ქართველი კიკ-ბოქსიორი გიგა ჭიკაძე რუს სპორტსმენთან, ალექსეი ულიანოვთან ხვალ დილით გასამართი დაპირისპირების წინ ჟურნალისტებთან საუბრობს
ქართველი კიკ-ბოქსიორი გიგა ჭიკაძე რუს სპორტსმენთან, ალექსეი ულიანოვთან ხვალ დილით გასამართი დაპირისპირების წინ ჟურნალისტებთან საუბრობს.

28 წლის სპორტსმენი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას ის იმსახურებს და არა რეიტინგის ამჟამინდელი ლიდერი რობინ ვან როზმალენი.

"ერთი საქმეა ტიტულები და მეორე - ტურნირები. ზოგი სპორტსმენი ჩემპიონობის დასაცავად მუდმივად იბრძვის, მაგრამ კიკ-ბოქსინგის გული ტურნირებია. სპორტი ტურნირებისგან შედგება და ვინც ტურნირს იგებს, ნამდვილი ჩემპიონიც ისაა.

ასე რომ, თუ ტურნირი მოვიგე, რეიტინგის პირველ პოზიციაზე მე უნდა ვიყო და საუკეთესოდაც მე უნდა ვითვლებოდე. ასე არაა? ვიცი, რომ მსუბუქ წონაში ჩემპიონი რობინ ვან როზმალენია, მაგრამ მას არცერთი ტურნირი არ მოუგია. ჩემი აზრით, მას არ შეუძლია თქვას, რომ საუკეთესოა.

ტიტულისთვის ბრძოლას დიდი ხანია ვითხოვ, მაგრამ ამ შანსს არ მაძლევენ. ვფიქრობ, ამ საკითხში პოლიტიკაა ჩართული. ამ ტურნირს მოვიგებ და შემდეგ ბრძოლა თავად რობინმა უნდა მთხოვოს. თუ მას ჩემთან ბრძოლა სურს, ეს უნდა გააკეთოს. მე არ ვიცი, უნდა თუ არა მას ბრძოლა".

- გიგა ჭიკაძე Glory 43-ზე იასპარეზებს

ჭიკაძე ულიანოვთან დღეს გასამართ დაპირისპირებაზეც საუბრობს:

"ულიანოვი ძალიან კარგი მებრძოლია. მისი ჩხუბი ნანახი მაქვს. მისი სტილი მომწონს. ასეთი სტილის მოჩხუბრებთან ბრძოლის დროს თავს კომფორტულად ვგრძნობ.

ჩემი ამოცანაა, ემოციებს არ ავყვე. ზოგჯერ, როდესაც ბრძოლა იწყება, ზედმეტად ემოციური ვხდები. ამჯერად, ემოციებს ფინალისთვის შევინახავ. ვაპირებ, პირველი ბრძოლა მოვიგო ნებისმიერი ხერხით - ქულებით თუ ნოკაუტით. შემდეგ ფინალის ჯერი იქნება.

მეორე ნახევარფინალი? ვერაფერს გეტყვით. ვანონსტრანდს კარგი სტილი აქვს, მაგრამ მე აბდურაჰმანი უფრო მომწონს. მოგება ორივეს შეუძლია.

ქართველმა სპორტსმენმა ჩხუბის თავის სტილზეც ისაუბრა:

"თავიდან მძიმე დარტყმებით ვიწყებ, შემდეგ კი ტემპს ვცვლი. მეტოქეს ზედა ნაწილში დარტყმას ვუჩვენებ, მაგრამ ღვიძლში ვურტყამ. როდესაც ღვიძლს ვეხები, ის ბუშტს ემსგავსება. ეს განსაკუთრებული დარტყმაა და მას GigaKick ჰქვია. ამ დარტყმით ბრძოლა მთავრდება".

- კიკბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ მეტოქე ქრის მაუზერი 2:20 წუთში დაანოკაუტა [VIDEO]

- კიკ-ბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ კევინ ვან-ნოსტრანდი გალახა და მსოფლიო ჩემპიონი გამოიწვია [VIDEO]

gurami
გიგა გისურვებ წარმატებებს მთელი საქართველო შენ გულშემაგტკივრობთ! წარმატებები!!
ქუთაისელი
მიდი გიგა, მაგ ლენინის შთამომავალს დაუნაყე ცხვირ-პირი..
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიგა ჭიკაძემ არნოლდ ალენთან დასანანი მარცხი განიცადა
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
"ბრმა დარტყმა გავუშვი... იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ..." - გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა
"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
ჭიკაძის მარცხი - მსაჯებმა გადაწყვეტილება ონამას სასარგებლოდ მიიღეს