საქართველოს 7-კაცამ წლევანდელი ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე საუკეთესო შედეგი აჩვენა
საქართველოს 7-კაცამ წლევანდელი ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ექსეთერში მე-5 ადგილი დაიკავა.

წინა ეტაპებზე ჩვენი გუნდმა ერთნაირი შედეგი აჩვენა - მოსკოვში, ლოძსა და კლერმონში მე-8 ადგილს დასჯერდა.

თასის მეოთხედფინალში თამაში არ წაგვივიდა. რუსეთმა, რომელსაც წინა დღეს ჯგუფურ ეტაპზე ვძლიეთ, შესვენებამდე სამი უპასუხო ლელო გაიტანა და 19:0 დაწინაურდა. მეორე ტაიმის შუაში კარგი კომბინაცია ლელოთი ნიკოლოზ გიგაურმა დაასრულა, სულ ბოლოს ლევან გოგოლაშვილმა ხაზი გაჭრა და მისი ლელო ლაშა ხმალაძემ გარდასახა, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო აღარ რჩებოდა - 12:19.

მე-5 ადგილის ნახევარფინალი კარგი სანახავი გამოდგა. საქართველომ და ესპანეთმა სწრაფი, ხელდახელ ბურთაობა გააჩაღეს. პირველ ტაიმში ერთადერთი ლელო გავიდა: შესვენებამდე 1 წუთით ადრე ანზორ სიჭინავამ ფლანგზე კარგად ითამაშა, ცენტრში ხაზი გოგოლაშვილმა გაჭრა და უკვე ლელოში შესულმა ბურთი რამაზ ხარაზიშვილს დაამიწებინა. მამუკა ნინიძემ გარდასახა - 7:0.

მეორე ტაიმში ბურთი ესპანელებმა შეიყვანეს, ის გოგოლაშვილმა აიტაცა, ფლანგზე ორ მცველს ფინტებით თავგზა აუბნია და ლელომდე მაღალ სიჩქარეზე ირბინა. მეორე ტაიმის შუაში მეტოქის 22-ში ჯარიმა გავათამაშეთ, ხმალაძე მბოჭავს დაუსხლტა და საქართველო 19:0 დაწინაურდა. სულ ბოლოს ესპანელებმა ერთი ლელო გაქვითეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა - 19:5.

მე-5 ადგილისთვის ინგლისს შევხვდით, მასპინძლები დებიუტშივე მარტივ სიტუაციაში შეცდნენ და ამით ზურაბ ძნელაძემ ისარგებლა - 5:0. ინგლისმა წონასწორობა აღადგინა, ტაიმის გაწითლებულ დროზე კი, ხმალაძემ ლამაზი ლელოთი დაგვაწინაურა: მან მცველი პაუზაზე დაიჭირა, ხაზი გაჭრა და 60 მეტრი ირბინა - 12:5.

ინგლისმა მეორე ტაიმში წონასწორობა კვლავ აღადგინა. უკანასკნელ წუთზე მირიან მოდებაძემ და ნიკოლოზ გიგაურმა ფლანგზე ორ-ორი პასი გაცვალეს, ამ უკანასკნელმა ბურთი ალამთან დაამიწა და საქართველომ ინგლისი 17:12 დაამარცხა.

ექსეთერში მე-5 ადგილის დაკავების შემდეგ, ჩვენი 7-კაცა საერთო ჩათვლაში ერთი ადგილით დაწინაურდა და 2017 წლის ევროპის გრან პრი მე-7 ადგილზე დაასრულა.

ექსეთერში ითამაშეს: ზურაბ ძნელაძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), ანზორ სიჭინავა (აკადემია), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), მამუკა ნინიძე (ჯიქი), მირიან მოდებაძე (აია), ნიკო აფციაური (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
რუსეთთან მეოთხრდფინალში ერთი სახალისო ეპიზოდი მოხდა,დამთავრებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა და თამაში უკვე წაგებული იყო,იმ მომენტში 19-7 იყო.ჩვენებმა რუსი მორაგბე ხელში მოიგდეს და ბურთის ართმევა სცადეს,რუსმა მოიკლა თავი და ბურთი არ დაგვანება,თან ჩაწოლა სცადა,მაგრამ ჩვენებმა დაწოლის ნება არ მისცეს,ოთხმა კაცმა ასწია და თავის ბურთიანად მოედნის გარეთ გაიტანა,არადა სულ ცოტა 15 მეტრი მაინც ატარეს ასე ჭინჭყლი სტუმარივით.შემდეგ აუტიდან შემოტანილზე ლელო კი დავდეთ,მაგრამ დრო უკვე გასული იყო და ბოლოს 19-12 დავმარცხდით.რუსებმა კი საბოლოოდ ტურნირზე გაიმარჯვეს.
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა