საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე რაგბი ევროპის მეორე ეტაპის პირველ სათამაშო დღეს, ბ ჯგუფის ორი ლიდერი დაამარცხა!

პორტუგალია და საფრანგეთი 2023 წლის შემდეგ დამარცხებული არ გვყავდა, დღეს კი ეს სამწლიანი ციკლი წარმატებით შევცვალეთ. გიორგი ნოზაძის შეგირდებმა პირველ მატჩში პორტუგალიას 28:14, ხოლო მეორეში საფრანგეთს 17:12 მოუგეს და თასის ნახევარფინალში თამაში დაიბევეს.

პირველი თამაში პორტუგალიასთან გვქონდა, რომელმაც პირველ ეტაპზე მე-5 ადგილი დაიკავა. საქართველო ინიციატივას თავიდანვე დაეუფლა და უპირატესობას მთელი პირველი ტაიმი ფლობდა. ერთწუთიანი შეტევის შემდეგ, გიორგი ჯობავამ ხაზი გაჭრა და ლელოთი დაგვაწინაურა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. ტაიმის ბოლოს, ცენტრში ჯარიმის გათამაშების შემდეგ, ზაურ ლუტიძემ სისწრაფეში მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და მისი ლელო ბაბუნაშვილმა კვლავ ზუსტად გარდასახა - 14:0.

მეორე ტაიმში პორტუგალიამ ერთი გარდასახული ლელო გაქვითა, თუმცა თამაში რომ განახლდა, ყველასთვის მოულოდნელად რაქიდან ოთარ მეტრეველმა შეუტია და თავისივე ლელო გარდასახა. მეტოქემ მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე სხვაობა კვლავ 7 ქულამდე დაიყვანა, თუმცა საპასუხო შეტევისას, ორჯერ კარგი კონტაქტის შემდეგ ბურთი ფრთაზე ჩავიტანეთ, სადაც საბა არჩვაძემ ფეხით ითამაშა, მას თავად მიყვა და ლელოში დაამიწა. მეტრეველმა გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 28:14.

პირველი ეტაპის ფინალისტი საფრანგეთი მეორე მატჩში ლელოთი დაწინაურდა. მე-5 წუთზე ზურა ძნელაძე მბოჭავს ფიზიკური ძალის გამოყენებით დაუსხლტა და მისი საპასუხო ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს ძალიან კარგი შეტევა გვქონდა, რამდენიმე კონტაქტის შემდეგ, ბურთი ფრთაზე სწრაფად ჩავათამაშეთ და ლუკა ალიბეგაშვილმა ლელოთი ტაიმი 12:5 მოგვაგებინა.

მეორე ტაიმში საფრანგეთმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის ბოლოს რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჩვენი შეტევის შემდეგ წარმოქმნილ კონფლიქტს, სინბინით ჩვენი ორი და მეტოქის ერთი მორაგბე სინბინით შეეწირა. ხუთმა ქართველმა ერთით მეტ მეტოქეს ბურთი აართვა, ხელდახელ შეუტია, ბოლოს ფრთაზე ძნელაძემ მბოჭავი ფიზიკურად დაჩაგრა და გამარჯვების ლელო გაიტანა - 17:12.

ამ მოგებით საქართველომ თასის მეოთხედფინალში თამაში უკვე დაიბევა. დღეს ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს ლიეტუვასთან ჩვენი დროით 15:14 საათზე გამართავს. პირველ დღეს ლიეტუვას საფრანგეთმა 38:5, ხოლო პორტუგალიამ 26:0 მოუგო.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სპლიტში (ხორვატია)

ზურა ძნელაძე, დავით ხუროშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ოთარ მეტრეველი, ლუკა ალიბეგაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, საბა არჩვაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ვაჟა მიქაძე, რევაზ ხარაზიშვილი, დავით კვრიკაშვილი, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე.

Rugby.ge

ფრანგებთან ძნელ გამარჯვებაზე ვწერდი და მეოთხედფინალში,ისევ საფრანგეთთან მოგვიწია შეხვედრა.რასაც ჩვენ ნაკრებს აქამდე ვაქებდი,სამწუხაროდ ყველაფერი გაქრა,ამ თამაშში.პირველ გაშვებულ ლელომდე კიდევ ვცდილობდით წინააღმდეგობის გაწევას,მერე კი საერთოდ შევწყვიტეთ წინააღმდეგობის მცდელობაც კი და ისე,რომ მათ ნახევარზე არც კი გადავსულვართ,47- 7 წავაგეთ.ეს ლელოც,თამაშის დრო რომ ამოიწურა,უკვე მაშინ დავდეთ.ორიოდე კვირის წინაც ასე იყო,მოგვიგეს იმათ,ვისაც ჯგუფში ვაჯობეთ და ახლაც ასე მოხდა.ეტყობა ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი,ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლაა,მერე კი ამოცანას შესრულებულად თვლიან და თამაშზე უარს ამბობენ.ჩვენი,ყველა ქართველის პრობლემად არის გადაქცეული,დიდი მნიშვნელობის ბრძოლების დროს,ვერ მობილიზება და უსახურად დამარცხება.ეტყობა საბრძოლო ნებელობითი თვისებების გაძლიერებაზე აღარავინ მუშაობს.ფსიქოლოგიური მომზადება ჩვენი აქილევსის ქუსლად იქცა.ოთხეულში შესვლის შანსი უკვე დავკარგეთ და ახლა მეორე ოთხეულში რომელ ადგილზე გავალთ,ეგ გვაქვს საბრძოლველი.საბრძოლველი კი დავწერე,მაგრამ იბრძოლებენ?ეგ სხვა საკითხია და ამ თამაშმა ოპტიმიზმის საბაბი არ მომცა.

ფრანგებს კარგი ნაკრები ჰყავთ და ჯგუფში,ყველაზე მეტად მათი მეშინოდა.ძლიერებიც არიან და საკმაოდ ტექნიკურებიც,წინა თურნირზე კი,სულაც მეორე ადგილზე გავიდნენ.გავიმარჯვეთ,მაგრამ ადვილი ნამდვილად არ იყო.პირველი ტაიმი,12-5 მოვიგეთ,მაგრამ მეორე ტაიმში,ფრანგებმა ჩვენი ხაზი გაარღვიეს და ბურთიანი ფრანგი,ჩვენი ჩათვლის მოედნისაკენ გაიქცა.რაკი მისი დამწევი აღარავინ იყო,ჩვენი კაცი ისე გაიქცა,რომ ფრანგს ჩათვლის მოედნის კუთხისაკენ დაემიწებინა ლელო და შუისკენ შმოსასვლელი გზა გადაეკეტა.ფრანგი დაუბრკოლებლად შევიდა ჩათვლის მოედანზე,ჩვენიც ელოდება,როდის დაამიწებს და ამ დროსფრანგმა ბურთი კი არ დაამიწა,ძელებთან ახლოს ჩათვლის მოედანზე თავისუფლად მდგომ თანაგუნდელე გადაუგდო გრძელი პასი და მანაც დაუბრკოლებლად დაამიწა,ძელებთან.ფრანგებმა ამ პასით,5-ს ნაცვლად,7 ქულა მოიპოვეს და ანგარიშიც გაგვითანაბრეს.კი,კაცნაკლულებმა,ჩვენ მაინც მოვახერხეთ და გამარჯვების ლელო დავდეთ,ბოლო წამებზე,მაგრამ დიდი შანსი იყო,ეს მატჩი ფრედ დამთავრებულიყო,სწორედ იმ პასის დამსახურებით და რაკი,ფრამგებს ჩვენზე უკეთესი ბურთების სხვაობა აქვთ,პირველ ადგილზეც ისინი იქნებოდნენ.ეს შანსი მათ,იმ პასის გამცემის არაეგოისტურმა ქმედებამ მისცათ.დღეს,ჩვენმა ნაკრებმა,ლიტვას 19-5 მოუგო და ჯგუფში გამარჯვება გაინაღდა,რასაც გულით ვულოცავ.მართლაც წინა წლებზე უფრო დალაგებულად თამაშობენ,თუმცა ამ თამაშშიც იყო მომენტი,როცა მესამე ლელოს ვდებდით,რეხვიაშვილმა გააღწია თავისუფალ სივრცეში და კუთხეში დაამიწა ბურთი,მაგრამ მას გვერდით მისდევდა თანაგუნდელი,რომელსაც თუ მათ შორის მყოფ ლიტველს ბურთს თავზე გადააცდენდა,დაუბრკოლებლად შეეძლო ბურთის მიღება და 10-15 მეტრით უფრო ძელებთან ახლოს მისი დამიწება.გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ,იმ პოზიციიდან კი,გარდასახვა,გაცილებით მარტივი იქნებოდა და ჩვენ რეალურად დავკარგეთ,ის ორი პოტენციური ქულა.ამ ლელოთი,ანგარიში 19-0 გახდა,ლიტველებმა,მხოლოდ ამოწურულ დროზე შეძლეს,პრესტიჟის ლელოს გატანა,მაგრამ აქ ეს არ არის მთავარი.მთავარი ქულების მოპოვების პოტენციალის სრული გამოყენებაა და იმ მოქმედებას,რასაც ფრანგებმა მიმართეს,სწორედ ეგ ჰქვია,ჩვენი მოქმედებისაგან განსხვავებით.კი,ძალიან ძნელია,ჩათვლის მოედანზე შესულმა,ლელოს დადებაზე უარი თქვა და პასი გასცე,მაგრამ რაგბი გუნდური თამაშია და რასაც სხვა დროს დაუფიქრებლად აკეთებენ,მთელი გუნდი,ერთი კაცისათვის ლელოს დადების შანსისათვის მისაცემად იბრძვიან,არც ეს უნდა გახდეს,შეუძლებელი.
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
სრული შემადგენლობით - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ვის უნდა მისცენ “ოქროს ბურთი”? - ფერან ტორესმა თავისი აზრი დააფიქსირა
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
"COVID 19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები მქონდა, სერთიფიკატი გავაყალბე" - ჯაკას 2022 წელს მომხდარი ამბის გამო, ნაკრების დატოვება მოუწია
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი