ბაქოში დამარცხებული "სამტრედიის" მწვრთნელი და ფეხბურთელები კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ.

- ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა სამტრედიელთა ფანკლუბმა:

"გია ცეცაძე კი არ უნდა ლანძღოთ, სამტრედიაში ძეგლი უნდა დაუდგათ! ამდენი წელია გუნდთან ვართ და ამდენი ჩასაფრებული არსად გვინახავს. ეს ხალხი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ცუდს დაინახავენ და კარგი როცა მოხდება, დადუმებულნი არიან.

არადა, სად იყო "სამტრედია"? უმეტესად, პირველ ლიგაში და როცა უმაღლესში გადმოვედით, ვარსკვლავები მაშინაც არ მოგვიწყვეტია. მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, შეიკრა ახალი გუნდი და წარმატებას მაშინაც ვერ მიაღწია.

მოვიდა გია ცეცაძე და მოიყვანა ბიჭები, რომლებიც ქართული გუნდებიდან ჩამოწერილები იყვნენ - ზოგი სკამზე იჯდა, ზოგიც პირველ ლიგაში თამაშობდა. ამ კაცმა გუნდი შეკრა, იმავე წელს მეორე ადგილზე გავიდა, გარდამავალ პირველობაზე ჩემპიონი გახდა და წელსაც ოქროს მედლებისთვის იბრძვის.

ცუდად ვითამაშეთ თუ კარგად, ზედიზედ 2 წელია ევროტურნირებზე გავდივართ. აბა, გაიხსენეთ - ევროტურნირი და სამეული სანატრელი გვქონდა.

გულშემატკივარი ცუდს და კარგს ყოველთვის ვხედავთ, არასდროს არავის არ მოგვრიდებია და ვინც გასაშვები იყო, პირში გვითქვამს - წადი! მაგრამ ცეცაძე მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს ჩვენთან, რადგან ამ კაცმა თავისი საქმე იცის.

ცეცა, სამტრედია გაფასებს, უყვარხარ და შენ უნდა იყო იქ, სადაც ხარ. წინ ბევრი სიხარული და წარმატება გველოდება. არავის უსმინო, სამტრედიელებს გვინდა, რომ იყო ჩვენთან და არსად არ გიშვებთ - ერთად ყველაფერი გამოგვივა! ერთმანეთისთვის", - წერია "სამტრედიის" ფანკლუბის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gulshematkivari 007
დათო-სიმართლეს. არ ვაპირებ შენისთანბთან პოლიმიკას მითუმეტეს, რომ უკვე სწორად მიგითითეს ვერსიებს უფრო აფქვევო ვიდრე ჭეშმარიტებასო. მაგრამ ერთი კი უნდა გითხრა: შენ რა უტყუარი ფაქტები მოგყავს ერთი ჩვენს ფეხბურთში გამეფებულ კორუფციაზე? კობიაშვილი არც ჩემი ბიძაშვილია და არც შენ არ მენაღვლები რამეში! მაგრამ კობი ორივეგან აირჩიეს ეტყობა შენ დემოკრატია შენებურად გესმის. გეტყობა რომ პოლიტიკა მაგრად გეწვის, არაფერი არ გამოგივიდა მაგ შენს პოლიტიკაში და ეხლა სპორტის პროფესორობა გადაგიწყვიტია. ხოდა კიდე ერთიც, ნუ გადადიხარ ყველას შეურაწყოფაზე მე უბრალო გილშემატკივარი ვარ, ზოგიერთებივით პოლიტიკიდან სხვის ბიუჯეტში და ჯიბეში ყურებით პირზე დუჟ მომდგარი ჭია კი არა!
Gulshematkivar 007-is
Gulshematkivar 007 ის გასაგონად თქვენ ან აქ არ ცხოვრობთ ან ამ ბიუჯეტის ფულებით სარგებელს ნახულობთ . სპორტს და პოლიტიკას ნუ ურევო მე მეუბნებით და ეგ თქვენი ნაქები კობიაშვილი არ ურევს ? ? , ნეტავ ვინ არის ერთდროულად ფედერაციის პრეზიდენტი,პარლამენტარი და უმრავლესობის წევრი მე თუ კობიაშვილი ??? თუ მეშლება რამე ??? როცა რამეს დაწერ ფაქტები და სიმართლე უნდა გიმაგრებდეს ზურგს სიმართლეეეე ....
მურთაზი
აქ საუბარი არ არის მარტო სამტრედიაზე ან ტორპედოზე, ჩვენს წინ ტყლაპოში წევს ქართული ფეხბურთი და ეს გვტკივა, მართალია რომ ჩვენი მწვრთნელების დონე ძალიან დაბალია, მაგრამ უკეთესებიც არ გვყავს უკვე მერამდენე იღებს თავის თავზე პასუხის მგებლობას, {მე მგონი ამ ხალხს პასუხისმგებლობა განსხვავებული სასმისით საჯარიმოს დალევა ჰგონიათ}, მაგრამ რას ფიქრობენ და რას აკეთებენ კლუბების ხელმძღვანელები და ფედერაცია, ფედერაციას გასაგებია ფეხბურთისთვის არ ცალია-აქეთ პარლამენტი და კანონები, იქეთ არჩევნები და ხალხზე ზრუნვა. თუ ვინმე გამოჩნდა ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი კლუბების ხელმძღვანელებს კიერთი სული აქვთ, რომ რაც შეიძლება მალე გაყიდონ ის, მესმის რომ ამ ბავშვებსაც უნდათ თავისი სპორტული კარიერიდან მაქსიმუმის მიღება,მაგრამ თუ ყიდიან სრულფასოვანი მაინც მოიყვანონ გუნდში, ან ნუ გაყიდიან 25 წლამდე,გამორჩეულებს მოუმატონ ხელფასი,გუნდები გაძლიერდება, მოიმატებს მაყურებლების რაოდენობა და შესაბამისად გაიზრდება კლუბების შემოსავალი, მაგრამ ბოსებს უფრო დღევანდელი კვერხი აწყობთ და თანაც სახელმწიფოს ხაზინას წველიან.
gulshematkivari 007
დათო-სიმართლეს. შენ და შენისთანები სპორტს და პოლიტიკას რომ ურევთ ერთმანეთში იმიტომაა კარგად საქმე. პოლიტიკოსობა და ქვეყნის გადარჩენა თუ გინდოდა ამ სპორტულ საიტს რაღას ერჩოდი!? თავი მოგაქვს ფეხბურთის ექსპერტად. მიდი ძმაო პური მეპურეს გამოაცხობინე და ისე დაელოდე შედეგებს მაგ შენი პოლიტიკიდან. კობიაშვილის და ქართული ფეხბურთის ადვოკატობას არ ვაპირებ ყველამ მშვენივრად ვიცით რომ უამრავი პრობლემაა დაგროვილი როგორც ფეხბურთში ისე მთლიანად ქვეყანაში, მაგრამ კობიაშვილზე ცუდდად როგორ უნდა მოუბრუნდეს ენა პირში კაცს? რატომ უნდა მივაყენოთ ვინმემ-ვინმეს შეურაწყოფა? იგი პატიოსანი ადამიანია, წაართვა ვინმეს რამე თუ რა? მისი შრომით და დამსახურებით აქვს ის რაც აქვს. ის ფული რაც ჩვენს ფეხბურთში დღეს იდება შეიძლება საკმარისი არ იყოს თორე სამართლიანად ნაწილდება ყველაფერში. თუ რამეთი ხარ უკმაყოფილო შენი მოძიებული თანხები დააბანდე ან პოლიტიკოსობას თუ მორჩები ფედერაციის პრეზიდენტობას შეუდექი და მართე მერე მენეჯმენტი-სიმართლით.
quTaisels
აბა 5-0 ებს რო აგებენ ყურები ეწვით ხოლმე სირცხვილისგან ამ ვაი ფეხბურთელებს . თავმოყვარეობა დიდი ხანია დაკარგული აქვთ ....
ფანი
quTaisels ! ფეხბურთელებს ,კლუბებში მოღვაწეებს, ფედერაციასაც შეურაცხყოფა და თავმოყვარეობა რო ანაღვლებდეთ მასეთ კატასტროფულ შედეგებს კი არ მიიღებდნენ . ....
დათო- სიმართლე
სიმართლის დანახვა ვისაც არ აწყობს იმისთვის ჩემი პოსტი ვერსიაა გეთანხმებით . უბრალოთ სხვა ახსნა არ აქვს ხალხის ანუ ბიუჯეტის ფულის ასე უმიზნოთ და მოუკითხავად დარიგებას ფეხბურთში . მაგ ფულით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება თუნდაც ფეხბურთში . არავინ დაიჯერებს ფეხბურთი ,სპორტი და პოლიტიკა სხვა დასხვა რამეაო ,მაგალითი კობიაშვილისაც კმარა, სირცხვილია უბრალოდ ფედერაციის პრეზიდენტობა თან პარლამენტარობა და უმრავლესობის წევრობაც , ორი სიტყვით "გენიოსი" გვყავს ეს კობიაშვილი იმიტომაც აკეთებს ყველა საქმეს ხუთიანზე, შედეგებიდანაც კარგად ჩანს !!!...
quTaiseli
ხოდა აპა მოუსყიდია ბიძინას მთელი სპორტული სამყარო ესე საუბარი როგორ შეიძლება ხოუნდა დაფიქრდე იმაზე რო შეურაწყოფას აყენებ როგორც ფეხბურთელებს ისე მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს.ან საიდან იცი ვინ ვის აძლევს ხმას არჩევნებში.რა ჯანდაბაა ეგ პოლიტიკანური გადახვევები ამ სპორტულ საიტზე ვერ გავიგე.აქ მემგონი ზოგიერთი ფეხბურთის მოყვარული კიარა უფრო პოლიტიკური მიმომხილველია.კრიტიკა ერთია და შეურაწყოფის მიყენება კიდე სულსხვაა.
დათო სიმართლეს
დათო თქვენი ყოველი პოსტი სიმართლე კი არა,ვერსიაა,ამიტომ უკეთესი იქნება,თუ დაირქმევთ დათო ვერსია,ან დათოს ვერსია.მგონი უკეთესია.
გიგი
ქვეყნის სირცხვილი ხართ ყველა ერთად!!!
დათო - სიმართლე
ეს მთავრობა ანუ ოცნება სათავისოდ ძალიან ჭკვიანურად იქცევა , ბიუჯეტის ფულებს კლუბებს ურიცხავს, თან ისე რომ არც კითხულობს სად წავა ხალხისგან ამოღებული ფული და რას მოხმარდება? წარმოიდგინეთ საარჩევნოდ ტექნიკურად რამდენი ადამიანი მოისყიდა ამ ხერხით ... ყველა ვისაც ამ ფულთან შეხება აქვს, კლუბების თანამშრომლები , ფეხბურთელები და უბრალო გულშემატკივარიც კი თავს ვალდებულად ჩათვლის არჩევნებზე ხმა ისევ ამათ მისცეს ...არ მისცემენ ხმებს და აღარც სამსახური ექნებათ , აღარც ხელფასები და იმ გულშემატკივარს ვისაც ამათი სჯერა ეგონებათ ფეხბურთიც აგარ განვითარდებაო! ჭკვიანური სვლაა ბ.ტ. ბიძინე ვერაფერს იტყვი . აბა თქვენ გეგონათ ოცნებას ფეხბურთის განვითარება აინტერესებდა ??? მართლა ფეხბურთის ბედი და განვითარება რო აინტერესებდეს ამ მთავრობას მაგ ფულს კონკრეტულ მიმართულებას მიცემდა, ეს არის სამწუხარო სიმართლე და რეალობა ...
გია
მართალია.ამ კონტიგენტით მაქსიმუმი გააკეთა
Gg
ძეგლის მერე ცვილის ფიგურა უნდა ჩამოასხან და ეგრევე მადამ ტიუსოში!
bogmianebo ar kaskdet da ar dagvsvarot
tqvens saqmes mixedet da chven rogoricaa samtredia iseti gviyvars.. asetia qartveli tu shegeshala gadagivlis da tu magari xar soroshia da chasaprebulia rodis shegeshleba
დათო-რუსთავი
ჩვენი ორი ფეხბურთელი ევროპაში წავიდნენ სათამაშოდ და წარმატებით გამოდიანო ეს არის ცეცაძის სიტყვები ერთ ერთ ინტერვიუში ..., ერთი დანიის მეორეში ჯახირობს ზივზივაძე , მეორესი გვარი არ მახსოვს ლატვიის ვაი ჩემპიონატში . ამათზე რო იტყვის კაცი წარმატებით გამოდიან ევროპაშიო იმას მწვრთნელი როგორღა უნდა უწოდო ??? ტელევიზორს მაინც არ უყურებს ეგ ვითომ მწვრთნელი ? :-)
ლუკა
მეგობრებო რატომ ფიქრობთ, რომ სამტრედიას ვინმე ეწინააღმდეგება. მე საერთოდ ქართული ფეხბურთი მტკივა. როცა გუნდი განსაკუტრებით საერთაშორისო ასპარეზზე გადის ეს მთლიანად ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯია. დათასი არ იყოს "ხალხო რას დაგამსგავსათ სეთურმაო............." ხომ გაგიგიათ, რას ამართლებთ ლამისაა დაუჩოქოთ მწვრთნელს გამოიხედეთ თვალებში მორჩით მონური ფსიქოლოგიით აზროვნებას. ამაზე უარესი შედეგი რა უნდა დადოს მწვრთნელმა?. გამაგებინეთ რა? პასუხი მწვრთვნელის მწირ რესურსებზე არის ის, რომ არ უნდა იტრაბახო წინასწარ. საერთოდ ჯობია გუნდის მენეჯმენტი გამოვიდეს და ოფიციალურად ბოდიში მოუხადოს, როგორც უშუალოდ სამტრედიის ასევე მთლიანად ქართული ფეხბურთის ქომაგს! ასაა სწორი პიზიცია და არა ის, რომ დაიცვათ გაზულუქებული ფეხბურთის ვაი თავები.
kkkk
ბიჭებო ერთი გამაგებინეთ.მწრთნელი წაგებული და ჩაფლავებული თამაშის შემდეგ რო გამოვა და სახალხოდ იტყვის პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიგებო .რას ნიშნავს ეს რა უნდა მოიმოქმედოს? ამ კაცს ეს არ ეხება
buje
სრულად ვეთანხმები დათო სიმართლეს.ხოლო samtredskis ვეტყი ,ქარტული გუნდებიდან ერტმანეტს ვინ სად გარგვევს და როგორ უკვე კარგა ხანია აზრი არ აქვს,იმიტომ რომ რასაც ესენი თამაშობენ ფეხბურთი არაა
კახა ქირია
გუნდი ლიგაზე გავიდა და იმის მაგივრად გაძლიერდეს,სუსტდება.90წთ განმავლობაში ერთხელ რომ დაარტყა კარში ვისაც არ უნდა ეთამაშებოდა ვერ დარბოდა და ა.შ. ეს ცეცაძის ბრალია.რა კონტიგენტიც ყავს იმას თამაშობს...სამტრედია კი ღირსია კარგი გუნდის და კარგი სტადიონის,თავდადებული გულშემატკივარი ყავს....ბრავო!
ნოდო
ორი ჯობია ერთი ქალაქის თავში მეორე ბოლოში შედეგზე პასუხისმგებელი არ მწვრთნელი და არა ცენტრ ფორვარდი ან მარცხენა მცველი რანიერის მაგალითიც კმარა რა ლესტერის ფანკლუბმა იგივე ტექსტი ვერ მოიფიქრა ვითომ?
tarzana
აბდა უბდა
სიმართლე
გინდათ ძეგლი დაუდგით და გინდათ მასაჟი უკეთეთ მაგან ამოწურა ამ გუნდში ყველაფერი. ახალი სისხლი გჭირდებათ
samtredski
კომენტარებიდან ჩანს თუ რამხელა ბოღმაა სამტრედიის მიმართ სხვა გუნდის ბალეშიკებიდან მარა მეორე წრეში გარღვევა არ აცდება ბევრს .
buje
ცეცაძეს მარტო არა, მთელ გუნდს დაუდგით ძეგლი სტადიონის წინ.
ფანი
მაურინიომ, ცეცაძე მე მიმყავს ჩელსიშიო , ასე რომ არაფერი გამოუვა ფანკლუბს :-) ვაი თქვენს პატრონს ....
დათო- სიმართლე
ეგრედწოდებული ფანკლუბი არის კლუბის ადმინისტრაციაზე მიბმული ვითომ გულშემატკივრების მცირე ნაწილი ,რომელთაც ფეხბურთის არაფერი გაეგებათ და ახმოვანებენ ადმინისტრაციის აზრებს. ადმინს ბიუჯეტის ფულების ჭამა გაუტკბათ , კალაძე რატო არ აფინანსებს თავის ჯიბიდან თავისი საყვარელი რაიონის კლუბს ? იმიტომ რომ ერთ ადგილზე კიდია ... კალაძე ტიპიური სამტრედიელი აფერისტია ""იცის ხოლმე დანაპირების შესრულება"" .....
სიმართლე
ცეცადძე არსად დაკარგოთ :-) გყავდეთ ისევ მწვრთნელად არსად გაუშვათ ,თორემ გავიგე აბრამოვიჩს უნდა ჩელსისთვისო :-) სამტრედიის ჩემპიონობა იყო შემთხვევითი და ეს ევროტურნირებმაც დაადასტურა ,რა მაჩანჩალა გუნდიც გყავდათ იგივე მაჩანჩალა დარჩება. ვერ იზავ ვერაფერს როცა კალაძეს ფული არ ემეტება, ეგეც ტიპიური სამტრედიელი აფერისტია ....
ასეა ეს!!!
ნუ შ--------------ით ამ მწვრთნელს რა!!! რა რესურსიც აქვს, იმ რესურსს ამუშავებს. შიგნით ყოფნის, იმიტომ რომ ჭ კლასის დონეზეა ჩვენი ჩემპიონატი, გარეთ არ ყოფნის, იმიტომ რომ ძალზე ჩამოვრჩით. ჯერ აზერების ჩემპიონატი რა დონეა და იმასსაც რომ 10 თავით ჩამორჩები, შენ ვიღა ხარ!!! ასე რომ, მიზეზი სულ სხვაგააა საძებნი.
mikheil kopaleishvili
sherifi=kukes shoris gamarjvebuls shexvdeboda samtredia. ra shansi iko gasvlis. tu kerzzo biznesmeni ar chadbs fuls;mashin qartul fexburts eshveleba da suls moitqvams
სლავიკ
cecadze aucileblad unda darches-ს. შენ თუ გაგიგია ქართული გამოთქმა -"თუ თავი არ გქონდა, სად მიძვრებოდი"-ო. გაგიგია, ხომ, მაშინ სუსკაც რა!!!! ვირთხები კი თქვენს რიგებში მოიკითხეთ. უზრდელი ეს!!!! შენი ადვოკატობა რომ ჭირდება ამ "საუკეთესო" მწვრთნელს, მიტომაც დებს უმაღლეს შედეგს.
gulshematkivari 007
გულშემატკივარი რას ნიშნავს ხალხო? გული უნდა შეგტკიოდეს ხო შენს კლუბზე თუ ნაკრებზე და არა ცხვირსახოცებივით იცვლიდე მათ! ყოჩაღ სამტრედიელებო! საშურია თქვენი მხარდაჭერა კლუბის მიმართ და იმ შრომისა და ამაგის დაფასება რაც მაგ ხალხმა თქვენს ქალაქს და გუნდს გაუწია! სწორედ იმ დროს უნდა გამხნევება და მხარდაჭერა კლუბს როცა ცუდი დრო დაუდგება თორე ლხინში ესენი ყველა ერთმანეთზე უკეთეს სადღეგრძელოს იძახის. ერთი რამ ვერ შეიგნო ამ ხალხმა, რომ რაც არ უნდა ცუდი შვილი ჰყავდეს დედას მაინც ის ურჩევნია მთელ მსოფლიოს, ცდილობს უფრო უკეთესი გახადოს, განავითაროს და ასეა ფეხბურთის გულშემატკივრობაც. თუ ხარ ბალეშიკი ხარ თუ არა და არა! თორე გაკრიტიკებას, ცუდის თქმას, ლანძღვას და ფეხბურთის საუკეთესო ექსპერტად თავის მოჩვენებას რა უნდა!კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება მაინც ალბად, სანამ რეფორმების შემდეგ მყარად დადგება ქართული ფეხბურთი ფეხზე, თორე ხომ ვიცი მერე მაგათი ამბავი, ჩვენი კლუბები და ნაკრებები, რომ სისტემატიურად დაიწყებენ ჯგუფებში წარმატებით წინსვლას, მაინც უკმაყოფილოები დარჩებიან, ჩემპიონები როგორ ვერ გახდნენ ეს ,ბანძებიო".
დინამო
მწვრთნელი მართლა არაფერ შუაშია, შემდგენლობას გადახედეთ... ფიზიკის კანონებს ეწინააღმდება ამთმა რომ რამეს მიაღწიონ... გამორიცხულია ამ შემდგენლობით რამე შედეგი... ამ შემდგენლობით ვერც საქართველოს ჩემპიონატში მოხვდება სამეულში!
Vasili
არ ვარ სამტრედიელი, /// რა შუაშია ცეცაძე?!?!? გაუშვი თორე ეხლა აწარმოებთ თქვენც მოლაპარაკებებს მაურინიო გვარდიოლასთან, არაა მეტი შანსი ამ დონით. / მწვრთნელი , (იმენა ცეცაძეზე მაქ საუბარი) რა შუაშია?!! კაცი ჯიგულით გონკაობს, თუ გამოდგება შედარებათ არ ვიცი, ვერ მოუგებდა ამ კადრებით , არ შეუძლიათ ამ ბიჭებს მეტი და მოკალით, მაგის მეტი არ იციან, იყვნენ ახალგაზრდობაში ნიჭიერები მაგრამ ვეღარ განვითარდნენ და ვერ უძლებენ ამაზე მეტ დატვირთვას... ჩვენი ჩემპიონატი არის სამოყვარულო დონის და ეს იციან კობიაშვილმაც და სუყველამაც ( გერმიის 4-5 ლიგებში ესეთი დონეა, ნუ იგივე ჭ - კლასი)..../ საჭიროა ქვეყანამ ერთი კლუბი შექმნას, ნებისბიერი, თბილისი იქნება, ბათუმი , გორი , ქუთაისი, სამტრედია თუ ბოლნისი , მოკლედ არაა აქ მნიშვნელობა რომელი რეგიონის.. მთავარია ქვეყანამ ერთი გუნდი გამოიყვანოს როგორც ბრენდი, როგორც ერის და ქვეყნის წარმდგენი , წარმოიდგინეთ ლიგაზე ქართული გუნდი , მმანჩესტერს, რეალს , მილანს, ბარსას , ბაიერნს, იუვეს , ანუ ასეთი რანგის გუნდს რო მიიღებ, უფრო მეტი ტურისტი, უფრო მეტი შემისავალი და რაც მთავარია ხალხი უფრო გახარებული არ იქნებაა?!?!?! უფრო არ მოუნდებათ ბავშვებს ფუტბოლიიიიიი?!?!?!??/ ///// ეეეეეჰ, მე კი ვწერ და ვოცნებობ და ვიცი, ფეხბურთზე ჩემნარი ავადმყოფურად შეყვარებული ხალხი კითხულობს აქ .... და პორველ რიგში წერის დროს იმას ვფიქრობ ეე მანდერ არ დამიბლოკონ :D და თან ჩვენი ჭირვარამზე რაგაცეებს ვწერ, ერთი გუნდი დაიდოს !!!! თორე გვახევენ ამ საყვარელ ბურთს თავზე ....
Gocha Juve
მწვრთნელზეც ბევრია დამოკიდებული მაგრამ მოედანზე შემსრულებელი რო არა გყავს და ვერ ასრულებს ცეცაძე ხომ არ გავა და ითამაშებს, ამისათვის საჭიროა გუნდში გყავდეს საშუალო დონის შემსრულებლები და მერე იფიქრო წარმატებებზე, დინამოს ვერ უგებ და ყარაბაღს მოუგებ?...
პაატა ხუჭუა
ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს ჩვენ სამტრედიიელებს გვჯერა ცეცაძის და გვაცალეთ.გიას რაც რესურსი აქვს იმით მაქსიმალურ შედეგებს დებს
სოსო
ცეცაძე რომ საქართველოს მასშტაბით ერთერთი საუკეთესო მწვრთნელია,მე მგონი არავინ უარყოფხ,მაგრამ როცა ზამთარში გუნდიდან თითქმის მთელი შემტევი პოტენციალი მიდის,გუნდის ხელმძღვანელობამ ხომ უნდა იზრუნოს ახალი ხალხის მოყვანაზე,ჩემპიონთალიგაზე თამაშის პერსპექტივის გათვალისწინებით?სწორედ დაფინანსების სტაბილურობით გუნდების შემადგენლობების დასტაბილურებას ემსახურება კობიაშვილი რეფორმის არსი,მაგრამ რა გააკეთა გუნდის ხელმძღვანელობამ,გააძლიერაგუნდი?მე მგონი არაფერი მაგის მსგავსი.ცეცაძეს უნდა მოეყვანა ეს ფეხბურთელები?პასუხია არა,ამაზე სხვებს უნდა ეზრუნათ.გასაგებიამ, რომ რესურსები შეზღუდულია,მაგრამ მათ მოზიდვაზეც გუნდის ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს.რაც მანდ კლასში სხვაობა ვნახე,ალბათ მაინც წავაგებდით,მაგრამ რაღაც პერსპექტივა მაინც იქნებოდა,ახლა კი სრული სიცარიელეა.ამ ჩემპიონატში სამტრედია იმით გამოირჩევა,რომ გასვლაში გაცილებით მეტს იგებს,ვიდრე სახლში.ესე იგი მეორე ნომრიდან იგებს.ესეც შემტევი პოტენციალის ნაკლებობით აიხსნება და ცეცაძე არსებული რესურსით მაქსიმუმს იღებს,მაგრამ რაც აქ ჰკმარა,ევროსარბიელზე ძალიან ცოტაა და შედეგიც სახეზეა.სამტრედია ამ შემადგენლობით არ დაიკარგება საქართველოს ჩემპიონატში,ალბათ საპრიზოზეც გავა,მაგრამ ეს სრულიად არა საკმარისია ევროტურნირებზე და გუნდის მესვეურები თუ არ იზრუნებენ დამატებითი ფინაანსების გამონახვაზე და კვალიფიციური ფეხბურთელების დამატებაზე,შედეგი წლევანდელის მსგავსი იქნება.
ქუთაისელი-2
ცეცაზე და ჩხეტიანი უნდა დარჩენ. მაგრამ გუნდიდან უნდა გაუშვან თამბაკოს, ბახუსის მომხმარებელი ფეხბურთელები, და ისინი ვინც 11 კილომეტრს ნაკლებ დარბის.
barbare
ყიფიანი,ჩხეტიანი,ცეცაძე ყველა მაგარია,მხოლოდ შედეგი არაა მაგარი
ceca bareul gunds gaamwarebs saqartveloshi
სამტრედია ყელსჰი ყავს გაცჰხერილი ბარეულ გუნდს საქარტველოსჰი დაწყებული ტორპედოდან და არ იციან როგორ ლანდზგონ
momeci ra pulic qarabaxs aqvs da gachveneb
azze araxart xalxo pexburtis.. cecadzem ra gaaketos upulo gundit. miuyvanet magari pexburtelebi da ganaxebt ra shedzlia mag kacs.ram gagamwarat ase ro ilandzgebitt.. magram shurisgan skdebit... eg ari sxva araperii..
cecadze aucileblad unda darches
kompiuteris virtxebooo shurianebooo tu magari kaci xar midit da pirshi galandzget... magis tavi sadagaqvt? tqven istorias gadaxedet da mere sxvaze ilaparaket///...momindomes aq qarabaxis damarchxeba upulo gundit.. saqartveloshi 70 pexburti ar icis.. jer gaiget ra situaciaa da mere daiwyet landzgva
umagresi treneria
sadaxart bogmianebo raiyo ver moxvdit samsaxurshii da ilandzgebitt... mteli samtredia shens gverdit ari.. samtrediis arsebobashi vin dado aseti shedegi gamecit pasuxii?? meore ligashi iyavit wlebii.. dganan da xemdzgvanelobas landzgavenn.. tu miagwia warmatebas bogmianebi dadumebulebi dadian tu ara da uasxelod faceshi landzgebian....vai vaii
romandro
isetebi akritikebs romlebic qartuli fexburtistvis saertod verafels aketeben,arc gauketebiat,da arc ician amsaqmis arafeli,ubralod klaviaturastan arian magrebi.
გარინჩა
ისევ არასწორი აქცენტები, ისევ ბოხუა-ყურულაშვილის ტანდემი და იაფი ლაქიაობა კლუბის უვარგისი მენეჯმენტის წინაშე რადგან თვითონ არიან იქ მიტმასნულნი და დასაქმებულები. თქვენ არ იყავით ხალხს რომ ბერავდით ტყუილებით,აიკალით ინტერნეტ სივრცე -მოიცათ და ნახავთ რა მოხდებაო,რა ტრანსფერები დაიდებაო?- თქვენ არ სდევნით და აგინებთ კლუბის ფეისბუქ გვერდზე ყველა განსხვავებულ აზრს? თქვენ არაა რომ ენა ჩაიგდეთ აზერების შემოტევაზე როცა მთლად გააბანძეს გევრდი? გიას ტაქტიკა თამაშისა უკვე ყველამ ზეპირად იცის,მისი დამარცხება ყველას შეუძლია გარდა ზარმაცისა,მას არც ადამიანური რესურსი აქვს რომ ვინმეს დაეყრდნოს და ვერც ვერაფერი ახალი გამოუგონა ამ სასტავს რომ მათი დამარცხება ადვილი არ იყოს. ამოიწურა ყველა რეზერვი და საშუალება,როგორც მწვრთნელის ისე მოთამაშეების. ერთი ის თქვით რამდენი ლარი კერძო ფული დაიხარჯა ამ კლუბში,სადა გყავთ ვინმე კერძო სპონსორი, თუნდაც 1000-2000 ლარი რომ შესწიროს კლუბს? ისიც ვთქვათ როგორ გახდა სამტრედია ჩემპიონი? სხვათა გაჭირვების ფონზე უკეთესი თამაშით,უბრალოდ დაემთხვა ასე ვითარება და საშუალებები ერთმანეთს. ამავე ჩემპიონმა მოახერხა ტორპედოსთან 4-დან 3 მატჩი წააგო,ამავე ჩემპიონმა საკუთარი რეკორდი დაამყარა საშინაო მატჩებში აუღებელი ქულების, არმოგების და ზედიზედ წაგების. კიდევ რა უნდა მოხდეს? ანგაჟირებული,პადხალიმური და არასერიოზული განაცხადია ეს ძეგლის დადგმა. გამოსავალი ერთია - უნდა წავიდეს კლუბის მთელი მენეჯმენტი და მიტმასნული ხალხი, დაუბრუნდეს კლუბი მუნიციპალიტეტს,რადგანს ეს აიპ დაარსებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ,მუნიციპალიტეტმა კი ის სასწრაფოდ გაყიდოს,ნებისმიერ ფასად. როცა ახალი მფლობელი იქნება ,იმან გადაწყვიტოს ვინ იქნება მწვრთნელი, ცეცაძე თუ სერ ალექსი.
iloreli
საქართველოს კვალობაზე და პირობაზე თუ სინამდვილეში ამ კაცმა მაქსიმალურზე მეტი შეძლო... მეორადი ფეხბურთელებით ვერცხლი ოქრო და წელს მინიმუმ ბრინჯაოს აიღებს და მეტის ამბიცია სამტრედიელებს არ გვაქვს. რა მე მომეწონა ყარაბაღთან გაფარჩაკება მაგრამ ყარაბაღის 1 ზანგს რა ხელფასიც აქვს წლიურად იმდენი დაფინანსება აქვს სამტრედიის მთელს გუნდს თავისი ექიმიან კარლოიან ავტობუსის ბენზინიანად. ასე რო ერთი ადგილი დააყენეთ. თუ კლუბი გახდება კერძო და ფული გაჩნდება და ლეგიონერები მომრავლდებიან, ზივზივაძის არაბულის და შერგელას ნაირი ხალხი არ გაიქცევა გუნდიდან და მერე გავფარჩაკდებით ასე აზერებთან პირველი მე ვესვრი ტალახს გიას, მაგრამ არა ახლა... ეს არსებული რეალობის ბრალია და ცეცაძე ალბათ ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე ამ ამბავში.
vin verc daasaqmes samtrediis klubshi isini ilandzgebian
თქვე ბოგმიანებოოო და ჩასაპრებულებოო... დაუნახავებოოო... ცეცა მაგარი ტრენერია.. რო გაუშვათ ვინ მოგყავტ გიულიიიი??? კი უმიზნებს მაგ ადგილს, მაგრამ იცოდეთ ხალხი გადაგივლით თავზეე.. გიულის დასაცინი რა ჩირს ცეცაძეს ან რა ნამუსით უჯდება გვერდით???? როცა ქუჩაში ლანძგავს..
zmo
ძეგლი მარტო ცეცაძეს კიარა ყველას უნდა დაუდგათ ვინც დღევანდელ ფეხბურთშია ქართული ფეხბურთის გარდაცვალებისთვის
რეზო
ფანკლუბი სამტრედია არ არის.
samtredski
რა გაიფხრიწეთ ამ სამტრედიაზე ჩვენ არ ვამბობთ არაფერს თქვენ ქართველები ხო ხართ ან დადეთ მუთაქებში შენახული ფულები და გავაკეტებთ კაი გუნდს თუ კალას ზურგზე გინდათ გაიაროთ და მერე ცხრამეტ წლამდელების თამაშზე ჩეხებთან ბილეთის ფასზე რო ლაპარაკობდით ის ხალხი ხო არ ხართ შემთხვევით?
კახა
წასვლა თავად ცეცაძისთვისაა საჭირო რომ გადახარშოს ყველაფერი თუ აქვს შესაძლებლობა წავიდეს საზღვარგარეთ 1-2 წელი ნიჭიერი კაცია სწორ დასკვნებს გააკეთებს გაიღრმავებს ცოდნას და პატივცემულო სამტრედიელებო და საერთოდ სპორტის მოყვარულებო კრიტიკა მტრობა არრა ვისაც სხვაზე ნაკლებად გახარებოდა სამტრედიის წარმატება იმის...
haha
მე მგონი ორი ძეგლი უნდა დაუდგან. ერთი სამტრედიაში და მეორე ბაქოში.
კოტე
ყოჩაღ სამტრედიელებო, ასე უნდა გუნდის გვერდში დგომა! რასაც ვუყურებ, სამტრედიელებისგან აუგი ცეცაძეზე ჯერ არ გამიგია, ძირითადად სხვა გუნდების გულშემატკივრები გამოვარდნენ ლანძღვით და კრიტიკით. და ისეთები, ევროთასებზე და ნაკრების თამაშებზე რომ ახსენდებათ მხოლოდ ქართული ფეხბურთი და მისი ავ-კარგი. თუმცა ასეთ ხალხს ვინ ეკითხება, ან საერთოდ რა უფლება აქვთ ის გუნდი აკრიტიკონ, რომელიც თვეები და წლები არც ახსენდებათ, ვერ ვხვდები.
Simartle
Aba kii su cecazem gaxada chempioni sasaciloa satirali rom ar iyos martla ro gjeravt ro samtredia girseuli chempioni gaxda an wels rasac igebs tamashebs kide. Swored es kritikebis miugebloba da cvlilebebis ar kona gupavs ara marto pexburts aramed mtlianad kveyanas.
marao
იმ დონეზე დავიდა საქართველოს ჩემპიონატი და რაც ყველაზე სამწუხაროა ქართველი გულშემატკივარი (თუ დარჩა კიდევ), რომ სამარცხვინოდ წაგებული გუნდის მწვრთნელს, ეხვეწებიან არსად წახვიდეო. სად წამსვლელია თუ ძმა ხარ, თუ არ გაუშვი. ან ვის რაში ჭირდება!!!! ისე შეიძლება წნორის "ინტერში" დასაქმდეს.
გიორგი
რა აზრი აქვს წავა თუ დარჩება, ფაქტი ერთია, შედეგი ვინც არ უნდა მოვიდეს იგივე იქნება, შეხედეთ ნაკრების თამაშს, რამდენი თავკაცი გამოიცვალა და ეფექტი არანაირი არ არის. პრობლემა უფრო სიღრმისეულია. პრობლემა ალბათ თავიდანვე ფეხბურთის თამაშის სწავლების არასწორი მეთოდებია, თორემ არ შეიძლება ნებისმიერი გუნდი ჩვენს გუნდს ასტრონომიური ანგარიშით ამარცხებდეს, ბოლო ბოლო ბარსას ან რეალს ხომ არ ვეთამაშებით.
balu
არ არის ურიგო მწვრთნელი. მართალია ჭ კლასის დონის ჩემპიონატი გვაქვს, მითუმეტეს აზერების ჩემპიონატთან შედარებით, მაგრამ მაინც მაგარია ცეცაძე, რადგან სოფლის ორღობის გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახადა. მეტი რა უნდა ქნას!!
soso
კალატბურტში, გაუშვეს,მოიძულეს/
ika2323ika
Aq ar ari cwcazze laparaki.aq gundis xelmdzxvanelobaze kritika gamotkmuli.roca icii ri zedized gadixar evro turnirze meorexarisxovan gundtan ar unda agebde amxela angarishit.roca mteli naxevari celi gaq dro mosamzadeblad.cecadzes kiar unda moetxovos pasuxii.exla moikvanes ganadgurebis mere da exla vitom cdiloben damatebas fexburtelebis.aci raga azri aq am kontigentit isev gavlen mesameze minimum da xval farerbic igives gvizams
samtredski
არავის საქმე არაა სამტრედიელების გარადა ცეცას გაშვება სამი წელია სამტრედიაში ფეხბურთი დაბრუნდა ეხლა ვიღაცას ყელში გაჩხირა უფრო სწორად მოწინააღმდეგე გუნდის ფანებს დიახაც საქართველოს დონეზე მაგრები ვართ და ევროპაშიც არ ვჩანჩალებთ რა რესურსიც გვაქ იმით მეორე წრეში ბარეოდს გავამწარებთ მასე ხორვატიის ნაკრები მაგარია მარა საკლუბო ფეხბურთი დიდათ არაა ჩVენზე წინ და ბევრი ქვეყნის ჩამოთვლა შემიძლია ასე რო დადუმდით.
გიორგი
ბრავო, ძმაო თუ ხუთითნოლზე ეხვეწებით დარცენას, ალბათ მეტით წაგებაზე დაუჩოქებთ. ამ მწვრთნელის კომპეტენციაში მე ეჭვი შემეპარა მაშინაც, როცა ის ახალგაზრდულ ნაკრებთან მუშაობდა. მე ისიც მესმის, რომ ცუდია მწირი ფინანსებით მუშაობა მაგრამ მწვრთნელიც, რომ ტაქტიკურად ცდება და ვერ ქაჩავს ფაქტია.
ცეცაძის მადლი
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ შვილებო!!!
c
ყოჩაღ სამტრედიელებო. სამაგალითო საქციელია!
ქუთაისელი
ყოჩაღ ფანებს! ვაფასებ ასეთ ნამდვილ გულშემატკივარს! წარმატებები!
risxva
ძეგლის დადგმა თუ უშველის ქართულ ფეხბურთს,ერთის მაგივრად რამოდენიმე დავდგათ.
ვარია შემწვარაძე
საინტერესოა, რამდენი ადამიანია გაწევრიანებული სამტრედიის ფანკლუბში!!!
ფეხბურთის სტაჟიანი ქომაგი
ვინ მამაძაღლი!!! გყავდეთ და წარმატებებსაც გისურვებთ. თუმცა, როცა გუნდი 5:0-ზე მარცხდება და თან უსუსურ ფეხბურთს აჩვენებს, მისი მწვრთნელი გასაშვები თუ არა, საყვედურის ღირსი მაინც არის. სამტრედიელი ქომაგები კი მწვრთნელს აღმერთებენ. კი ბატონო, გია საქართველოს დონეზე მართლაც არ არის ურიგო მწვრთნელი და მართლაც ბევრი კარგი გააკეთა სამტრედიის გუნდისათვის, მაგრამ ხომ შეიძლება ქომაგმა ამ წაგების შემდეგ, შეპარვით მაინც გააკრიტიკოს. გყავდეთ ბატონო და წარმატებებსაც გისურვებთ, საქართველოს დონეზე მაინც.
1,2,3,5,8...
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი არსადაც არ უნდა წავიდეს. შემდეგი თამაშის მოგებას უნდა ეცადოს.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა