საქართველო უნგრულ დიორში გასამართ თამაშებში 10 სახეობიდან 7-ში 33 სპორტსმენით გამოვა
23-29 ივლისს უნგრულ დიორში მე-14-ედ ჩატარდება ზაფხულის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას საქართველოც მიიღებს: ჩვენები თამაშების პროგრამაში შეტანილი 10 სახეობიდან 7-ში 33 სპორტსმენით გამოვლენ.

ალბათ, ქართული სპორტის ქომაგთ შეხსენებაც არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ დიორმა ფესტივალის დროშა თბილისისგან გადაიბარა: 2015 წელს სწორედ ჩვენმა დედაქალაქმა უმასპინძლა მე-13 თამაშებს და საკმაოდ მაღალ დონეზეც ჩაატარა ის.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში კვლავაც 10 სახეობაა, ჩვენები კი 7-ში გამოვლენ და ყველა ინდივიდუალურია, არც ერთი არაა გუნდური: ძიუდო, ცურვა, მძლეოსნობა, ჩოგბურთი, კანოე, ველოსპორტი და სპორტული ტანვარჯიში. არ გამოვდივართ მხოლოდ დარჩენილ სამ გუნდურ სახეობაში: კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი.

უნგრეთში ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში 59 წევრი იქნება, რაც წამყვანი ევროპული ქვეყნებისთვის არაა დიდი ციფრი, მაგრამ ამგვარი შეჯიბრებებისთვის საქართველოს კვალობაზე საკმაოდ სოლიდურია. სპორტსმენების გარდა, დელეგაციაში შედიან მწვრთნელები, მსაჯები, ექიმები, ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები, სპორტის ხელმძღვანელები, ფედერაციათა პრეზიდენტები და სხვები.

როგორც გითხარით, დელეგაციაში 33 სპორტსმენია, რომლებსაც 11 მწვრთნელი მიჰყვებათ, მათთან ერთად კი ფესტივალს 3 ქართველი მსაჯიც მოემსახურება. აქედან ორი სპორტულ ტანვარჯიშშია - რუსუდან სიხარულიძე და ბესარიონ გამსახურდია, ერთი კი ძიუდოში გვეყოლება: მერაბ ლოსეურაშვილი.

იმის მიუხედავად, რომ ზემდგომნი გენდერული ბალანსის დაცვას სპორტის ბევრ სახეობაში პირდაპირ მოითხოვენ (ანუ მითითებაა, რომ ქვეყნიდან ამა თუ იმ სახეობაში იყოს 1 ბიჭი და 1 გოგო), ჩვენს გუნდში ეს თანაფარდობა ბოლომდე მაინც არაა დაცული: სპორტულ დელეგაციაში მხოლოდ 10 გოგოა.

ცხადია, სპორტის სახეობებიდან ამჯერადაც ყველაზე მეტი მონაწილით ძიუდოა წარმოდგენილი, რომელიც ჩვენი მთავარი დამრტყმელი ძალაა ამგვარ ფესტივალებზე - მათზე მოდის წარმატებათა ლომის წილი. ძიუდოისტებს ამჯერად 12 სპორტსმენი ეყოლებათ, აქედან კი ოთხი გოგოა.

შეგახსენებთ, რომ წინა ფესტივალზე ჩვენმა გოგონებმაც ძალიან იყოჩაღეს და 3 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო და 1 ბრინჯაო. ბიჭებთან ერთად, ისინი ამჯერადაც მედლების მოპოვების მთავარ კანდიდატებად მიიჩნევიან, თუმცა არა მხოლოდ უბრალოდ მედლებისა: სოფიო სომხიშვილმა 10-ოდე დღის წინ, ფაქტობრივად, ცალი ხელით მოიგო ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი და მასზე ახლაც ოქროს მედალი იგეგმება.

რაოდენობრივად გუნდში მეორე ადგილზე მძლეოსნები არიან - 7 მონაწილე 6 სახეობაში. 4 წარმომადგენელი ჰყავს სპორტულ ტანვარჯიშს, 3-3 - კანოესა და ჩოგბურთს, 2-2 - ცურვას და ველოსპორტს.

დიორში დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვია, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი - სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია. ესაკიასთან ერთად, ადმინისტრაციულ ჯგუფში შედიან რუსუდან აფციაური, თორნიკე გაჩეჩილაძე და სამედიცინო ჯგუფის წევრები - სოფიო თავხელიძე და მამუკა გალდავა.

დელეგაციის საპატიო სტუმართა შორის, რომლებიც ოლიმპიური სოფლის გარეთ იცხოვრებენ, შედიან ხაბელოვი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სეოკ-ის სპონსორები. აგრეთვე - ფედერაციათა პრეზიდენტები: ალექსი ახვლედიანი მძლეოსნობის ფედერაციიდან, კონსტანტინე ლაშხი ტანვარჯიშიდან და ომარ ფხაკაძე - ველოსპორტიდან.

როგორც ვხედავთ, დანარჩენი ოთხი ფედერაციის პრეზიდენტი არაა სიაში, მათ შორის - არც ყველაზე მრავალრიცხოვანი ძიუდოსი.

ჩვენი დელეგაციიდან ყველა ერთად გაფრინდება უნგრეთში 22 ივლისს, მხოლოდ მისიის ხელმძღვანელი ესაკია გაემგზავრება წინა დღეს. 23-ში, საღამოს ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალია, შეჯიბრებები კი 24-ში იწყება.

ადრე ამ თამაშებში ძიუდო პირველი დღიდანვე ებმებოდა და ჩვენც ხშირად სტარტზევე ვიბევებდით მედალს, ამჯერად კი ასე აღარ იქნება: პირველ დღეს, ანუ 24 ივლისს შეჯიბრებები მხოლოდ ცურვაში ტარდება, ძიუდო კი 25-დან ჩაებმება, როგორც ველოსპორტი, მძლეოსნობა და ტანვარჯიში.

ფესტივალი ასპარეზობების ბოლო დღეს, 29 ივლისს იხურება, 30 ივლისს კი დელეგაციები სამშობლოში გაბრუნდებიან. იმედია, ჩვენები საქართველოში წინა წლებზე არანაკლებ ხელდამშვენებულნი დაბრუნდებიან.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა

ძიუდო

ბიჭები

50 კგ. გოგა ჩხაიძე (ბათუმი)

55 კგ. ბექა წიფიანი (მარნეული)

60 კგ. გურამ ძავაშვილი (გორი)

66 კგ. გიორგი ჩიხელიძე (თბილისი)

73 კგ. ლევან ფსუტური (გორი)

90 კგ. მიხეილ ბექაური (თბილისი)

+90 კგ. ლევან ჭელიძე (თბილისი)

მწვრთნელები: გიორგი ყიზილაშვილი, ლომერ ჟორჟოლიანი

გოგონები

52 კგ. ეკატერინე ტატუნაშვილი

57 კგ. თინათინ რევაზიშვილი

63 კგ. მარიამ ჭანტურია

+70 კგ. სოფიო სომხიშვილი

მწვრთნელი: კახა მოცრაძე

მძლეოსნობა

1. მარიამ ფხალაძე - 200 მ წინაღობებით

2. მიხეილ ცანავა - ჭოკით ხტომა

3. ბელა ჭკადუა - 400 მ

4. სალომე ჩახვაშვილი - უროს ტყორცნა

5. გიორგი კეკიშვილი - უროს ტყორცნა

6. გიორგი კარდაშიანი - სიგრძეზე ხტომა

7. თემურ მამედოვი - 800 მ

მწვრთნელები: ზურაბ ტალიკიშვილი, გიორგი ხარაზიშვილი

სპორტული ტანვარჯიში

1. ბიძინა სიჭინავა

2. ლევან სხილაძე

3. ლალი დეკანოიძე

4. ანა სუბოტინა

მწვრთნელები: თამაზ გოგინაშვილი, სოფიკო მანაგაძე

ჩოგბურთი

1. ლაშა-გიორგი კიკვიძე

2. თამარ გაგოშიძე

3. დალიდა ქადარია

მწვრთნელი: ნინო ნალბანდიანი

კანოე

1. ბაჩანა გოჩაშვილი

2. ჯუმბერ ჩხუტიაშვილი

3. გია გაბედავა

მწვრთნელი: რომან მიქაძე

ცურვა

1. თინათინ კევლიშვილი

2. ლუკა კუხალაშვილი

მწვრთნელი: გიორგი სირბილაძე

ველოსპორტი

1. ავთანდილ ფირანიშვილი

2. თორნიკე ხაბაზი

მწვრთნელი: ივანე რთველიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზაზა ,, ჯიჯი''
სომხიშვილმა ჩემი აზრით დიდი სპორტი უნდა იჭიდავოს, შესაძლებელია 2020 წლის ოლიმპიადისთვის გააკეთოს ლიცენზია, თუ მისცეს მწვრთნელებმა შანსი, და შედეგსაც დასდებს. 2024 წელს კი ოქროს მედალი უეჭველი ჩვენია.
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
სომხიშვილი მერვედფინალში დიკოსთან დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა
რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ინანეიშვილი და სომხიშვილი დამარცხდნენ
ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც
სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად