საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი, პირველის მსგავსად მე-8 ადგილზე დაასრულა და შესაბამისად, ჯამშიც მე-8 ადგილი დაიკავა.

ჰამბურგის მსგავსად, ჩვენმა გუნდმა ხორვატიის ქალაქ სპლიტშიც ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა მოიგო და ფლეი ოფში პირველი ადგილით გავიდა, მაგრამ იქ სამივე თამაში დათმო.

მეორე ეტაპის დასკვნით დღეს, პირველი მატჩი მე-5 ადგილის ნახევარფინალში დიდ ბრიტანეთთან გვქონდა. მეტოქე გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, რის შემდეგაც საქართველო ინიციატივას დაეუფლა და ლელოს გატანის ორი ხელსაყრელი შანსი ჰქონდა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა.

შესვენების შემდეგ ნიკოლოზ რეხვიაშილმა საპასუხო ლელოთი ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, თუმცა დიდმა ბრიტანეთმა სხვაობა კვლავ 7 ქულამდე გაზარდა. რადგან თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად ლელოსთან ერთად გარდასახვაც გვჭირდებოდა, ბოლო შეტევისას ბურთი ფრთებზე არ დავამიწეთ და კარგი გათამაშებების შემდეგ შანსიც მივიღეთ, მაგრამ კარის წინ მარტოდ დარჩენილმა მოთამაშემ ბურთი ვერ შეიმაგრა და 100%-იანი შანსი გავანიავეთ - 5:12.

მე-7 ადგილისთვის ჰამბურგის ეტაპის გამარჯვებულ გერმანიას შევხვდით და აქაც გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით. მე-5 წუთზე შერკინებიდან დავით ხუროშვილმა შეუტია, ხაზი სუფთად გაჭრა და მისი ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა, მაგრამ ტაიმის ბოლოს მეორე ლელო მივიღეთ - 7:12.

მეორე ტაიმში გერმანიამ უპირატესობა საგრძნობლად გაზარდა და მატჩის მიწურულს საბა არჩვაძის მიერ გატანილმა გარდასახულმა ლელომ, საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 14:33.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სპლიტში (ხორვატია)

ზურა ძნელაძე, დავით ხუროშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ოთარ მეტრეველი, ლუკა ალიბეგაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, საბა არჩვაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ვაჟა მიქაძე, რევაზ ხარაზიშვილი, დავით კვრიკაშვილი, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე.

Rugby.ge

თოკო
გერმანიამ წინა სერია მოიგო სადაც საფრანგეთი დაამარცხა. ჩვენთან მოგების შემდეგ საფრანგეთმა ესპანეთს 22-0; ხოლო იტალიას ფინალში 43:0 მოუგო. უნდა გვესმოდეს რომ ამ სპორტში თითქმის ყველა ჩვენზე წინაა და ფაქტობრივად 0-დან ვიწყებთ. ოღონდ ვიწყებთ კარგა ხანია უკვე. იმედია შედმეგ სერიებში პროგრესი დაკავებულ პოზიციაზეც აისახება. ფაქტია, რომ ყველასთან შეგვიძლია მოგება, იმედია მწვრთნელიც გაიზრდება გუნდთან ერთად და ერთ დროს მსოფლიო (HSBC SVNS) სერიებშიც შევალთ, სადაც ყველასთვის ღიაა შესვლა შედეგიდან გამომდინარე, განსხვავებით 15 კაცა რაგბისგან, სადაც რაც ხდება ყველამ ვიცით ინკლუზიურობის მხრივ.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა