ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაჯამა
გორში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენელებთან განვლილი ჩემპიონატი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაჯამა.

"პირველ რიგში მინდა გამარჯვებულს მივულოცო, ასევე ტურნირის ყველა მონაწილეს. მართლაც ღირსეული გამარჯვებული ჰყავს ტურნირს. ამასთანავე ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ, რომ ჩემი აზრით ეს იყო ძალიან წარმატებული ჩემპიონატი. ეს უეფამ და გუნდების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს. აქვე მინდა გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს დიდი მადლობა გადავუხადო.

გრძელვადიანი ტურნირის დროს მრავალ სირთულესთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი და შეგვიძლია, ვიამაყოთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ბევრი იშრომა და ეს სანახაობა აჩუქა გულშემატკივარს.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში ჩატარდეს რეგიონებში. გორმა კი, პირველი თამაშიდან გამომდინარე დაიმსახურა, რომ ფინალური შეხვედრა აქ ჩატარებულიყო. ამ იდეამ ნამდვილად გაამართლა და მსურს ადგილობრივ ხელისუფლებასა და გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო"

- U19: ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია [VIDEO]

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

quTaiseli
ფულის გარდა ვერაფერში ვერ დაგეთანხმები ბავშვთა ფეხბურთი როარაგაქ ეგ ჩვენი ბრალია რო ანგრევ ძველს ახალი უნდა ააშენო უკეთესი თუ თავიგაქ მაგისი კერძო სკოლები გაქ და რას ითხოვ ფულიროარ იშოვონ.ეს გამორიცხულია ამიტოარუნდა დაგვენგრია თავის დროზე ის სისტემა რაც გამართულად მუშაობდა.და რაც შეეხება კლუბის მეპატრონეების საკითხს გუნდი რო ფარჩაკდება ევროთასებზე აპა ვისი ბრალია თუ მეპატრონეხარ მიხედე და თუ დანიშნული დირექტორიხარ სახელმწიფომ მიხედოს და გაანთავისუფლოს.
კახა
რომელ მასპინძლობაზე ლაპარაკობს ეს უსაქმური? გორის სტადიონის მომზადებაში , ფედერაციას 1 თეთრი არ ჩაუდია და საერთო – მაგათი *ტექნიკური სამსახურის უფროსის* თქმიტ ფეხზე ეკიდათ გორი ! არადა უეფამ ფინალისთვის გორი აირცია – გაინტერესებტ რატომ ? შეხედეთ პეტრიაშვილის და მესხის სტადიონების საცოდავ მდგომარეობას და ნახავთ ! არა წესიერი განათება , არა წესიერი ბალახიის საფარი ! გორში კი ყველაფერი კარგი იყო – განსაკუთრებით განათება და მინდვრის საფარიც და ეს ყველაფერი სულ 3 *ფირმის*, თან ქართული ფირმების ამსახურებაა , რომლებმაც 1,5 თვეში სასწაული გააკეთეს და ამ ხალხს ეს უმაქნისი ფედერაცია იგნორირებას უკეთებსდა საერტოდ უცოდინარ ხალს ალევს კონტრაქტებს ! არ დაბლოკოთ კომენტარი
სოსო
ღმერთმა გაანათლოს ზურაბ პეტრიაშვილი,რამდენი მადლი დათესა.დიდი საყრდენი დავკარგეთ.
qutaiseli
qutaiselsს დიდ ფულს რაც შეეხება მეცმანდვარ და რაც შეეხება დანარჩენს ვერ დაგეთანხმები რო გუნდის მდგომარეობაზე მეპატრონე არაფელ შუაშია შუაში კიარა მეთუმკითხავ თავშია ეს ერთი ბავშვთა ფეხბურთი მოშლილიაო რომ ამბობ რათქმაუნდა მოშლილია რატოამერე მოშლილი იმიტო რო კერძოა ყველაფერი და ეს სულაცარარის ფედერაციის ბრალი ეს მეორე როცა რაღაცას ანგრევ უკეთესი უნდა შექმნა რაცარიცი კიდე რას შექმნი არიქა ეს სახელმწიფოს მიერ კურირებული ფეხბურთი საბჭოეთის გადმონაშთიაო ხო ვიძახოდით ვიძახოდით ხოდა საბაზრო ეკონომიკა და ისაოდაესაო ხოდა ხო მიიღე ის რაც გინდოდა მეერთს ვიტყვი უბრალოდ რაც კარგია იმას ხელი არუნდა ახლო და არუნდა გააუქმო რაც ცუდია ის გამოასწორო და მეტი არაფელი.როცა ყველაფრის ნგრევა დავიწყეთ და ჩვენი ჭკუით გვეგონა რო კარგს ვაკეთებდით აი იქ მივქარედ.
1,2,3,5,8...
სკოლებში და კლუბებში ისწავლონ ფეხბურთელების მომზადება და ფულიც გაუჩნდებათ. საქართველოში რაც ნიჭი ნიავდება სწორი მიმართულება მიეცით და აღარც ლეგიონერები დაგჭირდებათ
პატარა კაცი
ფუნიკულიორზე ავდიოდი ქორწილში მანქანით ვერ ავედი საცობის გამო და გადავწყვიტე საბაგიროთი ასვლა, მსურველებიც ბევრი იყო და შესაბამისად დავდექი რიგში, ჩემთან ერთად რიგში იდგნენ ნაკრების კალათბურთელები, მარკოიშვილი, შერმადინი და აშ. მოვიდა ვაგონი გაივსო ხალხით (შემდეგში მოვახერხებ ასვლას) მაგრამ არ მიდის, 10-15 წუთი დგას... მივხვდი რომ ვიღაცა ვაჟნის ელოდება :). უცბად გასასვლელი კარებიდან შემოდის სათვაალეებშე და ტელეფონით ყურზე, ცოტა თავჩაღუნული "მიიცურცლება" ვაგონისკენ და ვაგონიც იძრება. ნეტა ვინ იყო? ბატონი ლევანი.... ამის შემდეგ ამ კაცზე ჩემთვის ყველაფერი გასაგებია :).. აღარ ჩავუღმავდები.....
qutaisels
ევროპაზე გამოსვლასთან ფდაკავშირებით,რა შუაშიაკლუბის მეპატრონეები..საქართველოში მოშლილია ბავშვთა ფეხბურთი,არ მოდის თაობა,არ არის ინფრასტუქტურა...ასევე ას მილიონ დოლარს რომ ამბობ,გეთანხმები და მერე სადაა ეს ფული..380 ათას დოლარად რამდენი უნდა კნას კლუბებმა?ივარჯიშინ იკვებონ,იმგზავრონ,ხელფასები და სხვადასხვა გადასახადები იხადონ თუ რას ცვდება ეს თანხა გიფიქრიათ?სანამ საქართველოში არ იქნება დიდი ფული ფწეხბურტში რომ კლუბებს ჰყავდეთ 7-8 ან 5-6 მაღალ კვალიფიციური უცხოელი ლეგიონერი საქმე არ გამოვა..ვერცერთ კლუბს წამყვან კლუბებს ვგულისხმობ ვერ დაასახელებტ რომლებიც ლეგიონერების გარეშე თამაშობენ..მაგალითად ელემენტარულია როცა უკრაინაში ფული იყო და კიევის დინამოს შახტარს ლეგიონერები ჰყავდა კარგ შედეგს დებდნენ,რაც ფული გაქრა ჩაკვდა უკრაინის ჩემპიონატიც.10 ევროზე ნაკლებ ფასიან უცხოლეს თუ ჩამოიყვან აზრი არააქვს,ხოლო ამ ხელფასის გადამხდელი თან რამოდენიმეს რომ უნდა გადაუხადო მანახე ერთი რომელიმე კლუბი?ესაა პრობლემა უდიდესი და მოუგვარებელი
quTaiseli
ჯერერთი მთელი საქართველოს სახელით საუბარი არმგონია მართებული იყოს რადგან მოსახლეობის ნახევარზე მეტს ფეხბურთი სამწუხარიდ საერთოდ არ აინტერესებს და მეორე ფეხბურთი რო აღორძინდეს და გახდეს კონკურებტუნარიანი ამას მინიმუმ ასი მილიონი დოლარი მაინც ჭირდება წელიწადში და კობიაშვილი კიდე კიო არარის მანამ სანამ ის მოვიდოდა საჭმლის ფული არქონდათ კლუბებს და იმას გაყვიროდენ რიკოთზე ნისიაზე ვჭამთ საჭმელსო. აქედანაც კარგად ჩანს თუ რა ჩაიბარა ლევანმა და რა არის დღეს რაც შეეხება ეცროპაში წარმატებულ გამოსვლას ეს მთლიანდ კლუბების და მისი მეპატრონეების ნამუსზეა.
rexeli
ლევანს ეკითხებიან რაში გამოიხატება შენი მადკობა იმაში რომ ჩვენმა ნაკრებმა ბოლო ადგილი დაიკავა ჯგუფში
სიმართლე
რაუბედურებაა რახდება? კარგად ორგანიზებაში რამდენი შეჭამე გაფიცებ ადამიანობას? ერთი 10მილიონი? უსაქმურების ხროვა ხართ ფედერაციაში ერთი კაცი უნდა დარჩეს ისიც დამლაგებელი დანარჩენმა ჯობია გადადგეთ, ანბანის ყველა ასოზე დაწყებული გინება აღარ მოგწყინდათ?
მურთაზი
თქვენი წარმატებების გამო მთელი საქართველო "საქებარ სიტყვებს" გიგზავნის
nini
ლევან ბიძიკო, რაში გამოიხატება თქვენი წარმატება?
halagaji
ესეგი გაგიჯდება კაცი,ამდენი უსაქმური და ამდენი მოღალატე როგორ ეტევა ამ პატარა მიწაზე გაოგნებული ვარ.10 ადამიანიდან 8-9 კაცი მოღალატეა პოტენციურად. ანუ რომ შესთავაზოთ ფული და კაი ცხოვრება, დაგთანხმდებათ ღალატზე?!
zurab
შენ თვითონ რისი მაქნისი ხარ?
status quo
ლევან,ტურნირების კარგად ორგანიზება არ ნიშნავს ფეხბურთის აღოღძინებას,ამ მხრივ ვერაფერიც ვერ გააკეთე,ქართული ფეხბურთი ამაზე ქვემოთ არასოდეს ყოფილა.შენ კი მხოლოდ შენი თავისთვის ზრუნავ,ვერც პარლამენტში აკეთებ რამეს და ვერც ფედერაციაში.ან გამოდი პარლამენტიდან და შეუდექი შენი უშუალო საქმის კეთილსინდისიერად შესრულებას, ან გადადექი...
Irakli apkhaidze
ცხონებული პეტრიაშვილი აღარ გვყავს უეფაში და აწი ვინ იქნება მსგავსი ტურნირების მასპინძლობაზე ლობისტი
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]
U19: ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია [VIDEO]
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
სანქცია: უეფამ საქართველო აშკარად დაინდო!
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატმა საქართველოს 33 მლნ ლარი მოუტანა!
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ელიო სოუზა: ამისთვის მადლობა უეფას და ქართულ მხარეს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
უეფამ გიორგი არაბიძე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის აღმოჩენებში შეიყვანა