საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, საფრანგეთს მეორე თამაში ვეღარ მოუგო და ხვალ მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

პირველ დღეს, ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიისა (28:14) და საფრანგეთის (17:12) დამარცხების შემდეგ, მეორე დღის პირველ მატჩში, ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაც მოვიგეთ.

ლიეტუვასთან საბა არჩვაძის 80-მეტრიანი ლელოთი დავწინაურდით, რასაც რეზი ხარაზიშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა. შესვენების შემდეგ ნიკოლოზ რეხვიაშვილმა ორი ლელო გაიტანა, საიდანაც ერთი ხარაზიშვილმა გარდასახა. მატჩის მიწურულს ლიეტუვამ ერთი ლელო გაქვითა და 19:5 გავიმარჯვეთ, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ.

ისე მოხდა, რომ თასის 1/4-ფინალში პირველი ადგილით გავედით და ფლეი ოფში კვლავ საფრანგეთს შევხვდით, რომელიც მეორე საუკეთესო მესამეადგილოსანი იყო. ამჯერად ფრანგებმა თამაში უკეთ დაიწყეს, პირველსავე წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და 2-წუთიან რიცხობრივ უპირატესობაში კიდევ ორი გარდასახული ლელო გაიტანეს. ჩვენი გუნდი გატყდა და საბოლოოდ შეხვედრა 7:47 დავთმეთ, რის გამოც ხვალ მე-5-მე-8 ადგილებისთვის ვაგრძელებთ ბრძოლას.

მე-5 ადგილის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე დიდი ბრიტანეთი იქნება, რომელიც 1/4-ფინალში ესპანეთთან 17:26 დამარცხდა. პირველ, ჰამბურგის ეტაპზე დიდ ბრიტანეთს მე-7 ადგილისთვის ვეთამაშეთ და მაშინ მეტოქემ 17:12 იმარჯვა, ახლა კი რევანშის შანსი გვეძლევა. მომავალი შეხვედრა ჩვენი დროით 13:14 საათზე დაიწყება.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სპლიტში (ხორვატია)

ზურა ძნელაძე, დავით ხუროშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ოთარ მეტრეველი, ლუკა ალიბეგაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, საბა არჩვაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ვაჟა მიქაძე, რევაზ ხარაზიშვილი, დავით კვრიკაშვილი, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე.

Rugby.ge

ეეჰ,ბრიტანეთმაც მოგვიგო,12-5.პირისპირ ბრძოლებში,მათი მცირე უპირატესობა იფრძნობოდა და ხაზის გარღვევას ვერ ვახერხებდით,თუმცა მათ გარდასახულ ლელოს,გარდაუსახავით მაინც ვუპასუხეთ და მეორე ტაიმში,ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბული გახდა.წინა თამაშებისაგან განსხვავებით,ამ თამაშში,რამდენჯერმე მოგვიხდა,როცა პასის მიღება გვიჭირდა და ბურთი წინ გვივარდებოდა.ერთ მომენტში,ბურთი ბრიტანელების ზურგს უკან გადავაგდეთ და ნივყევით,მაგრამ ბურთი ძალიან ცუდად ახტა და ვერ დავეუფლეთ,თითქმის ლელოს ხაზთან.მატჩის მიწურულს,ბრიტანელებმა მეორე ლელოც დაგვიდეს და 12-5 დაწინაურდნენ,ჩვენ გადამწყვეტ შეტევაზე გადავედით და პირველად თითქმის ხაზზე შეგვბოჭეს,იქიდან ამოგდებულზე კი,ძელებთან ნახტომის მომენტში ბურთი ხელიდან ამოგვივარდა და მატჩიც დამთავრდა.ფრანგებისაგან განსხვავებით,ამ მატჩში ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ოდნავი გამართლებაც რომ ყოფილიყო,ანგარიშს გავათანაბრებდით.ძნელია,ამ მარცხის შემდეგ ბიჭებს ვუსაყვედუროთ,უსამართლობა იქნება. თოკოს ვეხმიანები.ჩემი აზრით,ახალგაზრდულ გუნდებში,სავალდებულოდ უნდა გავხადოთ პარალელურად 7 კაცა რაგბის შეჯიბრში მონაწილეობა,სადაც ბურჯების გარდა,ყველა ვალდებული იქნება თამაშობდეს(ბურჯებს სურვილის მიხედვით).ეს,15 კაცაში თამაშის აჩქარებასა და ბურთის ფლობის ტექნიკის გაუმჯობესებაში ნამდვილად დაგვეხმარება და 7 კაცაშიც სანაკრებო ბაზას გაგვიზრდის
თოკო
დასანანია, მეორეჯერ ჯგუფში საუკეთესო ადგილზე გავდივართ და პლეი ოფში იგივე გუნდთან ვაგებთ ვისაც მოვუგეთ. თუმცა ადრე ჯგუფშიც კი ვერ გავდიოდით პირველზე და იმის არ დანახვა რომ ახალი მწვრთნელი რაღაცა კარგს აშენებს უმადურობა იქნება. ოდესმე პროფესიონალური სახე თუ ექნება შვიდკაცას საინტერესოა, ვგულისხმობ 15 კაცას თუ დაანებებს თავს ხალხი და ამ სპორტში თუ გადაერთვება პროფესიონალური კონტრაქტებით.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"