პარლამენტარები, რომლებიც 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით, პლენარულ სხდომებზე სიტყვით არც ერთხელ არ გამოსულან
ირაკლი აბუსერიძე, ლევან კობიაშვილი და ზაზა კედელაშვილი - ეს იმ პარლამენტარების ჩამონათვალია, რომლებიც 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით აღებულ პერიოდში, პარლამენტის პლენარულ სხდომებზე სიტყვით არც ერთხელ არ გამოსულან.

ვებგვერდმა netgazeti.ge-მ მოამზადა სტატია პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ დროში ერთხელაც არ გამოსულან სიტყვით.

ჩვენი დაინტერესება გამოიწვია პარლამენტარების იმ ჩამონათვალმა, რომლებიც ახლო წარსულში სპორტში მოღვაწეობდნენ და შემდეგ კარიერა პოლიტიკაში გააგრძელეს.

პირველი ჩამოთვლილთაგან უმრავლესობის წევრი ირაკლი აბუსერიძეა, რომელმაც სარაგბო კარიერა 2013 წელს დაასრულა. 2013-დან 2016 წლამდე რაგბის კავშირის სპორტულ დირექტორად მუშაობდა, ხოლო 2014-დან 2016 წლამდე თბილისის საკრებულოს წევრი იყო.

netgazeti.ge-ს ინფორმაციით, აბუსერიძე პარლამენტის პლენარულ სხდომებზე სიტყვით არც ერთხელ გამოსულა და არც კანონპროექტი წარუდგენია.

მსგავსი სტატისტიკა აქვს პარალმენტში ყოფილ ფეხბურთელ ლევან კობიაშვილს, რომელიც პარლამენტარობასთან (უმრავლესობის წევრი) ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტსაც იკავებს.

ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო კარიერა 2014 წელს დაასრულა, მას შემდეგ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და 2015 წლიდან სფფ-ის პრეზიდენტია.

კობიაშვილმა პოლიტიკური კარიერა 2016 წლიდან დაიწყო და საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგა. კობიაშვილი, ისევე, როგორც აბუსერიძე, სიტყვით ერთხელაც არ გამოსულა და არც კანონპროექტი წარუდგენია.

აღსანიშნავია, რომ ლევან კობიაშვილის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში უარყოფითი შეფასება გამოიწვია, რადგან ქართული ფებბურთის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობა ახალი პრეზიდენტის მაქსიმალურად ჩართვას ითხოვდა.

- "ვრჩები სფფ-ს პრეზიდენტად და იგივე ტემპით ვაგრძელებ პროექტების განხორციელებას"

ქომაგების ნაწილის აზრით, კობიაშვილის ორივე პოსტზე მუშაობა არაეფექტური იქნებოდა.

მესამე პარლამენტარი, რომელიც წინა ორის მსგავსად, სიტყვით არც ერთხელ გამოსულა, ზაზა კედელაშვილია (უმცირესობის წევრი) და კანონპროექტების გრაფაშიც ნული უწერია.

კედელაშვილი ყოფილი ძიუდოისტია და ევროპის სამგზის ჩემპიონია (2006, 2007, 2008), ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

ზაზა კედელაშვილი ორი მოწვევის პარლამენტის წევრია.

- ვინ თქვა, სპორტი და პოლიტიკა შორს არიანო?

კახა
არც მე მომწონს რომ პოლიტიკაში წავიდა მაგრამ ცხადაძის გაშვება 100% სწორი გადაწყვეტილება იყო!
avto
არადა ყველაზე დიდ პატივს კობის ვცემდი....მაგრამ მოვიდა თუ არა ეგრევე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ცხადაძესტან დაკავშირებით და მერე ხომ საერთოდ ....რაუნდა პარლამენტში სპორცმენს ან კალაძეს ან კობის ან აბუსერიძეს....ვაღიაროთ რომ ბანძი ქვეყანავართ უტვინო გაუნათლებელი და შეუგნებელი....რაც ხალხია ისაა მთავრობაც სამწუხაროდ ამიტომ არუნდა დაწყდეს გული არავის არაფერზე
patrioti
მერე რა,მაინცდა მაინც სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ...სამაგიეროდ საქმეს აკეთებენ ბევრს ჩუმად,უსიტყვოდ....კალაძე ვითომ ლაპარაკობს მაგრამ რა...მერე რა რომ სტადიონები არ გვაქვს ინფრასტრუქტურა მოშლილია,მტავარია 10 გუნდიანი ჩემპიონატი გვაქვს....ტანაც ცხადაძეც მოვიშორეთ...უფფფ...ბევრს ითხოვდა ჯამაგირსო....ესენი რაში იღებენ ხალხის შრომას რისთვის ?
სოსო
ყაველაშვილი რას შვრება?კობიაშვილის შედეგები კი აგერ ცხვირწინ გვიდევს და თავის ღავს ახლა მაინც ჰკითხოს რისთვის შევიდა პარლამენტში ან რატომღა დარჩა ფედერაციის პრეზიდენტად,თუ არა და მალე ჩვენ მოვკითხავთ მაგასაც და მაგის პარტიასაც.არადა 50-იან წლებში ასეთი გამოთქმა იყო თურმე სსრკში,ცოლ ქმარს სამი ვაჟი ჰყავდათ,ორი ჭკვიანი და მესამე ფეხბურთელი.
llcl
და აბა რა ხე უნდათ პარლამენტში, ხალხის სიყვარული არ უნდოდათ და ისმინონ ეხლა გინება, კობის ორმაგი გინება, ის ხომ ფედერაციის პრეზიდენტიცაა
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ირაკლი აბუსერიძე იოსებ ტყემალაძეს მიმართავს
აბუსერიძე: ტყემალაძის არჩევის აქტში უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე ჩემი არჩევის აქტში იყო
ვისთან ვაგებ-მეთქი, - როგორ იხსენებს ბაქოს ფინალს ავთანდილ ჭრიკიშვილი
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა
ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!
ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია - ირაკლი აბუსერიძე
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა