუგურუსამ ორი გამოიყენა, კუზნეცოვამ ვერც ერთი - 6:3, 6:4.

ესპანელი 2015 წელს იყო უიმბლდონის ფინალში და შეეცდება იგივეს გაკეთებას მაგდალენა რიბარიკოვას წინააღმდეგ ნახევარფინალში. რიბარიკოვა ის ჩოგბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ახალ პირველ ნომერს მოუგო მეორე წრეში და გუშინ გააგრძელა ბრწყინვალე სვლა, როცა 6:3, 6:3 გაანადგურა კოკო ვანდევეგე. რიბარიკოვა, რომელიც ზაფხულში რეიტინგში მეოთხე ასეულში იმყოფებოდა, პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში, თან ეს სეტის წაუგებლად გააკეთა.

ქალები

1/4 ფინალი

მუგურუსა (ესპ, 14)-კუზნეცოვა (რუს, 7) 6:3, 6:4

რიბარიკოვა (სლოვაკ)-ვანდევეგე (აშშ, 24) 6:3, 6:3

ვ. უილიამსი (აშშ, 10)-ოსტაპენკო (ლატ, 13) 6:3, 7:5

კონტა (ბრიტ, 6)-ჰალეპი (რუმ, 2) 6:7(2), 7:6(5), 6:4

1/2 ფინალი

მუგურუსა (ესპ, 14)-რიბარიკოვა (სლოვაკ)

ვ. უილიამსი (აშშ, 10)-კონტა (ბრიტ, 6)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აშშ-ის ღია: ჩეხები და ამერიკელები უტევენ
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
კაროლინა პლიშკოვა: ბოლქვაძე ძალიან ნერვიულობდა, თუმცა მეორე სეტში საკმაოდ კარგად ითამაშა
ეშლი ბარტის გზა - ჩოგბურთიდან კრიკეტში წასვლა, დაბრუნება და "მაიამის" ტურნირის მოგება
მაიამის მასტერსზე ქალთა ტურნირის ფინალისტები გამოვლინდნენ
US OPEN: მარიამ ბოლქვაძე პლიშკოვასთან დამარცხდა - ახლა მთავარია, პროგრესი არ შეწყვიტოს [VIDEO]